13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიშელ არდანმა ქუდი მოიხადა და ამხანაგებს უსიტყვოდ დაუკრა თავი.უჩვეულო პიროებში დაცულმა ამგვარმა ფორმალიზმმა, იგი დაამუნჯა. ცხოვრებაშიარდანს ამაზე უფრო "ამერიკული" არაფერი ენახა...საქმიანი ცერემონიალის შემდეგ ბარბიკენი და ნიკოლი ისევ ფანჯარასთანმივიდნენ და თანავარსკვლავედებზე დაკვირვებას შეუდგნენ. ცის შავ ფონზევარსკვლავები მკაფიო წერტილებად ჩანდნენ. ცის შავ ფონზე ვარსკვლავები მკაფიოწერტილებად ჩანდნენ. მაგრამ მთვარის დანახვა ამ მხრიდან შეუძლებელი იყო,რადგან, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართებოდა და თანდათან ზენიტსუახლოვდებოდა. არდანი კი გაკვირვებული იყო, მთვარე რომ ვერ დაიახა.- სად არის მთვარე? - თქვა მან. - ნუთუ ჩვენ მას ვერ შევხვდებით?- დამშვიდდი, - უპასუხა ბარბიკენმა. - ჩვენი მომავალი "მიწა" თავის ადგილზეა,მაგრამ აქედან არ ჩანს. მოდით, მეორე გვერდით, ფანჯარა გავაღოთ.ის იყო ბარბიკენი მოპირდაპირე ფანჯრის გასაღებად უნდა წასულიყო, რომუცებ მისი ყურადღება რაღაც მოახლოვებულმა კაშკაშა საგანმა მიიპყრო. ეს იყოუზარმაზარი სფერო, რომლის მოცულობას ვერ განსაზღვრავდი. დედამიწისკენმიმართული სფერო ზედაპირი ძლიერ იყო განათებული. იგი პატარა მთვარედშეიძლება ჩაგეთვალათ, რომელიც დიდი მთვარის სხივებს ირეკლავდა. სფეროარაჩვეულებრივი სისწრაფით მოძრაობდა. იგი, როგორც ჩანდა, დედამიწის გარშემობრუნავდა და ყუმბარის ტრაექტორიას გადაჰკვეთავდა. სხეული ამავე დროს თავისიღერძის ირგვლივ ტრიალებდა. ისე რომ დანარჩენი ციური სხეულებისმოძრაობისაგან არაფრით განსხვავდებოდა.- ეს რაღაა? - შეჰყვირა მიშელ არდანმა. - კიდევ ერთი ყუმბარა გამოჩნდა?ბარბიკენმა არაფერი უპასუხა. ამ უშველებელი ციური სხეულის გამოჩენამ იგიგააკვირვა და შაშფოთა. იცოდა, რომ ყუმბარა ადვილად შეიძლებოდა უცნობბოლიდს დასჯახებოდა, რაც მოგზაურებს კარგს არაფერს უქადდა. იგი ანმიმართულებას შეუცვლიდა ყუმბარას, ანდა დედამიწაზე ჩამოაგდებდა.შესაძლებელი იყო მიზიდულობის ძლიერი ზალით ამ ასტეროიდს ყუმბარაც თანგაეტაცა.ბარბიკენმა სწრაფად აწონ-დაწონა სამივე შემთხვევა, რომლებსაც საბედისწეროდასასრული შეიძლებოდა მოჰყოლოდა. არდანი და ნიკოლი კი უსიტყვოდგაჰყურებდნენ სივრცეს. სფერო ახლოვდებოდა, დიდებოდდა და ოპტიკურიილუზიის წყალობით მოგზურებს ეჩვენებოდათ, მათი ყუმბარაც სფეროსკენმიჰქროდა.- ეშმაკმა წაიღოს! - შეჰყვირა მიშელ არდანმა. - მატარებლები საცაა, ერთმანეთსშეასკდებიან.მგზავრებმა ინსტინქტურად უკან დაიხიეს. ისინი ენით უთქმელ შიშს შეეპყრო.მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ასტეროიდმა ყუმბარას რამდენიმე ასეულმეტრზე ჩაუქროლა და ისევე უცაბედად გაქრა, როგორც გამოჩნდა. თუმცა ესგაუჩინარება მისი ფრენის სიჩქარით კი არ აიხსნებოდა, არამედ მთვარისკენმიმარტული მისი ზედაპირი სრულ წყვდიადში ჩაინთქა.- კეთილი მგზვრობა! - ჩაილაპარაკა მიშელ არდენმა და შვებით ამოისუნთქა. -წარმოგიდგენიათ! ნუთუ ამხელა სივრცეში ერთ ციცქნა ყუმბარას თავისუფლადგანავარდება არ შეუძლია? რომელიმემ ხომ არ იცით, რა პლანეტა იყო ასეთი, კინაღამრომ გვიმსხვერპლა.- მე ვიცი, - თქვა ბარბიკენმა.- დასწყევლოს ეშმაკმა, შენ ყოველთვის ყველფერი იცი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!