13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ვინ იცის იქნებ ისევ ფლორიდის მიწაზე ვართ? - თქვა ნიკოლმა.- ანდა მექსიკის ყურის ფსკერზე! - დაუმატა არდანმა.- როგორ, რას ამბობთ! - წამოიძახა ბარბიკენმა. მეგობრების ასეთმა ვარაუდმაიგი გამოაცოცხლა.ასე იყო თუ ისე, ყუმბარი ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ არაფრის თქმაშეიძლებოდა. ყუმბარის მოჩვენებითი უძრაობა და გარე სამყაროსაგან მოწყვეტა ამკითხაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდა. შესაძლოა, ყუმბარასაპლანეტათაშორისო სივრცეში მიფრინავს ტრაექტორიით ან იქნებ ცოტაზე ასცდამას და მერე მიწაზე დაეცა ანდა მექსიკის ყურეში ჩავარდა... თუ მხედველობაშიმივიღებთ ფლორიდის ნახევარკუნძულის სივიწროვეს, მაშინ ადვილი შესაძლოა,ყუმბარა მართლაც მექსიკის ყურესი ჩავარდნილიყო. მდგომარეობა სერიოზული იყო,დავალება - ძალზე საინტერესო. რაც შეიძლება მალე უნდა გარკვეულიყვნენვითარებაში. აღელვებულმა ბარბიკენმა თავს ძალა დაატანა, ფიზიკური სისუსტედაძლია, ფეხზე წამოდგა და სმენად იქცა. გარედან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. სქელიკედლები არავითარ ხმას არ ატარებდა. მაგრამ ერთ-ერთმა გარემოებამ ბარბიკენიგააკვირვა: ყუმბარაში ტემპერატურა ძალზე აწეულიყო. ბარბიკენმა თერმომეტრიბუდიდან ამოიღო: იგი 45° უჩვენებდა ცელსიუსით!- მივფრინავთ! - შესძახა ბარბიკენმა, - მივფრინავთ! სულისშემხუთევლი სიცხემაინც აღწევს კედლებში. ეს კი ატმოსფეროზე ყუმბარის ხახუნით აიხსნება. მალეუჰაერო სივრცეში გავალთ და ტემპერატურაც დაეცემა. ასეთი პაპანაქება სიცისშემდეგ მკაცრი სიცივის გადატანა მოგვიწევს.- რატომ გგონია? - იკითხა არდანმა. - შენი აზრით, ბარბიკენ, ჩვენ უკვე გავცდითდედამიწის ატმოსფეროს?- რასაკვირველია, მიშელ, რასაკვირველია. მისმინე! თერთმეტს ხუთი წუთიაკლია. რვა წუთია, მივფრინავთ. ფრენის სიჩქარე ატმოსფეროსთან ყუმბარის ხახუნსრომ არ შეემცირებინა, ექვსი წამი გვეყოფოდა თექვსმეტი ლიე სისქის დედამიწისატმოსფეროს გადასალახავად.- მართალია, - დაუდასტურა ნიკოლმა. - მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენადშეამცირა ხახუნმა საწყისი სიჩქარე?- ერთი მესამედით, ნიკოლ, - უპასუხა ბარბიკენმა. - ეს ძალზე ბევრია, მაგრამშეესაბამება ჩემს გამოანგარიშებებს. ასე და ამგვარად, თუ ყუმბარის საწყსი სიჩქარეთერთმეტი ათასი მეტრი იყო, მაშინ ატმოსფეროდან გასვლისას ის 7332 მეტრამდეუნდა შემცირებულიყო. ყოველ შემთხვვაში, ეს მანძილი ჩვენ უკვე გადავლახეთ და...- ჩვენმა მეგობარმა ნიკოლმა ორივე ნიძლავი წააგო, - შეაწყვეტინა არდანმა. -ოთხი ათასი დოლრი იმიტომ წააგო, რომ კოლუმბიადა არ აფეთქდა და ხუთი ათასიციმიტომ, რომ ყუმბარა ექვს მილზე მაღლა ავიდა. აბა, ნიკოლ, ჩამოკაკლე ფულები.- მოდით, შევამოწმოთ, - თქვა კაპიტანმა. - გადახდა კი ნუ გედარებათ. შესაძლოა,ბარბიკენის ვარაუდები და გამოთვლები სწორია და მე მართლა წავაგე ცხრა ათასიდოლარი. მე სხვა რამ მაფიქრბს, რის გამოც ამ სანაძლეოს აზრი ეკარგება.- რა? - გამოცოცხლდა ბარბიკენი.- რა და, შესაძლოა ნაპერწკალი სულაც არ მოხვდა დენთში და ჩვენ ისევ იმავეადგილზე ვართ.- ეშმაკმა დალახვროს, კაპიტანო, - შესძახა მიშელ არდენმა. - ასეთ ჰიპოთეზასჩემისთანა უვიციც კი მიხვდება. სისულელეს ლაპარაკობ მაშ, ეს ბიძგი რაღა იყო,კინაღამ სიცოცხლეს რომ გამოგვასალმა? მე არ მოგიყვანე გრძნობაზე? პრეზიდენტისჭრილობიდან რომ სისხლი მოჟონავს, ეს რაღაა?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!