13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ნაწილში - ღამე. ამიტომ როცა ვიხმართ სიტყვებს: "დღე" და "ღამე", დედამიწაზემზის ამოსვლის და ჩასვლის დრო იგულისხმება.ჩვენს მგზავრებს ტკბილად ეძინათ. დიდი სისწრაფის მიუხედავად, ყუმბარა არცკი ინძრეოდა. არავითარი რყევა. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მოძრაობა, თუ იგისიცარიელეში ხვდება, ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენას არ ახდენს, მით უმეტეს,თუ სხეულის შემომსაზღვრელი ჰაერის მასაც ამ სხეულთან ერთად მოქმედებს. მიწახომ ადამიანთან ერთად მოძრაობს საათში 90 ათასი კილომეტრი სიჩქარით, მაგრამაკი ვერ ვგრძნობთ ამას. ასეთ შემთხვევაში ვერც მოძრაობას ვგებულობთ და ვერცუძრაობას. ვერც ერთი სხეული ამას ვერ შეიგრძნობს. თუ სხეული უძრავადაა, იგიასევე დარჩება. სანამ იმ მდგომაროებიდან რაიმე სხვა ძალა არ გამოიყვანს. ხოლო თუსხეული მოძრაობს, იგი მანამ იმოძრავებს, სანამ რაიმე დაბრკოლებას არ წააწყდება.მოძრაობისა და უძრაობის მიმართ ასეთ გულგრილობას ინერცია ეწოდება.ბარბიკენი და ყუმბარაში გამოკეტილი მისი თანამგზავრები სრულ უძრაობასგრძნობდნენ. სხვათა შორის, სიმშვიდის შეგრძნება მათ ყუმბარის ზედაპირზეცექნებოდათ. მთვარე რომ არ ყოფილიყო, რომელიც თანდათან დიდდებოდა, ისინიდაგიმტკიცებდნენ, რომ რაღაც უძრავ გარემოში დაფუთფუთებდნენ.3 დეკემბერს, დილით მეგობრები მხიარულმა, მაგრამ მოულოდნელმა ხმამგააღვიძა. ეს მამლის ყივილი იყო.მიშელი პირველი წამოხტა, თავის "სხვენზე" აძვრა და რაღაც ყუთი სასწრაფოდდახურა.- გაჩუმდები თუ არა, - თქვა მან ჩურჩულით. - ეს ოხერი მთელ გეგმებსჩამიფუშავს!ნიკოლმა და ბარბიკენმა გამოიღვიძეს.- მამალი! - გაოცდა ნიკოლი.- დამშვიდდით, მეგობრებო! - მაშინვე მიუგო მიშელმა. - სოფლური მუსიკითმინდოდა გამეღვიძებინეთ.და მან ისეთი "ყიყლიყო" შემოსძახა, რომ თვით ყველაზე ამაყ მამალსაც კიშეშურდებოდა.ამერიკელები სიცილით დაიხოცნენ.- ძალიან ნიჭიერია, - თქვა ნიკოლმა და მეგობარს ეშმაკურად გადახედა.- ასეთი ხუმრობა ჩვენთან, საფრანგეთში ძალიან მიღებულია, - მიუგო მიშელმა, -ნამდვილი გალური იუმორია, ყველაზე საუკეთესო საზოგადოებაშიც კი გაიგოებთ"ყიყლიყოს!"შემდეგ, საუბრის თემის შეცვლის მიზნით, დაუმატა:- იცი, ბარბიკენ, რაზე ვფიქრობდი მთელი ღამე?- რაზე? - ჰკითხა თავმჯდომარემ.- ჩვენს კემბრიჯელ მეგობარებზე. შენ, რასაკვირველია, შეამჩნევდი, რომმათემატიკის არაფერი გამეგბა. ვერაფრით მივმხვდარვრ, როგორ მოახერხეს ჩვენმაობსერვატორელმა მეცნიერებმა ყუმბარის სიჩქარის გამოთვლა, რათა მას მთვარემდემიეღწია.- შენ გინდა თქვა, - შეაწყვეტინა ბარბიკენმა, - მთვარისა და დედამიწის იმნეიტრალურ წერტილიდან, სადაც მათი მიზიდულობის ძალა ერთნაირია დარომელი წერტილიც ორივე პლანეტას შორის ცხრა მეათედ მანძილზე მდებარეობს,აქედან ყუმბარა თავისი სიმძიმის წყალობით მთვარემდე მიაღწევს!- ჰო, მეც ასე ვფიქრობდი, - თქვა მიშელმა, - მაგრამ მაინც როგორ გამოთვალესსიჩქარე?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!