13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოგზაურებს დედამიწა, რომელსაც სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ უკვეაღარც ახსოვდათ. პირველად იგი კაპიტან ნიკოლს გაახსენდა.- უმადურები ნუ ვიქნებიტ. განშორების ჟამს დედამიწას მივაპყაროთ ჩვენიუკანასკნელი მზერა. ვიდრე იგი თვალს სრულიად არ მიფარებოდა, ერთხელ კიდევმინდა დავინახო იგი, - თქვა ნიკოლმა.ბარბიკენი სიამოვნებით დაეთანხმა ნიკოლს და ყუმბარის იატაკზედატანებული ფანჯრის გამოღებას შეუდგა, საიდანაც მზის დანახვა შეიძლებოდა.მოძრავი დისკო, რომელიც აფრენის დროს ფსკერს მიეკრა, არც ისეთი ავილიასახდელი შეიქნა. ნაწილები ფრთხილად დააწყვეს კედლის გასწვრივ - ისინი კიდევგამოადგებოდათ.ყუმბარის ქვემოთ ნაწილში ორმოცდათექვსმეტი სანტიმეტრის სიგანის მრგვალიგამონაშუქი გამოჩნდა, რომელსაც 15 სანტიმეტრი სისქის მინა ფარავდა დასპილენძის არმატურიტ მაგრდებოდა. ფანჯარაზე გარედან ალუმინის დარაბაშურუპებით იყო მიკრული. შურუპები ამოხრახნეს, ჭანჭიკები მოუშვეს, ალუმინისდარაბა მოხსნეს და ცაც გამოჩნდა.მიშელ არდანმა ჩაიმუხლა და ფანჯრიდან გაიხედა, ფანჯარა მუქი, მქრქალიიყო.- რაშია საქმე! - შესძახა მან. - სად არის დედამიწა?- დედამიწა? - აი, დედამიწაც, - თქვა ბარბიკენმა.- ეს ვიწრო რკალი? ეს ვერცხლისფერი ნამგალი დედამიწა?- ეს არის, მიშელ, ოთხი დღის შემდეგ, სავსე მთვარის დროს, როდესაც ჩვენმთვარეს მივაღწევთ, დედამიწა ახალ ფაზაში იქნება. ახლა კი ვიწრო ნამგალს წააგავს,იგი მალე გაქრება და რამდენიმე დღე წყვდიადში ჩაიძირება.- ესეც შენი დედამიწა! - გაიმეორა არდანმა, - რომელიც ფართოდ გახელილითვალებით დაჰყურებდა მშობლიურ პლანეტას.ბარბიკენის განმარტება სწორი იყო. დედამიწა ყუმბარის მიმართ თავისუკანასკნელ ფაზაში გადადიოდა. შავი ცის ფონზე ნათლად ჩანდა ნამგალი, მასატმოსფეროს სქელი ფენის გამო სილურჯე გადაჰკროდა და მთვარესავით ანათებდა.თვითონ ნამგალი შეიძლებოდა ცაზე გაჭიმული უზარმაზარი მშვილდისათვისშეგედარებინათ. ზოგი წერტილი, განსაკუთრებით მოღუნულ ნაწილში, მეტად იყოგანათებული და მაღალი მთების არსებობას გვამცნობდა. მაგრამ ეს წერტილებიდროდადრო მუქი, მღვრიე ლაქებით იფარებოდა, რაც მთვარის ზედაპირზეარასოდეს შეგვიმჩნევია. ის ლაქები ღრუბლები იყო, რომლებიც გარს ეხვიადედამიწას.ერთი სიტყვით, იმავე კანონის გამო, რომელიც მთვარეზეც მოქმედებს ახალიმთვარის ფაზაში ყოფნის დროს, დედამიწის დისკოც ცის ფონზე კარგად ჩანდა დისკოფერფლისფრად ანათებდა, უფრო მუქ ნაცრისფრად, ვიდრე მთვარის შუქი. მიზეზიადვილი გასარკვევია. მთვარის ფერფლისფერი შუქი განპირობებულია დედამიწისზედაპირიდან არეკლილი მზის სხივებით. შემდეგ კი ეს სხივები მთვარიდანდედამიწაზე ეცემიან, ამგვარად, დედამიწიდან არეკლილი სინათლე ცამეტჯერაღემატება მთვარისას, რაც ამ ორი ციური სხეულის მოცულობათა შორის სხვაიბითააგამოწვეული. ამიტომ განსხვავდება ეს ორი ფერფლისფერი შუქი ერთმანეთისაგან:დედამიწის მუქი ნაწილი. ვინაიდან განათების სიძლიერე ორივე მნათობისსინათლის ძალის პროპორციულია. ისიც უნდა ითქავს, რომ დედამიწის ვიწროზოლი - ნამგალი - ირადიაციის წყალობით უფრო გაგრძელებული იყო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!