13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ჩვეულებრივი ბოლიდი იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი და მიზიდულობისწყალობით უკვე დედამიწის თანამგზავრი გახდა.- ნუთუ მართლა? მაშ, ახლა დედამიწის ნეპტუნივით ორი მთვარე ჰყავს!- დიახ, მიშელ, ორი მთვარე, თუმცა დადგენილია, რომ მთვარე დედამიწისერთადერთი თანამგზავრია. მეორე კი იმდენად პატრაა და ისე სწრაფად მოძრაობს,ადამიანის თვალს მის დანახვას ვერ ასრებს. ფრანგმა ასტრონომმა პტიმ პლანეტათაცნობილი გადახრის საფუზველზე დაადგინა დედამიწის მეორე თანამგზავრისარსებობა და დახასიათებაც მოგვცა. მისი დაკვირვებით, ეს ბოლიდიწარმოუდგენელი სიჩქარით - სამ საათსა და ოც წუთში უვლის დედამიწას.- ყველა ასტრონომი იზიარებს ამ აზრს? - იკითხა ნიკოლმა.- არა, ყელა არა, - უპასუხა ბარბიკენმა, - მაგრამ მათაც ისევე რომ შეხვედროდათ,როგორც ჩვენ შეგვხვდა, მის არსებობაში ეჭვიც არ შეეპარებოდათ. იცით, რამოვიფიქრე? რომ ეს ბოლიდი, რომელმაც კინაღამ დაგვღუპა, დაგვეხმარა ჩვენიადგილმდებარეობის გარკვევაში.- როგორ? - გაიკვირვა არდანმა.- მანძილი ბოლიდსა და დედამიწას შორის ცნობილია. მაშასადამე, იმწერტილში, სადაც ბოლის შევხვდით, რვაათას ას ორმოცი კილომეტრით ვიყავითდედამიწიდან დაშორებული.- ორი ათას მილზე მეტი! - წამოიძახა არდანმა. - ჩვენი საცოდავი დედამიწისექსპრესები აქ რას გამოდგებოდნენ.- აბა, რა! - თქვა ნიკოლმა და ქრონომეტრს შეხედა. - ახლა თერთმეტი საათია. 13წუთია, რაც ამერიკის კონტინენტი დავტოვეთ.- ნუთუ მხოლოდ ცამეტი წუთი? - გაუკვირდა ბარბიკენს.- ზუსტად ცამეტი, - დაუდასტურა ნიკოლმა. - ჩვენი საწყისი სიჩქარე -თერთმეტი კილომეტრი - რომ მუდმივი ყოფილიყო, საათში ორი ათას ლიესაცგავივლიდით.- ჩინებულია, მეგობრებო, - ჩაილაპარაკა ბარბიკენმა, - მაგრამ ჩვენს წინაშე ისევის გადაუწყვეტელი საკითხი დგას - რატომ ვერ გავიგონეთ კოლუმბიადის გასროლისხმა?პასუხი ვერავინ გასცა. ბარბიკენმა მეორე გვერდით ილუმინატორის დარაბასდაუწყო დაშვება. ეს ოპერაცია მან მშვენივრად ჩაატარა და ფანჯრიდან შემოჭრილმამთვარის სინათლემ იქაურობა გაანათა. მომჭირნე ნიკოლმა სასწრაფოდ გამოთიშაგაზი, ვინაიდან იგი ხელსაც კი უშლიდათ საპლანეტათშორისო სივრცეზედაკვირვებაში.მთვარის დისკო საოცრად ელვარებდა. დედამიწის ნისლიანი ატმოსფერო სხვებსაღარ აკავებდა და ვერცხლისფერი ანარეკლები ყუმბარის შიგთავსს საოცრადანათებდა ცის შავი ფარდა მთვარის სიკაშკაშეს ამუქებდა. ამ სიცარიელსი მთვარეახლო-მახლო ვარსკვლავებს აღარ ჩრდილავდა, და სულ სხვანაირი იყო. ისეთირომელსაც დედამიწის მცხოვრები ვერც კი წარმოიდგენს.ადვილი მისახვედრია, როგორი ინტერესით უყურებდნენ ჩვენი მამაციმოგზაურები ღამის მნათობს - თავიანთი მოგზასურობის მიზანს. დედამიწისთანამგზავრი შეუმჩნევლად უახლოევდებოდა ზენიტს - მათემატიკურ წერტილს,რომელსაც იგი, დაახლოებით, ოთხმოცდათექვსმეტი საათის შემდეგ მიაღწევდა.მთები, დაბლობები, მთვარის მთელი რელიეფი იმავე ზომისა ჩანდა, როგორცდედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. მაგრამ ცარიელ სივერცეშიუ მთვარედამაბრმავებლად ანათებდა. დისკო პლატინის სარკესავით ელავდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!