13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- დიდება ედგარ პოს! - აღმოხდა პრეზიდენტს სიტყვებით აღგზნებულდარბაზს.- ამით ვამთავრებ საუბარს ცდებზე, რომლებიც მხოლოდ მწერალთა თუჟურნალისტთა ფანტაზიამ შექმნა და დედამიწისა და მთვარის კავშირს არაფერისჰმატებს. მაგრამ უნდა დავუმატო, რომ იყო სერიოზული მეცნიერულ საფუძველზედამყარებული მთვარეზე მიმოსვლის ცდებიც - ასე მაგალითად, ერთმა გერმანელმამათემათიკოსმა რამდენიმე წლის წინათ შესთავაზა საზოგადოებას, აღეჭურვათსამეცნიერო ექსპედიცია ციმბირის ტრამალებში. იქ, უკიდეგანო ვაკეებს შორის,შესაძლებელი იქნბოდა, რეფლექტორების დახმარებით გამოესაათ გიგანტურიგეომეტრიული ფიგურები და თანაც იმდენად გამოკვეთილი და ნათელი, რომშესამჩნევი ყოფილიყვნენ მთვარიდან და სხვათა შორის პითაგორას სამკუთხედი,რომელსაც უბრალოდ "პითაგორას შარვალს" უწოდებენ. "ყოველმა მოაზროვნეარსებამ, - ამტკიცებდა მათემატიკოსი, - უნდა გაიგოს ამ ფიგურის მეცნიერულიმნიშვნელობა. ამიტომ სელენიტები, თუკი ისინი საერთოდ არსებობენ, გვიპასუხებენმსგავსი ფიგურებით და მაშინ ადვილი იქნება ანბანის შედგენა, რომელიცსაშუალებას მისცემს ადამიანებს, კავშირი დაამყარონ მთვარის ბინადართან".ასე ამბობდა გერმანელი მათემატიკოსი, მაგრამ მისი პროექტი არგანხორციელებულა და დღემდე არავითარი კავშირი არ დამყარებულა მთვარესა დადედამიწას შორის.თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელების პრაქტიკული გენიადაამყარებს კავშირს ამ ციურ სხეულთან. არის საშუალება მივწვდეთ მთვარეს.საშუალება უბრალო, ადვილი, სარწმუნო, საიმედო და ამის შესახებ მინდა ახლავეგაცნობოთ.ხალხი გამაყრუებელი ხმაურით და აღტაცებული შეძახილებით ესალმებოდაბარბიკენს. მსმენელები მოაჯადოვა ორატორთა სიტყვებმა.- უსმინეთ! უსმინეთ! გაჩუმდით! - აჩუმებდნენ ერთმანეთს.მღელვარება რომ დაცხრა, ბარბიკენმა კიდევ უფრო საზეიმო კილოთი განაგრძო:- თქვენთვის ცნობილია, რა მიღწევები მოიპოვა ბალისტიკამ უკანასკნელწლებში. და აი, აქედან გამომდინარე, მე დავუსვი კითხვა ჩემს თავს: შეიძლება თუარა საკმარისი სიდიდისა და სათანადო ძალის მქონე იარღიდან გაიშვას ყუმბარა____________1 ომის მიზეზი (ლათ.)მთვარეზე.ამ სიტყვებზე ათასობით ადამიანს ერთსულოვანი "ოოჰ!" აღმოხდა.წუთით სიჩუმე გამეფდა, მსგავსი იმ ღრმა სიჩუმისა, რომელიც წინ უსწრებსმეხის გავარდნას და მართლაც იმავ წუთს იქუხა მეხმა, გაისმა ისეთი მძლავრიშეძახილები, რომ უშველებელი დარბაზი შეზანზარდა.ბარბიკენი ცდილობდა სიტყვის გაგრძელებას, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ათიწუთის შემდეგ შეძლო მიექცია მსმენელთა ყურადღება.- მომეცით საშუალება, დავამთავრო, - გულგრილად განაგრძო მან, - მეგაბედულად შევუდექი ამ ამოცანის გადაჭრას, ყოველ მხრივ ავწონ-დავწონე დაუდაო გამოთვლების საფუძველზე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჭურვი, თუ მასწუთში თორმეტი ათასი იარდის 1 საწყისი სიჩქარე ექნება, ზუსტი დამიზნებისშემთხვევაში, უეჭველად უნდა მიფრინდეს მთვარემდე.მაშ, ასე, ღირსეულო წევრებო! ნება მომეცით, შემოგთავაზოთ ამ პატარა ცდისჩატარება.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!