დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე დედამიწიდან მთვარემდე

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
13.07.2015 Views

რაკი დაითანხმა, ყუმბარის მრგვალი ფორმაც, ცილინდრული კონუსისებრითუნდა შეცვლილიყო. ეს თავისებური საჰაერო ვაგონი ზამბარიანი ბურთებითა დაგამყოფი ტიხრებით აღჭურვეს, რათა გასროლის დროს ბიძგის სიძლიერეშეესუსტებინათ.მთელი წლის სამყოფ საჭმელთან ერთად რამდენიმე თვის სამყოფი წყალი დარამდენიმე დღის საკმაყრისი აირი მოიმარაგეს. განსაკუთრებული აპარატიავტომატურად გამოიმუშავებდა და მიაწოდებდა იმდენ ჟანგბადს, რამდენიც ამ სამმოგზაურს დასჭირდებოდა. ამავე დროს, "საზარბაზნე კლუბის" დავალებით,კლდოვანი მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აიგო გიგანტური ტელესკოპი, ციურსივრცეში ყუმბარის ფრენაზე თვალყურის სადევნებლად. ერთი სიტყვით,ყველაფერი მზად იყო.და აი, 1 დეკემბერს, დანიშნულ დროს, ზღვა ხალხის თვალწინ, სამმა ადამიანმაპირველად დატოვა დედამიწა და საპლანეტათშორისო სივრცეში გაფრინდნენ,ღრმად დარწმუნებულნი, რომ მიზანს მიაღწევდნენ. მამაც მკვლევარებს მიშელარდანს, პრეზიდენგ ბარბიკენს და კაპიტან ნიკოლს ფრენა 97 საათსა, 13 წუტსა და 20წამში უნდა დაემთავრებინათ, ე.ი. მთვარის ზედაპირზე ყუმბარა 5 დეკემბერს,შუაღამისას, სავსე მთვარის დროს უნდა დამჯდარიყო და არა 4 დეკემბერს, როგორცზოგიერთი ცუდად ინფორმირებული გაზეთი იუწყებოდა.მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი ამბავი. კოლუმბიადისგასროლამ დეტონაცია - დედამიწის ატმოსფეროს რხევა და წყლის ორთქლის დიდირაოდენობითდაგროვება - გამოიწვია საზოგადოება აღშფოთდა - მთვარე დიდი ხნითდაფარა ღრუბლებმა და თვალთახედვას დაეკარგა.მოგზაურთა ყევლაზე ერთგულმა მეგობარმა, სახელოვანმა ჯ. ტ. მასტონმაკემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორთან, პატივცემულ ჯ. ბელფასტთან ერთადკლდოვანი მთებისაკენ გასწია და ავიდა ლონგსპიკზე, სადაც მძლავრი ტელესკოპიიდგა - იგი მთვარეს ორი ლიეს მანძილზე აახლოებდა. "საზარბაზნე კლუბის"ღირსეულ მდივანს სურდა პირადად ედევნებინა თვალყური მოგზაურებისათვის.დეკემბრის 5, 6, 7, 8, 9 და 10 რიცხვებში ატმოსფეროში ღრუბლების სიხშირისგამო შეუძლებელი გახდა დაკვირვება. იმასაც კი შიშობდნენ, ვაითუ მომავალი წლისსამ იანვრამდე ასე გაგრძელდესო, რადგან 11 დეკემბრიდან მთვარე თავისუკანასკნელ, მეოთხედ ფაზაში შევიდოდა და დაბნელდებოდა.მაგრამ მოხდა სასიხარულო ამბავი, 11 დეკემბერს, ღამით, ძლიერიმაქარიშხალმა ღრუბელი გაფანტა და ცის შავ ფონზე მთვარე აკაშკაშდა.იმ ღამესვე ლონგსპიკის სათვალთვალო პუნქტიდან მასტონმა და ბელფასტმადეპეშა აფრინეს კემბრიჯის ობსერვატორიაში.რას იუწყებოდნენ დეპეშით?იტყობინებოდნენ, რომ 11 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 47 წუთზე დაინახესსტონზჰილში კოლუმბიადიდან გასროლილი ყუმბარა, რომელიც გაურკვეველიმიზეზის გამო მთვარეს ასცდა, მაგრამ ისე ახლოს ჩაუარა, რომ მთვარისმიზიდულობის სფეროში მოხვდა. სწორხაზოვანი მოძრაობის ნაცვლად ყუმბრა უკვემრუდედ მოძრაობდა. ელიპტიკურ ორბიტაზე გავიდა და ღამის მნათობის ირგვლივმოძრაობა დაიწყო. იგი მთვარის თანამგზავრი გახდა.დეპეშა იმასაც იუწყებოდა, რომ ახალი ციური სხეულის თვისებები ჯერ კიდევშეუცნობელია და საბოლოო გამოსარკვევად მისი სხვადასხვა მდგომარეობაშიშესწავლააო საჭირო. მანძილი კი, - ნათქვამი იყო დეპეშაში, - ყუმბარსა და მთვარისზედაპირს შორის დაახლოებით 2.833 მილი, ე.ი. 4.500 ლიეაო.

დასასრულ, გამოთქმული იყო ორი ჰიპოთეზა: ან მთვარის მიზიდულობის ძალაიმოქმედებს ყუმბარაზე და მოგზაურები მიზანს მიაწევენ, ანდა ყუმბარა მთვარისსფეროს ირგვლივ იტრიალებს ჩვენი საუკუნის დასასრულამდეო.რა ბედი მოელის მოგზაურებს? სურსათი მათ ჯერ ეყოფათ, მაგრამ ეს თამამიწამოწყება კეთილადაც რომ დაგვირგვინდეს, უკან როგორღა დაბრუნდებიან? ან,საერთოდ, შეძლებენ კი დაბრუნებას? ოდესმე მაინც თუ გაიგებს კაცობრიობა, რადაემართათ მათ? ყველა ეს საკითხი ძალიან აღელვებდა საზოგადოებას. ცნობილიპირები პრესის საშუალებით გატაცებით განიხილავდნენ საქმის ვითარებას.აქ საჭიროდ მიმაჩნია, ერთი შენიშვნა მივცე იმ მეცნიერებს, რომელთაცნაჩქარევი დასკვნების გაკეთება სჩვევიათ. მეცნიერმა ძალიან ფრთხილად უნდაიმოქმედოს, თუ მას თავისი წმინდა თეორიული დასკვნების გამოქვეყნება აქვსგადაწყევტილი. არვინ არ გაიძულებს ახალი პლანეტა, კომეტა, ან თუნდაც ახალითანამგზავრი აღმოაჩინო, მაგრამ თუ შეცდი და მოტყუვდი, უთუოდ ბრბოსდაცინვის საგანი გახდები. მაშასადამე, საჭიროა მოთმინება. ჯ. ტ. მასტონიც ასევეუნდა მოქცეულიყო, ვიდრე დეპეშით ქვეყნიერებას მოჰფენდა მისი აზრით ამუდიდესი ცდის უახლოეს შედეგებს.დეპეშაში ორნაირი შეცდომა იყო დაშვებული, რაც შემდგომ დადასტურდაკიდეც. ჯერ ერთი, არასწორად იყო აღნიშნული მაძილი მთვარის ზედაპირსა დაყუმბარას შორის, რადგანაც 11 დეკემბერს ჯ. ტ. მასტონი ცის თაღზე ყუმბარას ვერდაინახავდა. ის, რაც მან დაინხა თუ მოელანდა, არავითარ შემთხვევაშიკოლუმბიადიდან გასროლილი ყუმბარა არ იქნებოდა.მეორე თეორიული შეცდომა იყო: ყუმბარის მთვარის თანამგზავრად გახდომამექანიკის ძირითადი კანონების დარღვევას ნიშნავდა.ლონგსპიკელ მეთვალყურეთა მხოლოდ ერთადერთი ჰიპოთეზა შეიძლებაგამართლებულიყო. კერძოდ, ის, რომ მოგზაურები, - თუკი ისინი ცოცხლები არიან, -ყველანაირად ეცდებიან მთვარის მიზიდულობის ძალის საშუალებით მნათობისზედაპირს მიაღწიონ.ასე იყო თუ ისე, საზრიანმა და მამაცმა მოგზაურებმა აფრენის საშინელ ბიძგსგაუძლეს და ახლა სწორედ ამ ვაგონ-ყუმბარით მოგზაურობის განსაცვიფრებელ დადრამატულ შემთხვევებს გიამბობთ დაწვრილებით.ეს მოთხრობა ბევრ ილუზიასაც გააქარწყლებს და ბევრ მოსაზრებასაც უარყოფს,მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა იმ სიძნელის და მოულოდნელობის ნათელ სურათსწარმოადგენს, რომლებიც მსგავს ცდებთან არის დაკავშირებული. დაგვანახებსბარბიკენის ბრწყინალე მეცნიერულ ნიჭს, საზრიანი ნიკოლის პრაქტიკულობას დამხიარულ მიშელ არდანის სიმამცეს.გარდა ამისა, იმაშიც დავრწმუნდებით, რომ მათი ღირსეული მეგობარი ჯ. ტ.მასტონი სულ ტყუილად კარგავდა დროს, როცა გიგანტურ ტელესკოპზე აკრულივარსკვლავთა შორის მთვარის მოძრაობას აკვირდებოდა.პირველი თავიდილის 10 საათსა და 20 წუთიდან საღამოს 10 საათსა და47 წუთს შორის

რაკი დაითანხმა, ყუმბარის მრგვალი ფორმაც, ცილინდრული კონუსისებრითუნდა შეცვლილიყო. ეს თავისებური საჰაერო ვაგონი ზამბარიანი ბურთებითა დაგამყოფი ტიხრებით აღჭურვეს, რათა გასროლის დროს ბიძგის სიძლიერეშეესუსტებინათ.მთელი წლის სამყოფ საჭმელთან ერთად რამდენიმე თვის სამყოფი წყალი დარამდენიმე დღის საკმაყრისი აირი მოიმარაგეს. განსაკუთრებული აპარატიავტომატურად გამოიმუშავებდა და მიაწოდებდა იმდენ ჟანგბადს, რამდენიც ამ სამმოგზაურს დასჭირდებოდა. ამავე დროს, "საზარბაზნე კლუბის" დავალებით,კლდოვანი მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აიგო გიგანტური ტელესკოპი, ციურსივრცეში ყუმბარის ფრენაზე თვალყურის სადევნებლად. ერთი სიტყვით,ყველაფერი მზად იყო.და აი, 1 დეკემბერს, დანიშნულ დროს, ზღვა ხალხის თვალწინ, სამმა ადამიანმაპირველად დატოვა დედამიწა და საპლანეტათშორისო სივრცეში გაფრინდნენ,ღრმად დარწმუნებულნი, რომ მიზანს მიაღწევდნენ. მამაც მკვლევარებს მიშელარდანს, პრეზიდენგ ბარბიკენს და კაპიტან ნიკოლს ფრენა 97 საათსა, 13 წუტსა და 20წამში უნდა დაემთავრებინათ, ე.ი. მთვარის ზედაპირზე ყუმბარა 5 დეკემბერს,შუაღამისას, სავსე მთვარის დროს უნდა დამჯდარიყო და არა 4 დეკემბერს, როგორცზოგიერთი ცუდად ინფორმირებული გაზეთი იუწყებოდა.მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი ამბავი. კოლუმბიადისგასროლამ დეტონაცია - დედამიწის ატმოსფეროს რხევა და წყლის ორთქლის დიდირაოდენობითდაგროვება - გამოიწვია საზოგადოება აღშფოთდა - მთვარე დიდი ხნითდაფარა ღრუბლებმა და თვალთახედვას დაეკარგა.მოგზაურთა ყევლაზე ერთგულმა მეგობარმა, სახელოვანმა ჯ. ტ. მასტონმაკემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორთან, პატივცემულ ჯ. ბელფასტთან ერთადკლდოვანი მთებისაკენ გასწია და ავიდა ლონგსპიკზე, სადაც მძლავრი ტელესკოპიიდგა - იგი მთვარეს ორი ლიეს მანძილზე აახლოებდა. "საზარბაზნე კლუბის"ღირსეულ მდივანს სურდა პირადად ედევნებინა თვალყური მოგზაურებისათვის.დეკემბრის 5, 6, 7, 8, 9 და 10 რიცხვებში ატმოსფეროში ღრუბლების სიხშირისგამო შეუძლებელი გახდა დაკვირვება. იმასაც კი შიშობდნენ, ვაითუ მომავალი წლისსამ იანვრამდე ასე გაგრძელდესო, რადგან 11 დეკემბრიდან მთვარე თავისუკანასკნელ, მეოთხედ ფაზაში შევიდოდა და დაბნელდებოდა.მაგრამ მოხდა სასიხარულო ამბავი, 11 დეკემბერს, ღამით, ძლიერიმაქარიშხალმა ღრუბელი გაფანტა და ცის შავ ფონზე მთვარე აკაშკაშდა.იმ ღამესვე ლონგსპიკის სათვალთვალო პუნქტიდან მასტონმა და ბელფასტმადეპეშა აფრინეს კემბრიჯის ობსერვატორიაში.რას იუწყებოდნენ დეპეშით?იტყობინებოდნენ, რომ 11 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 47 წუთზე დაინახესსტონზჰილში კოლუმბიადიდან გასროლილი ყუმბარა, რომელიც გაურკვეველიმიზეზის გამო მთვარეს ასცდა, მაგრამ ისე ახლოს ჩაუარა, რომ მთვარისმიზიდულობის სფეროში მოხვდა. სწორხაზოვანი მოძრაობის ნაცვლად ყუმბრა უკვემრუდედ მოძრაობდა. ელიპტიკურ ორბიტაზე გავიდა და ღამის მნათობის ირგვლივმოძრაობა დაიწყო. იგი მთვარის თანამგზავრი გახდა.დეპეშა იმასაც იუწყებოდა, რომ ახალი ციური სხეულის თვისებები ჯერ კიდევშეუცნობელია და საბოლოო გამოსარკვევად მისი სხვადასხვა მდგომარეობაშიშესწავლააო საჭირო. მანძილი კი, - ნათქვამი იყო დეპეშაში, - ყუმბარსა და მთვარისზედაპირს შორის დაახლოებით 2.833 მილი, ე.ი. 4.500 ლიეაო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!