13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მდგარ გემებზე ხალხი ჯინით, ვისკითა და სიხარულით თვრებოდა. ყველა ხმამაღლალაპარაკობდა, ბჭობდა, დაობდა, ტაშს უკრავდა - ყველა - დაწყებული ბარებისსავარძლებში გადათხლაშული ჯენტელმენებით, ფინჯნებით შერის რომწრუპავდნენ, და დამთავრებული ნავსადგურის მუშებით, ფელს-პოინტის უბადრუკტავერნებში რაღაც საზიზღარ სალაფავს რომ ეძალებოდნენ.ღამის ორი საათისათვის, როგორც იქნა, ქალაქი ჩაწყნარდა. ბარბიკენსაც ეღირსაოჯახში დაბრუნება. იგი საშინლად დაღლილი, დამტვრეული და მოთენთილი იყო.თვით ჰერკრულესსაც კი ილაჯს გაუწყვეტავდა ამგვარი გაწამაწია.ქუჩები და მოედნები თანდათან ცარიელდებოდა. ოთხ სარკინიგზო ხაზზესხვადასხვა მატარებელმა ქალაქი უცხო სტუმრებისგან განტვირთა და შედარებითსიმშვიდე დამყარდა.შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ამ ღირსახსოვარ საღამოს მარტობალტიმორი ღელავდა. შეერთებული შტატების ყველა დიდმა ქალაქმა: ნიუ-იორკმა,ბოსტონმა, ოლბანმა, ვაშინგტონმა, რიჩმონდმა, კრესენტ-სიტიმ, სან-ფრანცისკომ,ჩარლსტაუნმა, მობილმა და სხვა, ტეხასიდან მასჩუსეტსამდე, მიჩიგანიდანფლორიდამდე, ყველამ შეიტანა თავისი წვლილი ამ ციებ-ცხელებაში, ვინაიდან"საზარბაზნე კლუბის" ყველა 30 ათასმა წევრ-კორსპონდენტმა დროულად მიიღოთავისი პრეზიდენტისაგან წერილი და მოუთმენლად მოელოდა ცნობებს 5ოქტომბრისათვის დანიშნულ სენსაციურ მოხსენებაზე.და იმ საღამოს, ბარბიკენის ბაგეს მოწყევტილი ყოველი სიტყვა ტელეგრაფისმეშვეობით ელვის უსწრაფესად ედებოდა მთელ შტატებს. შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ იმ საღამოს, არამედ იმავე წამს შტატების უზარმაზარ ტერიტორიას,ათასჯერ რომ აღემატებოდა საფრანგეთისას, ერთდროულად აღმოხდა "ვაშა" დაეროვნული სიამაყით ერთდროულად შეტოკდა 25 მილიონი მცხოვრების გული.მეორე დილითვე ბარბიკენის პროექტი ათასობით ყოველდღიურმა,ყოველკვირეულმა და ყოველთვიურმა ჟურნალ-გაზეთებმა აიტაცა. იგი განიხილესფიზიკური, ეკონომიური, მეტეოროლოგიურ-ეკონომიკის თვალსაზრისით,პოლიტიკურ უპირატესობათა და ცივილიზაციის ინტერესების თვალსაზრისით,პრესამ დასვა საკითხები: მთვარე უკვე გაყინულ პლანეტას წარმოადგენდა, თუ მასზეკიდევ რაიმე ცვლილებები ხდება? ხომ არ ჰგავს იგი იმ დროინდელ დედამიწას, როცაჩვენს პლანეტას ჯერ კიდევ არ ერტყა ატმოსფერო? რა ხდება დედამიწისათვისუხილავ მთვარის იქითა მხარეს? და მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ღამისმნათობზე მხოლოდ ჭურვის გაშვებას შეეხებოდა, ყველანი თვლიდნენ, რომ ახალგრანდიოზულ გამოკვლევებს ეყრებოდა საფუძველი და თანაც ყველა იმედოვნებდა,რომ მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას ეწერა ბედად, ამოეხსნა დედამიწისთანამგზავრის უკანასკნელი საიდუმლოეაბ. ზოგიერთები შიშობდნენ კიდეც,მთვარის დაპყრობას შესამჩნევად არ დაერღვია პოლიტიკური წონასწორობა.მაგრამ არც ერთ გაზეთს ეჭვიც არ შეჰპარვია იდეის განხორციელებაში.მეცნიერულ, ლიტერატურულ თუ რელიგიურ საზოგადოებათა კრებულები,ბროშურები, ბიულეტენები ფართოდ აღნიშნავდნენ პროექტის ღირსებებს. ამერიკისმთელი რიგი ასოიაციები კლუბის წევრებს უგზავნიდნენ არამარტო მისალმებებს,სთავაზობდნენ კიდეც ფულს და ყოველგვარ მხარდაჭერასაც.დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს არც ერთ მეცნიერულ პროექტსარ ჰყოლია იმდენი მომხრე, როგორც ბარბიკენისეულს. მას არც ყოყმანი, არც ეჭვი დაარც შიში არ გამოუწევია მაშინ, როდესაც მსგავს პროექტებს, თუკი იგიწამოყენებული იქნებოდა ევროპაში და განსაკუთრებით საფრანგეთში. - ყოველი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!