13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამ დროს დიანამ ხმამაღალი ყეფა ატეხა. ძაღლი, როგორც ჩანს, თავის ულუფასაუზმეს ითხოვდა.- ღმერთო ჩემო! - შესძახა მიშელმა. - კამათით გავერთეთ და ძაღლები სულდაგვავიწყდა.დიანას მაშინვე ნამცხვრის დიდი ნაჭერი მიართვეს. ძაღლმა მაშინვეგადასანსლა.- იცი, ბარბიკენ, ჩვენი ყუმბარისაგან მეორე ნოეს კიდობანი უნდა გაგვეკეთებინადა დედამიწის ყოველგვარი სულიერი წყვილ-წყვილად წამოგვეყვანა.- ამდენი რამისათვის ადგილი არ გვეყოფოდა, - მიუგო ბარბიკენმა.- როგორ არ გვეყოფოდა, ცოტას შევვიწროვდებოდით, - იწყინა მიშელმა.- ძალიან არ გამოგვადგებოდა მთვარზე ძროხა, ხარი თუ ცხენი, - შენიშნანიკოლმა, - დასანანია, რომ ვაგონში საჯინიბოსი და ფარეხის მოწყობა არ ხერხდება.- უკიდურეს შემთხვევაში, - თქვა მიშელმა, - შეიძლებოდა სახედარი მაინცწამოგვეყვანა, თუნდაც ჩოჩორი, ეს ამტანი და მომთმენი ცხოველი. მერე როგორუყვარდა მოხუც სილენს სახედრით სეირნობა! ისინი ბუნების მიერ შექმნილარსებათა შორის ყველზე საცოდავები და ცხოვრების გერბი არიან. მათ არა მარტოსიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც სცემდნენ...- ამით რისი თქმა გინდა? -შეეკითხა ბარბიკენი.- დოლს ხომ სახედრის ტყავისაგან აკეთებენ!მიშელის ამ ღრმააზროვანმა შენიშვნამ ისინი გაამხიარულა, მაგრამ არდანისმოულოდნელმა ყვირილმა, ეს განწყობილება შეწყვიტა.- ძვირფასო მეგობრებო, - თქვა მიშელ არდანმა, სატელიტის ბუნაგში რომშეიხედა, - სატელი მორჩა.- მით უკეთესი, - თქვა ნიკოლმა.- არა, თქვენ ვერ გამიგეთ. სატელიტი მოკვდა. როგორ მწყინს,- განაგრძოშეწუხებულმა, - დიანა, შე საბრალო, უკვე ვეღარ იქნება მთვარეზე ძაღლთა მოდგმისწინაპარი!რაკი საწყალ სატელიტს ჭრილობა არ მოუშუშდა, უეჭველი იყო, მოკვდებოდა.მიშელი დაბნეული უყურებდა თავის მეგობარს.- როგორ მოვიქცეთ! - თქვა ბარბიკენმა, - ძაღლის გვამს ყუმბარაში ხომ ვერდავტოვებთ.- ცხადია, ვერ დავტოვებთ, - უპასუხა ნიკოლმა, - ჩვენი ფანჯრები ხომანჯამებზეა დამაგრებული. რომელიმე გამოვაღოთ და ვისროლოთ სივრცეში.- ასეც მოვიქცევით, - ცოტა დაფიქრების შემდეგ თქვა ბარბიკენმა, - მაგრამ ესძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთოთ.- რატომ? - დაინტერესდა მიშელი.- ორი, შენთვისაც იოლად გასაგები მიზეზის გამო, - უპასუხა ბარბიკენმა. -პირველი მიზეზი ყუმბარაში მოთავსებული ჰაერია. ვეცადოთ, რაც შეიძლებანაკლები ჰაერი გავუშვათ.- კი მაგრამ, ჩვენ ხომ თან აღვადგენთ კიდეც ჰაერის მარაგს!- აღვადგენთ, მხოლოდ ნაწილობრივ, - უთხრა ბარბიკენმა. - ჩვენი აპარატიმხოლოდ ჟანგბადს აწარმოებს. სხვათა შორის ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომგამომუშავებული ჟანგბადის რაოდენობამ განსაზღვრულს არ გადააჭარბოს.ჟანგბადის სიჭარბემ შეიძლება არასასურველი ფიზიოლოგიური მოვლენებიგამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში. ასე რომ, ჩვენ აღვადგენთ ჟანგბადს, მაგრამ აზოგისანაზღაურება არ შეგვიძლია. ჩვენი ფილტვები, მართალია, მას არ ითვისებენ, მაგრამ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!