13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- გეთანხმები, მიშელ, - უპასუხა ნიკოლმა, - მაგრამ ნება მიბოძე, შეგეკითხო.- გისმენთ, კაპიტანო.- სროლის ხმა თუ გაიგონე, რომელიც უეჭველია, დამაყრუებელი იქნებოდა?- არა, - უპასუხა შეცბუნებულმა არდანმა, - სროლის ხმა ნამდვილად არგამიგონია.- თქვენ, ბარბიკენ?- არც მე.- მაშ, რა გამოდის? - იკითხა ნიკოლმა.- მართლაც, საოცარია, - ჩაიბურტყუნა პრეზიდენტმა. - რატომ ვერც ერთმა ვერგაიგონეთ გასროლის ხმა.გაოცებულმა მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს.ისინი გუარკვეველ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. რაკი ყუმბარა გავარდა,მაშასადამე ხმაც უნდა ყოფილიყო.- მოითმინეთ, - თქვა ბარბიკენმა, - ჯერ ვნახოთ, სად ვიმყოფებით. დარაბებიგავაღოთ.ეს იოლი საქმე სწრაფად მოაგვარეს. ქანჩები, რომელზედაც ჭანჭიკებით იყოდამაგრებული გარეთა დარაბები, ინგლისური გასაღებით გახსნეს. ჭანჭიკებიამოსწიეს და კაუჩუკიანი ლითონის საცობები ჩაარჭვეს. დარაბა ჩამოეშვა დაილუმინატორის ამობურცული შუშა გამოჩნდა. ყუმბარას მოპირდაპირე მხარესაცასეთივე ფანჯარა ჰქონდა. მესამე ფანჯარა გუმბათზე იყო, მეოთხე - იატაკზე,ყუმბარს ფსკერზე. ამგვარად გვერდითი ფანჯრებიდან ცის სივრცის დანახვაშეიძლებოდა, ხოლო ზემო და ქვემო ილუმინატორებიდან - მთვარისა და დედამიწის.ბარბიკენი მეგობრებთან ერთად ფანჯარას ეცა.ოდნავი სინათლეც კი არსაიდან შემოდიოდა. ყუმბარა წყვდიადმა მოიცვა.- არა, მეგობრებო, ჩვენ არც მიწაზე დავცემულვართ და არც მექსიკის ყურეშიჩავვარდნილვართ. - შესძახა ბარბიკენმა. - მივფრინავთ! აბა, შეხედეთ მოციმციმევარსკვლავებს და წყვდიადს, ჩვენსა და დედამიწას შორის რომ ჩაწოლილა.- ვაშა! ვაშა! - ერთხმად შესძახეს ნიკოლმა და არდანმა.წყვდიადი მართლაც ადასტურებდა იმას, რომ ყუმბარამ დატოვა დედამიწა. ესრომ ასე არ ყოფილიყო, მოგზაურები მთვარით განათებულ დედამიწასდაინახავდნენ. წყვდიადი იმასაც იუწყებოდა, რომ ყუმბარამ გაიარა დედამიწისატმოსფერო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერის ფენაში გაბნეული სინათლე ლითონისკედელზე აირეკლებოდა და ფანჯრებშიც შემოაღწევდა. ისინი კი კვლავაც ბნელსმოეცვა. ეჭვიც არ იყო, მოგზაურები მიფრინავდნენ.-წავაგე, - გამოტყდა ნიკოლი.- მომილოცავს! - უთხრა არდანმა.- მიიღეთ ცხრა ათასი დოლარი; - თქვა კაპიტანმა და ჯიბიდან საბანკობილეთების შეკვრა ამოიღო.- ფულის მიღების ხელწერილს ხომ არ ინებებთ? - ჰკითხა ბარბიკენმა.- თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, - უპასუხა ნიკოლმა, - წესრიგი ყოველთვისსაჭიროა.ბარბიკენმა სერიოზულად და ფლეგმატურად, თითქოს თავის კანტორასიიმყოფებაო, უბის წიგნაკიდან სუფთა ქაღალდი ამოხია და ფანქრით ხელწერილიდაწერა. ყველაფერი ბუღალტრული წესების დაცვით შეასრულა: ხელიც მოაწერა,რიცხვის დაუსვა, ბეჭედიც დაარტყა და ნიკოლს გადასცა. იმანაც გულმოდგინედშეინახა თავის პორთფელში.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!