13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ტემპერატურა თერმომეტრის მეშვეობით, ასტრონომებმა ნულის ქვემოთ მილიონიგრადუსები მიიღეს. მიშელის თანამემამულემ, ცნობილმა მეცნიერმა ფურიემ,საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა უფრო ზუსტი გამოთვლა ჩაატარა.ფურიეს მიხედვით, სამყროს ტემპერატურა სამოც გრადუსზე დაბლა არ იწევს.მიშელმა დაცინვით დაუსტვინა.- ეს ტემპერატურა დაახლოებით, ჩვენი პოლუსების ტემპერატურას შეესაბამება,-განაგრძო ბარბიკენმა. - მელვილის კუნძულზე ან კიდევ ფორტ რელინსთანტემპერატურა ცელსიუსით დაახლოებით 56 გრადუსს აღწევს ნულს ქვემოთ.- ახლა იმის დამტკიცება გვჭირდება, - თქვა ნიკოლმა, - რომ ფურიე გამოთვლაშიარ შემცდარა. თუ არ ვცდები, მეორე მეცნიერი, პუიე საპლანეტათშორისო სივრცისტემპერატურას ას სამოც გრადუსს უტოლებს ნულს ქვემოთ. შევამოწმოთ, რომელიმათგანია მართალი.- ოღონდ ახლა არა, - თქვა ბარბიკენმა. - ხედავთ, მზის სხივები პირდაპირთერმომეტრს ხვდება, ამიტომაც მისი ჩვენება ზუსტი არ იქნება. აი, როცა მთვარესმივაღწევთ, იქაური ერთი ღამის განმავლობაში, ჩვენს თხუთმეტ დღე-ღამეს რომუდრის, საკმაო დრო გვექნება ამ ცდის ჩასატარებლად - დედამიწის თანამგზავრი ხომსიცარიელეში ბრუნავს.- როგორ გესმის შენ სიცარიელე? - ჰკითხა მიშელმა, - აბსოლუტური სიცარიელეგაქვს მხედველობაში?- დიახ, სრულიად უჰაერო სიცარიელე.- და ამ სიცარიელეში ჰაერს არაფერი სცვლის?- როგორ არა, ეთერი, - უპასუხა ბარბიკენმა.- ეთერი რაღაა?- ეთერი ჩემო ძვირფასო, უწონადო ატომების ნარევია, რომელიცმოლეკულრული ფიზიკის სწავლების მიხედვით, თავიანთი ზომის შესაბამისად,ისევე არიან ერთმანეთისაგან დაშორებულნი, როგორც ციური სხეულები სამყაროში.თანაც ეს მანძილი მილიმეტრის სამ მემილიონედიც არ არის. ბრუნვისა დამოძრაობის გამო ატომები სითბოსა და სინათლის წყაროდ იქცევა. ისინი წამში ოთხასოცდაათ ტრილიონ რხევას იძლევიან მილიმეტრის ოთხიდან ექვსათმემილიონედამდე ამპლიტუდით.- მილიარდების მილიარდები! - შესძახა მიშელ არდანმა. - თქვენწარმოგიდგენიათ, როგორ არ დაეზრათ ადამიანებს, გაეზომათ დაგამოეანგარიშებინათ ეს რხევა. იცით რა, ძვირფასო მეგობრებო, მთელი ეს რიცხვებიდა გამოთვლები მხოლოდ ყურს ტკენს ადამიანს, გონებას კი არაფერს აძლევს.- მაგრამ ციფრებს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. . .- არა, ჩემთვის შედარების მეთოდი ბევრად უფრო მეტის მთქმელია.მაგალითად, როცა შენ ამტკიცებ, ურანის მოცულობა დედამიწის მოცულობაზესამოცდამეთექვსმეტჯერ მეტია, სატურნის მოცულობა ცხრაასჯერ, იუპიტერისა -ათას სამასჯერ, მზისა - მილიონ სამასი ათასჯერ, არავითარ თვალსაჩინოებას ესრიცხვები არ მაძლევს. მე უპირატესობას ვანიჭებ ლიეჟის ობსერვატორიის სისტემას,რომელიც უბრალოდ და ყოველგვარი სისულელების გარეშე ამბობს: მზე ორი ფუტიდიამეტრის გოგრაა, იუპიტერი - ფორთოხალი, სატურნი - ვაშლი, ნეპტუნი - ბალი,ურანი - მსხვილი ალუბალი, დედამიწა - ბარდის მარცვალი, ვენერა - მუხუდო, მარსი- ქინძისთავი, მერკური - მდოგვის მარცვალი, - იუნონა, - ცერერა, პალასი კი - ქვიშა,ასე უფრო მექმნება წარმოდგენა პლანეტების სიდიდეზე.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!