13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

და იქვე ეცნობოდნენ ერთმანეთს. ლუიზიანელი კრელოელნი უძმობილდებოდნენინდიანელ ფერმერებს; ტენესელი და კეტუკელი დარბაისელი ადამიანები,დახვეწილი და ამაყი ვირჯინიელები მეგობრულად ებაასებოდნენ ნახევრად ველურმონადირეებს დიდი ტბების ოლქიდან და ცინცინატელ ნადირთმრეწველებს.განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კრეოლები და ესპანური წარმოშობისსამხრეთელები. ამ კოხტაპრუწა ადამიანებს თვზე ფართოფარფლებიანი თეთრიკასტროლის შლაპები ეხურათ, ტანთ ოპილუსის ფაბრიკებში ნაქსოვი ლურჯიმატერიის შარვლები და ბატისტის ჟაბოიანი, საზეიმო ღიაყვითელი ფერის ტილოსბლუზები ემოსათ. ხოლო ყელსახვევებზე, მანჟეტებზე, ათივე თითზე და ყურებშიცგაერჭოთ მთლი კოლექცია საოცარი ძვირფასი და საოცრად უგემოვნო ბეჭდების,ძეწკვების, საყურეების, საკინძების და მედალიონებისა. მათი ცოლები, ბავშვები დამოსამსახურეები არანაკლებ მდიდრულად და არანაკლებ უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულიყვნენ, ყველგან კუდში დასდევდნენ თავიანთ მამებს, ქმრებსა დაპატრონებს, უამრავი ნათესაებით გარშემორტყმულ, პირველყოფილი ტომებისბელადებს რომ ჰგავდნენ.განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი ყურება სადილობის დროს, როათავიანთ საყვარელ სამხრთულ კერძებს მივარდებოდნენ ხოლმე და ისე მადიანადგადასანსლავდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდა ფლორიდის სურსათ-სანოვაგისმარაგს. ევროპელებს ალბათ გულს აურევდა ეს საჭმელები: ბაყაყებისგანდამზადებული ფრიკასი, მოშუშული მაიმუნის ხორცი, ოპოსუმის სისხლიანიბიშტექსი და ენოტის გუფთა.სამაგიეროდ, რა სასმელები მოჰქონდათ ამ ძნელად მოსანელებელ კერძებზე!რესტორნების, ბარებისა და ტავერნების თაროებსა და მაგიდებზე ლამაზადჩამწკრივებულიყვნენ სულ სხვადასხვა ზომის დაღლვარჭნილი ფორმის ჭიქები,ტოლჩები, გრაფინები, დოქები შაქრის დასანაყ ქვიჯებსა და ჩალის ღეროებს შუა.სადილობის ჟამს წარმოუდგენელი ხმაური და რიარია იდგა. გამყიდველებიერთმანეთს არ აცლიდნენ, ათასგვარ სასმელებს სთავაზობდნენ ყველას.- პიტნის გამაგრილებელი წყალი! ვის უნდა პიტნის სიგრილე? - გამყინავადგაჰკიოდა ერთი.- ბორდოს ღვინოზე დაყენებული სანგარი! - გულისგამაწვრლებლადწრიპინებდა მეორე.- ჯინ-გრიგალი, ჯინ-გრიგალი! - ღრიალებდა მესამე.- კოკტეილი! ბრენდი! - ხმას უწყობდა მეოთხე.- ვის ნებავს უკანასკნელი მოდის ნამდვილი პიტნის გამაგრილებელი წყალი? -და გაქნილი მოვაჭრეებ იქვე, ყველას თვალწინ, ოინბაზის სიმარდით ჭიქებშიაგდებდა შაქრის ნატეხს, ლიმონს, ახალ ანანასს, დანაყილ ყინულს, შიგ ასხამდამწვანე პიტნის ნაყენს, კონიაკს, წყალს. და ამზადებდა გამაგრილებელ სასმელს.ჩვეულებრივ დღეებში ეს მრავალხმიანი, გამყივანი ყვირილი საერთოღრიანცელს ერთვოდა. მაგრამ 1 დეკემბერს მათი ხმა თითქმის სულ არ ისმოდა.გამყიდველებს ტყუილუბრალოდ ხმ ეხლიჩებოდათ, საჭმელ-სასმელისთვის ახლაარავის სცხელოდა; მაყურებელთა უმრავლესობას დილიდანვე არაფერი ეჭამა, სადღაახსოვდათ თავიანთი ჩვეულებრივი "ლენჩი". მღელვარებამ და ცნობისმოყვარეობამსძლია ბანქოსა და სხვა აზარტული თამაშისადმი ამერიკელთა თანდაყოლილსიყვარულსაც კი. კეგლი მიწაზე ეგდო, სათამაშო კამათლები ჭიქებში ეყარა; ბანქოსდასტები რომლებზეც დიდი მოთხოვნილება იყო კრაბიჯის სათამაშოდ, ვისტი,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!