13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ეს ძალიან ადვილია.- შენ შესძლებდი გამოანგარიშებას?- რა თქმა უნდა. ობსერვატორია რომ არა, მე და ნიკოლი გამოვიანგარიშებდით.- წარმოგიდგენია? - ამოიოხრა მიშელმა, - რომ მოგეკლათ, ამ ამოცანას მაინც ვერამოვხსნიდი.- იმიტომ, რომ ალგებრა არ იცი, - მშვიდად უთხრა ბარბიკენმა.- ოჰ, თქვე "იქსიჭამიებო!" თქვენის აზრით, რადგანაც ალგებრა ახსენეთ,ყველაფერი გასაგებია?- მიშელ, - თქვა ბარბიკენმა. - მგონი დამეთანხმები, რომ უჩქაუჩოდ ლურმანსვერ დააჭედებ და ვერც გუთნის გარეშე მოხვნავ მიწას? - ჰოდა, ალგებრაც ისეთივეიარაღია, როგორც კავი და გუთანი ხოლო იარაღი მაშინაა სასარგებლო, თუ მისიმოხმარა შეგიძლია.- რას მეუბნები!- სრული სიმართლეა.- შეგიძლია ეს იარაღი ახლავე ჩემ თვალწინ გამოიყენო, თუ არ გეზარება.- რა თქმა უნდა.- იმასა მაჩვენებ, როგორ უნდა ყუმბარის საწყისი სიჩქარის გამოთვლა?- დიახ, ძვირფასო მეგობარო, თუ მხედველობაში მივიღებთ ამოცანის ყველაპირობას: დედამიწის ცენტრსა და მთვარის ცენტრს შორის მანძილს, დედამიწისრადიუსსა და მასას, მთვარის მასას, შემიძლია ზუსტად დავადგინო ჩვენი ყუმბარისსაწყისი სიჩქარე ყველაზე მარტივი ფორმულის საშუალებით.- რა ფორმულაა?- აი, ნახავ. მხოლოდ იმ მრუდე ხაზს, რომელიც ყუმბარამ დედამიწასა დამთვარეს შორის მოხაზა, ვერ გავავლებ. მხედველობაში მაქვს მზის გარშემო მათიშეფარდებითი მოძრაობა. დავუშვათ, რომ ორივე პლანეტა უძრავია. ეს უკვე სავსებითსაკმარისია.- რატომ?- იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ე.წ. "სამი სხეულის ამოცანის" ამოხსნა.ასეთი ამოცანების ამოსახსნელი ინტეგრალები ჯერ კიდევ არ არის დამუშავებული.- ერთი ამათ დამიხედეთ, - დამცინავად წამოიძახა არდანმა, - მათემატიკოსებსთურმე ჯერ არ უთქვამთ თავიანთი ბოლო სიტყვა!- როგორც ხედავ, არა, - მიუგო ბარბიკენმა.- მაგრამ ვაითუ მთვარის მცხოვრებლებმა თქვენზე ადრე გამოთვალეს ესინტეგრალები. სიტყვამ მოიტანა და რა არის ინტეგრალური გამოთვლა?- ეს ხერხი დიფერენციალური გამოთვლის საწინააღმდეგოა.- დიდად გმადლობთ!- სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ გამოთვლის საშუალებით ცნობილიდიფერენციალების საბოლოო სიდიდეებს ვიძიებთ.- ახლა ცოტა გასაგებია! - თქვა კმაყოფილმა მიშელმა.- ახლა კი, - თქვა ბარბიკენმა, - ქაღალდის ნაგლეჯი და ფანქრის ნატეხი მომეციდა ნახევარ საათში საჭირო ფორმულასაც გიჩვენებ.ბარბიკენმა გამოთვლა დაიწყო. ნიკილი საპლანეტათაშორისო სივრცისშესწავლას განაგრძობდა. მიშელს კი საუზმის მოგვარება მიანდეს. ნახევარი საათიცარ გასულიყო, რომ ბარბიკენმა თავი ასწია და არდანს ალგებრული ციფრებით სავსექაღალდი აჩვენა. მათ შორის ერთი ფორმულა გამოირჩეოდა:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!