13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- მაშასადამე, - გააწყვეტინა ნიკოლმა, რომელსაც უკვე გამოეანგარიშებინა, - ესმანძილი 356 მილიონ 720 ათას მეტრს უდრის, როდესაც მთვარე პერიგეაში, ანუდედამიწასთან ყველაზე ახლოსაა.- სწორია, - დაუმოწმა ბარბიკენმა. - შემდეგ m პრიმი გაყოფილი m -ზე არისმთვარისა და დედამიწის მასების შეფარდება, რომელიც ერთ ოთხმოცდამეერთედსუდრის.- ჩინებულია, - თქვა მიშელმა.- g სიმძიმის ძალაა, რომელიც ფლორიდასი ცხრა მეტრსა და ოთხმოცდაერთსანტიმეტრს უდრის. აქედან გამომდინარე gr ტოლია...- 62 მილიონ ოთხასი ათასი კვადრატული მეტრისა, - გააგრძელა ნიკოლმა.- შემდეგ ამას რა მოყვება? - იკითხა მიშელ არდანმა.- შემდეგ, - მიუგო ბარბიკენმა, - როდესაც ასოები რიცხვთა სიდიდეებითშეიცვლება, შემიძლია განვსაზღვრო υ ნულოვანი, ე. ი. ატმოსფეროდან ყუმბარისგამოსვლის სიჩქარე, რათა ნულოპვანი სიჩარით ტოლი მიზუდულობის წრტილსმიაღწიოს. ამგვარად, თუ ამ დროს სიჩქარე ნულის ტოლი უნდა იყოს, მაშინ x იქნებამანძილი, რომელზეც ეს ნეიტრალური წერტილი იმყოფება და შეიძლება d-ს ცხრამეათედი გამოვახოთ. ე.ი. მივიღებთ მანძილს ორ ცენტრს შორის.- სრულიად გაუგებარია, - ამოიოხრა მიშელმა.- მივიღებთ x ტოლია d-ს ცხრა მეათედის, ხოლო υ - ნულისა, მაშინ ფორმულაასეთ სახეს მიიღებს....ბარბიკენმა სწრაფად დაწერა ფორმულა:V0 2 =2 gr 10r1 9 d1 10r81drd - r- ასეა! სწორედ ასეა! - იყვირა ნიკოლმა და ხარბად დააშტერდა ფორმულას.- ყველაფერი გასაგებია? - შეეკითხა ბარბიკენი.- სავსებით! - შესძახა ნიკოლმა.- ჭკუის კოლოფები! - ჩაიბურდღუნა მიშელმა.- ბოლოს და ბოლოს რაიმე თუ გაიგე? - ჰკითხა ბარბიკენმა.- მერედა რომ გავიგე! - წამოიძახა მიშელმა. - ლამისაა თავი გამისკდეს...- ამრიგად, - განაგრძო ბარბიკენმა, - V ნულოავნი კვადრატში ტოლია ორი gr -ისა, გამრავლებული 1 მინუს ათი r, შეფარდბული ცხრა d -ზე, მინუს ერთიოთხმოცდამეერთედი გამრავლებული ათი r, შეფარდებული d-სთან მინუს r,შეფარდებული d მინუს r -თან.- იმისტვის, რომ გავიგოთ ატმოსფეროდან გასვლისას ყუმბარის საძიებელისიჩქარე, - დაუმატა ნიკოლმა, - მხოლოდ გაანგარიშებაა საჭირო.უშიშარი კაპიტანი ელვის სისწრაფით შეუდგა გამოანგარიშებას. ქაღალდზესვეტებად აღიმართა ციფრები და მალე გამრავლებებმა და გაყოფებმა მთელი გვერდიააჭერელა. ბარბიკენი ყურადღებით ადევნებდა თვალს კაპიტანს, მიშელს კი ორივეხელი თავზე წაევლო, თითქოს ეს უშველიდა მის შაკიკს.- როგორაა საქმე? - იკითხა ბოლოს ბარბიკენმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!