13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ჯიუტი კაპიტნისთვის, რომელსაც სურდა დედამიწასთან დამშვიდობების ჟამს ყველათავისი მიწიერი ვალი მოეხადა.- თუკი ასეა, ჩემო ძვირფასო კაპიტანო, მინდა კიდევ ერთი რამ გისურვოთ! -წამოიძახა მიშელ არდანმა.- სახელდობრ რა?- რომ წააგოთ დანარჩენი ორი სანაძლეოც! ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაშიშევძლებთ ჩვენი მიზნის მიღწვას!ოცდამეექვსე თავიგ ა ს რ ო ლ ადადგა საბედისწრო დღე, პირველი დეკემბერი, როცა კოლუმბიადიდან უნდაგაესრლათ. თუკი ამ საღამოს ზუსტად 10 სათისა, 45 წუთისა და 40 წამზე არგაისროდნენ, მაშინ "საზარბაზნე კულბს" მოუწევდა 18 წლის ლოდინი, რათა კვლავდამდგარიყო გასროლისათვის ხელსაყრელი პირობები, ესე იგი მთვარის ზენიტიდამთხვეოდა პერიგეას.დიდებული ამინდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ახლოვდებოდა, მზეკაშკაშებდა და თავის სხივებში ახვევდა იმ მიწას, ვის სამ ღირსეულ შვილსაც უნდადაეტოვებინა იგი ახალი სამყაროს დაპყრობის მიზნით.ძალიან ბევრს ცუდად ეძინა ამ ნანატრი დღს წინ. მძიმე ლოდად აწვებოდაგულზე ლოდინის ეს უკანასკნელი საათები. გული უნებურად ეწურებოდათ.მხოლოდ მიშელ არდანი გახლდათ გამონაკლისი. ეს საოცარი ადამიანი ახლაცისეთივე ცოცხალი და მოძრავი, ისეთივე ხალისიანი და უდარდელი იყო, როგორცადრე.მას მშვიდად და ღრმად ეძინა იმ ღამეს. ასეთი გოლიათური ძილით ეძინაზარბაზნის ლაფეტზე ტიურენს ბრძოლის წინა ღამეს.დილაუთენია ზღვა ხალხს დაეფარა სტონზჰილის გარშემო უზარმაზარიმინდვრები. ყოველ 15 წუთში მატარებლებს მოჰყავდა ცნობისმოყვრეთა სულ ახალიდა ახალი ნაკადი. სტონზჰილზე შემოსევა ზღაპრულ მასშტაბებს იღებდა. "ტამპა-ტაუნ-ობზერვერს" რომ დავუჯეროთთ, ამ დღეს ფლორიდაში თავი მოიყარა ხუთმამილიონმა ადამიანმა, რათა საკუთარი თვალით ეხილა კოლუმბიადის გასროლა...თვეზე მეტი იყო, რაც ქალაქში ბინბი არ ყოფინდათ და ჩამოსულთა დიდინაწილი იძულებული იყო, ეცხოვრა სამგზავრო კარვებსა და სტონზჰილის ირგვლივსახელდახელოდ აგებულ პაწია სახლებში. ამ ნაგებობებმა შემდგომში დასაბამი მისცაახალი ქალაქის დაარსებას, რასაც არდანს-ტუნი ეწოდა. ტრამალი ქოხებით,ჩარდახებით, ჯარგვლებით და ათასგვარი კარვებით მოიფინა. ამ დროებითსაცხოვრებელი სადგომისათვის თავი შეეფარებინა იმოდენა ხალხს, რომ ევროპისმსხვილ ქალაქებსაც კი შეშურდებოდა მათი რაოდენობა.დედამიწის ყველა ხალხს თითქოს თავისი წარმომადგენელი გამოეგზავნა.ლაპარაკს ყველა ენაზე გაიგონებდით. ეს იყო ჭეშმარიტად ენების აღრევა, ისე ვითბიბლიურ ხანაში ბაბილონის გოდოლის აშენებისას მოხდა. ამერიკულისაზოგადოების ყველა კალასი ერთმანეთში არეულიყო. ბანკირები,მიწისმფლობელები, მეზღვაურები, მაკლერები, კომისიონერები, ბამბისპლანტატორები, ვაჭრები, გემთმფლობელები, მოხელეები უბოდიშოდ ეხლებოდნენ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!