13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- რატომ?- იმიტომ, რომ თუმცა ჩვენი ყუმბარა უჰაერო სივრცეში მიფრინავს, მაგრამმზითაა განათებული და ამიტომ სინათლე და სითბო არ გვაკლია. ეს კი გაზისეკონომიის საშუალებას გვაძლევს. გაზი სხვა დროს უფრო გამოგვადგება.მართლაც, მზის სხივები ისე აცხუნებდა და ათბობდა ყუმბარას, თითქოს იგიზამთრიდან უცებ ზაფხულში აღმოჩენილიყოს. ყუმბარის ზემოთა ნაწილს მთვარეათბობდა, ქვემოთას - მზე.- ჩვენ აქ არც ისე ცუდად ვართ მოწყობილი! - თქვა ნიკოლმა.- აბა როგორ! - წამოიყვირა არდანმა, - ამ ჩვენს ალუმინსი ბინაში ერთი მუჭამიწაც რომ მქონდეს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში შაქრის ცერცველას გავზრდიდი,ოღონდ მეშინია, ჩვენი ალუმინის კედლები არ დაადნოს.- დამშვიდდი, ძვირფასო მეგობარო, - თქვა ბარბიკენმა, - როდესაც ყუმბარამატმოსფერო გაარღვია, ამაზე მაღალ ტემპერატურას გაუძლო. ფრლორიდისმცხოვრებლებს რომ ჩვენი ყუმბარა გავარვარბული ბოლიდი ჰგონებოდათ, არცგამიკვირდებოდა.- მაშასადამე, მასტონს ჩვენ უკვე დარუკულები ვგონივართ.- მე თვითონაც მიკვირს, რომ არ დავიწვით, - თქვა ბარბიკენმა. - ეს საფრტხეარცერთ ჩვენგანს არ გაუთვალისწინებია.- ცდებით, ძალიანაც მეშინოდა, - მშვიდად თქვა ნიკოლმა.- შენ კი ამის შესახებ სიტყვაც არ დაგცდენია, სახელოავნო კაპიტანო. - შეჰყვირაარდანმა და ნიკოლს ხელზე ხელი მოუჭირა.ამასობაში ბარბიკენი ყუმბარაში ისე ეწყობოდა, თითქოს მთელი სიცოცხლე იქაპირებდა ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ საჰაერო ვაგონის ფართობი 54 კვ. ფუტი იყო,სიმაღლე - 12 ფუტამდე. ყუმბარა შიგნიდან ძალიან მარჯვედ იყო მოწყობილი: ყოველსაგანს, ტვირთს თუ ხელსაწყოს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, ამიტომმოგზაურებისთვისაც საკმაო ადგილი იყო დარჩენილი. ყუმბარის ფსკერზეჩამოსული სქელი მინა დიდ სიმძიმეს გაუძლებდა. ამიტომ მეგობრები ისეთავისუფლად დადიოდნენ მასზე, როგორც ჩვეულებრივ იატაკზე. ყუმბარის ქვედანაწილიდან შემოჭრილი მზის სხივები კი იქაურობას ანათებდა და სინათლისფანტასტიკურ ეფექტს იძლეოდა.მოგზაურებმა წყლის ბაკი და სურსათი შეამოწმა. ბიძგის შესანელებლად დროზემიღებულმა ზომებმა საკუჭნაო დაუზიანებლად გადაარჩინა სურსათი უხვადჰქონდათ. სამივეს მთელ წელიწადს ეყოფოდათ. ბარბიკენს წინასწარ განესაზღვრათ,რომ შეიძლებოდა ყუმბარა მთვარის სრულიად უნაყოფო ადგილზე დამჯდარიყო. 50გალონი წყალი და არაყი კი მხოლოდ ორ თვეს ეყოფოდათ.ასტრონომებისბოლოდროინდელი დაკვირვებით მთვარეზე ატმოსფერული წნევა ძალიან დაბალიიყო, თვით ატმოსფერო მკვრივი და ორთლით გაჟღენთილი, რაც განსაკუთრებითიგრძნობოდა ღრმადაბლობეში, სადაც უეჭველად უამრავი ნაკადული იყო. ასე რომ,მოგზაურებისა და მთვარეზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში სამ მეგობარს არცშიმშილი და არც წყურვილი არ შეაწუხებდათ.რჩებოდა მხოლოდ ჰაერის პრობლემა. აქაც ყველაფერი წინასწარგაეთვალისწინებინათ. რეიზესა და რენიოს ჟანგბადის მწარმოებელ აპარატში ორითვის სამყოფი კალიუმის ქლომრჟავა იყო ჩასხმული. ის, რა თქმა უნდა, გაზისგარკვეულ რაოდენობას ხარჯავდა, რადგანაც კალიუმის გაცხელებას 400 გრადუსზემეტი ტემპერატურა სჭირდებოდა. ამ მხირვაც ყველაფერი გათვალისწინებული იყო.თანაც აპარატს არავითარი ხელისშეწყობა არ სჭირდებოდა, ავტომატურად

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!