13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- არ ვიცი, - შეედავა ნიკოლი. - რაც უფრო მეტად ვუფიქრდები მას, მით უფრომხიბლავს.- ახლა კი შენ მომისმინე, - თქვა ბარბიკენმა და თავის უვიც მეგობარსმიუბრუნდა. - თვითონვე დარწმუნდები, რომ ყოველი იმ ასოს განსზღვრულიმნიშვნელობა აქვს.- გისმენთ, - მორჩილად თქვა მიშელმა.- d ნიშნავს მანძილს დედამიწასა და მთარის ცენტრს შორის, - თქვა ბარბიკენმა. -ეს წერტილები ჩვენ მიზიდულობის ძალების გამოთვლისათვის გვჭირდება.- გასაგებია.- r დედამიწის რადიუსია.- რადიუსი... კარგი.- m დედამიწის მასაა, ხოლო მ პრიმი მთვარის მასა. ორიე სიდიდე ფორმულაშიიმიტომ შევიტანეთ, რომ სხეულთა მიზიდულობა მათი მასების პროპორციულია.- გასაგბია.- g სიმძიმის ძალაა, სიჩქარე, რომელსაც სხეული ერთი წამის განმავლობაშიიძენს დედამიწაზე დაცემის დროს. გასაგებია?- ყველაფერი დღესავით ნათელია.- ასო x- ით. აღვნიშნეთ ის მოძრავი მანძილი, რომელიც ჩვენ დედამიწისცენტრიდან გვაშორებს, ხოლო υ - ყუმბარის სიჩქარეა მოცემულ მანძილზე.- შესანიშნავია!- და ბოლოს, ატმოსფეროდან გასვლისას ყუმბარის სიჩქარე ნულით აღინიშნება.- სწორია, - თქვა ნიკოლმა, - სიჩქარის გამოთვლა ამ წერტილამდე იყო საჭირო,ვინაიდან ცნობილია, რომ საწყისი სიჩქარე ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე ყუმბარისატმოსფეროდან გამოსვლის დროს.- ვერაფერიც ვერ გავიგე! - წამოიძახა მიშელმა.- ეს ხომ მთლად ადვილი გასაგებია? - მიუგო მიშელმა.- როგორც ჩანს, ჩემთვისაა რთული! - მიუგო მიშელმა.- ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც ყუმბარამ დედამიწის ატმოსფეროსსაზღვარს მიაღწია, სიჩქარის ერთი მესამედი უკვე დაკარგული ჰქონდა.- ასე ბევრი?- დიახ, ძვირფასო და თანაც ჰაერის წინააღმდეგობის გამო, ჰაერის ხახუნის გამო,გაიგე? რაც უფრო ჩქარა მიდის ყუმბარა, მით მეტ წინააღმდეგობას ხვდებაატმოსფეროსაგან.- ეს მეც მესმის, - დაეთნმა მიშელი. - მაგრამ ყოველგვარი υ ნული და υ ნულიკვადრატში ისეთივეა ჩემთვის, როგორც კედელს ცერცვი შეაყარო.- სურლიად ბუნებრივია შენი რეაქცია ალგებრაზე. ახლა ამ ფორმულაში შესაფერრიცხვებსაც ჩავსვამ და ბოლოც მოგეღება, - თქვა ბარბიკენმა.- საქმე არა გაქვთ? მომკალით და ეგ არის! - სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახამიშელმა.- ამ ფორმულაში, - განაგრძობდა ბარბიკენი, - არის ცნობილი სიდიდეები, მაგრამარის ისეთებიც, რომელთაც გამოთვლა სჭირდებათ.- ამ საქმეს მე შევუდგები, - თქვა ნიკოლმა.- ამგვარად, ჯერ ერთი რ არის დედამიწის რადიუსი, რომლის სიდიდე ჩვენიგამომგზავრების პუნქტის - ფლორიდის - განედზე ექვსი მილიონ სამას სამოცდაათიათას მეტრს უდრის. d არის მანძილი დედამიწისა და მთვარის ცენტრებს შორის,რომელიც დედამიწის ორმოცდათექვსმეტი რადიუსის ტოლია, მაშასადამე...

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!