13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დასასრულ, გამოთქმული იყო ორი ჰიპოთეზა: ან მთვარის მიზიდულობის ძალაიმოქმედებს ყუმბარაზე და მოგზაურები მიზანს მიაწევენ, ანდა ყუმბარა მთვარისსფეროს ირგვლივ იტრიალებს ჩვენი საუკუნის დასასრულამდეო.რა ბედი მოელის მოგზაურებს? სურსათი მათ ჯერ ეყოფათ, მაგრამ ეს თამამიწამოწყება კეთილადაც რომ დაგვირგვინდეს, უკან როგორღა დაბრუნდებიან? ან,საერთოდ, შეძლებენ კი დაბრუნებას? ოდესმე მაინც თუ გაიგებს კაცობრიობა, რადაემართათ მათ? ყველა ეს საკითხი ძალიან აღელვებდა საზოგადოებას. ცნობილიპირები პრესის საშუალებით გატაცებით განიხილავდნენ საქმის ვითარებას.აქ საჭიროდ მიმაჩნია, ერთი შენიშვნა მივცე იმ მეცნიერებს, რომელთაცნაჩქარევი დასკვნების გაკეთება სჩვევიათ. მეცნიერმა ძალიან ფრთხილად უნდაიმოქმედოს, თუ მას თავისი წმინდა თეორიული დასკვნების გამოქვეყნება აქვსგადაწყევტილი. არვინ არ გაიძულებს ახალი პლანეტა, კომეტა, ან თუნდაც ახალითანამგზავრი აღმოაჩინო, მაგრამ თუ შეცდი და მოტყუვდი, უთუოდ ბრბოსდაცინვის საგანი გახდები. მაშასადამე, საჭიროა მოთმინება. ჯ. ტ. მასტონიც ასევეუნდა მოქცეულიყო, ვიდრე დეპეშით ქვეყნიერებას მოჰფენდა მისი აზრით ამუდიდესი ცდის უახლოეს შედეგებს.დეპეშაში ორნაირი შეცდომა იყო დაშვებული, რაც შემდგომ დადასტურდაკიდეც. ჯერ ერთი, არასწორად იყო აღნიშნული მაძილი მთვარის ზედაპირსა დაყუმბარას შორის, რადგანაც 11 დეკემბერს ჯ. ტ. მასტონი ცის თაღზე ყუმბარას ვერდაინახავდა. ის, რაც მან დაინხა თუ მოელანდა, არავითარ შემთხვევაშიკოლუმბიადიდან გასროლილი ყუმბარა არ იქნებოდა.მეორე თეორიული შეცდომა იყო: ყუმბარის მთვარის თანამგზავრად გახდომამექანიკის ძირითადი კანონების დარღვევას ნიშნავდა.ლონგსპიკელ მეთვალყურეთა მხოლოდ ერთადერთი ჰიპოთეზა შეიძლებაგამართლებულიყო. კერძოდ, ის, რომ მოგზაურები, - თუკი ისინი ცოცხლები არიან, -ყველანაირად ეცდებიან მთვარის მიზიდულობის ძალის საშუალებით მნათობისზედაპირს მიაღწიონ.ასე იყო თუ ისე, საზრიანმა და მამაცმა მოგზაურებმა აფრენის საშინელ ბიძგსგაუძლეს და ახლა სწორედ ამ ვაგონ-ყუმბარით მოგზაურობის განსაცვიფრებელ დადრამატულ შემთხვევებს გიამბობთ დაწვრილებით.ეს მოთხრობა ბევრ ილუზიასაც გააქარწყლებს და ბევრ მოსაზრებასაც უარყოფს,მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა იმ სიძნელის და მოულოდნელობის ნათელ სურათსწარმოადგენს, რომლებიც მსგავს ცდებთან არის დაკავშირებული. დაგვანახებსბარბიკენის ბრწყინალე მეცნიერულ ნიჭს, საზრიანი ნიკოლის პრაქტიკულობას დამხიარულ მიშელ არდანის სიმამცეს.გარდა ამისა, იმაშიც დავრწმუნდებით, რომ მათი ღირსეული მეგობარი ჯ. ტ.მასტონი სულ ტყუილად კარგავდა დროს, როცა გიგანტურ ტელესკოპზე აკრულივარსკვლავთა შორის მთვარის მოძრაობას აკვირდებოდა.პირველი თავიდილის 10 საათსა და 20 წუთიდან საღამოს 10 საათსა და47 წუთს შორის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!