13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გამოჩნდებოდა. ჩვენთვის უმჯობესია, მთვარეს ვუცქიროთ, ვიდრე ჩვენიგამგზავრების ადგილს.- მართალი ბრძანდებით, ბარბიკენ, - დაეთანხმა ნიკოლი, როდესაც მთვარესმივაღწევთ, გრძელი Mთვარიანი ღამეები იქნება და შეგვეძლება, რამდენ ხანსაცგვინდა, იმდენ ხანს ვუცქიროთ დედამიწას, სადაც ჩვენნაირები დაფუთფუთებენ.- ჩვენნაირები? - ჩაეკითხა მიშელ არდანი. - ამჯერად ისინი ისე გვგვანან ჩვენ,როგორც მთვარის მკვიდრნი - სელენიტები. ჩვენი ყუმბარა ხომ მხოლოდ ჩვენითდასახლებული ახალი სამყაროა. მე ბარბიკენი მგავს, ბარბიკენი - ნიკოლს; ჩვენსმიღმა კაცობრიობა მთავრდება; მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ ახალი სამყაროსმცხოვრებლები მანამ, სანამ ჩეულებრივ სელენიტებად არ გარდავიქმნებით.- ეს ოთხმოცდარვა საათის შემდეგ მოხდება, - თქვა ნიკოლმა.- ამით რისი თქმა გინდა? - იკითხა მიშელ არდენმა.- იმის, რომ ახლა მხოლოდ ცხრის ნახევარია, - უპასუხა ნიკოლმა.- ჩემი აზრით, - დაასკვნა მიშელმა, - არც ერთი თქვენგანი საუზმის წინააღმდეგიარ იქნებით. ახლა სწორედ დროა.მართლაც, ახალი სამყაროს ბინადართ უჭმელად გაძლება არ შეეძლოთ. კუჭითავისას მოითხოვდა.მიშელ არდანმა როგორ ფრანგმა, თავი შეფ-მზარეულად და განმკარგულებლადგამოაცხადა. ამ საქმესი მას არავინ შესცილებია. გაზი საკმარისად ათბობდა დაყუთშიაც საპლანეტათშორისო სივრცეში პირველი საუზმისათვის განკუთვნილისურსათი მოეპოვებოდათ.ჯერ არდანის მომზადებული შესანიშნავი ბულიონი მიირთვეს; მან ცხელწყალში საუკეთესო ხარისხის ძროხის აბი - ლიბიგა გახსნა. ამას ჰიდრავლიკურიწნეხის ქვეშ გატარებული ბივშტექსი მოჰყვა. ბივშტექსი ისე ნაზი და წვნიანი იყო,თითქოს ეს-ესაა ინგლისური კაფეს სამზარეულოში მოამზადესო. ფანტაზიის მქონემიშელი მასაც კი ირწმუნებოდა, ბივშტექსი "სისხლიანიაო".ხორცს დაკონსერვებული ბოსტნეული დააყოლეს, არდანის თქმით, მთლად"ახალი მოკრეფილი". ბოლოს ჩაიც მიაყოლეს, რომელსაც ამერიკული ნამცხვარიშეატანეს. ეს სასმელი პირველი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან იყო დამზადებული.იგი რუსეთის იმპერატორმა უბოძა მოგზაურებს.დიდებული საუზმე ჩინებული ბურგუნდიული ღვინით დააგვირგვინეს,რომელიც მიშელმა "შემთხვევით" აღმოაჩინა ყუთში. მეგობრებმა დედამიწისა დამისი თანამგზავრის სადღეგრძელო შესვეს.მზემაც, თითქოს თავის დროზე სხივები დაეკლო ბურგუნდიის ფერდობებზეგაშენებულ ამ მადლიანი ვაზისათვის და ახლა მეგობრებთან შეერთება უნდაო,ყუმბარის ქვედა ნაწილი გაანათა, რომელიც დედამიწის კონუსისებური ჩრდილიდანგამოვიდა.- მზე! - შესძახა არდანმა.- დიახ, მზეა! - უპასუხა ბარბიკენმა. - სულ მის გამოჩენას ველოდი.- დედამიწის კონუსისებური ჩრდილი ახლა მთვარის იქითა მხარეს გადაიჭიმა.- თანაც დიდ მანძილზე, - დაემოწმა ბარბიკენი, - თუ მხედველობაში არმივიღებთ ატმოსფეროში სხივების გარდატეხას. ხოლო როდესაც მთვარე ამჩრდილის გარემოცვაშია. ეს ნიშნავს, რომ მზის, დედამიწის და მთვარის ცენტრი ერთხაზზე იმყოფება. ამ დროს მათი ორბიტების გადაკვეთის წერტილები სავსე მთვარისფაზას ემთხვევა და ხდება დაბნელება, მთვარის დაბნელების დროს რომწამოვსულიყავით. მგზავრობა უსიამოვნო იქნებოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!