13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

კოლუმბიადიდან გასროლა უნდა მოეხდინათ ელექტრონული ფალიისდახმარებით. ამისათვის პატრონების ყველა მავთული უერთდებოდა საერთომავთულს, იგი ზარბაზნის თუჯის კედელზე გაბურღულ ნახვრეტში იყოგატარებული სწორედ იმ დონეზე, სადაც უნდა მოეთავსებინათ ყუმარა, იქიდანმავთული აღწევდა ერთ-ერთ სასულეში, რაც კოლუბიადის ჩამოსხმის დროს ქვისწყობაში გაზების გამოსასვლელად იყო დატოვებული.სტონზჰილის მწვერვალზე ასული ეს მავთული ორი მილის მანძილზე იყოგაჭიმული და როდესაც გამომრთველს გაივლიდა, ბუნზენი გალვანურიელემენტების უძლიერეს ბატარეას შეუერთდებოდა. საკმარისი იყო ღილაკზე თითისდაჭერა, რომ დენი ჩაირთვებოდა და წამსვე ააფეთქებდა ოთხასი ათას გირვანქაპიროქსილინს.28 ნოემბერს პიროქსილინის რვაასამდე პატრონა ჩააწყვეს კოლუმბიადისფსკერზე. ამ მხრივ ყველაფერი ბრწყინვალედ მოგვარდა. მაგრამ რამდენიმღელვარება, ფაცი-ფუცი და დავიდარაბა დაატყდა თავს ბარბიკენს! სასტიკიაკრძალვის მიუხედავად, მრავალი ცნობმისმოყვარე ახერხებდა სტონზჰილისგალავანში შეეღწია, ხოლო ზოგიერთი დაუპატიჟებელი სტუმარი სიგიჟეს სჩადიოდა,ფეთქებადი მასალით დატენილ ფუთებს შორის იდგა და სიგარეტს უკიდებდა.ბარბიკენი თავს ვერ იკავებდა, ჯ. ტ. მასტონი ცდილობდა, მიხმარებოდა მას,გაშმაგებული დასდევდა მოხეტიალე, უსაქმურ ადამიანებს და აგროვებდა ძირსდაგდებულ, აბოლებულ ნამწვავებს. ეს არც თუ ისე იოლი იყო, რადგან გალავნისირგვლივ უამრავი უსაქმური იყრიდა თავს.მიშელ არდანმა მოისურვა, თვითონ გაჰყოლოდა ყუთის მტვირთავებსკოლუბიადის ხვრელამდე, მაგრამ ერთხელ ბარბიკენი ასეთი საშინელი სურათისმოწმე გახდა: არდანი უგუნურ მწეველებს დასდევდა... პირში სიგარეტგაჩრილი კითვითონ იძლეოდა მაგალითს. იძულებული გახდნენ, მიშელ არდანი მოეცინებინათიქაურობისათვის, როგორც გამოუსწორებელი მწეველი და მკაცრიზედამხედველობის ქვეშ ჰყოლოდათ. მაგრამ არტილერისტებს ბედი სწყალობდათ,არავინ აფეთქებულა და კოლუმბიადაც მშვიდობიანად დატენეს პიროქსილინით.კაპიტან ნიკოლის მესამე სანაძლეოს პირველი ორის ხვედრი ელოდა. მაგრამმთავარი ჯერ კიდევ წინ იყო - უზარმაზარი ყუმბარა უნდა ჩაეშვათ კოლუმბიადაშიბამბის დენთის სქელ ფენებზე.სანამ ამ ოპერციას შეასრულებდნენ, საჭირო იყო ყუმბარა-ვაგონშიმოეთავსებინათ მგზავრობისათვის საჭირო ნივთები. ბევრი ნივთი მოგროვდა, ხოლოარდანისთვის რომ ნება მიეცათ, ალბათ, თვით მოგზაურებიათვის ადგილი არაღმოჩნდებოდა. ვინ იცის, რის წაღებას არ აპირებდა მთვარეზე აღფრთოვანებულიფრანგი. ათასგვარი უსარგებლო ნივთების მთელი კოლექცია მოაგროვა. მაგრამბარბიკენი ჩაერია საქმეში და არდანიც იძულებული გახდა, მხოლოდ აუცილებელადსაჭირო საგნები დაეტოვებინა.რამდენიმე ცალი თერმომეტრი, ბარომეტრი და საზვერავი მილი საგანგებოდდამზადებულ ყუთში ჩაალაგეს.ფრენის დროს მთვარისათვის რომ ეთვალთვალათ და აგრეთვე მის ზედაპირზეემოგზაურათ, თან წამოიღეს შესანიშნავი რუკა-ბერის და მედლერის ცნობილი Mappaselenographia 1 . ოთხ ფურცელზე დაბეჭდილი, თავისებურ შედევრად რომითვლებოდა. ეს რუკა შესანისნავი სიზუსტით ასახავდა დედამიწისკენ მოქცეულიმთვარის ზედაპირის უწვრილეს დეტალებს: მთებს, მინდვრებს, კრატერებს,მწვერვალებს, ხნულებს, მათ შედარებით ზომებს,სახელებს - დაწყებული დერფელის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!