13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ყოჩაღ ფრანგს წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ფეხზე დადგომა ვერ შეძლო.სისხლის ძლიერი მიმოქცევისაგან თავბრუ ეხვეოდა, თითქოს დაბრმავებულიყო,მთვრალივით ბარბაცებდა.- ბრრ! - თქვა მან. - ისე ვარ, თითქოს ორი ბოთლი "კორტონი" დამელიოს.თუმცაღა ვერაფერი სასიამოვნო გრძნობაა.არდანმა შუბლზე რამდენჯერმე მოისვა ხელი და საფეთქლები მოისრისა.- ნიკოლ! ბარბიკენ! - დაიყვირა არდანმა და შეშინებულმა მიაყურადა ხმა არავისარავის გაუცია.სიცოცხლის ნიშანწყალი არც ერთს არ ემჩნეოდა. ხელახლა დაუძახა. ისევსიჩუმე.- ეშმაკმა დალახვროს! - ჩაილაპარაკა არდანმა. - თითქოს ყველანი მეხუთესართულიდან გადმოცვენილან, - დაუმატა მან ჩვეული სიმშვიდით, - რაკი ფრანგმამუხლებზე წამოწევა შეძლო, ამერიკელები მით უმეტეს, უკვე ფეხზე უნდა იყვნენ,თუმცა, ჯერ ვნახო, რა ხდება.არდანი თანდათან გამოცოცხლდა. სისხლის მიმოქცევა ნორმალური გაუხდა,პულსი თანაბრად მუშაობდა, წონასწორობაც აღუდგა. მალე ფეხზე დადგომაცშეეძლო და ჯიბიდან ფოსფორიანი ასანთი ამოიღო.ასანთი ანთო და გაზის გალონის მილთან მიიტანა. ბალონი მთელი გამოდგა.გაზი რომ გაპარულიყო, სუნით შეიგრძნობდ და ასანთს ვერ აანთებდა, რადგანჟანგბადთან ერთად გაზიც აფეთქდებოდა. გასროლისთვის რომ გაეძლოთ,სულერთია, ამას ვეღარ გაექცეოდნენ.როგორც კი იქაურობა განათდა, არდანი მეგობრებისკენ დაიხარა. ნიკოლიბარბიკენს ზემოდან დასცემოდა და ორივენი უსულოებს ჰგავდნენ.არდანმა კაპიტანი წამოაყენა, დივანს მიაყრდნო და გულმოდგინედ ზელადაუწყო. ნელ-ნელა ნიკოლი გრძნობაზე მოვიდა. მაგრამ გაახილა თუ არა თვალი,ისეთივე გულცივი გახდა, როგორიც იყო. არდანს ხელი სტაცა, მიიხედ-მოიხედა დაიკითხა:- ბარბიკენი სადღაა?- მისი ჯერიც მოვა, - მშვდიდად უპასუხა არდანმა. - ამჯერდ შენგან დავიწყე,რადგანაც ბარბიკენს ზემოდან აწექი.მათ ერთად წამოაყენეს "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტი და დივანზედააწვინეს. ჩანდა, ბრბიკენი ყველაზე მეტად დაშავებულიყო. ერთიანად სისხლითიყო მოთხვრილი. მაგრამ ნიკოლი მალე დარწმუნდა, რომ სისხლი განაკაწრი მხრიდანმოჟონავდა მან მაშინვე გულდასმით შეუხვია ჭრილობა.ბარბიკენი გრძნობაზე გვიან მოვიდა, დაფეთებული მეგობრბი ძალ-ღონისდაუზოგავად ზელდნენ მას.- ჯერ სუნთქვას, - თქვა ნიკოლმა, რომელსაც დაჭრილისათვის მკერდზე ყურიმიედო.- დიახ, - უპასუხებდა არდანი, - ისე სუნთქავს, გეგონება შეჩვეულია. დაზილე,მაგრად დაზილე!ორი მასაჟისტის გულმოდგინე მუშაობამ ბარბიკენი გრძნობაზე მოიყვანა.თვალები გაახილა, წამოიწია, მეგობრებს ხელი მოჰკიდა და იკითხა:- როგორაა საქმე, ნიკოლ, მივფრინავთ?ნიკოლმა და არდანმა ერთმანეთს გადახედეს. ყუმბარა ჯერ არც გახსენებიათ,რადგან ერთმანეთზე ზრუნვით იყვნენ გართულნი.- მართლაც და, სადა ვართ? - იკითხა არდანმა. - მივფრინავთ თუ არა?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!