13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ვერც ერთმა მაყურებელმა თავი ვერ შეიმაგრა და მამაკაცები, ქალები, ბავშვები -ყველანი მოცელილი თავთავებივით ძირს დაემხნენ. მასტონი კიმაყურებლებისათვის დაწყესებულ მიჯნას ოცი ტუზით გადასცდა და ტალღამ ისემოისროლა, რომ ყუმბარასავით გადაუქროლა თავის თანამემამულეებს და მიწასდაენარცხა. სამასი ათასი კაცი წამით დაყრუვდა და დამუნჯდა...გასროლით გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ ქოხები და სტონზჰილის ირგვლივაშენებული პატარა ნაგებობანი წამსვე წააქცია, ძირიანად მოთხარა ხეები ოცი მილისფარგლებში, მატარებლების შემადგენლობა ტამპამდე მიერეკა, ქალაქს ზვავითდაატყდა თავს და დაანგრია ასამდე სახლი; სხვათაშორის დაზიანდა მარიამღვთისმშობლის ტაძარი; ბირჟის ახალი შენობა თავიდან ბოლომდე გაიბზარნავსადგურში ერთმანეთს შეეჯახა რამდენიმე გემი და ჩაიძირა; რეიდზე მდგარიმრვალი გემის ღუზის ჯაჭვი ქაღალდის ძაფებივით დაწყდა და გემები ნაპირზეგამორიყა.მოოხრდა არა მარტო შეერთებული შტატების ფარგლებში მდებარეტერიტორიები, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ხელოვნურმა ქარიშხალმა, რომლეიცდასავლეთის ქარმაც გააძლიერა, გადაუქროლა ატლანტის ოკეანეს ამერიკისსანაპიროდან სამასი მილის მანძილზე. ამოვარდა საშინელი, მოულოდნელიგრიგალი, რომლის გათვალისწინება თვით ადმირალ ფიც-როისაც არ შეეძლო.საზარელი გრიგალი ანაზდეულად დაატყდა თავს იალქნიან გემებს, რომლებიც ისედაიღუპნენ, რომ აფრების დაშვებაც ვერ მოასწრეს. სხვათაშორის, ამ ქარიშხლისმსხვერპლი გახდა ლივერპულის დიდი ხომალდი "ჩაილდ-ჰაროლდი". ამ სამწუხაროკატასტროფის გამო ინგლისმა დიდი საყვედური გამოთქვა.და ბოლოს, ამ ქარიშხლის არც ერთი მოწმე მხედველობიდან რომ არგამოგვრჩეს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კოლუმბიადიდან გასროლის ნახევარი საათისშემდეგ სიერა-ლიონისა და გორეის ადგილობრივმა მკვიდრებმა იგრძნეს ძლიერიბიძგი და ყრუ ხმაური: ეს იყო ხმის ტალღების გრუხუნი, რაც ფლორიდიდანდასავლეთ აფრიკამდე გაისმა. თუმცა, ეს ცნობა მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივიმკვიდრის ნათქვამზეა დაფუძნებული.მაგრამ დავუბრუნდეთ ფლორიდას. პირველი წუთის არეულობის შემდეგუამრავი დამტვრეული, დაყრუბული და მიწაზე ძირს დაგდებული ადამიანი გონსმოვიდა, გამოფხიზლდა და ჰარი შეარყია ყურისწამღებმა ყვირილმა.- ვაშა არდანს! ვაშა ბარბიკენს! ვაშა ნიკოლს!ცას ათიათასობით ჭოგრიტი, ლორნეტი და საზვერავი მილები მიუშვირეს.ყველას დაავიწყდა თავის წინანდელი მღელვარება, დავიწყდა ტკივილები,ჭრილობები და მთელის გულმოდგინებით მაიჩერდნენ ცის სივრცეს, ცდილობდნენ,როგორმე ეპოვათ შავი წერტილი, რადაც გადაიქცა ცისკენ აჭრილი ყუმბარა. მაგრამყველაფერი ამაო იყო. სურდათ თუ არა, უნდა დალოდებოდნენ დეპეშასლონგსპიკიდან. კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორი ჯ. ბელფასტი, კლდოვანმთებში უკვე თავის პოსტზე იყო. როგორც გამოცდილ, ჩინებულ ასტრონომს, მასდაავალეს თვალყური ედევნებინა ყუმბარისათვის.მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი ამბავი, თუმცა კაცმა რომ თქვასშეიძლებოდა ამის წინასწარ გათვალისწინებაც. გადაულახავი, ყველასათვისმტანჯველი დაბრკოლება აღიმართა მათ წინ.საქმე ის იყო, რომ უკანასკნელ დღეებში ამინდი უეცრად შეიცვალა. სხვანაირადარც შეიძლებოდა ყოფილიყო. ატმოსფერული ფენების ასეთმა საშინელმა არევამ დაუზარმაზარი რაოდენობის ორთქლისა და გაზების მიმოფანტვამ, რაც ოთხასი ათასი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!