13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მოიცათ! - თქვა მან. ახლა დილის შვიდი საათია. ჩვენ ოცდათორმეტი საათისწინ გამოვფრინდით, ე.ი. ნახევარი გზა უკვე გავიარეთ, მაგრამ როგორც ხედავთ, არჩამოვარდნილვართ!ბარბიკენს არაფერი უპასუხია. ნიკოლს სწრაფად შეხედა და ხელი სტაცაინსტურმენტს, რომელსაც დედამიწაზე კუთხის საზომად იყენებენ. მერე ქვედასარკმელთან მივიდა და ზუსტად გამოთვალა ყველაფერი, რის საშუალებასაცყუმბარის მოჩვენებითი უძრაობა იძლეოდა. მან შუბლზე ოფლი შეიწმინდა და ისევშეუდგა შემოწმებას. ნიკოლი შეშფოთებული ადევნებდა თვალს. იგი მიხვდა, რომპრეზიდენტს დედამიწის დიამეტრის სიდიდის მიხედვით უნდოდა განესაზღვრამანძილი ყუმბარასა და დედამიწას შორის.- არა! - კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ შესძახა ბარბიკენმა. - არ ვვარდებით! 50.000ლიეთი ვართ დაშორებული დედამიწიდან. უკვე გავიარეთ ის წერტილი, სადაცყუმბარა შეიძლებოდა შეჩერბულიყო, მისი საწყისი სიჩქარე მართლა 11.000 მეტრირომ ყოფილიყო!- ცხადია, დაუდასტურა ნიკოლმა, - მაშასადამე, 400 ათასი გირვანქა დენთისაფეთქებით გამოწვეული საწყისი სიჩქარე ბევრად აღემატებოდა თერთმეტი ათასმეტრს! ახლა კი გასაგებია, რატომაც შეხვდით დედამიწის თანამგზავრს ცამეტიწუთის შემდეგ. იგი დედამიწიდან 8140 კილომეტრითაა დაშორბული.- სწორი განმარტებაა, - დაურთო ბარბიკენმა. - მას შემდეგ, რაც ტიხარებიდანწყალი გადმოიღვარა, ყუმბარა შესამჩნევად განიტვირთა.- მართალია, - დაემოწმა ნიკოლი.- ჰოდა, ძვირფასო ნიკოლ, - შესძახა ბარბიკენმა, - გადავრჩით!- მაშ, რაკი გადავრჩით, ვისაუზმოთ, - თქვა მშვიდად არდანმა.ნიკოლი არ შემცდარა, ყუმბარის საწყისი სიჩქარე, საბედნიეროდ, კემბრიჯელიასტრონომების მიერ გამოანგარიშებულზე გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ეს მათ მიერდაშვებულ შეცდომას არ ამართლებდა.ფუჭი შეშფოთების შემდეგ მოგზაურები დამშვიდდნენ და მხიარულადმიუსხდნენ სუფრას სასაუზმოდ. ბევრი მიირთვეს, დიდხანს ისაუბრეს. ამ ამბისშემდეგ რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდათ.- კაცმა რომ თქვას, მიზანს რატომ არ უნდა მივაღწიოთ? - იმეორებდა მიშელარდანი. - ჩვენ ხომ მივფრინავთ. დაბრკოლება არსაიდან არ შეგვხვედრია, გზათავისუფალია, ერთი კენჭიც კი არსად გდია. გემს ხომ უფრო მეტი წინააღმდეგობისგადალახვა უხდება. მან ოკეანის ტალღები უნდა გაარღვიოს. ჩვენი გზა ქართანმებრძოლი აეროსტატის გზაზეც თავისუფალია. თუკი გემიც და აეროსტატიცდანიშნულ ადგილზე მიდის, ჩვენ რატომღა არ უნდა მივაღწიოთ დანიშნულადგილს.- მივაღწევთ კიდეც! - თქვა ბარბიკენმა.- მივაღწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკელთა პრესტიჟი განვამტკიცოთ! -დაუმატა არდანმა. - ამერიკელები ერთადერთი ერია, რომელმაც ამ საქმის წამოწყებაშეძლო და რომელმაც შვა ჩვენი პრეზიდენტი ბარბიკენი! ახლა კი, როდესაცსადარდებელი აღარა გვაქვს, მეშინია, არ მოგვეწყინოს... ხომ მართალია?ბარბიკენი და ნიკოლი არ დაეთანხმნენ.- ძვირფასო მეგობრებო, მე ყველაფერი წინასწარ გავითვალისწინე, - განაგრძომიშელმა. - თქვენ მხოლოდ ისურვეთ და მაშინვე გაჩნდება ჭადრაკი, შაში, ბანქო თუდომინო! მხოლოდ ბილიარდი არა გვაქვს!- როგორ? - გაიკვირვა ბარბიკენმა, - ნუთუ ყველაფერი ეს წამოიღე?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!