13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გირვანქა პიროქსილინის აფეთქებამ მოახდინა, ბუნების ძალთა წონასწორობაშეარყია. ეს საკვირველი არცაა. ხომ ცნობილია, რომ ზღვაზე ომის დროსარტილერიის ზალპებს შეუცვლია ამინდი.მეორე დღე გათენდა. ცა კი ერთიანად დაფარული იყო ღრუბლებით. თითქოსსქელი, მძიმე ფარდა გადაფარებოდა. ეს ბედის დაცინვა იყო! შეერთებული შტატებისყოველი კუთხიდან წამოვიდა საჩივრების ნიაღვრები, მაგრამ დედაბუნებას ამანგული როდი აუჩვილა: დედამიწის მცხოვრებთ თვითონ შეაშფოთეს ატმოსფერო.კოლუმბიადის გასროლით და ახლა ნაყოფს იმკიდნენ.მთელი დღე ამაოდ შესცქეროდნენ ცას, ღრუბლები არა და არ იფანტებოდა.თუმცა ნათელ ამინდშიც ფლორიდის მცხოვრებნი ვერ დაინახავდნენ ყუმბარას,ვინაიდან იგი მიფრინავდა იმ მიმართულებით, საითაც ღამით გაისროლეს. ხოლოდედამიწა ამასობაში უკვე ცის საპირისპირო მხარეზე იყო მოქცეული.დაღამდა. მთვარე კი არა და არ ჩანდა, ცხადია იგი თავის დროზე ამოვიდაჰორიზონტზე, მაგრამ სქელი ღრუბლებით დაფარული უხილავი, თითქოს განგებემალებოდა თავხედი ადამიანების თვალებს. დაკვირვება ყოვლად შეუძლებელიგახლდათ და დეპეშამ ლონგსპიკიდან მხოლოდ დაადასტურა ეს სამწუხარო ამბავი.თუკი ცდამ წარმატებით ჩაიარა, მამაცი მოგზაურები, რომლებმაც 1 დეკემბერს,საღამოს 10 საათსა, 46 წუთსა და 40 წამს დატოვეს დედამიწა, მთვარეს მიაღწევდნენ 4დდეკემბერს, შუაღამისს. ძალაუნებურად ხალხი შეურიგდა იმ აზრს, რომ ამ ვადამდეარანაირი დაკვირვება არ მოხერხდებოდა. ყველა მიხვდა იმასაც, რომ, სულ ერთია,ფრენის დროს ყუმბარას ვერ იხილავდნენ.უკვე 4 დეკემბერს ნათელ ამინდში ბადრი მთვარის დისკოს ფონზე 8 საათიდანშუაღამემდე შესაძლებელი იყო ყუმბარის დანახვა შავი წერტილის სახით; მაგრამ ცამაინც არ ჩანდა და ამერიკელები პირდაპირ გაცოფდნენ. ზოგიერთი წყევლიდა დალანძღავდა კიდეც მთვარეს. აი ადამიანური ორგულობის სამწუხარო მაგალითი!ჯ. ტ. მასტონი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ბოლოს, მან ვერ მოითმინა დლონგსპიკზე გაემგზავრა. გადაწყვიტა, თვითონ მოეხდინა დაკვირვება. მას ეჭვი რეპარებოდა, რომ მისმა მეგობრებმა უკვე გაიარეს მთელი გზა. ასე რომ არ ყოფილიყო,ყუმბარა უკანვე დაეცემოდა დედამიწას რომელიმე მატერიკაზე ან კუნძულზე დაამბავს ტელეგრაფი მსოფლიოს მოჰფენდა. თუმცა ყუმბარა შესაძლოა ოკეანეშიჩავარდნილიყო, რომელსაც დედამიწის ზედაპირის სამი მეოთხედი უჭირავს. მაგრამმასტონს ამაზე გაფიქრებაც კი არ უნდოდა.დადგა 5 დეკემბერი. ტელეგრაფმა აცნობა, რომ ევროპაში უღრუბლო ცაა და რომძველი ქვეყნის ყველა მსხვილი ტელესკოპი - გერშელის, როსის, ფუკოს და სხვათამილები მიშვერილია დედამიწის თანამგზავრისადმი. მაგრამ ეს ხელსაწყოებიიმდენად სუსტები იყვნენ, რომ ვერ მისწვდნენ კოლუმბიადის ყუმბარას.ამინდი არც 6 დეკემბერს შეიცვალა. დედამიწის ბურთზე მცხოვრებთა სამიმესამედი საშინელმა მოუთმენლობამ შეიპყრო. ატმოსფეროში ჩამოწოლილი გაზებისგასაფანტავად ათასნაირი უგუნური საშუალებების ძებნა დაიწყეს.7 დეკემბერს ცაზე თითქოს შეთხელდა ღრუბლები. ამერიკელები გამხნევდნენ,მაგრამ ნაადრევი გამოდგა სიხარული. საღამოზე ღრუბლებმა ისევე დაგრაგნეს ცა დამთვარეც და ვარსკვლავებიც შთანთქეს.ეს უკვე მეტისმეტი იყო და მართლაც, 11 დეკემბერს 9 საათსა და 11 წუთზემთვარე უნდა შესულიყო უკანასკნელ მეოთხედში - ამის შემდეგ კარგი ამინდიც რომდამდგარიყო, დაკვირვებისათვის ხელსაყრელი პირობები აღარ იქნებოდა. ყოველ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!