13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მხრიდან დააყრიდნენ ოხუნჯობას, კარიკატურისა და შაირების ნიაღვარს. ამერიკაშიკი მსგავსი რამ წარმოუდგენელია და თუ მაინც აღმოჩნდებოდა ვინმე ასეთი, თავსდაატყდებოდა საზოგადოების რისხვა. არის ისეთი რამ, რაზედაც ახალ სამყაროშისიცილი აკრძალულია.ალბათ ამიტომ იმპი ბარბიკენი უცბად გადაიქცა აშშ-ს ერთ-ერთ ცნობილმოქალაქედ, ახალ ვაშინგტონად მეცნიერულ დარგში. აი, ერთი მაგალითი იმისა, რაშორს შეიძლება შესტოპოს ხალხმა ერთი ადამიანის თაყვანისცემისას."საზარბაზნე კლუბის" ცნობილი სხდომის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე,ინგლისის დრამატული თეატრის ანტრეპრენიორმა რეკლამით ამცნო ბალტიმორისსაზოგადოებას თავისი მორიგი წარმოდგენა: "აურზაური არფრის გამო".ბალტიმორის მოქალაქეებმა ამ სათაურში დაინახეს მწარე ირონია პრეზიდენტისპროექტისადმი. შეიჭრნენ თეატრში, დამტვრიეს სკამები და ანტრეპრენიორიაიძულეს მოესპო რეკლამა. მან ქედი მოიხარა ხალხის ნება-სურვილის წინაშე, ერთიკომედია შესცვალა მეორეთი: "როგორც გენებოთ" და რამდენიმე კვირის მანძილზედიდი შემოსავალი ნახა.მეოთხე თავიკემბრიჯის ობსერვატორიის პასუხიმგზნებარე ოვაციებს ბარბიკენისათვის თავბრუარ დაუხვევია. მან მაშინაცშეაგროვა თავისი წევრები კლუბის შენობაში. ამ სხდომაზე გადაწყდა, ჯერსწავლული ასტრონომებისათვის ეთხოვათ გამოეთქვათ თავიანთი აზრი, ხოლოპასუხის მიღებისთანავე გულდასმით განეხილათ საკითხის ტექნიკური მხარეუდიდესი პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად.იქვე შეადგინეს საგანგებო საკითებისაგან შემდგარი სასწრაფო წერილი დმასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯის ობსერვატორიას გადაუგზავნეს. ამ ქალაქშიდაარსდა ოდესღაც აშშ-ს პირველი უნივერსიტეტი, რომელიც საქვეყნოდააგანთქმული თავისი ობსერვატორიით. იქ მუშაობდნენ ამერიკის ყველაზე ცნობილიმეცნიერები. სწორედ ამ ობსერვატორიის ძლიერი ტელესკოპი დაეხმარა ბონდს,განესაზღვრა ნისლეულის ბუნება ანდრომედას თანავარსკვლავედში, ხოლო კლარკს -აღმოეჩინა თანამგზავრი სირიუსი. ასე რომ, ცნობილი დაწესებულება ყოველნაირადიმსახურებდა კლუბის წევრთა ნდობას.ორი დღის შემდეგ პასუხი; რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ, ბარბიკენს უკვეხელთ ჰქონდა. იგი იტყობინებოდა:"კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორი - "საზარბაზნეკლუბის" პრეზიდენტსბალტიმორში.კემბრიჯი, 7 ოქტომბერი.თქვენი წერილის მიღებისთანავე საჩქაროდ იქნა მოწვეული ობსერვატორიისსაბჭოს სხდომა და დამავალეს გაცნობოთ შემდეგი:წერილის განხილვისას წარმოდგენილი იქნება ქვემოთ ჩამოთვლილისაკითხები:1. შესაძლებელია თუ არა ყუმბარამ მიაღწიოს მთვარეს?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!