13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამის გამო წარმოიშვება ორი ჰიპოთეზა კოლუმბიადის ჭურვის მოძრაობაზე. ანმთვარის მიზიდულობის ძალა იმძლავრებს და მაშინ მოგზაურები მიაღწევენმოგზაურობის მიზანს, ან შეინარჩუნებს რა იმავე ორბიტას, ყუმბარა სამუდამოდიტრიალებს მთვარის ირგვლივ.რა საბოლოო მიმართულებას მიიღებს ყუმბარის მოძრაობა, ამას მომავალიგვიჩვენებს, ამჟამად კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "საზარბაზნე კულბის"ცდამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ მზის სისტემას მიუმატა კიდევ ერთი ციურისხეული".ჯონ ბელფასტი".ამ მოულოდნელმა ბოლომ რამდენი კითხვა დაბადა! რამდენი იდუმალიმოვლენა იქცა მეცნიერული კვლევის საგანად. სამი ადამიანის თავგანწირულისიმამაცისა და მეცნიერებისადმი მათი უანგარო თავდადების წყალობით ერთიშეხედვით ისეთმა ქარაფშუტულმა წამოწყებამ, როგორიცაა მთვარეზე გასროლა,უზარმაზარი შედეგი გამოიღო და მას ალბათ უამრავი გაუთვალისწინებელი რამემოჰყვებოდა. მამაც მოგზაურებს რომ არც მიეღწიათ თავიანთი მიზნისათვის,მთვარის სამყაროში ხომ მაინც მოხვდნენ. ისინი, როგორც ახალი მნათობი,ტრიალებდნენ ახლა დედამიწის თანამგზავრის გარშემო და ადამიანებმა პირველებმაშესძლეს ასე ახლო მანძილიდან დაეთვალიერებინათ მთვარის ზედაპირი. არდანის,ბარბიკენისა და ნიკოლის სახელები სამუდამოდ დარჩებოდა ასტრონომიისმატიანეში, ვინაიდან ეს უშიშარი მკვლევარები, ადამიანის ცოდნის არესგაფართოების მიზნით, თამამად გაემართნენ ციურ სივრცეში და სიცოცხლე გასწირესახალი დროის არნახული, ყველაზე ფანტასტიკური წარმოწყების წარმატებისათვის.როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ლონგსპიკიდან მიღებულმა ცნობამ მთელიდედამიწის მცხოვრებთა განცვიფრება და შიში გამოიწვია.შესაძლებელია თუ არა, რაიმე დახმარება აღმოუჩინონ სამ გმირს? ალბათ არა,იმიტომ რომ მათ გააღწიეს იმ ზღვარს, რაც ბუნებამ დააწესა დედამიწისმცხოვრებთათვის.ცოცხლები არიან თუ არა? ჰაერი ორი თვე ეყოფოდთ, სურსათი - ერთიწელიწადი. ამის შემდეგ კი რა მოხდება? ეს საშინელი კითხვა ყველაზე გულცივადამიანებსაც კი თავზარს სცემდა.მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეეძლო ერწმუნა, რომ გამოუვალი მდგომარეობაშეიქმნა მხოლოდ ამ ერთს სწამდა მოგზაურების გადარჩენისა. ეს იყო ერთგულიმეგობარი, ისეთივე მამაცი და შეუპოვარი, როგორიც ისინი, ღირსეული ადამიანი ჯ.ტ. მასტონი.იგი მხედველობიდან არ უშვებდა ყუმბარას. ლონგსპიკში საზვერავი ადგილიმის საცხოვრებლად იქცა. მისი ჰორიზონტი შემოფარგლული იყო კოლოსალურიმილის სარკით. როგორც კი მთვარე გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე, იგი მყისვეტელესკოპის ხედვის არეში აქცევდა მას და წამითაც არ უშვებდა მხედველობიდან,დაძაბული თვალყურს ადევნებდა მის მოძრაობას ციურ თანავარსკვლავედებსშორის. განსაცვიფრებელი მოთმინებით ელოდა იგი ყუმბარის "გავლას" მთარისდისკოში და ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ მასტონს გამუდმებით ჰქონდაურთიერთობა დამყარბული თავის მეგობრებთან. იგი წამითაც არ კარგავდა იმედს,რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ იხილავდა მათ.- ჩვენ მოვასწრებთ მათთან სიგნალიზაციას - ეუბნებოდ იგი ყველას, ვისაც მისიმოსმენა სურდა. - მაშინვე, როგორც კი გარემოება ამის საშუალებას მოგვცემს, მათგან

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!