13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ყველაფერი ზმადაა! - უპასუხა ნიკოლმა. - იმისათვის, რომ ყუმბარანეიტრალურ წერტილამდე მივიდეს, სადაც დედამიწის და მთვარის მიზიდულობისძალები თანაბრდება, ატმოსფეროდან გამოსვლის სიჩქარე ტოლი უნდა იყოს...- რისი? - მოუთმენლად იკითხა ბარბიკენმა.- პირველ წამში 11051 მეტრის.- როგორ? - წამოიყვირა ბარბიკენმა. - რამდენის?- 11051 მეტრისა, - გაიმეორა კაპიტანმა.- დასწყევლოს ეშმაკმა! - შეჰყვირა სასოწარკვეთილმა ბარბიკენმა.- რა მოგივიდა, ძვირფასო? - იკითხა მიშელ არდანმა, რომელიც პრეზიდენტისაღელვების მიზეზს ვერ მიმხვდარიყო.- რა მომივიდა? თუ ამჟამად სიჩქარე ხახუნისაგან ერთი მესამედითააშემცირებული, მაშინ საწყისი სიჩქარე ტოლი უნდა იყოს...- 16576 მეტრის! - მიუგო ნიკოლმა.- კემბრიჯის ობსერვატორიის გამოანგარიშებების მიხედვით კი 11000 მეტრისიჩქარე საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამ სიჩქარით გამოვფრინდითკოლუმბიადიდან.- მერე? - იკითხა ნიკოლმა.- მერე ის, რომ თურმე ეს სიჩქარე საკმარისი არ ყოფილა.- შემდეგ?- ჩვენ ნეიტრალურ წერტილამდე ვერ მივაღწიეთ.- დალახვროს ეშმაკმა.- მანძილის ნახევარსაც ვერ გავივლით!- წყეული ყუმბარა! - ამოიღმუვლა მიშელ არდანმა და ისე მარდად წამოხტა,თითქოს რამდენიმე წუთიც და ყუმბარა მიწას დაასკდებოდა.- მაშასადამე, ჩვენ ისევ მიწაზე დავეცემით!მეხუთე თავისიცივე საპლანეტათშორისო სივრცეშიგამოთვლის შედეგმა თავზარი დასცა ჩვენს მოგზაურებს. ვინ დაუშვა ასეთიშეცდომა? ბარბიკენს მაინც არ სჯეროდა ამ გამოთვლისა. ნიკოლმა ისევ შეამოწმამთელი თავისი გაანგარიშება და დარწმუნდა, სწორი იყო. მეორედ შემოწმებისასგამოირკვა, რომ სასურველ წერტილამდე მიღწევისათვის მართლაც 16576 მეტრისიჩქარე იყო საჭირო პირველ წამებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყუმბარა დანიშნულადგილამდე ვერ მიაღწევდა.მეგობრებმა უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს. საუზმე აღარავის ახსოვდა.ბარბიკენმა კბილი კბილს ააჭირა, მუშტი მოკუმშა და მოღუშულმა ფანჯარაშიგაიხედა. გულხელდაკრეფილი ნიკოლი კი რიცხვებს მიაჩერდა.- ესეც შენი მეცნიერები! მოდი და ენდე ამათ! - ბურტყუნებდა მიშელ არდანი. -ოც ოქროს არ დავიშურებდი, ჩვენი ყუმბარა, კემბრიჯის ობსერვატორიას რომდაეცემოდეს და გასრესდეს იმ თაღლითებს.უცებ ნიკოლს სახე გაუნათდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!