13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ლეიბი მოემარაგებინათ და ახლა ნიკოლმა და ბარბიკენმა ისინი შუაში გამოაჩოჩეს,სადაც მოძრავი იატაკი იყო. ამ ლეიბებზე აპირებდნენ ისინი დაწოლას გასროლამდერმდენიმე წუთით ადრე.მოუსვენარი არდანი გალიაში გამომწყვდეული მხეცივით დაწრიალებდა თავისვიწრო საკანში, (ასე დაარქვა ყუმბარას). გაუთავებლად ელაყბებოდა ხან მეგობარს დახან ძაღლებს - დიანასა დ სატელიტს, რომელთაც როგორც ვიცით, გაფრენამდეუწოდა ეს სიმბოლური სახელები.- ჰეი, დიანა, სატელიტ! მოდით აქ! - გამამხნევებლად უყვიროდა ძაღლებს. - ჩვენვაჩვენებთ მთვარეზე მცხოვრებ ძაღლებს, როგორც იქცევიან მიწიერი ძაღლები.სახელს კი გაუთქვამთ თქვენს ძაღლურ მოდგმას, მაშ! დალახვროს ეშმაკმა! თუდაბრუნება გვეღირსა, ახლა ნაჯვარს "მთვარე-დოგს" ჩამოვიყვანთ, რომელიცარაჩვეულებრივ სენსაციას გამოიწვევს!- თუკი მთვარეზე ძაღლები არიან, - შენიშნა ბარბიკენმა.- რა თქმა უნდა, არიან, - დამაჯერბლად განაცხადა მიშელ არდანმა. - ძაღლებისგარდა ცხენები, ძროხები, სახედრები და ქათმები კი ბინადრობენ. დაგენიძლავებით,რომ იქ ქათმებს ვნახავთ,- ას დოლარზე გენაძლავები, რომ იქ ქათამი არ იქნება, - განაცხადა ნიკოლმა.- გენიძლავები, კაპიტანო! - წამოიძახა არდანმა და ნიკოლს ხელი გაუწოდა.- სხვათა შორის, შენ უკვე სამჯერ წააგე ჩვენს პრეზიდენტთან. ფული არშეგროვდებაო და შეგროვდა, ყუმბარაც, უკეთესს ვერ ინატრებ, ისეთი ჩამოასხეს, დაბოლოს, კოლუმბიადა ყოველგვარი ავარიის გარეშე დატენეს, ასე რომ, ექვსი ათასიდოლარი უკვ წაგებული გაქვს.- მერე რა, რომ წავაგე, - დაეთანხმა ნიკოლი, - ათი საათი, ოცდაჩვიდმეტი წუთიდა ექვსი წამია!- შესანიშნავია, კაპიტანო. თხუთმეტ წუთში პრეზიდენტს ცხრა ათას დოლარსჩაუთვლი: ოთხი ათასს იმიტომ, რომ კოლუმბიადა გასროლისას არ აფეთდება დახუთი ათასსაც იმისათვის, რომ ყუმბარა ექვს მილს გასცდება.- მერე რა, დოლარები თანა მაქვს და სიამოვნებით გადავიხდი, - თქვა ნიკოლმადა მშვდად მოისვა ჯიბეზე ხელი.- ნიკოლ, მე ვხედავ, რომ შენ წესიერი ადამიანი ხარ, საკუთარ თავზე ამას ვერვიტყვი, მაგრამ, მართალი გითხრა, ყველა შენი ნიძლავი შენთვის მაინც ზარალია.- რატომ?- იმიტომ, რომ თუ მოიგებ, ეს ნიშნავს, რომ კოლუმბიადა ყუმბარასთან ერთადაფეთქდება... მაშინ ბარბიკენი წაგებულს ვრ გადაგიხდის.- ჩემი საზღაური ბალტიმორის ბანკში ინახება, - ჩაერია ბარბიკენი, - და თუკინიკოლი დაიღუპება, ფული მის მემკვიდრებს გადაეცემა.- ფუ, ეს რა პრაქტიკული ხალხია! - შესძახა მიშელ არდანმა. რაც უფრონაკლებად მესმის თქვენი, მით უფრო მეტად მაკვირვებთ.- ათი საათი და ორმოცდაორი წუთია, - თქვა ნიკოლმა.- ხუთი წუთიღა დარჩა, - შენიშნა ბარბიკენმა.- დიახ, მხოლოდ ხუთი წუთი, - შესძახა მიშელ არდანმა. - ჩვენ კი ცხრაასგირვანქიანი ზრბაზნის ლულაში მოთავსებულ ყუმბრაში ვართ ჩაკეტილები.ყუმბარას ოთხი ათასი გირვანქა პიროქსილინი უდევს ქვეშ, რომელიც თექვსმეტიათას გირვანქა ჩვეულებრივი დენთს უდრის. ჩვენი მეგობარი მერჩისონი ახლადაჟინებით დასცქერის ქრონომეტრს და წამებს ითვლის. თითი კი ელექტრულღილაკზე უდევს დ მზადაა, საპლანეტაშორისო სივრცეში გვისროლოს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!