13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

"ოცდართი", "წითლი და შავი", "მონტე" და "ფარო", არც გაუხსნიათ. მომავალმნიშვნელოვანი ამბავი ყოველდღიურ საქმეებსა და გართობას ავიწყებდა ადამიანებს.მთელ დღე თითქოს კატასტროფის მოლოდინში ხალხში მატულობდა ყრუმღელვარება. მათ გაურკვეველი, აუხსნელი შეშფოთება იპყრობდა. ყველასაწვალებდა ცუდი წინათგრძნობა და მტკივნეულად ეკუმშებოდა გული. ყოველიმათგანი მთელი გულით და სულით ნატრობდა, მალე დამთავრებულიყო "ყოველივეეს"...მაგრამ შვიდი საათისათვის მდუმარება დაირღვა. ჰორიზონტზე სავსე მთვარეამოვიდა. უამრავი ადამიანი "ვაშას" ძახილით შეეგება მის გამოჩენას. მთვარეზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა პაემანზე. დიდხანს არ შეწყვეტილააღფრთოვანებული ყვირილი და ტაშისცემა. ხოლო ქერატმიანი ფებოსი მშვიდადანათებდა სამხრეთის საუცხოო ცაზე და თავისი ნაზი, ნათელი სხივებითუალერსებდა აღგზნებულ ხალხს. იმავე წუთს სტონზჰილის გალავანთან გამოჩდნენმომავალი მოგზაურობის უშიშარი გმირები. ხალხი აღფრთოვანებული ყვირილითესალმებოდა მათ. ანაზდად გაისმა ამერიკის ეროვნული ჰიმნის ხმა. ათასობითადამიანმა აიტცა ეს მოტივი და "იანკი დუდლი" ჰაერში ქარიშხალივით აიჭრა.ამ თავშეუკავებელი აღტყინების შემდეგ, როცა მიწყდა ჰიმნის უკანასკნელიბგერა, ხალხი მიყუჩდა და მხოლოდ ყრუ გუგუნი თუ ამჟღავნებდა მათ მღელვარებას.ამასობაში ფრანგი და ორი ამერიკელი ხალხით გარსშემოჯარულ გალავანშიშევიდნენ. მათ უკან მისდევდა "საზარბაზნე კულბის" წევრები და ევროპულიობსერვატორიების წარმომანდგენელთა დეპუტაცია. როგორც ყოველთვის მშვიდი დაგულგრილი ბარბიკენი უკანასკნელ განკარგულებებს იძლეოდა. მას მტკიცე დამოზომილი ნაბიჯებით მიყვებოდა ტუჩმოკუმული, ზურგზე ხელედაწყობილინიკოლი. მიშელ არდანს სიგარეტი გაეჩარა პირში და წამდაუწუმ მხურვალედართმევდა ხელს გარსშემორტყმულ თაყვანისმცემლებს. იგი ყავისფერი ხავერდის,უზომოდ განიერ სამგზავრო ტანსაცმელში გამოწყობილიყო, მონადირის ჩანთაზურგზე გადაეკიდა, ფეხებზე კი კარაგები ჩაეცვა. არდანი გაუთავებლადოხუნჯობდა, იცინოდა, მახვილსიტყვაობდა, პატარა ბიჭივით აჯავრებდა დიდადპატივცემულ ჯ. ტ. მასტონს. უკანასკნელ წუთებამდე იგი ნამდვილი ფრანგა, უფროსწორად, ნამდვილ პარიზელად რჩებოდა.საათმა ათჯერ ჩამოჰკრ. მოგზაურთათვის დადგა ჟამი ყუმბარა-ვაგონშიჩამსხდარიყვნენ, ვინაიდან კოლუმბიადაში ჩაშვება, ყუმბარის სათოფურეისმიხრახვნა და ამწე მანქანების დაშლა გარკვეულ დროს მოითხოვდა.ბარბიკენმა თავისის ქრონომეტრი წამით წამზე დააყენა მერჩისონიქრონომეტრთან, მერჩისონს დაევალა ელექტრონული ფალიის მეოხებით მოეხდინაგასროლა. ამრიგად, მოგზაურებს ყუმბარის შიგნით შეეძლოთ თვალყურიედევნებინათ მშვიდი ისრისათვის, რომელიც მათი გაფრენის წამს უჩვენებდა.დადგა გამომშვიდობების ჟამი. ამაღელვებელი სანახაობა იყო. მხიარულებისმიუხედავად, არდანი ღრმა მღელვარებამ შეიპყრო. მასტონის მშრალ ქუთუთოქესმრავალი წლების მანძილზე თითქოს ამ ჟამისათვის შემონახული კურცხალიმოსწყდა.- მოდი, მეც ჩავჯდები თქვენთან ერთად... - უჩურჩულა მან ბარბიკენს, ჯერკიდევ დრო არის...- შეუძლებელია, ძმობილო! - უპასუხა ბარბიკენმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!