13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ზუსტად დილის ათ საათზე მიშელ არდანი, ბარბიკენი და ნიკოლი თავიანთმიწიერ მეგობრებს გამოეთხოვნენ. ორი ძაღლი, რომლებიც თან მიჰყავდათ,მთვარეზე ძაღლთა მოდგმის გასამრავლებლად, უკვე ყუმბარაში ისხდნენ.მოგზაურები კოლუმბიადის ხვრელს მიუახლოვდნენ და ამწემ ისინი მაშინვეყუმბარის კონუსისებრ ლულაში ჩაიყვნა ძირამდე. იქიდან კი სპეციალურისაძვრენით თავიანთი ალუმინის ვაგონში შეაღწიეს. ბაგირები და ბლოკები უკანგამოიტანეს და კოლუმბიადის ზედა ხვრელსაც ყოველგვარი ხარაჩო თუ ფიცარნაგიმოაშორეს.როგორც კი ყუმბარაში მარტონი დარჩნენ, ნიკოლმა სქელი მეტალის სარქველითშესასვლელის ჩაკეტვა დაიწყო. სარქველი შიგნიდან ზამარიანი ქანჩებით იყოდამაგრებული. ასეთივე მჭიდრო ხუფები ფარავდა ილუმინატორების სქელ,ამობურცულ მინებს, ჰერმენტულად დახურულ ლითონის საკანში მოგზაურებისრულ წყვდიადში აღმოჩნდნენ.- ძვირფასო თანამგზავრებო, - თქვა არდანმა, - მე ოჯახური სიმყუდროვემიყვარს და ამასთან კარგი მეოჯახეც გახლავართ. თავი შინაურულად იგრძენით.უპირველეს ყოვლისა, შევეგუოთ ახალ საცხოვრებელს, ჯერ განათებდის ამბავიმოვაწესრიგოთ. ცოტა არ იყოს, ბნელა ეშმაკმა დალახვროს, თხუნელებისთვის ხომ არგამოუგონიათ გაზი?ესა თქვა და უდარდელმა ფრანგმა ასანთი ჩექმის ლანჩს გამოჰკრა. მერეანთებული წკირი გაზის ბალონის მილთან მიიტანა, სადაც დიდი წნევის ქვეშმანათობელი გაზის მარაგი ინახებოდა. გაზის ეს მარაგი ას ორმოცდაოთხ საათს ანუექვს დღე-ღამეს უნდა ჰყოფნოდათ გასანათებლად და გასათბობად. გაზისსინათლეზე მოგზაურებმა დაინახეს კომფორტაბელურიდალიანდაგებულკედლებიანი ოთახი, რომელსც თაღისებური ჭერი ჰქონდა. ოთახშიმრგვალი დივანი იდგა. ყუმარაში მოთავსებული ყოველა საგანი - იარაღი, ჭუჭელი,ხელსაწყოები - ყველაფერი მკვიდრად იყო კედელზე მიმაგრებული, რათა ძლიერიბიძგისათვის გაეძლო. ამ გაბედული ცდის წარმატებით განსახორციელებლადყველაფერი გაკეთდა, რაც კი ადამიანის ძალას შესწევდა. მიშელ არდანმაგულდასმით დაათვალიერა იქაურობა და განაცხადა, საცხოვრებლით კმაყოფილივარო.- რასაკვირველია, ციხეში ვართ, - თქვა მან, - მაგრამ მფრინავ ციხეში. ხოლოსარკმლიდან ცხვირის გარეთ გაყოფაც რომ შეგვეძლოს, ასეთ ბინაზე ასი წლითაც კისიამოვნებით დავდებდი ხელშეკრულებას. რა გაცინებს, ბარბიკენ? იმაზე ხომ არფიქრობ, რომ ეს ყუმბარა ჩვენს კუბოდ იქცევა? ასეც რომ მოხდეს, ერთ ადგილასმოქანავე მუჰამედის კუბოზე მაინც არ გავცვლი.სანამ ქრონომეტრი საღამოს ათ საათს და ოც წუთს უჩვენებდა, როდესაცსამივენი საბოლოოდ ჩაიკეტნენ ყუმბარაში. ეს ქრონომეტრი ინჟინერ მერჩისონისსაათს მეათედ წამებშიც კი ემთხვევოდა. ბარბიკენმა ქრონომეტრს დახედა და თქვა:- მეგობრებო, ახლა ზუსტად თერთმეტის ოცი წუთია. ათ საათსა, ოცდაშვიდწუთსა და ოც წამზე მერჩისონი ელექტროდენს გაუშვებს სადენში, რომელიცკოლუმბიადის მუხტთან იქნება შეერთებული. იმავე წუთს დედამიწას მოვწყდებით.მაშასადამე, ჩვენ მხოლოდ ოცდაშვიდი წუთი დაგვრჩა.- ოცდაექვსი წუთი და ორმოცი წამი, - შეუსწორა პედანტმა ნიკოლმა.- მერა რა, - წამოიძახა უდარდელმა არდანმა, - ოცდაექვს წუთში შეიძლებაუამრავი საქმე მოაგვაროს კაცმა. შეიძლება განიხილო მთელი რიგი მორალური თუპოლიტიკური პრობლემები და ახსნა კიდეც ისინი, საქმიანად გამოყენებული

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!