13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

და ლეიბნიცის მთებით მთვარის აღმოსავლეთი კუთხით რომ აღმართულა,დამთავრებული mare frigoris 2 -ით, დედამიწის თანამგზავრის ჩრდილოეთ პოლუსზერომ მდებარეობს.ასეთი რუკა, ცხადია, განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩვენი მოგზაურებისათვის:მათ შეეძლოთ მთვარეზე ფეხის დაუდგმელად, მისი დაწვრილებით შესწავლა.მათ აგრეთვე თან წაიღებს სამი თოფი, სამი სანადირო კარაბინი ფეთქებადიტყვიებით და საკმაო რაოდენობის დენთი და საფანტი.- ვინ იცის, ვისთან მოგვიწევს იქ, მთვარეზე, შეტაკება, - ამბობდა მიშელ არდანი,- შესაძლოა ადამიანები და ცხოველები ერთობ მტრულად შეგვხვდნენ. სიფრთხილესთავი არა სტკივა.საჭირო იყო, თან წაეღოთ სხვადასხვა კლიმატის შესაფერისი ნაირ-ნაირიტანსაცმელი.იარაღების გარდა მიჰქონდატ: წერაქვები, ბარები, პატარა ხერხები და სხვააუცილებელი ხელსაწყოები.მიშელ რდანი თუმცა არ აპირებდა მთვარეზე წაეყვანა "ყოველნაირი სახისწყვილი ქმნილება", ვინაიდან საჭიროდ არ მიაჩნდა მთვარეზე გაემრავლებინაგველები, ალიგატორები, ვეფხვები და სხვა მტაცებელი ცხოველი, მაგრამ მაინცუნდოდა ვაგონში მოეთავსებინა რამდენიმე სახის ცხოველი.- კარგი იქნბოდა წაგვეყვანა - ეუბნებოდა იგი ბარბიკენს - ხარი და ძროხა, ცხენიან ვირი. ისინი გამოგვადგებოდნენ იქ, გარდა ამისა, მთვარის პეიზაჟსაცდაამშვენებდნენ.- ყველაფერი ეს შესანიშნავია, ძვირფასო მიშელ, - შეეპასუხა ბარბიკენი, - მაგრამჩვენი ვანგონი სულაც არ არის ნოეს კიდობანი. არც იმნაირი ზომისა გახლავთ დაჩვენი მიზანიც სულ სხვაა. ამიტომ შეუძლებელს ნუ წავეპოტინებით.დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, წაეყვანათ ორი ძარლი: ნიკოლის ერთი_______1 მთვარის რუკა (ლათ.)2 სიცივის ზღვა (ლათ.)ჯიშიანი სანადირო ძუკნა და მეორე, დიდებული ღონიერი ნიუ-ფაუნდლენდი.გადაწყდა აგრეთვე წაეღოთ რამდენიმე ყუთი ყველაზე სასარგებლო მცენარეთათესლი, მაგრამ უარი თქვეს ბაღის მიწის წაღებაზე, რაც არდანს აუცილებლადსაჭიროდ მიაჩნდა ნათესებისათვის. მას ნება დართეს, წამოეღო ნერგები, თივაშისაგულდაგულოდ შეფუთული, ისინი ვაგონის ერთ-ერთ კუთხეში მოათავსეს.რჩებოდა არსებითი - სურსათს საკითხი, ვინაიდან მოსალოდნელი იყომთვარეზე არ აღმოჩენილიყო არც მცენარეულობა და არც ცხოველები. ბარბიკენმამოახერხა მთელი წლის სამყოფი პროდუქტის წამოღება. რასაკვირველია, ხორცისა დაბოსტნეულის კონსერვები თუ გამოდგებოდა საჭმელ სურსათად. ჰიდრავლიკურიწნეხისაგან ისინი მინიმალურად იყვნენ დაპატარავებული და ამასთან დიდირაოდენობით შეიცავდნენ ნოყიერ ნივთიერებებს.ცხადია, ეს არ იყო მრავალფეროვანი და გემრიელი საკვები, მაგრამ ამისთანამოგზაურობის დროს უცნაურად იქნებოდა საწმლისათვის დიდი მოთხოვნილებაწაეყენებინათ. გადაწყდა, წყალი მხოლოდ ორი თვის სამყოფი წაეღოთ, ვინაიდანმთვარზე, ასტრონომების ახალი დაკვირვებების მიხედვით გარკვეული რაოდენობისწყალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, არდანი დარწმუნებული იყო,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!