13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მესამე თავიეფექტი, რომელიც ბარბიკენის სიტყვამ მოახდინაშეუძლებელია იმ მქუხარე ოვაციის აღწერა, პრეზიდენტის სიტყვებმა რომგამოიწვია: ყოველი მხრიდან ისმოდა შეძახილები, იდგა გამაყრუებელი ღრიანცელი!ყვირილი! ვაშა! ღრიალებდა ხალხი და გაშმაგებული უკრავდა ტაშს. დარბაზისკედლები ზანზარებდა ფეხების ბრაგუნისაგან. ალბათ მუზეუმში თავმოყრილიყველა იარაღის ერთდროული ზალპიც ვერ დაჰფარავდა ასეთ მჭექარე ხმას. თუმცა,რასაკვირველია, ზოგი კანონიერი ხომ თავის ზარბანზე უფრო ძლიერად ქუხს.ამ აუწერელ ღრიანცელსი ბარბიკენი გასაოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.ეტყობოდა, კიდევ სურდა რაღაცის თქმა: ხელს მაღლა წევდა, ცდილობდა სიჩუმისდამყარებას; მისი უცნაური ზარის ხმაც იქაურობას აყრუებდა, მაგრამ იგი არავისესმოდა. მეგობრებმა და კოლეგებმა ბარბიკენი სავარძელს ააგლიჯეს და ხელშიაყვანილი, ტრიუმფით გაატარეს დარბაზში. გასასვლელში მას არანაკლებ მღელვარექუჩის ტალღა დაეპატრონა.ამერიკელს ვერაფრით გააკვირვებ. ამბობენ, ფრანგისათვის სიტყვა"შეუძლებელია" არ არსებობსო, მაგრამ ეს მათ არ ეხებათ. მხოლოდ ამერიკელსეჩვენება ყველაფერი იოლად და მარტივად. ხოლო რაც შეეხება ტექნიკურსიძნელეებს, ეს რა სალაპარკოა, არც ერთი წმინდა სისხლის იანკი არ მისცემდა თავისთავს უფლებას, ეჭვი შეჰპარვოდა ბარბიკენის პროექტის განხორციელებისშესაძლებლობაში. რას ბრძანებთ? - ითქვა - გაკეთდება კიდეც.მთელი საღამო გრძელდებოდა ტრიუმფალური სვლა აურაცხელი ჩირაღდნისშუქზე. მერილენდის შტატში შემავალი სხვადასხვა ეროვნების ათასობით ადამიანი -ირლანდიელი, გერმანელი, ფრანგი, შოტლანდიელი თავის მშობლიურ კილოკავზეგაჰკიოდა აღტაცების გამომხატველ სიტყვებს და იგი, ერთ მთლიან გუგუნადგადაქცეული, ყურთასმენას ახშობდა. მთვარემ თითქოს იგრძნო, რომ მას ეხებოდა ესაურზაური, უფრო გაიბადრა და დააბნელა ყველა მიწიერი ჩირაღდანი თავისი________1 იარდი უდრის 914.402 მმ.თვალისმომჭრელი შუქით. ყველას მზერა მის დიდებულ დისკოს მიეპყრო. ერთნიხელის დაქნევით ესალმებოდნენ, მეორენი უნაზესი სიტყვებით ამკობდნენ, მესამენიმუშტის თვალით ზომავდნენ, იყვნენ ისეთებიც, მუშტებით რომ ემუქრებოდნენსაღამოს 8 საათიდან შუაღამემდე ჯონსფოლ-სტრიტის ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთი ოპტიკოსი დიდი შეძლების კაცი გახდა, ერთბაშად გაიყიდა ყველა მისიჭოგრიტი და საჭვრეტელი მილი. უჭვრეტდნენ მთვარეს მაღალი წრის კეკლუცქალბატონსავით. თითქოს ამ გაბედულ დამპყრობლებს უკვე ხელთ ეგდოთოქროსთმიანი ქალღმერთი და შეერთებული შტატების შემადგენელ ნაწილადექციათ.ქალაქის საათმა შუაღამისა ჩამოჰკრა, ბრბო კი არა ცხრებოდა; მღელვარებასყველანი ერთსულოვნად იზირებდნენ: მოსამართლენი, სწავლულები, კომერსანტები,მედუქნეები, მტვირთავები. სულის სიღრმემდე იყო შეძრული საქმის მცოდნეცა დაუცოდინარიც! საქმე ხომ ეროვნულ წარმოწყებას ეხებოდა და ამიტომ ქალაქისროგორც "ზედა" ისე "ქვედა" ნაწილში, მდინარე პატაპსკოს სანაპიროზე, დოკებში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!