13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მუშაობდა. აღნიშნულ მაღალ ტემპერატურაზე კალიუმის ქლორად გარდაიქმნებოდადა ჟანგბადს გამოყოფდა. რა რაოდენობის ჟანგბადი მიიღება 18 გირვანქა კალიუმისქლორმჟავასგან? 7 გირვანქა, რომელიც მოგზაურთათვის სრულიად საკმარისია.მაგრამ ამოცანა მხოლოდ ჟანგბადის მარაგის შევსებით არ განისაზღვრებოდა.საჭირო იყო, ამოსუნთქული ნახშიროჟანგის მოცილებაც. თორმეტი საათის ფრენისშემდეგ ატმოსფერო ყუმბარაში ამ გაზით გაივსო, რომელიც სისხლის ელემენტებისჟანგბადთან შეერთების პროდუქტს წარმოადგენს. კაპიტანმა ნიკოლმა დიანასსუნთქვაზე შეატყო, რომ ყუმბარაში მზიმე ჰაერი იდგა. ძაღლების ცნობილიგამოქვაბულივით, ნახშიროჟანგი თავისი სიმძიმის გამო აქაც ფსკერზე დაგროვდა.ამიტომ საწყალ დიანას თავის პატრონებზე უფრო ადრე უნდა ეგრძნო მავნე გაზისმოქმედება. კაპიტანი ნიკოლი მაშინვე საქმეს შეუდგა. მწვავე ნატრიუმით სავსე ქილაწინასწარ შეანჯღრია და იატაკზე დადგა. ეს ნივთიერება ხარბად შთანთქაავსნახშიროჟანგს და ჰაერი მალე გაიწმინდა.შემდეგ მეგობრებმა ინსტრუმენტები და ხელსაწყოები დაათვალიერეს. ერთიმინიმალური თერმომეტრის გარდა, რომელსაც მინა ჩამსხვრეოდა, ყველათერმომეტრი და ბარომეტრი გადარჩენილიყო. ბამბებში გახვეული ლითონისჩინებული თერმომეტრი ყუთიდან ამოიღეს და კედელზე დაკიდეს. იგი მხოლოდჰაერის შიდა წნევას უჩვენებდა ყუმბარაში. მაგრამ ჰაერის ტენიანობისგანმსაზღვრელი ჰიგრომეტრიც ჰქონდათ. იმჟამად ისარი 765 და 760 მილიმეტრისშუა მერყეობდა, რაც კარგი, მზიანი ამინდის მაუწყებელი იყო.ბარბიკენის მიერ წარმოყენებული კომპასების ისრები უსწრაფესადმოძრაობდნენ და არავითარ მიმართულებას არ უჩვენებდნენ. ბუნებრივი იყო, რომასეთ შორ მანძილზე დედამიწის მაგნიტურ პოლუსს არ შეეძლებოდა ხელსაწყოზეემოქმედა. მაგრამ მთვარეზე კომპასებს ძალზე საინტერესო მოვლენები შეეძლოთაღმოეჩინათ.ყოველ შემთხვევაში, საინტერესო იყო იმის დადგენა, ისევე ემორჩილებოდა თუარა დედამიწის თანამგზავრი მაგნეტიზმის კანონებს. როგორც დედამიწა. შეამოწმესგიპსომეტრიც, მთვარის მთების სიმაღლის გასაზომი ხელსწყო, სექსტანტი - მზისსიმაღლის განმსაზღვრელი ხელსაწყო, თეოდოლიტი - გეოდეზიური ხელსაწყო,რომელსაც კუთხმზომად იყენებენ. ბოლოს ჭოგრიტები გასინჯეს, მათ დიდიმნიშვნელობა ექნებოდა მთვარესთან მიახლოების დროს. ძლიერი ბიძგისმიუხედავად, ყველა ხელსაწყო თუ ინსტრუმენტი წესრიგში იყო.სამუშაო იარაღები - წერაქვები, ძალაყინები თუ სხვა დანარჩენი, რომლებზეცადრევე იზრუნა ნიკოლმა, აგრეთევ თესლები და ნერგები არდანს რომ მთვარეზეუნდა დაერგო, ყველაფერი ყუმბარის ზედა ნაწილში თავ-თავის ადგილზე იდო. ესთავისებური სხვენი გამჭრიახმა ფრანგმა სხვადასხვა ნივთებით გაავსო. კაცმა არიცოდა, რა ეწყო იქ. მიშელი საჭიროდ არ თვლიდა, სხვებსაც სცოდნოდათ, თუ რაჰქონდა იქ. მისმა მეგობრებმა მხოლოდ ის შეამჩნიეს, რომ დროდადრო მიშელიკედელზე მიკრული კიბით სხვენზე ადიოდა და იქაურობას ალაგებდა, როღაცასარჩევდა, საიდუმლოდ ყუთებში ხელებს აფათურებდა და თან არასწორადღიღინებდა ძველ ფრანგულ სიმღერას, რაც მის ამხანაგებს ძალიან ამხიარულებდა.ბარბიკენი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა რაკეტებსა და შუშხუნებს ესსაჭირო მძიმედენთიანი მოწყობილობა ყუმბარის სიჩქარის შესანელებლად იყოგათვალისწინებული, როდესაც იგი ნეიტრალურ ზონას გაივლიდა და მთვარისმიზიდულობის ზონაში შევიდოდა, შემდეგ კი მთვარის ზედაპირზე დაეცემოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!