მასალის ნახვა - socium.ge

მასალის ნახვა - socium.ge მასალის ნახვა - socium.ge

13.07.2015 Views

society for a better societyსოციალიზაცია1. შესავალი (რა არის სოციალლიზაცია)2. სოციალიზაციის მიმდინარეობა3. სოციალიზაციის ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტი4. სოციობიოლოგია, ბიოლოგიური გენი და კულტურა5. პიროვნების განვითარების თეორიები6. სოციალიზაცია, როგორც უწყვეტი პროცესი7. სოციალიზაცია, როგორც პასუხი კრიზისზე და მუდმივი ზრდა8. ზრდასრულთა სოციალიზაცია, რესოციალიზაცია9. სოციალიზაციის აგენტები10. სოციალიზაცია: ერთი პროცესი თუ რამდენიმე?საკვანძო სიტყვები და გამოთქმები:სოციალიზაცია, ღირებულებები, ნორმები, ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტი,სოციობიოლოგია, ბიოლოგიური გენი, კოგნიტური განვითარება,ზრდასრულთასოციალიზაცია, „ორმოცწლიანთა კრიზისი“, პიროვნების შეცვლა, რესოციალიზაცია,სოციალიზაციის აგენტები, დეპრივაცია, ჰოსპიტალიზმი, სოციალიზაციის ფსიქოლოგია,ადაპტაციური და ევოლუციური მიდგომები.შესავალი1982 წელს ეკრანებზე გამოსულ პოპულარულ ფილმში ,,ოფიცერი და ჯენტლმენი“ რიჩარდგირმა ახალგაზრდა ცინიკოსი, ზნეობრივი პრინციპების თითქმის არმქონე ადამიანის მეიოს,რომელმაც გადაწყვიტა მფრინავი გამხდარიყო, როლი ითამაშა. სამხედრო-საზღვაო ავიაციისსასწავლებლის დამთავრებისას მეიო არა მხოლოდ მფრინავი, არამედ ოფიცერი და თქვენწარმოიდგინეთ ჯენტლმენიც კი ხდება.მეიოს გარდაქმნა და გარდასახვა სოციალიზაციით წოდებული პროცესის შედეგსწარმოადგენს. სოციოლოგები სოციალიზაციას, როგორც ადამიანთა მიერ მათი სოციალურიროლების შესატყვისი გამოცდილებებისა და სოციალური განწყობების ათვისებისა დადაგროვების პროცესს განმარტავენ.რაც შეეხება მეიოს, მისი ახალი სოციალური როლი ძველისაგან თითქმის მთლიანადგანსხვავდება. ნაცვლად იმისა, რომ უცერემონიოდ გადაუაროს ყველა იმათ, ვინც შემთხვევითმას გზაზე ეღობება, იგი იძულებულია გარშემო მყოფთა მიმართ ანგარიშის გაწევა ისწავლოს.მას უკვე აღარ შეუძლია გაიღვიძოს მაშინ, როდესაც მოესურვება, გაწმინდოსფეხსაცმელები, როდესაც მოეპრიანება; ახლა იგი მის ახალ როლთან დაკავშირებულ სავსებითsocium.ge1

society for a better societyსოციალიზაცია1. შესავალი (რა არის სოციალლიზაცია)2. სოციალიზაციის მიმდინარეობა3. სოციალიზაციის ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტი4. სოციობიოლოგია, ბიოლოგიური გენი და კულტურა5. პიროვნების განვითარების თეორიები6. სოციალიზაცია, როგორც უწყვეტი პროცესი7. სოციალიზაცია, როგორც პასუხი კრიზისზე და მუდმივი ზრდა8. ზრდასრულთა სოციალიზაცია, რესოციალიზაცია9. სოციალიზაციის აგენტები10. სოციალიზაცია: ერთი პროცესი თუ რამდენიმე?საკვანძო სიტყვები და გამოთქმები:სოციალიზაცია, ღირებულებები, ნორმები, ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტი,სოციობიოლოგია, ბიოლოგიური გენი, კოგნიტური განვითარება,ზრდასრულთასოციალიზაცია, „ორმოცწლიანთა კრიზისი“, პიროვნების შეცვლა, რესოციალიზაცია,სოციალიზაციის აგენტები, დეპრივაცია, ჰოსპიტალიზმი, სოციალიზაციის ფსიქოლოგია,ადაპტაციური და ევოლუციური მიდგომები.შესავალი1982 წელს ეკრანებზე გამოსულ პოპულარულ ფილმში ,,ოფიცერი და ჯენტლმენი“ რიჩარდგირმა ახალგაზრდა ცინიკოსი, ზნეობრივი პრინციპების თითქმის არმქონე ადამიანის მეიოს,რომელმაც გადაწყვიტა მფრინავი გამხდარიყო, როლი ითამაშა. სამხედრო-საზღვაო ავიაციისსასწავლებლის დამთავრებისას მეიო არა მხოლოდ მფრინავი, არამედ ოფიცერი და თქვენწარმოიდგინეთ ჯენტლმენიც კი ხდება.მეიოს გარდაქმნა და გარდასახვა სოციალიზაციით წოდებული პროცესის შედეგსწარმოადგენს. სოციოლოგები სოციალიზაციას, როგორც ადამიანთა მიერ მათი სოციალურიროლების შესატყვისი გამოცდილებებისა და სოციალური განწყობების ათვისებისა დადაგროვების პროცესს განმარტავენ.რაც შეეხება მეიოს, მისი ახალი სოციალური როლი ძველისაგან თითქმის მთლიანადგანსხვავდება. ნაცვლად იმისა, რომ უცერემონიოდ გადაუაროს ყველა იმათ, ვინც შემთხვევითმას გზაზე ეღობება, იგი იძულებულია გარშემო მყოფთა მიმართ ანგარიშის გაწევა ისწავლოს.მას უკვე აღარ შეუძლია გაიღვიძოს მაშინ, როდესაც მოესურვება, გაწმინდოსფეხსაცმელები, როდესაც მოეპრიანება; ახლა იგი მის ახალ როლთან დაკავშირებულ სავსებითsocium.ge1

society for a better societyგანსაზღვრულ სტანდარტებს უნდა შეესატყვისებოდეს. სამხედრო მომზადების დროს მეიოგადის სოციალიზაციას, რომელიც მის ოფიცრად გადაქცევაზეა გათვლილი და მიმართული.სამხედროებში სოციალიზაციის პროცესიც განსაკუთრებულია. ახალწვეულთათვის იგიგადახოტრილი თავებით, ფორსირებული მარშებით, დამამცირებელი მეტსახელებით იწყება;ყოველივე ეს მათ ინდივიდუალურობას და საკუთარი ღირსების გრძნობას ანგრევს.განუწყვეტელი და შეუსვენებელი თვალთვალი და მუშტრა, საერთო მოთხოვნილებებისადმიდაუმორჩილებლობის გამო მკაცრი სასჯელი მათში ხელისუფლებისადმი მოწიწებასა დაპატივისცემას ნერგავს. სერჟანტს, რომელიც სამწყობრო მომზადებას მეთაურობს, შეუზღუდავიძალაუფლება აქვს: ერთხელაც იგი უბრძანებს მეიოს კიბის საფეხურები კბილის ჯაგრისითგაწმინდოს. თუ ახალწვეულებს არ ძალუძთ დაძლიონ ფიზიკური ვარჯიშები (მაგალითად,სირბილი წინააღმდეგობების დაძლევით), მაშინ მათ დედიკოს ბიჭებს, ქალაჩუნებს,დოყლაპიებს ან ბოთეებს არქმევენ (ერთადერთმა ქალმაც, რომელიც ფილმში ოფიცრისწოდების მისაღებად ემზადება, ვარჯიშები მამაკაცებზე ცუდად არ უნდა შეასრულოს თუ სურსსასწავლებლის დამთავრება).მეიო მაინც ამთავრებს სასაწავლებელს და ოფიცრის წოდებას იღებს, მაგრამ მრავალმა მისმათანაკურსელმა ეს ვერ შეძლო. სამხედრო-საზღვაო ფლოტის წესდების მოთხოვნებიაბსოლუტურად ურყევია: ადამიანები, რომლებიც სტანდარტებს არ შეესატყვისებიან,სამხედრო სამსახურისათვის უვარგისნი არიან.სამხედრო როლის სოციალიზაცია უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს, ვიდრეჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანიგარკვეული სოციალური როლების თამაშს ვსწავლობთ: ჩვენ ვსწავლობთ თავის დაჭერას იმმოთხოვნილების შესაბამისად, რომლებიც წაეყენებათ ბავშვებს, სტუდენტებს, მოსამსახურეებს,მშობლებსა და ა.შ. რათა დავრწმუნდეთ სოციალური როლების ათვისების მნიშვნელობაში,წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრება სოციალიზაციის გარეშე. რა მოხდებოდა, თუ ბავშვებიგარემომცველი სინამდვილისა და ადამიანების ცოდნისა და მოლოდინების აღქმის უნარსმოკლებული აღმოჩნდებოდნენ? სწორედ ამგვარი რამ შეემთხვა ელენ კელერს, რომელიცავადმყოფობის შედეგად ძალიან პატარა დაყრუვდა და დაბრმავდა. სმენასა და მხედველობასმოკლებული იგი იზრდებოდა როგორც ველური ცხოველი, მიუხედავად იმისა, რომ მისიმშობლები ენერგიასა და მონდომებას არ იშურებდნენ მისი რეალიზაციისათვის. იგისადილისას სხვადასხვა ადამიანების თეფშებიდან იტაცებდა საჭმელს. საქმე ჩხუბამდეც კიმიდიოდა, როდესაც საჭირო იყო დაბანა და სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა. ელენეს არ ჰქონდა სხვაადამიანებთან ურთიერთობის უნარი, როდესაც მის ცხოვრებაში შემოვიდა მასწავლებელი ენისალივანი. მასწავლებელმა მას ასწავლა ბრმების ანბანის კითხვა, და ელენმაც მოიპოვა დაშეიძინა ,,ლაპარაკისა“ და ,,მოსმენის“ უნარი. ისწავლა გარემომცველ ადამიანებთან დაsocium.ge2

society for a better societyსაგნებთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში მან შეძლო თავისი სოციალური როლის ათვისება,და ელენის ქცევა ნორმალური გახდა, იგი მისი ასაკის ბავშვის ქცევებს შეესაბამებოდა.სოციალიზაცია ათვისებული სოციალური როლების მეშვეობით ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობასა და უნარს. იგი აგრეთვე საზოგადოებისშენარჩუნებას უზრუნველყოფს. თუმცა საზოგადოების წევრთა რაოდენობა მუდმივადიცვლება, რადგან ადამიანები იბადებიან და კვდებიან, სოციალიზაცია ადამიანთა მიერსაზოგადოებრივად აღიარებული იდეალების, ღირებულებების, ქცევის ნიმუშების ათვისებისდა შესწავლის მეშვეობით თავად საზოგადოების შენარჩუნებასა და არსებობას უწყობს ხელს.ამგვარად, ჩვენ გავიგეთ, თუ როგორი სახით გვაძლევს სოციალიზაციაურთიერთზემოქმედების შესაძლებლობას და თაობათა ცვლის პროცესებში საზოგადოებისარსებობასა და შენარჩუნებას როგორ უზრუნველყოფს. შემდეგში ჩვენ სხვადასხვა პირობებს ,რომელთა დროსაც და რომელთა მეშვეობითაც სოციალიზაცია ხორციელდება და აგრეთვესაზოგადოების მიკრო და მაკრო დონეზე მის გავლენას განვიხილავთ.სოციალიზაციის მიმდინარეობაწარმატებული სოციალიზაცია სამი ფაქტორით: მოლოდინებით, ქცევის ცვლილებით დაკონფორმიზისაკენ მისწრაფებით არის განპირობებული. წარმატებული სოციალიზაციისმაგალითად გამოგვადგება სკოლის თანატოლთა ჯგუფი. ბავშვები, რომლებიც ავტორიტეტისმოპოვებას ახერხებენ თანატოლთა შორის, ადგნენ ქცევისა და მოქმედების ნიმუშებს; ყველადანარჩენი ან ასევე იქცევიან ან მისდამი მიბაძვა სურთ.რასაკვირველია, სოციალიზაცია არ ხორციელდება მხოლოდ თანატოლთა გავლენით. ჩვენასევე ვსწავლობთ ჩვენი მშობლებისაგან, მასწავლებლისაგან, უფროსებისაგან და ა.შ. მათიგავლენით ჩვენში ყალიბდება ის ინტელექტუალური, სოციალური და ფიზიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც ჩვენი სოციალური როლების შესასრულებლად აუცილებელია.რაღაცნაირი ზომით ისინიც სწავლობენ ჩვენგან – სოციალიზაცია არ არის ცალმხრივი პროცესი.ინდივიდები მუდამ ეძებენ საზოგადოებასთან კომპრომისს. ზოგიერთი მოსწავლის ქცევაგანსხვავდება ყველაზე გავლენიანი მოსწავლის მიერ დაწესებული ქცევის ნიმუშებისაგან.თუმცა მათ აბრაზებენ ამის გამო, ისინი მაინც უარს ამბობენ თავისი ქცევის შეცვლაზე.წინააღმდეგობას, პროტესტს, გამომწვევ ქცევებს ძალუძთ სოციალიზაციის პროცესსარაჩვეულებრივი ხასიათი მიანიჭონ. ამიტომ ბავშვთა სოციალიზაციის შედეგები მათიმშობლების, მასწავლებლების ან თანატოლების მოლოდინებს ყოველთვის არ შეესაბამებიან.socium.ge3

society for a better societyზოგჯერ შესაძლოა ასეთი პროცესი საპირისპირო მიმართულებითაც კი შევცვალოთ.მაგალითად, ერთხელ სასექსის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც მემარცხენეშეხედულებებით გამოირჩეოდნენ, განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებრივმეცნიერებათა ფაკულტეტზე რევოლუციის თეორიისა და პრაქტიკის სალექციო კურსისშემოღება. დასაწყისში ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ უარყო ეს იდეა, მაგრამ შემდგომშიგადაწყდა მხარი დაეჭირათ მისთვის. ამ შემთხვევაში სოციალიზაციის ნავარაუდევმაობიექტებმა (ე.ი. სტუდენტებმა) გავლენა მოახდინეს სოციალიზაციის აგენტებზე (ე.ი.ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე), დაარწმუნეს რა იმაში, რისი შესწავლაც პოლიტიკურიაშლილობა – უწესრიგობების პერიოდში აუცილებელია.მიუხედავად ამისა, სოციალიზაცია განსაკუთრებულად მძლავრი ძალაა. კონფორმიზისაკენმისწრაფება უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. ეს ორი მიზეზით: პირველი, ადამიანისშეზღუდული ბიოლოგიური შესაძლებლობებით და მეორე, კულტურის მიერ განპირობებულიშეზღუდულობებით აიხსნება. არაა ძნელი გავიგოთ, თუ რა გვაქვს მხედველობაში, როდესაცშეზღუდულ ბიოლოგიურ შესაძლებლობებზე ვმსჯელობთ: ადამიანს არ შეუძლია ფრენა, დაარც მისი სწავლებაა შესაძლებელი. რამდენადაც ნებისმიერი კულტურა ქცევის განსაზღვრულნიმუშებს მრავალი შესაძლებელიდან ირჩევს, ამდენად იგიც ზღუდავს სოციალიზაციას, დაადამიანის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს მხოლოდ ნაწილობრივ იყენებს. მაგალითად,შემთხვევითი სქესობრივი კავშირები ბიოლოგიური თვალსაზრისით სავსებით შესაძლებელია,მაგრამ თითოეული საზოგადოება თავისი წევრების სპეციფიკურ ქცევას არეგულირებს.სოციალიზაციის ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტიბიოლოგიური კონტექსტისამხრეთაფრიკული ჩიტი ფეიქარა (მქსოველა)ცხოველთა ბეწვისა და წკნელებისაგანგარკვეული ფორმის ბუდის შენების გენეტიკურად დაპროგრამებულ უნარს ფლობს. ჩატარდასაოცარი ექსპერიმენტი: ამ ფრინველის ხუთი თაობა მოკლებული იყო იმ მასალებს, რომლებსაცჩვეულებრივ ბუდის ასაგებად იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, მეექვსე თაობის ჩიტებმასხვადასხვა მასალების გროვისაგან შესაფერი წკნელები და ცხოველთა ბეწვი სწორადამოარჩიეს და მათი სახეობისათვის დამახასიათებელი ნიმუშის მიხედვით მშვენიერი ბუდეააგეს.თუმცა ადამიანებს ისეთი გენეტიკურად გაპირობებული რეფლექსები ახასიათებთ,როგორიცაა თვალების ხამხამი, ხელის ტაცება, წოვა, მაგრამ როგორც ჩანს მათ გენებში ქცევისრთული სახეები დაპროგრამებული არ არის. ისინი იძულებულნი არიან ჩაცმა, საკვებისმოპოვება ან საკუთარი თავშესაფრის აგება ისწავლონ; ადამიანები არა მხოლოდ ქცევისsocium.ge4

society for a better societyთანშობილ ნიმუშებს არ ფლობენ; ისინი ნელ-ნელა არსებობისათვის აუცილებელ ჩვევებსითვისებენ. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის კვება მთლიანად უფროსიასაკის ადამიანების მხრივ ზრუნვაზეა დამოკიდებული. მაშასადამე, ჩვილის არსებობადამოკიდებულია იმ ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც მათზე ზრუნავენ. მათგანგანსხვავებით მაიმუნების ნაშიერნი თვითონ მოიპოვებენ საკვებს დაბადებიდან სამი-ექვსითვის შემდეგ. ამავე დროს ბავშვის უფროსებზე დამოკიდებულების ხანგრძლივი პერიოდიგანვითარების თვალსაზრისით მათთვის სასარგებლოა. პატარები ითვისებენ უნარებს,მაგალითად, ლაპარაკის, საუბრის უნარს – რომელიც გაცილებით რთულია, ვიდრე ნებისმიერისხვა ცოცხალი არსების ჩვევები.კულტურული კონტექსტიყოველი საზოგადოება განსაზღვრულ პიროვნულ თვისებებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრესხვებს, და ბავშვებიც ამ ღირებულებებს სოციალიზაციის წყალობით ითვისებენ.სოციალიზაციის მეთოდები იმაზეა დამოკიდებული, თუ სახელდობრ პიროვნების რომელითვისებები იმსახურებენ მაღალ შეფასებას და სხვადასხვა კულტურებში ისინი შეიძლებაძალიან განსხვავებულიც კი იყოს. ამერიკულ საზოგადოებაში მაღალ შეფასებას ისეთითვისებები იმსახურებენ, როგორებიცაა საკუთარ თავში დარწმუნებულობა, საკუთარი თავისფლობის უნარი და აგრესიულობა. ინდოეთში კი ტრადიციულად საპირისპირო ხასიათისღირებულებები: მჭვრეტელობითობა, პასიურობა და მისტიციზმი ჩამოყალიბდა დადამკვიდრდა. ამიტომ ამერიკელები სახელგანთქმულ სპორტსმენებს, ასტრონავტებს, ჟურნალ,,fortune” - ის მიერ განსაზღვრულ ხუთასამდე ,,წლის ადამიანს“ ჩვეულებრივ პატივისცემითეპყრობიან. ინდოელებს კი ჩვევად აქვთ პატივისცემით მოექცნენ იმ რელიგიურ ანპოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ გამოდიან(მაგალითად, მაჰათმა განდი).ეს კულტურული ღირებულებები სოციალური ნორმების საფუძველში დევს. როგორც ჩვენგავიგეთ მეორე თავში, ნორმები ადამიანთა ინტერაქციების(ურთიერთქმედებათა) მმართველმოლოდინებს (ექსპექტაციებს) და სტანდარტებს ეწოდება. ზოგიერთი ნორმაწარმოდგენილია კანონებში, რომლებიც კრძალავენ ქურდობას, სხვა ადამიანზე თავდასხმას,ხელშეკრულების დარღვევას და ა.შ. ასეთი კანონები სოციალურ ნორმებს წარმოადგენენ,ისინი, ვინც მათ არღვევს, ისჯება. განსაზღვრული ნორმები უფრო მეტად მნიშვნელოვანრაიმედ ითვლება, ვიდრე დანარჩენი: მკვლელობის ამკრძალავი კანონის დარღვევა უფროსაშიშია საზოგადოებისათვის, ვიდრე დაწესებული სიჩქარის გადაჭარბება; მაგრამ ნორმათაუმრავლესობა სრულებითაც არ არის ასახული კანონებში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენსქცევებზე მრავალი მოლოდინი ზემოქმედებს: ჩვენ თავაზიანობა უნდა გამოვიჩინოთ სხვაადამიანებთან მიმართებაში; როდესაც ვესტუმრებით მეგობრის ოჯახს, საჭიროა საჩუქარი5socium.ge

society for a better societyმივართვათ მისი ოჯახის წევრებს. ავტობუსში ადგილი უნდა დავუთმოთ მოხუცებს დაინვალიდებს. ამავე მოლოდინებს ვუყენებთ ჩვენს შვილებსაც.ადამიანების ქცევებზე არა მხოლოდ ნორმები ახდენენ გავლენას. დიდ გავლენას მათ ქცევებზედა მისწრაფებებზე მოცემული საზოგადოების კულტურული იდეალები ახდენს. გარდა ამისა,რამდენადაც ეს იდეები მრავალი იდეალის საფუძველზე ყალიბდება, ამდენად საზოგადოებათავიდან საყოველთაო ერთსახოვნებას იცილებს. მაგალითად, ჩვენ ღირებულად ვთვლით დავაფასებთ მეცნიერებას, ამიტომ ალბერტ აინშტაინის სახელი მოწიწებითა და თაყვანისცემითსარგებლობს. ჩვენ(ამერიკელები) ასევე დიდად ვაფასებთ სპორტს და დიდ სპორტსმენს მაღალსტატუსს ვანიჭებთ. საპირისპირო ხასიათის მქონე ღირებულებები შეიძლებათანაარსებობდნენ: ამერიკელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცოდნის დაუფლებასმეცნიერების განვითარების სახელით და მხარს უჭერენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცააეროვნული სამეცნიერო ფონდი; ამავე დროს ისინი თვლიან, რომ ცოდნამ პრაქტიკულისარგებლობა უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ამიტომ ისინი აპლოდისმენტებს არ იშურებენ,როდესაც სენატორები ოქროს საწმისის ორდენს გადასცემენ იმ მეცნიერთ, რომლებიცსწავლობენ და იკვლევენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათი აზრით, არც საინტერესოა და არცსასარგებლო.ერთსახოვნების არ არსებობა ქცევებში გვიჩვენებს, რომ სოციალიზაცია თავისი არსით-ორმხრივი, სხვადასხვა მიმართულების მქონე პროცესია. ბიოლოგიურ და კულტურულფაქტორთა შორის, აგრეთვე იმათ შორის, ვინც სოციალიზაციას ახორციელებს და ვინცსოციალიზაციის ქვემდებარეა ურთიერთგავლენას და ზემოქმედებას აქვს ადგილი.სოციობიოლოგია, ბიოლოგიური გენი და კულტურასოციობიოლოგიაზოგიერთი სოციოლოგი თვლის, რომ თუმცა კულტურა გავლენას ახდენს ქცევებზე, ადამიანისხასიათი მაინც ბიოლოგიური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ადამიანის ბიოლოგიურგანვითარებასა და საზოგადოებაში მის ქცევას შორის ურთიერთკავშირის ბუნების განსაზღვრაცხარე კამათის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად, სოციობიოლოგები ვარაუდობენ,რომ გენეტიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანურ ქცევებზე,ვიდრე აქამდე ითვლებოდა კერძოდ, ისინი დაჟინებით იცავენ იმ აზრს, რომ ქცევის ტიპებიაგრესიიდან ალტრუიზამდე შეიძლება გენეტიკურად იყოს განპირობებული.socium.ge6

society for a better societyსოციობიოლოგები და ზოგიერთი საზოგადოებათმცოდნე - მეცნიერი ე.წ. ადამიანური –ბუნების არსებობაში დარწმუნებულნი არიან. მათი თვალსაზრისის თანახმად, ესააგენეტიკური მიდრეკილებების ან ტენდენციების ერთობლიობა, რომელიც მოცემული ადამიანსქცევას განსაზღვრავს. მაგრამ მათ ადამიანური ნატურის შესახებ, მრავალი განსხვავებულიაზრები გამოთქვეს. ცნობილი სოციობიოლოგი ედმონდ ო. უილსონი ამტკიცებს, რომ გენები დაჰორმონები ჩვენს ქცევებზე როგორც მასტიმულირებელ, ისე შემაკავებელ ზემოქმედებასახდენენ. როგორც სოციობიოლოგები თვლიან, ქცევაზე გავლენის მომხდენი თანშობილიმექანიზმების არსებობა – ევოლუციის ათასობით, თვით მილიონი წლების შედეგია. ასობითთაობების ცვლის პროცესში ხდებოდა იმ გენების მატარებელთა რაოდენობის ბუნებრივიგაფართოება და გაზრდა, რომლებიც ადამიანური გვარის გადარჩენას და გაძლიერებას ხელსუწყობდნენ. ამ პროცესის შედეგად თანამედროვე ადამიანის ქცევა გენეტიკურადგანპირობებულ ქმედებებს მოიცავს, რომელთა მიზანშეწონილობა წარსული გამოცდილებითაადამტკიცებული.მაგალითად, პირველივე შეხედვით შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა, რომ ალტრუიზმი, ანუსხვებისთვის თავის განწირვა, არსებობისთვის ბრძოლას ხელს არ უწყობს, მაგრამსოციობიოლოგები ამტკიცებენ, რომ ალტრუიზმი გენეტიკურად განპირობებულია, რადგანმოცემული სახის მთლიანობაში შენარჩუნებას ხელს უწყობს. დელფინები დახმარებას უწევენთავიანთ დაჭრილ თანამოძმეს; ზოგიერთი ჩიტი თავის თავზე იპყრობს მტრის ყურადღებას,რათა დანარჩენებმა გაფრენა შეძლონ. რამდენადაც საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ხელსუწყობს გვარის გაგრძელებას, ამდენად მიდრეკილება ალტრუისტული ქცევისადმი ჩვენსგენებში დამკვიდრდა და ფესვები გაიდგა.როგორც სოციობიოლოგები თვლიან, ალტრუიზმი მრავალ გენეტიკურად განპირობებულქცევათა შორის ერთ-ერთია. უილსონის თანახმად, ადამიანური ნატურის ბიოლოგიურითავისებურებები, სხვებთან ერთად, სტიმულს აძლევენ ხორციანი საკვების მიღებას,ძალაუფლების სტრუქტურების შექმნას, სქესობრივი როლების სრულყოფას და საკუთარიტერიტორიის დაცვას. ქცევის ზოგიერთი ტიპი, მაგალითად სისხლის აღრევა, არ სარგებლობსმოწონებით: საზოგადოებას რომ მოეწონებინა და გაემართლებინა ნათესაური ქორწინებები,საერთო გენეტიკური ფონდი დაზიანდებოდა.ზოგიერთი სოციოლოგი სოციალური ქცევის სხვა სახეებსაც ანალოგიურად ხსნის. კონფლიქტიმშობლებსა და შვილებს შორის იმიტომ წარმოიშობა, რომ ყოველ ბავშვს სურს ისარგებლოსიმით, რასაც მშობლები ფლობენ. თავის მხრივ, მშობლები (რომელთა გენებიც მხოლოდნაწილობრივ არის ჩადებული თითოეულ ბავშვში), დაჟინებიით ითხოვენ, რომ ყველაფერიგონივრულად გაიყოს, ამის შედეგად წარმოიშობა კიდეც დაძაბულობა ოჯახში. ანდა, მეორემაგალითი. სიყვარულის გრძნობა აახლოებს ქალსა და კაცს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომისინი გაამრავლებენ შთამომავლობას. სქესობრივი აქტი განპირობებულია ოჯახისsocium.ge7

society for a better societyგაფართოების მამაკაცური მოთხოვნილებით. ამიტომ, თუმცა სოციობიოლოგები აღიარებენ,რომ ათვისებულმა ქცევამ შეიძლება მრავალი გენეტიკური ფაქტორის გავლენა გადალახოს დარომ ადამიანთა გამოცდილება ძირითადად სწავლების (განსაკუთრებით ენისა და მათემატიკისსფეროში) საფუძველზე შეიძინება, მიუხედავად ამისა, ისინი დაჟინებით იცავენ იმ აზრს, რომგენები ქცევათა ზოგიერთ სახეს როგორც სტიმულს აძლევენ, ისე ზღუდავენ და აკავებენ.ეს თეორია მრავალმა მეცნიერმა გააკრიტიკა. მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ფიზიკურითავისებურება, მაგალითად, ფარული სიბრმავე (დალტონიზმი), ნამდვილად გენებთან არისდაკავშირებული, არ არსებობს სოციობიოლოგების ძირითადი პრინციპის დასაბუთება,რომელიც გენებს ქცევის ამა თუ იმ სახესთან აკავშირებს. გარდა ამისა, სოციობიოლოგებიყურადღებას არ აქცევენ ადამიანთა მიერ სიმბოლოების გამოყენებისა და ლოგიკური განსჯისუნარს, მაშინ, როდესაც ორივე ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი ზომით გავლენას ახდენს ქცევაზე.სოციობიოლოგების გარშემო ატეხილი კამათი კულტურისა და ადამიანური ბუნების(ნატურის) ურთიერთდამოკიდებულების საკითხის თაობაზე არსებულ ძვლთაძველპოლემიკას აგრძელებს. ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცივილიზაციის მოთხოვნებისთანახმად, ადამიანებმა უნდა ჩაიხშონ თავიანთი ბიოლოგიურად განპირობებულისექსუალური და აგრესიული ლტოლვები. საზოგადოების სხვა მკვლევარები, კერძოდბრონისლავ მალინოვსკი უფრო კომპრომისულ თვალსაზრისს გამოთქვამენ. ისინი თვლიან,რომ ადამიანური ინსტიტუტები შექმნილია ადამიანთა ლტოლვებისა და მოთხოვნილებებისდასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტები ეწევიან სექსისლეგიტიმირებას (გამართლებას – დაკანონებას), მაშინ, როდესაც სპორტული ორგანიზაციები –აგრესიის დაკანონებას.როგორც ყოველთვის ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. ბიოლოგია ნამდვილად ადგენსადამიანური არსებებისათვის საერთო ჩარჩოებს, მაგრამ ამ ფარგლებში ადამიანები ძალიანმაღალ შემგუებლობას და მოხერხებულობას ავლენენ: ისინი ქცევის განსაზღვრულ ნიმუშებსითვისებენ და ბიოლოგიური ფაქტორების გამოყენების ან გადალახვის სოციალურინსტიტუტებს, აგრეთვე ისეთ ინსტიტუტებს ქმნიან, რომლებსაც ამ პრობლემისკომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა ძალუძთ.პიროვნების განვითარების თეორიებიახლა, როდესაც სოციალიზაციის მამოძრავებელ ძალებზე ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა,განვიხილოთ, თუ როგორ ხდება ეს პროცესი ინდივიდუალურ დონეზე. დავიწყოთ კითხვით:როგორ ვითარდება პიროვნება? ადამიანი ადამიანად, პიროვნებად ერთმანეთთანურთიერთქმედების, ინტერაქციის პროცესში ყალიბდება. ამ ინტერაქციათა ხასიათზე მრავალიsocium.ge8

society for a better societyფაქტორი ახდენს გავლენას: ასაკი, ინტელექტუალური დონე, სქესი და წონა. მაგალითად, ჩვენსსაზოგადოებაში ძალიან მოსწონთ ახოვანი და ტანკენარი აგებულების ადამიანები, ამიტომტანად ადამიანებს უფრო განვითარებული აქვთ საკუთარი ღირსების გრძნობა, ვიდრემსუქნებს. გარემომცველ სინამდვილესაც ასევე შეუძლია ზემოქმედება მოახდინოსპიროვნებაზე: შიმშილობაში გაზრდილი ბავშვი, ჩვეულებრივად თანატოლებს ფიზიკურადაცდა გონებრივი განვითარებითაც ჩამორჩება. დაბოლოს, პიროვნება მნიშვნელოვანი ზომითსაკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება. კიდურების დაკარგვამადამიანში შეიძლება მუდმივი განგაში და შიში გამოიწვიოს; ერთერთი მშობლის უდროოსიკვდილი ინდივიდში ზოგჯერ სხვა ადამიანის შეყვარების შიშს იწვევს, რათა საყვარელიადამიანი კიდევ ერთხელ არ დაკარგოს. პიროვნების ფორმირების კიდევ ერთიმნიშვნელოვანი ასპექტია კულტურა: ჩვენ მშობლების, მასწავლებლების და თანატოლებისგავლენით საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ კულტურას ვითვისებთ.XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მოგვცეს თეორიებირომლებიც გვიხსნიან, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ფაქტორების – ფიზიკური თვისებების,გარემომცველი სინამდვილის, ინდივიდუალური გამოცდილებისა და კულტურის –საფუძველზე განუმეორებელი პიროვნების ჩამოყალიბება.ჩარლზ ჰორტონ კული და ჯორჯ ჰერბერტ მიდიჩ. კული მიიჩნევდა, რომ პიროვნება ადამიანის გარემომცველ სინამდვილესთან მრავალიურთიერთქმედების საფუძველზე ყალიბდება. ამ ურთიერთქმედების პროცესში ადამიანებითავის „სარკისებურ მე“-ს ქმნიან. „სარკისებური მე“ სამი ელემენტისაგან შედგება:იმისაგან, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები (მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებიყურადღებას აქცევენ ჩემს ახალ ვარცხნილობას).იმისაგან, თუ როგორ რეაგირებენ იმაზე, რასაც ხედავენ (მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემივარცხნილობა მოსწონთ).იმისაგან, თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენს მიერ აღქმულ სხვების რეაქციას (როგოც ჩანს, მე მუდამასეთ ვარცხნილობას გავიკეთებ).ეს თეორია სხვა ადამიანების გრძნობებისა და აზრების ჩვენეულ ინტერპრეტაციას დიდმნიშვნელობას ანიჭებს. ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი და სოციოლოგი ჯორჯ ჰერბერტმიდი ჩვენი ,,მე”-ს განვითარების პროცესის ანალიზის საქმეში უფრო შორს წავიდა. როგორცკული, ისიც თვლიდა, რომ „მე“ არის სოციალური პროდუქტი, რომელიც სხვა ადამიანებთანურთიერთობის საფუძველზე ყალიბდება. დასაწყისში, სულ პატარაობისას, ჩვენ არ ძალგვიძსsocium.ge9

society for a better societyავხსნათ სხვების მოქმედების მოტივები. ბავშვები იმით, რომ სწავლობენ თავიანთი ქცევისგააზრებას და გასაზრისიანებას, პირველ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრებაში. სწავლობენ რა თავისთავზე ფიქრს, მათ შეუძლიათ იფიქრონ სხვებზეც; ბავშვი იწყებს საკუთარი „მე“-ს გრძნობისშეძენას.ჯ. მიდის აზრით, პიროვნების ფორმირების პროცესი სამ განსხვავებულ სტადიას მოიცავს.პირველია – იმიტაცია. ამ სტადიაზე ბავშვები ეწევიან უფროსების ქცევების მიბაძვას ისე, რომარ ესმით იგი. პატარა ბიჭს შეუძლია ,,დაეხმაროს“ მშობლებს იატაკის წმენდისას, დაატარებსრა იქეთ – აქეთ თავის სათამაშო მტვერსასრუტს, ან ჯოხსაც კი. შემდეგ მოდის თამაშებისსტადია, როდესაც ბავშვებიმოქმედების, ქცევის, როგორც გარკვეული როლის შესრულებისგაგებას იწყებენ: მაგ. ექიმის, მეხანძრის, ავტომრბოლელის და ა.შ. თამაშის პროცესში ისინი ამროლებს იმეორებენ და კვლავ აწარმოებენ. თამაშობენ რა თოჯინებით, პატარა ბავშვებიჩვეულებრივ მათ ხან ალერსით, ხან გაჯავრებით, როგორც მშობლები ისე ელაპარაკებიან დაპასუხობენ თოჯინების ნაცვლად ისე, როგორც ბიჭი ან გოგონა პასუხობს მშობლებს. ერთიროლიდან მეორეზე გადასვლა ბავშვებში ავითარებს უნარს, მისცეს თავის აზრებს დამოქმედებებს ისეთი საზრისი, როგორც მას საზოგადოების სხვა წევრები აძლევენ – ესაათავისი,,მე“-ს შექმნის პროცესში შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.მიდის აზრით, ადამიანური ,,მე“ ორი ნაწილისაგან: ,,მე – თვითონ“ და ,,მე“ –ობიექტური“ – ,,I-აი” და ,,Me” ანუ ,,სუბიექტური მე” - სა და ,,ობიექტური მე” - საგანშედგება.,,სუბიექტური მე” (I-აი) ეს არის სხვა ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოებისაგანმომდინარე ზემოქმედებებზე პიროვნების რეაქცია. ,,ობიექტური მე” (Me) - ესაა ადამიანის მიერმისთვის მნიშვნელობის მქონე ადამიანების (ნათესავების, მეგობრების) თვალსაზრისითსაკუთარი თავის გაცნობიერება. ,,სუბიექტური მე” (I) ისევე რეაგირებს ,,ობიექტური მე”-სზემოქმედებაზე, როგორც სხვა ადამიანებიდან მომდინარე ზემოქმედებებზე.მაგალითად, ,,სუბიექტური მე” (I) რეაგირებას ვახდენ კრიტიკაზე და ვცდილობ მისი არსისგააზრებას; ზოგჯერ კრიტიკის გავლენით ჩემი ქცევა იცვლება, ზოგჯერ არა; ესდამოკიდებულია იმაზე, ვთვლი თუ არა მე ამ კრიტიკას საფუძვლიან რაიმედ. ,,მე – თვითონ” (I)ვიცი, რომ ადამიანები ჩემს ,,ობიექტურ მე” - ს (Me) სამართლიან ადამიანად თვლიან, რომელიცმუდამ მზად არის ყური უგდოს სხვის აზრებს. უცვლიან რა როლებს ერთმანეთს თამაშისპროცესში, ბავშვები თანდათანობით იმუშავებენ საკუთარ ,,ობიექტურ მე” - ს. ყოველთვისუყურებენ რა საკუთარ თავს რომელიღაც სხვისი თვალით, ისინი საკუთარ თავზე არსებულიშთაბეჭდილებების აღქმას სწავლობენ.მესამე ეტაპი, მიდის მიხედვით, ესაა კოლექტიური თამაშების სტადია, როდესაც ბავშვები არამხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი ჯგუფის მოლოდინების გაცნობიერებას სწავლობენ.მაგალითად, ბეისბოლის გუნდის თითოეული წევრი მთელი გუნდისა და ბეისბოლის ყველამოთამაშისათვის საერთო წესებსა და სათამაშო იდეებს იცავს და მისდევს. ეს განწყობანი დაsocium.ge10

society for a better societyმოლოდინები ქმნიან რაღაც ,,სხვა” - უსახო ადამიანის - ,,განზოგადებული სხვის” სახეს,რომელიც საზოგადოებრივ აზრს განასახიერებს. ბავშვები საკუთარი ქმედებებისგაცნობიერებას და შეფასებას „სხვების“ მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით იწყებენ.ბეისბოლის თამაშის წესების დაცვა და მიდევნება ამზადებს ბავშვებს საზოგადოებაში იმქცევის წესების ასათვისებლად, რომლებიც კანონებსა და ნორმებშია გამოთქმული.ზიგმუნდ ფროიდიპიროვნების განვითარების ფროიდის მიერ შემუშავებული თეორია, გარკვეული ზომით მიდისკონცეფციის საპირისპიროა, რამდენადაც ემყარება შეხედულებას, რომ ინდივიდი მუდმივკონფლიქტშია საზოგადოებასთან. ფროიდის თანახმად, ბიოლოგიური ლტოლვები(განსაკუთრებით სექსუალური) უპირისპირდება და ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებს,შესაბამისად სოციალიზაცია ამ ლტოლვების მოთოკვისა და ალაგმვის პროცესია.პიროვნების სამი შემადგენელი ნაწილი. ფროიდის თეორია პიროვნების ფსიქიკურსტრუქტურაში სამ ნაწილს: იდ-ს (,,იგი”), ეგო-ს (,,მე”) და სუპერეგო-ს (,,ზე-მე”)-ს გამოყოფს. იდი(,,იგი”) სიამოვნების მიღებაზე მიმართული ენერგიის წყაროა. ენერგიის განთავისუფლებისასდაძაბულობა სუსტდება და პიროვნება სიამოვნების გრძნობას განიცდის.,,იგი” (იდი) გვიბიძგებს სექსისაკენ, აგრეთვე ახორციელებს ორგანიზმის ისეთფუნქციებს,როგორიცაა საკვების მიღება და ბუნებრივ საჭიროებათა დაკმაყოფილება.ეგო (,,მე”) აკონტროლებს ადამიანის ქცევას, და რაღაცნაირად გვაგონებს შუქნიშანს, რომელიცპიროვნებას გარემომცველ სინამდვილეში ორიენტირებისას ეხმარება. ეგო ძირითადადხელმძღვანელობს რეალობის პრინციპით. ეგო არეგულირებს შესაფერისი ობიექტის შერჩევას,რომელიც საშუალებას იძლევა გადავლახოთ იდ-თან დაკავშირებული დაძაბულობა. მაგ.როდესაც იდი (იგი) განიცდის შიმშილს, ეგო გვიკრძალავს საკვებად გამოვიყენოთ დამოვიხმაროთ ავტომობილის საბურავები ან შხამიანი სოკოები; ჩვენი ლტოლვისა და სურვილისდაკმაყოფილების გადადება შესაფერისი საკვების შერჩევის მომენტამდე ხდება.სუპერეგო (,,ზე-მე”) - ესაა იდეალიზებული მშობელი, იგი ზნეობრივ და შეფასებით ფუნქციებსმოიცავს. სუპერეგო მართავს ქცევებს და სრულყოფას მშობელთა, ხოლო შემდგომსაზოგადოების მიერ შემოღებული სტანდარტების მიხედვით ცდილობს.ეს სამი კომპონენტი აქტიურად ზემოქმედებს ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. ბავშვებმაუნდა მისდიონ რეალობის პრინციპს, თან უნდა ელოდონ შესაფერისი დროის და ადგილისდადგომას, რათა დაუთმონ და მისდიონ იდეის ზეწოლას. ისინი ასევე უნდა დაემორჩილონმშობლებისა და საკუთარი ფორმირებადი სუპერეგოს მიერ წამოყენებულ მორალურ11socium.ge

society for a better societyმოთხოვნებს. ეგო თავის თავზე იღებს პასუხისგებლობას სუპერეგოს მიერ წახალისებული ანდასჯილი ქცევებისათვის, ამასთან დაკავშირებით ადამიანი სიამაყის ან დანაშაულის ჩადენის(ბრალეულობის) გრძნობას განიცდის.სექსუალური განვითარების სტადიები. ფროიდის თეორიის თანახმად, პიროვნებისფორმირების პროცესი ოთხ სტადიას გადის. თითოეული ამ სტადიათაგანი სხეულის(ტანის) განსაზღვრულ ნაწილებთან – ე.წ. ეროგენულ ზონებთანაა დაკავშირებული. თითოეულსტადიაზე წარმოიშობა კონფლიქტი სიამოვნებისადმი სწრაფვასა და ჯერ მშობლების, ხოლოშემდგომ კი სუპერეგოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს შორის.ბავშვის სიცოცხლის დასაწყისში ეროგენულ ზონას წარმოადგენს პირი. ჩვილის მთელი ენერგიამიმართულია იმაზე, რათა მიიღოს სიამოვნება პირის გზით – არა მხოლოდ საკვებისმიღებისაგან, არამედ წოვის, როგორც ასეთისაგან. ამგვარად, ბავშვის სიამოვნების წყაროსწარმოადგენს პირი. ჩვილის სიცოცხლის მოცემულ პერიოდს ფროიდმა ორალური სტადიაუწოდა.მეორე ანუ ანალურ სტადიაზე მთავარი ეროგენული ზონა უკანა გასასვლელი ხდება. ამ დროსბავშვები ისწრაფვიან დამოუკიდებლობისაკენ, ხოლო მშობლები ესწრაფვიან მიაჩვიონ ისინიღამის ქოთანზე დაჯდომას. ამ პერიოდში სერიოზულ მნიშვნელობას იძენს ექსკრეციისპროცესის კონტროლის უნარი.მესამე სტადიას ეწოდება ფალიური. ამ სტადიაზე სიამოვნების მთავარ წყაროს ბავშვისთვისპენისი ან კლიტორი წამოადგენს. სწორედ ამ პერიოდში, როგორც ფროიდი თვლის, იწყებაბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავების გამოვლენა. ბიჭები შედიან ე.წ. ოიდიპოსისსტადიაში– ქვეცნობიერად ისინი ოცნებობენ დედის გვერდით მამის ადგილის დაკავებაზე. გოგონები კიაცნობიერებენ, რომ მათ არ აქვთ პენისი, ამიტომ ისინი ბიჭებთან შედარებითარასრულყოფილად გრძნობენ თავს.ლატენტური პერიოდის დასრულების შემდეგ, როდესაც გოგონები და ბიჭები ჯერ კიდევ არარიან სქესობრივი სიახლოვის პრობლემით აფორიაქებულნი, ყმაწვილებისა და გოგონებისცხოვრებაში დგება გენიტალიური სტადია. ამ პერიოდში თავს ინარჩუნებს ადრეულისტადიებისათვის დამახასიათებელი ზოგი თავისებურება, მაგრამ სიამოვნების მთავარი წყაროსაპირისპირო სქესის მქონე პიროვნებასთან სექსუალური ურთიერთობა ხდება.პიაჟეს მიერ შემოთავაზებული მიდგომა პიროვნების განვითარების ფროიდის მიერშემოთავაზებული თეორიისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.socium.ge12

society for a better societyპიაჟემ კოგნიტური განვითარება, ანუ აზროვნების დასწავლის პროცესი გამოიკვლია. მისითეორიის თანახმად, კოგნიტური განვითარების ყოველ სტადიაზე ყალიბდება ახალი ჩვევები,რომლებიც განსაზღვრავენ იმის ფარგლებს, რაც მოცემულ სტადიაზე ადამიანს შეიძლებავასწავლოთ. ბავშვები ამ სტადიებს განსაზღვრული თანმიმდევრულობით გადიან, თუმცა არარის სავალდებულო ერთნაირი სიჩქარითა და შედეგიანობით გაიარონ ისინი.პირველი პერიოდი, დაბადებიდან ორ წლამდე, სენსომოტორულ სტადიად იწოდება. ამ დროსბავშვებში გარემომცველი სამყაროს საგნების სახეების მეხსიერებაში დიდხანს შენახვა-დამახსოვრების უნარი ყალიბდება. ამ სტადიამდე მათ, შესაძლოა, ეჩვენებათ, რომ საგანიკარგავს არსებობას, როდესაც მას ვერ ხედავენ. მოცემული სტადიის არსებობა შეიძლებანებისმიერმა ძიძამ დაადასტუროს, რომელმაც იცის, თუ როგორ გამყინავად ტირიან და ყვირიანჩვილები, როდესაც ხედავენ, რომ მათი მშობლები მიდიან, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ ისინიმხიარულად უქნევენ მათ ხელს.მეორე პერიოდი, ორიდან შვიდ წლამდე, წინაოპერაციულ სტადიად იწოდება. ამ პერიოდში,ბავშვები სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობის განსხვავებას სწავლობენ. მოცემული სტადიისდასაწყისში ბავშვები ძალიან ბრაზდებიან და განიცდიან, თუ ვინმე დაუნგრევს ქვიშისაგანაშენებულ კოშკს, რომელიც სიმბოლურად მათ საკუთარ სახლს აღნიშნავს. ეტაპის დასასრულსბავშვები იგებენ, აცნობიერებენ განსხვავებას სიმბოლოებსა და იმ საგნებს შორის, რომლებსაცისინი აღნიშნავენ.შვიდიდან 11 წლამდე ასაკში ბავშვები სწავლობენ აზრობრივად შეასრულონ ის მოქმედებები,რომლებსაც ადრე მხოლოდ ხელებით ასრულებდნენ. პიაჟე ამ პერიოდს კონკრეტულოპერაციათა სტადიას უწოდებს. მაგალითად, თუ მოცემულ სტადიაზე ბავშვებს აჩვენებენ ექვსიჩხირისაგან შემდგარ რიგს და თხოვენ ამოიღონ იგივე რაოდენობის ჩხირები გვერდითდადებული კომპლექტიდან, მათ შეუძლიათ ამოიღონ ისინი, რომ არ დაუდონ თითოეულიჩხირი კომპლექტიდან რიგში არსებულ თითოეულ ჩხირს. უფრო პატარა ასაკის ბავშვები,რომლებსაც ჯერ არ უსწავლიათ თვლა, იმისათვის რათა მიიღონ საჭირო რიცხვი, ჩხირს ჩხირზეაწყობენ.12-დან 15 წლამდე ასაკში ბავშვები შედიან უკანასკნელ სტადიაში, რომელსაც ფორმალუროპერაციათა სტადია ეწოდება. ამ ეტაპზე მოზარდებს შეუძლიათ ამოხსნან აბსტრაქტულიმათემატიკური და ლოგიკური ამოცანები, გაიაზრონ მორალური პრობლემები, აგრეთვეიფიქრონ და იოცნებონ მომავალზე. აზროვნების შემდგომი განვითარება სრულყოფს ამსტადიაზე ათვისებულ უნარებსა და ჩვევებს.socium.ge13

society for a better societyსოციალიზაცია, როგორც უწყვეტი პროცესიამა თუ იმ ინდივიდის ზნეობრივი განვითარება შეიძლებაგანსაზღვრულ ეტაპზე შეჩერდეს,მაგრამ თვით სოციალიზაციის პროცესი არასდროს არ მთავრდება. ყველაზე უფროინტენსიურად სოციალიზაცია ბავშვობასა და სიყმაწვილეში ხორციელდება, მაგრამპიროვნების განვითარება საშუალო და დაბერების ასაკშიც კი გრძელდება. დოქტორმა ორვილგ. ბრიმ- უმცროსმა (1966) ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომსოციალიზაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და ხდება. იგი ამტკიცებდა,რომ ბავშვებისა და ზრდასრულთა სოციალიზაციას შორის შემდეგი განსხვავება არსებობს.ზრდასრულთა სოციალიზაცია ძირითადად მათი გარეგანი ქცევის შეცვლაში გამოიხატება,მაშინ როდესაც ბავშვთა სოციალიზაცია ბაზისურ ღირებულებით ორიენტაციებს უკეთებსკორექტირებას.ზრდასრულთ შეუძლიათ ნორმების შეფასება; ბავშვებს კი მხოლოდ მათი ათვისებისუნარი აქვთ. წლების მატებასთან ერთად ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თვით ჯორჯ ვაშინგტონიც(ჩვენს შემთხვევაში ილია ჭავჭავაძეც) კი ზოგჯერ იძულებული იყო ტყუილი ეთქვა, აიბავშვებს კი სწამთ, რომ არსებობს რომელიღაც ზღაპრული ბიჭი, რომელიც ,,ყოველთვისსიმართლეს ლაპარაკობს”.ზრდასრულთა სოციალიზაცია ხშირად გულისხმობს იმის გაგებას, რომ შავ და თეთრ ფერებსშორის ,,რუხი ფერის მრავალი” ელფერი არსებობს. სოციალიზაცია ბავშვობაში უფროსებისსრულ მორჩილებაში და გასხვავებული წესების აღსრულებაში მიმდინარეობს. ზრდასრულნიკი იძულებულნი არიან შეეგუონ სხვადასხვა როლების მოთხოვნებს სახლში, სამსახურში,საზოგადოებრივ ღონისძიებებისას და ა.შ. ისინი იძულებულნი არიან დაადგინონ რთულპირობებში, რომლებიც მოითხოვენ ისეთი კატეგორიების გამოყენებას, როგორებიცაა ,,უფროკარგია” ან ,,ნაკლებად ცუდია”. ზრდასრულნი ყოველთვის არ ეთანხმებიან მშობლებს; ბავშვებსკი მამისა და დედის მოქმედებების განსჯის უფლებას არავინ აძლევს.ზრდასრულთა სოციალიზაცია მიმართულია იმაზე, რათა ადამიანს განსაზღვრული ჩვევებისათვისებასა და დაუფლებაში დაეხმაროს. ბავშვების სოციალიზაცია კი ძირითადად მათიქცევის მოტივაციას აყალიბებს. მაგალითად, სოციალიზაციის საფუძველზე ზრდასრულნიხდებიან ჯარისკაცები ან კომიტეტის წევრები, ბავშვებს კი წესების შესრულებას, ყურადღებითყოფნას და თავაზიანობას ასწავლიან.ბავშვებისა და ზრდასრულთა სოციალიზაციებს შორის განსხვავება, რომელიც ბრიმმა აღწერა,ძირითადად სწორია. მაგრამ ზრდასრულთა სწავლების და ადაპტაციის განხორციელებისწესები სოციალიზაციის დროს დიდი კამათის საგანია. შემდეგში ჩვენ ზრდასრულთაგანვითარებისა და ცვლილებების რამდენიმე თეორიას განვიხილავთ.socium.ge14

society for a better societyსოციალიზაცია, როგორც პასუხი კრიზისზე და მუდმივი ზრდაზოგიერთი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ ზრდასრულ ასაკში სოციალიზაციის პროცესისცვალებადობა - ცვლილება იმით აიხსნება, რომ განცდები და კრიზისები ზრდასრულადამიანთა და ბავშვთა ცხოვრებაში განსხვავებულია. ასეთ მიდგომას ადაპტაციურს უწოდებენ.ზრდასრულთა ცხოვრება განიხილება როგორც მოსალოდნელ და მოულოდნელ კრიზისთარიგი, რომელთა გააზრება და გადალახვა აუცილებელია. მაგალითად, მოსალოდნელკრიზისად შეიძლება ჩაითვალოს ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკური მოძრაობის შესუსტებადა დაუძლურება; მოულოდნელ კრიზისად კი ერთ-ერთი მეუღლის უდროო სიკვდილიშეიძლება ჩაითვალოს.სოციოლოგები ზრდასრულთა ცხოვრებაში კრიტიკული მომენტების მთელ რიგს აღნიშნავენ.ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა აირჩიონ პროფესია და გადაიტანონ ამასთან დაკავშირებულისტრესი, ისინი იძულებულნი არიან ბალანსირება მოახდინონ სამსახურიდან და ოჯახიდანმომდინარე მოთხოვნებს შორის. მათვე უხდებათ გადალახონ ე.წ. ,,ორმოცწლიანთა კრიზისი”,როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ ცხოვრება ადრინდელ საზრისს კარგავს, სამუშაო კიმოსაწყენი ხდება, ხოლო ოჯახი - ,,დაცარიელებულ ბუდეს” აგონებს. ამ კრიზისის დადგომისდრო სხვადასხვა ადამიანებში მნიშვნელოვან ვარიაციებს განიცდის. იგი შეიძლება გამწვავდესმაშინ, როდესაც ბავშვები-შვილები მშობლიურ სახლს ტოვებენ, აგრეთვე პენსიაზე გასვლისას.კრიზისი შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს: ადამიანები ძალიან დიდ შიშსა დასულიერ განგაშს განიცდიან სიბერის მოახლოების გამო, განიცდიან სიკვდილის შიშს ანთავდავიწყებით ესწრაფვიან ხელახლა განიცადონ ახალგაზრდობა, ხელახლა იგრძნონ თავიახალგაზრდად. ცოლქმრული ერთგულების შებღალვა, ღალატი, განქორწინება, სამუშაოსრადიკალური შეცვლა, უეცარი სურვილი ისწავლო პარაშუტით გადმოხტომა, ან ატაროაღმოსავლური კიმონო ქამრით– ყოველივე ეს შეიძლება იყოს იმ კრიზისის სიმპტომები, რომელიც ადამიანს მისი ცხოვრებისშუაზე წამოეწევა ხოლმე.ადაპტაციური მიდგომის მომხრეები ჩვეულებრივ თვლიან, რომ ზრდასრულებს ერთიმეორისმიყოლებით ცალკეულ კრიზისთა მთელი რიგის გადალახვა უწევთ. ერთი კრიზისის დაძლევაყოველთვის არ გვეხმარება მეორე კრიზისის გადალახვაში. ამ თეორიისაგან განსხვავებითგანვითარებადი მიდგომა გულისხმობს, რომ ზრდასრულთა სოციალიზაციის პროცესი ერთიკრიზისის დაძლევით და მეორეზე გადასვლით არ ამოიწურება. განვითარებადი მიდგომისასვარაუდობენ, რომ კრიზისებიშემდგომი ზრდის საფუძველს ქმნიან. სოციალურმა ფსიქოლოგმაერიკ ერიქსონმა ერთ-ერთმა პირველმა მთელი სიცოცხლის მანძილზე პიროვნებისგანვითარების თეორია წამოაყენა. ერიქსონის თეორიის თანახმად, განვითარების სასიცოცხლოციკლი რვა სტადიისაგან შედგება: პირველი ხუთი სტადია მოდის ბავშვობის პერიოდზე, ხოლოsocium.ge15

society for a better societyდანარჩენი სამი ზრდასრულთა ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდებს შეესატყვისება.ინდივიდების სიცოცხლის ყოველ სტადიაზე წარმოიქმნება სპეციფიკური კრიზისი, ანდაეჭვება, ხოლო ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლა ამ კრიზისის დაძლევის შედეგად ხდება(თვით მაშინაც კი, როდესაც იგი მთლიანად და სრულყოფილად არ იჭრება). ასე მაგალითად,როდესაც ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვხდებით, ინტიმურ დამოკიდებულებათა პრობლემისგადაჭრა გვიწევს, არჩევანი მათსა და მარტოობას შორის უნდა გავაკეთოდ. ამ დროს მუდმივპარტნიორთან ღია და სანდო, ერთგულ ურთიერთობებს (სიახლოვე) ვესწრაფვით. თუ ეს არგამოგვდის, შეიძლებაგანშორება ან განქორწინება (მარტოობა) მოხდეს. თუ ინტიმურობასა დამარტოობას შორის არჩევანის პრობლემა არ იჭრება, მაშინ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მთელიცხოვრების განმავლობაში კავშირი მხოლოდ შემთხვევით, შეუფერებელ პარტნიორებთანგვექნეს.შემდეგ მოყვანილია პროვნების განვითარების ყველა სტადია ერიქსონის თეორიისშესაბამისად.ადამიანური განვითარების რვა სტადია ერიქსონის მიხედვით1. ნდობა – უნდობლობა (ძუძუმწოვართა ასაკი), როდესაც ყრმას ძუძუთი კვებავენ,ეალერსებიან, ნანას უმღერიან, როდესაც მას უცვლიან საფენებს, იგი გებულობს, თუ როგორიზომით არის დაკმაყოფილებული მისი ძირითადი მოთხოვნილებები. თუ ბავშვები საკმაოდუსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მეტად აღარ ტირიან, როდესაც მათ ტოვებენ ისინი, ვინცმათზე ზრუნავს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ თავის სიცოცხლეში პირველი კრიზისიგადალახეს, მაგრამ გარშემომყოფთა მიმართ უნდობლობის რაღაც დონე მაინც რჩება, ვინაიდანკრიზისი ხშირად სრულყოფილად არ წყდება.2. ავტონომიურობა – სირცხვილი და ეჭვიანობა (1-2 წლები). ბავშვი სწავლობს ლაპარაკს დასიარულს. მისი ცოდნა გარემომცველ სამყაროზე ფართოვდება. სწორედ ამ პერიოდშიბავშვების მისწრაფება დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტისადმი დაუმორჩილებლობისაკენგანსაკუთრებით ნათლად ვლინდება. მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე მშობლები ცდილობენასწავლონ მათ ღამის ქოთანზე ჯდომა. როდესაც ბავშვს ამ ინტიმურ სფეროში ძალიან ბევრმოთხოვნას უყენებენ, იგი სირცხვილის და საკუთარი არასრულყოფილების ღრმა გრძნობასგანიცდის; ამით დამოუკიდებლობისა და გარემომცველ სინამდვილეში ორიენტირებისუნარისადმი მისწრაფებას საფუძველი ეცლება.3. ინიციატივა – ბრალეულობის განცდა (3-5 წლები). ამ პერიოდში ბავშვებში შეიმჩნევამოძრაობა, გადაადგილებებისადმი სწრაფვა, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის მუშაობა. ნათლადვლინდება მეტოქეობის სულისკვეთება და ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავებისsocium.ge16

society for a better societyგაცნობიერება. ყოველივე ამის შედეგად ბავშვი უპირისპირდება გარშემომყოფთ იმ მიზეზით,თუ როგორ შორს შეიძლება წავიდეს მისი ინიციატივა თავისი ახალი მოთხოვნილებებისდემოსნტრირებისას.4. შრომისმოყვარეობა – არასრულფასოვნება (უმცროსი სასკოლო ასაკი). ბავშვები სწავლობენინდივიდუალური ამოცანების შესრულებას, მაგალითად, კითხვას, ერთად შრომას, ჯგუფში კი– მთელი კლასის მიერ შესრულებულ მოქმედებებში მონაწილეობას. ისინი ამყარებენურთიერთობებს მასწავლებლებთან და სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ბავშვები იწყენებრეალური ცხოვრებისეული როლებისადმი ინტერესების გამოვლენას: იქნება ეს მეხანძრის,მფრინავის, ექთნის თუ სხვა, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მთავარი მნიშვნელობა აქვს თავის თავშიდარწმუნებულობის და კომპეტენტურობის განვითარებას, სწორედ ამ პერიოდში იწყებენბავშვები ზრდასრულთა ნამდვილი როლების ათვისებას (თავის წარმოსახვაშიკვლავწარმოებას). თუ ბავშვი ვერ შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას იგი თავსარასრულყოფილად იგრძნობს.5. ინდივიდუალობის ჩამოყალიბება (იდენტიფიკაცია) – როლური დიფუზია (სიყმაწვილე). ამპერიოდში ორ ძირითად ხდომილებას აქვს ადგილი. თავისი ფიზიკური განვითარებისშედეგად, ახალგაზრდა ადამიანები ხდებიან ზრდასრულნი და აქტიურ სექსუალურ ლტოლვასგანიცდიან; ამავე დროს, მათცხოვრებაში თავისი ადგილის არჩევა უხდებათ. ვაჟმა ან გოგონამუნდა გადაწყვიტოს, ისწავლოს კოლეჯში თუ იპოვოს შესაფერისი სამუშაო, აირჩიოსცხოვრების თანამგზავრი. ამ საქმეებში წარუმატებლობამ შეიძლება შესაფერისი სამუშაოს,პარტნიორების, მეგობრების შემდგომ არჩევანზე უარყოფითად იმოქმედოს.6. ინტიმურობა – მარტოობა (ზრდასრული პერიოდის დასაწყისში). ამ სტადიაზე ძირითადმნიშვნელობას იძენს ქორწინება, მზრუნველობა და ინტიმურ ურთიერთობათა სხვა სახეები.ადამიანები ცდილობენ და ესწრაფვიან დაამყარონ მუდმივ პარტნიორებთან გულწრფელი დასანდო ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება და ადამიანებიერთმანეთს შორდებიან ან განქორწინდებიან. თუ ინტიმურობასა და მარტოობას შორისარსებული კონფლიქტი ვერ პოულობს გადაჭრას, მაშინ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შემდგომშიადამიანი შევიდეს დროებით კავშირებში, რომლებიც მუდამ განხეთქილებითა დადაპირისპირებით დასრულდება.7. შემოქმედებითი აქტიურობა – უძრაობა (საშუალო ასაკი). ამ ეტაპზე ადამიანები ძირითადადითვისებენ განსაზღვრული სახის საქმიანობას და მშობლის ფუნქციებს. იგი პასუხს სცემსშემდეგ კითხვებს: რამდენად პატივმოყვარეა ესა თუ ის ადამიანი? ჩართულია თუ არა ის თავისსაქმიანობაში, მთლიანად იხარჯება თუ არა და რა მომენტიდან ავლენს იგი კარიერისადმიგანსაკუთრებულ ინტერესს? შეუძლია თუ არა მას მისცეს საზოგადოებას ახალი წევრები, შობოსsocium.ge17

society for a better societyდა აღზარდოს ბავშვები? როგორი წესით და ხერხით გადალახავს ის სამსახურში არსებულწარუმატებლობას ან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ არასასურველ პრობლემებს?8. სიმშვიდე – სასოწარკვეთილება (სიბერე). ამ სტადიაზე ადამიანები აჯამებენ თავიანთიცხოვრების განვლილ გზაზე მოპოვებულ შედეგებს. ზოგიერთი მათგანი მშვიდად ხვდებასიბერეს, სხვები კი სინანულს განიცდიან. ამ პერიოდში ადამიანი ახლებურად იაზრებსსაკუთარ ცხოვრებას. თუ ადამიანები ცხოვრებით კმაყოფილნი არიან, მაშინ მათ უჩნდებათგრძნობა იმისა, რომ ცხოვრების ყველა ეტაპი რაღაც ერთიან მთლიანობას შეადგენს. თუ არა,მაშინ სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.პიროვნების შეცვლაფსიქოლოგებმა შემოგვთავაზეს თეორია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთგანხილული თეორიიდან.ისინი თვლიან, რომ ზრდასრულთა სოციალიზაცია არ არის ბავშვთა სოციალიზაციისგაგრძელება; იგი წარმოადგენს ბავშვობაში ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური ტენდენციებისგადალახვის პროცესს. მართალია, ისინი იზიარებენ ფროიდის თვალსაზრისს, რომ ბავშვობაშიგადატანილი ტრამვები გადამწყვეტ გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე, მაგრამმიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მათი ნაწილობრივ გადალახვა. ზრდასრულ ადამიანებსდაკვირვებებისა და გაზრებების მეშვეობით შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ ბავშვობაშიათვისებული ზოგიერთი ცნება, არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მშობლები ყოვლისშემძლენი არ არიან, რომ გარემომცველ სინამდვილეს საქმე არ აქვს მათ სურვილებთან დაშიშებთან (თუმცა ბავშვობაში ისინი ფიქრობდნენ სხვაგვარად), დაბოლოს, ისინიაცნობიერებენ, რომ სრულებითაც არ არის აუცილებელი ავტორიტეტებისადმი მორჩილება.ისინი ასევე ასაბუთებენ, რომ ზრდასრულთა წარმატებული სოციალიზაცია დაკავშირებულიაავტორიტეტულ პირთა ყოვლისშემძლეობისა და იმის შესახებ არსებული რწმენისთანდათანობით გადალახვასთან, რომ სხვები ვალდებულნი არიან იზრუნონ თქვენსპრობლემებსა და საჭიროებებზე. საბოლოოდ კი ყალიბდება ავტორიტეტებისადმი უფრორეალისტური რწმენა, უნდობლობის რაციონალური ზომით და გაგება, რომ ადამიანებითავიანთ თავში აერთიანებენ როგორც ღირსებებს, ისე ნაკლოვანებებს. ბავშვური მითებისგანგანთავისუფლებისას, ადამიანები უფრო მომთმენნი, გულუხვნი და კეთილნი ხდებიან.საბოლოო ანგარიშში პიროვნება მნიშვნელოვნად დიდ თავისუფლებას იძენს.socium.ge18

society for a better societyრესოციალიზაციაპრინციპი, რომლის თანახმადაც პიროვნების განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზეაღმავალი ხაზით მიემართება და იგება გავლილის დამაგრებისა და განმტკიცებისსაფუძველზე, არ არის გადაულახავი. მაგრამ პიროვნების ადრე ჩამოყალიბებული თვისებები,არ არის გამარადისებული ქვაში. რესოციალიზაცია ეწოდება ახალი ღირებულებების,როლების, უნარ- ჩვევების ათვისებას ძველი, ადრინდელი, არასაკმარისად ათვისებული ანუკვე მოძველებული როლების ნაცვლად. რესოციალიზაცია საქმიანობის მრავალ სახეს მოიცავს– კითხვის უნარის გაუმჯობესებიდან დაწყებული და მუშათა პროფესიული გადამზადებითდამთავრებული. ფსიქოთერაპიაც ასევე რესოციალიზაციის ერთერთი ფორმაა. მისიზემოქმედების ქვეშ ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ თავიანთ კონფლიქტებში და ამ გაგებისსაფუძველზე თავიანთი საქციელი და ქცევა შეცვალონ.ხანდაზმულთა სოციალიზაციაამ ბოლო წლებში სოციოლოგებმა სოციალიზაციის კიდევ ერთი ტიპის: ხანდაზმულთასოციალიზაციის შესწავლა დაიწყეს. სიბერისადმი შეგუება აუცილებელი და სავალდებულოარაა წარმოადგენდეს ზრდის პროცესს. პიროვნების განვითარება შეიძლება შეწყდეს, ან უკანაცკი დაეშვას ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესუსტებისა დადაქვეითების გამო, რაც ძალიან ხშირად ხდება მოხუცებულობაში. ზოგიერთი ხანდაზმულიადამიანი ჯანმრთელობის შერყევის, ფინანსური სიძნელეების და ემოციური განცდების გამოწყვეტს აქტიური როლის თამაშს საზოგადოებაში. ეს ტენდენცია დიდ შიშსა და განგაშს იწვევსაშშ-ში და სხვა ქვეყნებში. საზოგადოებაში, სადაც დიდი პატივით ეპყრობიან ტრადიციებს,მაგალითად იაპონიაში, მოხუცებულნი დიდი პატივით სარგებლობენ; ამერიკაში კიხანდაზმულ ადამიანებს,,ბედის ანაბარა ტოვებენ", როდესაც პენსიაზე გადიან – ისინიმოულოდნელად სრულიად არასაჭირონი ხდებიან საზოგადოებისთვის.ზოგი სოციოლოგი თვლის, რომ ამერიკელთა სოციალიზაცია ხანდაზმულ ასაკში ძლიერარაეფექტურია. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ იმ დროს, როდესაც სოციალიზაციისსხვაეტაპები ასოცირდებიან ისეთ საზეიმო რიტუალებთან, როგორიცაა კონფირმაცია, დიპლომისგადაცემის ცერემონია, ქორწილი და ა.შ. ხანდაზმულ ასაკში ცხოვრებას ალამაზებენ მხოლოდიშვიათად აღნიშნული დაბადების დღეები და პენსიის ყოველთვიური მიღება. ამიტომადამიანები უხალისოდ ემორჩილებიან დამდგომ სიბერეს, ნაცვლად იმისა, რომ მიღონ იგი,როგორც ცხოვრების ახალი და განუმეორებელი ეტაპი. გარდა ამისა, წინამორბედ ეტაპებზეცხოვრებას სულ ახალი სიხარული და სიკეთეები მოაქვს – შემოსავლების გაზრდა,socium.ge19

society for a better societyძალაუფლება, სასიყვარულო თავგადასავლები, ხანდაზმულ ასაკში კი ადამიანი ძირითადადდანაკარგებს მოელის. ნაცვლად იმისა, რომ შევიდნენ ახალ საზოგადოებრივ ჯგუფებშიხანდაზმული ადამიანები სულ უფრო მარტონი რჩებიან – მათი შვილები დამოუკიდებელცხოვრებას იწყებენ, მეგობრები კვდებიან, საღამოობით მათ უკვე ეშინიათ სახლიდან გასვლა.ხანდაზმულთა სოციალიზაცია კიდევ იმით განსხვავდება ცხოვრების სხვა ეტაპებზესოციალიზაციისაგან, რომ ხანდაზმულ ადამიანთა როლები ნათლად და მკაფიოდგანსაზღვრული არ არის. ქვრივი უკვე ცოლი არ არის, პენსიაზე გასული ჩინოვნიკი კი უკვეაღარ არის ვიცე-პრეზიდენტი. ქვრივისა და პენსიონერის მდგომარეობა არც კი შეიძლებაროლებად ჩაითვალოს, რამდენადაც ისინი ნაკლებ არიან დაკავშირებულნი განსაზღვრულნორმებთან და იდეალებთან.არ აქვთ რა ნათლად განსაზღვრული როლები, ხანდაზმული ასაკის ადამიანები ცდილობენ დაესწრაფვიან იმას, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ იმ საზოგადოებაში, სადაც ძალიანმაღალ შეფასებას აძლევენ ახალგაზრდულ ენერგიას. მოხუცებულთა ნამდვილი როლი ამსაზოგადოებაში ფრიად ბუნდოვანი რჩება. ადამიანები, რომელთა ცხოვრების მნიშვნელოვანინაწილი უკან დარჩა, არ სარგებლობენ განსაკუთრებული პრესტიჟით ან პატივისცემით.თუ ამერიკული საზოგადოება თავს არიდებს ხანდაზმულ ასაკში სოციალიზაციისპრობლემების გადაჭრას, მაშინ სიკვდილთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფროუარესად აქვთ საქმე, მათ ტაბუ ადევთ. განსხვავებით ირლანდიელებისაგან და ინდუსებისაგან(ალბათ ქართველებისგანაც ა. ბ.) რომლებიც დიდ სამგლოვიარო ცერემონიებს აწყობენმიცვალებულთა გასაპატიოსნებლად და იმქვეყნად გასამგზავრებლად, ამერიკელებიცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულიგანცდები. მხოლოდ ძალიან ცოტა რაოდენობის მოხუცებული ცხოვრობს თავის შვილებთანერთად. ისინი ხშირად ან მიუსაფართა სახლებში, ან საავადმყოფოს საწოლებში კვდებიან.გამოთხოვება ხდება სასაფლაოზე, სადაც დამკრძალავი ბიუროს გულგრილი მსახურნი თხრიანსამარეს ან განსვენებულის კრემაციას ახდენენ.ჩვენს შფოთსა და დაძაბულობას სიკვდილის პირისპირ დგომისას ადასტურებს საავადმყოფოსპალატებში ჩატარებული გამოკვლევები. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც სიკვდილს„ნორმალურ მოვლენად“ თვლიან, იყენებენ სპეციალურ ჟარგონს, რათა ამ ხდომილებისემოციური ზემოქმედება შეამსუბუქონ. მაგალითად სიტყვით DOA (Dეად ონ არრივალ -საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა). ისინი აღნიშნავენ იმ ადამიანს, რომელიცსაავადმყოფოში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. გარდაცვლილ პაციენტებს მაშინვე ასვენებენპალატიდან და მორგში გადაჰყავთ.ცოცხლები სავსებით არ არიან მზად სიკვდილისათვის. დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებიიყენებენ განსაკუთრებულ ენას, საუბრობენ რა მიცვალებულის, სხეულის, მემკვიდრეებისა დაsocium.ge20

society for a better societyდასაკრძალავი ცერემონიების შესახებ. დაკრძალვის ორგანიზაცია ძირითადად ხორციელდებამოსამსახურეთა მიერ, რომელთაც შეხებაც კი არ აქვთ გარდაცვლილის ოჯახთან.გარდაცვლილთან გამოთხოვების ცერემონია დიდხანს არ გრძელდება და ამიტომ ეს რიტუალიემოციურ ძალას და სიღრმეს მოკლებულია. ნათელია, რომ საზოგადოება მხოლოდ მოიგებდა,თუ მასში დამკვიდრდებოდა სიკვდილისადმი მზადების და ცხოვრებიდან წასვლის უფროჰუმანური და გონიერი წესები და საშუალებები.სოციალიზაციის აგენტებიმშობლები, მეგობრები, მწვრთნელები, სულიერი მოძღვარნი, დამრიგებლები, მეწარმენი დასხვა ადამიანები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ჩვენ ავითვისოთ სოციალური როლებიდა ვესწრაფოთ მათ აღსრულებას ცხოვრებაში. ინსტიტუტებს, ცალკეულ ადამიანებს დაჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალიზაციას, სოციალიზაციის აგენტებად იწოდებიან.ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა, მაგრამ განსაზღვრულ ეტაპებზე სხვადასხვა აგენტებიასრულებენ განსაკუთრებულ როლს.ჩვილობის, ყრმობის წლებიგანსხვავებით სხვა დონის ძუძუმწოვრებისაგან, რომლებიც არსებობისა და გადარჩენისთანშობილ უნარებს ფლობენ, ადამიანური არსებანი (განსაკუთრებით ჩვილები) საჭიროებენსხვა ადამიანთა მზრუნველობას, რომლებიც მათ აჭმევენ, აცმევენ და სიცივისაგან იცავენ. ასევეიმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდნენ, ჩვილებს ასევე აუცილებლადესაჭიროებათ იმის მუდმივი გრძნობა, რომ ისინი უყვართ განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლოწლებში.დეპრივაცია. დეპრივაციის ანუ მშობლიურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისმდგომარეობის გამოკვლევები თვალსაჩინოდ მოწმობენ იმას, თუ როგორ ესაჭიროებათ ამგვარიმზრუნველობა და სიყვარული ბავშვებს. იმ ბავშვთა ქცევები, რომლებიც ჩაკეტილნი ანმშობლებისაგან მიტოვებულნი იზრდებოდნენ, გვიმტკიცებს, რომ მზრუნველობის არარსებობაგავლენას ახდენს ბავშვების სოციალური ჩვევების გამომუშავებაზე და სწავლების უნარებზე.ანა იყო უკანონოდ დაბადებული ბავშვი (ბუში), რომელსაც დედა გამუდმებით ჰკეტავდაოთახში და მარტო ტოვებდა. თუმცა დედა კვებავდა მას, იგი იშვიათად აბანავებდა დაეფერებოდა და თითქმის არ ელაპარაკებოდა გოგონას. როდესაც ანა ექვსი წლის გახდა, იგიუცხო ადამიანებმა იპოვეს. გოგონას ამ ასაკში არ შეეძლო სიარული. იგი გაგზავნეს ბავშვთასახლში, ხოლო შემდეგ კი – სპეციალურ სკოლაში სწავლობდა. ოთხი წლის შემდეგ გოგონაsocium.ge21

society for a better societyგარდაიცვალა – აქამდე მან მოასწრო დაესწავლა ბურთით თამაში, ჩაცმა და მარტივიდავალებების შესრულება, მაგრამ ჭამისას მას მხოლოდ კოვზის გამოყენება შეეძლო, ხოლომისი მეტყველება – ორი წლის ბავშვის დონეზე დარჩა.კამალა ე.წ. მაუგლი იყო. იგი ინგლისელმა მისიონერებმა აღმოაჩინეს ინდოეთში, როდესაც რვაწლის იყო. ითვლებოდა, რომ მშობლებმა იგი მიატოვეს მაშინ, როდესაც ჩვილი და უსუსურიიყო და გოგონა მგლებს შორის გაიზარდა. შეიძლება სინამდვილეში გოგონა არც კი გაზრდილამგლებში, მაგრამ იგი ემოციურ დეპრივაციას განიცდიდა. იგი შიშველი დადიოდა და უმ ხორცსჭამდა. როდესაც მისიონერებმა იგი იპოვეს, გოგონა ძალიან მტრულად ეპყრობოდა სხვაადამიანებს. შემდგომ მთელი რვა წლის განმავლობაში მან მისიონერთა სკოლაში სწავლისასსაკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მან შეისწავლა სიტყვათა მარტივი ნაკრების გამოყენება დასხვადასხვა გრძნობების გამოხატვა სხვა ადამიანების მიმართ, ისწავლა ტანსაცმლის ტარება დამომზადებული საკვების მოხმარება და მირთმევა, მაგრამ კითხვის დასწავლა და მეგობრულიდამოკიდებულების ხანგრძლივი შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო.მესამე გოგონა იზაბელაყრუ-მუნჯი ქალის უკანონო შვილი იყო, რომელიც მას იმ ოჯახისგანმალულად ინახავდა, სადაც იგი მსახურად მუშაობდა. იზაბელა არ ყოფილა ისე მკაცრადიზოლირებული, როგორც ანა. დედა მასზე ზრუნავდა და ნიშნების ენას ასწავლიდა. როდესაცადამიანებმა გოგონა ექვსი წლის ასაკში აღმოაჩინეს, იზაბელამ მხეცური შიში და მტრობაგამოავლინა. ორი წლის განმავლობაში იგი ინტენსიურად სწავლობდა და საკმაოდ ჭკვიანი დამხიარული ბავშვი აღმოჩნდა, მისი ქცევაც სავსებით ნორმალური გახდა. დედასთანურთიერთობის, აგრეთვე სხვა ადამიანთა მხრივ განსაკუთრებული ყურადღებისა დამზრუნველობის წყალობით, იზაბელამ თავიდან აიცილა ანასა და კამალას ბედი.ჰოსპიტალიზმი. სოციალური იზოლაციის მოყვანილი მაგალითები ამტკიცებს და მოწმობსპატარა ბავშვებისათვის თუნდაც მინიმალური ადამიანური ურთიერთობის უზარმაზარმნიშვნელობას. ასეთი ურთიერთობის არარსებობა ჰოსპიტალიზმის მიზეზი ხდება, რომელიცთავის მხრივ მიუსაფარ ბავშვთა სახლების გულგრილი ვითარებისათვის დამახასიათებელცუდ და საზიანო შედეგებს იწვევს, სადაც ბავშვები მშობლიურ ალერსსა და სიყვარულს არიანმოკლებულნი. სოციოლოგებმა ჰოსპიტალიზმის სერიოზული გამოკვლევა ჩაატარეს. ისინიერთმანეთს ადარებდნენ იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც განსხვავებულ ბავშვთადაწესებულებებში იზრდებოდნენ. პირველი პატიმარ დედათა შვილებისათვის განკუთვნილიბაგა იყო. მეორე – ბავშვთა სახლი, რომლებშიც მშობლებისგან სამუდამოდ მიტოვებულიბავშვები იზრდებოდნენ. ორივე საბავშვო დაწესებულებაში ბავშვები იზრდებოდნენსისუფთავეში, სრულფასოვნად იკვებებოდნენ და კარგ სამედიცინო მომსახურეობასაციღებდნენ. ძირითადი განსხვავება ბავშვებზე ინდივიდუალურ მზრუნველობასთან არისდაკავშირებული. ბავშვთა სახლში უფროსი მედდა და მისი სამი თანაშემწე ასწავლიდნენდედებს ბავშვების ძუძუთი გამოკვებას და საკუთარი ბავშვების მოვლას.socium.ge22

society for a better societyორი დაწესებულების ბავშვების შედარებამ საოცარი განსხვავება გამოავლინა. დაბადებიდანსამი თვის შემდეგ ბავშვთა სახლში ძალიან იზრდებოდა ავადმყოფობისა და სიკვდილიანობისდონე. ისინი ჩამორჩებოდნენ ფიზიკური და გონებრივი განვითარებითაც, ხოლო ბავშვები,რომლებიც ბაგაში იზრდებოდნენ, მნიშვნელოვნად ჯანმრთელნი და აქტიურნი იყვნენ. ისინიგაცილებით ადრე იწყებდნენ ლაპარაკს. გაკეთდა დასკვნა, რომ ზრდასრულ ადამიანებთანმჭიდრო და ახლო კონტაქტები იყო ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ბაგაში ბავშვების კარგჯანმრთელობას და განვითარებას ხელს უწყობდა.მაიმუნის ჩვილებზე ჩატარებული გამოკვლევაც ასევე ადასტურებს უფროსების მხრივგამოხატული მზრუნველობისა და სითბოს მნიშვნელობას მათ ნაშიერთა ადრეულიგანვითარების ეტაპზე. ჩატარებული კვლევისას მაიმუნების ჩვილები ორი ტიპის სუროგატდედას (დედის შემცვლელს) იღებდნენ. პირველი დედა იყო ხელოვნური მაიმუნი, რომელიცფაფუკი და რბილი შალის ქსოვილით იყო შეკერილი; მეორე კი წარმოადგენდა მავთულებისგანშექმნილ წარმონაქმნს, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფდა მაიმუნის ნაშიერთ რძით.როდესაც პატარა მაიმუნები მაძღარნი იყვნენ, ისინი მთელ დროს ,,რბილ დედას” ეკვროდნენ,რომლის გვერდითაც ისინი შეიგრძნობდნენ სითბოს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ,მაიმუნები, რომლებსაც ურთიერთობა მხოლოდ ,,მკაცრ დედასთან” (მავთულებისგანგაკეთებულ სუროგატთან) ჰქონდათ, ძალიან აგრესიულები გაიზარდნენ და აგდებულად დაცივად ექცეოდნენ თავის საკუთარ ნაშიერთ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც. ის მაიმუნები,რომლებიც შალისაგან შეკერილი ,,დედის” მიერ თბებოდნენ, უფრო გულისხმიერნი,ყურადღებიანი და მზრუნველნი გაიზარდნენ თავიანთი ნაშიერის მიმართ.ჩვილ ბავშვებში ასევე ყალიბდება მეტად თუ ნაკლებ მჭიდრო ურთიერთობები უფროსებთან,რომლებიც მათზე ზრუნავდნენ. ესენია მშობლები, და-ძმები, ნათესავები, ძიძები, ოჯახისმეგობრები. ეს ადამიანები ჩვილი ბავშვის ცხოვრებაში სოციალიზაციის ძირითადი აგენტებიხდებიან. ამ პერიოდში სოციალიზაციის მიზანია ჩამოუყალიბოს ბავშვს სხვა ადამიანებისმიმართ სიყვარულის მოტივაცია, რომელიც მათდამი ნდობას, მოსმენასა და სასიამოვნო რაიმესკეთების სურვილში გამოიხატება.ბავშვობა და სიჭაბუკე (ახალგაზრდობა)სამიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვზე სოციალიზაციის ისეთი დამატებითი აგენტები ახდენენგავლენას, როგორებიცაა: მასწავლებლები, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ლიდერები, ახალიმოსული ძიძები. ამ დროში არა მხოლოდ სოციალიზაციის აგენტების რაოდენობა იზრდება,არამედ მათი მოქმედებების პროგრამებიც იცვლება. სულ უფრო დიდი ზეწოლა ხდებაშემეცნებითი და აზროვნებითი ჩვევების გამომუშავებაზე. ბავშვი სწავლობს ასოებისა დარიცხვების გამოყენებას, ითვისებს წესების რთულ სისტემას. როდესაც ბავშვები აღწევენsocium.ge23

society for a better societyსიმწიფეს, მაშინ მათი სოციალიზაციის მთავარი აგენტები არა მშობლები, არამედ თანატოლებიშეიძლება აღმოჩნდნენ.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. დღევანდელ საზოგადოებაში ბავშვებიმნიშვნელოვნად დიდი ზომით საზოგადოებაში ქცევის წესებს და როლებს ითვისებენსატელევიზიო გადაცემებიდან, გაზეთებიდან, ფილმებიდან და მასობრივი ინფორმაციის სხვასაშუალებებისაგან; მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებებში წარმოდგენილი სიმბოლურიშინაარსები სოციალიზაციის პროცესზე ღრმა გავლენას ახდენენ, ხელს უწყობენ რაგანსაზღვრული ღირებულებებისა და ქცევის ნიმუშების ფორმირებას მოზარდებში.ნამდვილად, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ტელევიზიის როგორც სოციალიზაციისაგენტის ზემოქმედება ისევე დიდია, როგორც მშობლების გავლენა. ეს ფაქტი მრავალიმშობლის გაოცებას იწვევს. ტელევიზია არის მასობრივი ინფორმაციის ყველაზეგავრცელებული საშუალება. ორიდან თერთმეტ წლამდე ბავშვები ტელევიზიასთანსაშუალოდ კვირაში 27.6 საათს ატარებენ.საშუალო სკოლის დამსრულებელმა უკვე მოასწრო საშუალოდ დაახლოებით 15 ათასი საათიდაეხარჯა ტელეგადაცემების ნახვაზე (აქ შედის, ყველა დანარჩენის გარდა, დაახლოებით 350ათასი სარეკლამო განცხადება და 18 ათასი მკვლელობა). ერთადერთი, რასაც ჯერ კიდევ დიდიდრო უჭირავს ბავშვის ცხოვრებაში – ეს ძილია.სატელევიზიო გადაცემები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. ზოგიერთი პროგრამა –მეცნიერულ-პოპულარული ფილმები, კლასიკური რომანების სატელევიზიო დადგმები,საგანგებო გადაცემა-გამოშვებები, მრავალი ხდომილებების მომცველი დოკუმენტურიფილმები– ერთნაირად სასარგებლოა ბავშვებისა და მშობლებისთვისაც, რადგან აფართოებს მათ ცოდნასსამყაროს შესახებ. ამ გადაცემების წყალობით ბავშვები აღიქვამენ იმ როლურ მოდელებს,რომლებიც მათთვის უცნობ სოციალურ გარემოში ჩამოყალიბდნენ.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შეიძლება არა მხოლოდ ინფორმაციისგასავრცელებლად, არამედ რეკლამის მიზნითაც იქნეს გამოყენებული. როდესაც ჩვენგვაჩვენებენ წარსულში ცნობილ სპორტსმენს ავტომატური ყავის მადუღით ხელში ანახალგაზრდა ტანმოვარჯიშეს, რომელიც კარგ ნახტომს აკეთებს, მას შემდეგ, რაც გემოგაუსინჯა სიმინდის ბურბუშელას, ჩვენ ქვეცნობიერად აღვიქვამთ ზოგიერთი როლისა დაროლური მოდელის უპირატესობას.ტელევიზიას შეიძლება ნეგატიური ეფექტებიც ჰქონდეს. გამოკვლევებმა გამოავლინეს მყარიკავშირი სატელევიზიო გადაცემების ნახვასა და აგრესიულ ქცევებს შორის. თვით მაშინაც კი,როდესაც როლური მოდელები არ არის წარმოდგენილი სარეკლამო რგოლში, მათიsocium.ge24

society for a better societyზემოქმედებით შეიძლება ახალი მოთხოვნილებები და მოლოდინები ჩამოყალიბდეს. როდესაცმშობლებს ბავშვები მიჰყავთ სუპერმარკეტში, ისინი თავს აბეზრებენ მშობლებს, რათატელევიზიის მიერ რეკლამირებული საქონელი შეიძინონ.რა ზომით ახდენს მასობრვი ინფორმაციის საშუალებები გავლენას ქცევის შეცვლაზე?ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ განამტკიცებენ უკვე პოპულარობამოპოვებულ იდეებს: ადამიანები მუდამ იმ ფაქტებს აღიქვამენ და იმახსოვრებენ, რომლებიცმათ საკუთარ აზრებს განამტკიცებენ. სხვები კი თვლიან, რომ მასობრივი ინფორმაციისსაშუალებები, სპორტული თამაშების ტრანსლაციის გადაცემების ჩათვლით, ცუდ გავლენასახდენენ ახალგაზრდა ადამიანებზე, ახალისებენ და აქეზებენ რა მათ თავშეუკავებელ ქცევებსდა ისეთი სასარგებლო საქმეებისაგან წყვეტენ, როგორებიც კითხვა და ერთმანეთს შორისურთიერთობაა.სკოლა. სკოლაში არა მხოლოდ წერა-კითხვას და არითმეტიკას ასაწავლიან, არამედსაზოგადოებრივი ღირებულებების შესახებ წარმოდგენებსაც გვაძლევენ. ამერიკელიმოსწავლეები ჯერ კიდევ მაშინ სწავლობენ ერთგულების ფიცს ზეპირად, როდესაც ჯერ კიდევვერ იგებენ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ფიცი“ და „ერთგულება“, პატრიოტული იდეების ათვისებამანამდე ხდება, სანამ მათ მასში ეჭვის შეტანის უნარი განუვითარდებათ. გარდა ამისა, სკოლაშიბავშვები თავდაუზოგავი შრომის, კერძო საკუთრების, ოჯახის, დემოკრატიის, კანონიერებისადა მართლწესრიგის დაფასებას სწავლობენ. ამგვარად, ხორციელდება მომავალიკეთილგონიერი მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც მზად არიან და სურთ კიდეც დაიცვან იმსაზოგადოების ღირებულებები, რომელშიც შედიან. სკოლა ესაა საზოგადოება მინიატურაში –სწორედ აქ ხდება ბავშვის პიროვნების და მისი ქცევების ფორმირება. სკოლა ესწრაფვისბავშვების გაერთიანებას, განტევების ვაცის მათეულ ძიებებს და ანტისაზოგადოებრივიქცევების სხვა გამოვლინებებს უპირისპირდება. ბევრ რაიმეში ეს გვაგონებს, თუ როგორ ხდებადიდ სოციუმში წესების დადგენა, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში ქცევებსარეგულირებენ.რამდენადაც სკოლაში განხორციელებული სოციალიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებაოჯახური აღზრდისაგან, ამდენად ოჯახიდან სკოლაში გარდამავალი პერიოდი შეიძლებასიძნელეებთან იყოს დაკავშირებული.სკოლა თავისი არსის მიხედვით აღიქმება როგორც უსულო დაწესებულება ცივი, გულგრილივითარებით და ავტორიტარული ძალაუფლებით, რომლებიც უცხოა ოჯახში აღზრდილიბავშვისთვის. როდესაც კლასში 30 ან 40 მოსწავლეა, მასწავლებელს არ შეუძლია იყოს ისეთივენაზი და ალერსიანი, როგორც მშობლებს. ბავშვებმა ასევე უნდა ისწავლონ იმასთან შეგუება,რომ ისინი უკვე ხდებიან დიდი კოლექტივის და ერთად მოთამაშე სამი-ოთხი ბავშვისაგანშემდგარი პატარა ჯგუფის წევრები. დაბოლოს, ვითარება კლასში მნიშვნელოვნადsocium.ge25

society for a better societyგანსხვავდება ოჯახური ვითარებისაგან კლასში მერხები ხშირად მყარ რიგებად არისდალაგებული. ბავშვებმა ნებართვა უნდა მითხოვონ, რათა გაკვეთილის დროს ტუალეტშიგავიდნენ. თამაში მხოლოდ შესვენებებზე შეუძლიათ. ოჯახსა და სკოლას შორის არსებული ამგანსხვავებებისადმი შეგუება – სოციალიზაციის პროცესის და დიდ საზოგადოებაშიცხოვრებისათვის სამზადისის ნაწილია.სოციალიზაციის ფსიქოლოგიაროგორ ხორციელდება ბავშვთა სოციალიზაცია? არავის ძალუძს ამ კითხვაზე ამომწურავიპასუხის გაცემა, მაგრამ ოთხი ფსიქოლოგიური მექანიზმის (იმიტაციის, იდენტიფიკაციის,სირცხვილისა და ბრალის განცდები) ანალიზი მოცემული პროცესის არსების ახსნაში ძალიანდაგვეხმარება.იმიტაცია ეწოდება ბავშვის მიერ ქცევის განსაზღვრული მოდელის კოპირების შეგნებულ-გაცნობიერებულ მისწრაფებას. იმიტაცია არ იზღუდება იმით, რომ მაგალითად, ბავშვიცდილობს პურის გამოცხობას, ხედავს თუ როგორ აკეთებს ამას მამამისი; შესაძლოა, 30 წლისშემდეგ, იგი თავად გახდეს მამა და თავისი მამის მსგავსად ასწავლოს შვილს პურის ცხობა.ზოგჯერ იმიტაცია ცხოვრების არასასიამოვნო მხარეებთან არის დაკავშირებული –ჩვეულებრივ ბავშვების შეურაცხმყოფელი უფროსები თავად იყვნენ დამცირებულნი დაშეურაცხყოფილნი უფროსების მიერ ბავშვობაში.როგორც წესი, მიბაძვის ნიმუში პირველ რიგში მშობლები ხდებიან, მაგრამ ბავშვებს მაგალითიმასწავლებლიდან ან სხვა ძალაუფლების მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებისგან შეუძლიათაიღონ, თუ მასა და ამ ადამიანებს შორის თბილი მორალური ურთიერთობები დამყარდა.ბავშვებს ასევე აქვთ მიდრეკილება გადაიღონ მისი დამსჯელი უფროსების ქცევები და მიბაძონმათ. თუ მასწავლებელი გოგონას აყენებს კუთხეში, მაშინ სახლში დაბრუნებისას, მან შეიძლებათავისი სათამაშო თოჯინა საკუჭნაოში ჩაკეტოს.ზოგჯერ უფროსები თხოვენ ბავშვებს ყურად იღონ მათი რჩევები და არ გააკეთონ ისე, როგორცამას თავად უფროსები აკეთებენ. ბავშვები მხოლოდ მაშინ შეისმენენ ამ რჩევებს, თუ უფროსებიმათდამი თბილ და ნეიტრალურ დამოკიდებულებებს ავლენენ. მაგალითად, სანამ ბავშვებსუყვართ და აფასებენ მამას, მას ძალუძს ხელი ააღებინოს ბავშვებს სიგარეტის მოწევისგანზრახვაზე, თვით მაშინაც კი, როდესაც თვითონ მას არ ძალუძს ამ ჩვევისაგან თავის დაღწევა.იდენტიფიკაცია ეწოდება ბავშვების მიერ მშობელთა ქცევების, განწყობილებების დაღირებულებების, როგორც საკუთარის ათვისების წესსა და ხერხს. ბავშვები აღიქვამენ დაიღებენ მშობლების და აგრეთვე იმ ადამიანების თავისებურებებს, რომელთანაც მჭიდროდარიან დაკავშირებულნი. მაგალითად, თუ თქვენმა დედამ ადვოკატის პროფესია თავის დროზეsocium.ge26

society for a better societyიმიტომ აირჩია, რომ ღრმად სწამს, რომ ღარიბები და გაჭირვებული ადამიანები დაცვის ღირსნიარიან, თქვენ შეიძლება მიბაძოთ მის მაგალითს და გახდეთ იურისტი ან ღარიბთადახმარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა მიიღოთ.იმიტაცია და იდენტიფიკაცია – პოზიტიური მექანიზმებია, რადგან გარკვეული ქცევისჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სირცხვილი და დანაშაული (ბრალეულობა) ნეგატიურიმექანიზმები, რამდენადაც ისინი კრძალავენ განსაზღვრულ ქცევას ან თრგუნავენ მას.სირცხვილისა და ბრალის გრძნობები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული,ფაქტობრივად ისინი ბევრ რაიმეში ემთხვევიან ერთმანეთს. თქვენ განიცდით სირცხვილისგრძნობას, თუ თქვენ წაგასწრებენ ,,დანაშაულის ადგილზე”, როდესაც ნებართვის გარეშეიღებთ თასიდან ნამცხვარს; თქვენ თავს დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობთ.სირცხვილი ჩვეულებრივ ასოცირდება გრძნობასთან, რომ თქვენ გამხილეს და შეგარცხვინეს.ბრალის, დანაშაულის გრძნობებიც იგივე განცდებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აქლაპარაკია საკუთარი თავის დასჯაზე. არ აქვს მნიშვნელობა, დაგიჭირეს თუ არა თქვენ,,დანაშაულის ადგილზე”, თქვენ მაინც გრძნობთ დამნაშავედ თავს იმაში, რომ მოიპარეთნამცხვარი – ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ გტანჯავთ და გქენჯნით საკუთარი სინდისი.იმიტაციისა და იდენტიფიკაციის მსგავსად, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობებიდიდხანს ნარჩუნდება ადამიანის სულში. მაგალითად, თუ პატარა გოგონა დასაჯეს იმისათვის,რომ იგი მეზობლის ბიჭთან ,,ექიმობანას” თამაშობდა, მაშინ, შესაძლებელია, როდესაცგაიზრდება, მისთვის სექსი რაღაც დროის განმავლობაში სირცხვილისა და დანაშაულისგრძნობებთან აღმოჩნდეს დაკავშირებული.სოციალიზაცია: ერთი პროცესი თუ რამდენიმე?ოთხი ფსიქოლოგიური მექანიზმის – იმიტაციის, იდენტიფიკაციის, სირცხვილისა დადანაშაულის – ანალიზი ბავშვების სოციალიზაციის პროცესის შესახებ ზოგად წარმოდგენასგვაძლევს. ახლა კი განვიხხილოთ, როგორ ზემოქმედებენ მასზე კლასობრივი, რასობრივი,ეთნიკური და კულტურული განსხვავებულობანი.კლასობრივი განსხვავება. იტალიური და ამერიკული ოჯახების მელვინ კონის მიერჩატარებულმა კროს-კულტურულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კლასობრივი განსხვავებასერიოზულ გავლენას ახდენს სოციალიზაციის პროცესზე. საზოგადოების საშუალო ფენებიდანგამოსულ მშობლებს ავტორიტეტისა და ძალაუფლებისადმი მოქნილი და რბილიდამოკიდებულება აქვთ. ისინი თავიანთ ბავშვებს ასწავლიან ფაქტების გააზრებას დაგადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, ასევე ახალისებენ27socium.ge

society for a better societyმეტოქეობისა და შეჯიბრებითობის მათეულ უნარებს. მუშების ოჯახში ამჯობინებენ ბავშვებსჩაუნერგონ გარეგანი ავტორიტეტისა და ძალაუფლებისადმი მორჩილების მზაობა; აქ დიდმნიშვნელობას აძლევენ თავაზიანობისა და მორჩილების დამაჯერებლობას. მუშათა ოჯახისდედები თვლიან, რომ მამის როლი ოჯახში ძირითადად დისციპლინისა და წესრიგისდამყარებაში გამოიხატება; საშუალო ფენის ოჯახის დედებს კი მიაჩნიათ, რომ მამები პირველრიგში თავიანთ ოჯახებზე და არა თავისი ძალაუფლების გამოვლენაზე უნდა ზრუნავდნენ.სოციალიზაციაზე გავლენის მქონე ამ კლასობრივი განსხვავების მიზეზთა გამოსავლენად,კონმა საშუალო ფენისა და მუშათა კლასის წარმომადგენლების საქმიანობის სპეციფიკაგააანალიზა. მან დაადგინა, რომ მამები, რომლებიც თავისუფალი პროფესიებისწარმომადგენლები, მაგალითად მოქანდაკე ან რეპორტიორი იყვნენ, როგორც წესი,ისწრაფოდნენ თავიანთ შვილებში ინიციატივიანობისა და თავისუფალი აზროვნებისაკენმისწრაფება აღეზარდათ. მამები კი, რომლებიც მკაცრი კონტროლის ქვეშ მუშაობდნენ, მაგ.ამწყობი ხაზების მუშები, ბავშვებშიკონფორმიზმისაკენ მიდრეკილების განმტკიცებასუწყობდნენ ხელს. მსგავსი განსხვავება აგრეთვე დამახასიათებელია მამებისათვის, რომლებიცერთი მხრივ გონებრივი, ხოლო მეორე მხრივ – ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი.კონფორმიზმისა და თავისუფალი აზროვნებისადმი დედების დამოკიდებულებამმათიქმრების სამუშაოს ხასიათთან მჭიდრო კავშირი აჩვენა. კონმა დაასკვნა: მცირე განსხვავებაიტალიურ და ამერიკულ შერჩევებს შორის აიხსნება იმით, რომ კლასობრივი კუთვნილებისგავლენა სოციალიზაციაზე კულტურული ფაქტორების გავლენას აღემატება.XX საუკუნის 30-იან წლებში ამერიკული ოჯახების ჩატარებულმა გამოკვლევებმასოციალიზაციის პროცესზე კლასობრივი განსხვავებების ზემოქმედების შესახებ დამატებითიმონაცემები მოგვცა. ღარიბ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები უფრო მეტად ცდილობდნენ თავადგამოემუშავებინათ საჭირო თანხები და დამოკიდებულნი არ ყოფილიყვნენ მშობლებზე, ვიდრეშეძლებული და მდიდარი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები. გარდა ამისა, ოჯახებში, სადაცმამა დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი იყო, ჩვეულებრივ იზრდებოდა დედისავტორიტეტი. იმავე დროს ძლიერდებოდა თითოეული სქესისათვის დამახასიათეებელიროლების შესაბამისი სოციალიზაცია: ბიჭები სამუშაოდ მიდიოდნენ, გოგონები კი სახლებშირჩებოდნენ და ოჯახურ საქმიანობას ეწეოდნენ. ასეთი ღარიბი ოჯახებიდან გამოსულიბავშვები უპირატესობას დედებს აძლევენ და ოჯახური კონფლიქტების დროს დედის მხარესდგებიან.რასობრივი და ეთნიკური განსხვავებები. კონმა (1969) აღნიშნა, რომ გარდა კლასობრივიგანსხვავებისა, სოციალიზაციაზე გავლენას რელიგია და რასა ახდენდა. მის მიერ ჩატარებულმაგამოკვლევამ აჩვენა, რომ კათოლიკების ოჯახში დედები უფრო მეტად ეწევიან კონფორმიზმისმხარდაჭერას და ახალისებენ მისდამი დამოკიდებულებას, ვიდრე პროტესტანტების ოჯახებში.socium.ge28

society for a better societyზუსტად ასევე ზანგურ ოჯახებში მამები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კონფორმიზმს,ვიდრე თეთრები.თუმცა ზანგი მამები მაღალ შეფასებას აძლევენ კონფორმიზმს, მათ ბავშვებს ადრეულიასაკიდანვე უჩნდებათ დამოუკიდებლობის მიდრეკილება. ზანგური გეტოს ბავშვებშიმკვლევარებმა უფროსებისადმი გასაოცარი უპატივცემლობა აღმოაჩინეს. ბავშვებსა დაზრდასრულ ადამიანებს შორის პოზიტიური დამოკიდებულებების არარსებობა იყო ზანგიბავშვების ძალიან ადრეული დამოუკიდებლობის მიზეზი: „ბავშვებს შეეძლოთ თავისუფლადემოძრავათ ქუჩებში უფროსების ზედამხედველობის გარეშე; ასევე მშვიდად შეეძლოთშერეოდნენ ნარკომანების, ლოთებისა და დამნაშავეების ბრბოებს, მათ არ აშინებდათმანქანებისა და მოტოციკლეტების სიმრავლე; ისინი თვითონ დადიოდნენ მაღაზიებში დაასრულებდნენ ზოგიერთ ოჯახურ ვალდებულებებს – ამზადებდნენ სადილებს, უვლიდნენუმცროს და-ძმებს, გვიდნენ ოთახებს. მათ იცოდნენ, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლებავუთხრათ სოციალური სამსახურის მუშაკებს, პოლიციელებს და ფინანსურ ინსპექტორებს.ჰარლემის ბავშვები ყველაფერ ამას დამოუკიდებლად აკეთებდნენ და ძალიან ცოტათი იყვნენუფროსებზე დამოკიდებულნი“ (სილვერსტაინი, კრეიტი 1975).რამდენადაც ეს ბავშვები უხეში ჩანდნენ და ხელისუფლებისადმი უნდობლობასაცგამოხატავდნენ, ამდენად მათ ავიწროებდნენ და მათ არსებობას სკოლაშიუგულვებელყოფდნენ, ამის გამო ისინი ცალ-ცალკე ჯგუფებად იყრიდნენ თავს; აქედანწარმოიშობოდა კიდევ უფრო დიდი რასობრივი განსხვავება შავი და თეთრკანიანი ბავშვებისსოციალიზაციაში.კულტურული განსხვავება. არაფერი გასაოცარი არ არის იმაში, რომ განსხვავებულიკულტურების საფუძველზე ჩამოყალიბდა სოციალიზაციისადმი ორიგინალური დათავისებური მიდგომები. ეს შეიძლება ერთი მაგალითით ავხსნათ.მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ და იაპონია ერთმანეთს ეომებოდნენ, ცნობილმაანთროპოლოგმა რუთ ბენედიქტმა შეისწავლა ბავშვების აღზრდის წესები აშშ-ში და იაპონიაში.მისი გამოკვლევა დამყარებული იყო მხატვრული ლიტერატურიდან, ბავშვების აღზრდისსახელმძღვანელოებიდან, გამოქვეყნებული დღიურებიდან და ა.შ. ამოღებულ მასალებზე(რასაკვირველია მას არ შეეძლო იაპონიაში წასვლა, რათა უშუალოდ აეღო ინტერვიუ დადაკვირვებოდა მშობლებსა და ბავშვებს რეალური ცხოვრების სიტუაციებში), მიუხედავადამისა, მან შეძლო საინტერესო დასკვნების გაკეთება.აშშ-ში პატარას თითქმის დაბადებისთანავე აჩვევენ მეტ-ნაკლებად მკაცრ დისციპლინას.ნათლად დადგენილია ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი; კვებისათვის დანიშნულ დროზეადრე გაღვიძებული პატარა იძულებულია ელოდოს, სანამ მშობლები არ დაიწყებენ მისგამოკვებას. ხშირად ისინი არც კი დახედავენ ბავშვებს დადგენილ დრომდე. განსაზღვრულsocium.ge29

society for a better societyასაკში ბავშვებს თავს ანებებინებენ ძუძუთი კვებას ან საწოვარას და ასწავლიან სხვა საკვებისმიღებას. იაპონიაში კი, პირიქით, პატარას კვებავენ ძუძუთი ნებისმიერ დროს, როდესაც ისმშიერია. უკვე დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დედა ყველგან დაატარებს პატარას, თვითაბაზანაში ბანაობისასაც კი. პატარას ძუძუს ჩვეულებრივ მაშინ ანებებინებენ თავს, როდესაცმეორე პატარა იბადება. მხოლოდ მონელების ფიზიოლოგიური პროცესების საკითხებში ორივეკულტურა თითქოსდა ცვლის ადგილებს; აშშ-ში პატარას უფლებას აძლევენ ჩაისველონ მთელიპირველი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც იაპონიაში უკვე პირველი თვეებიდანვეაჩვევენ ფიზიოლოგიური პროცესების საჭიროების მოთხოვნას. თუ პატარამ ვერ შეასრულამოთხოვნა, ჩაასველა ან ჩაისვარა, მას დედას აღარ აკარებენ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არმიიღებენ. სოციალიზაციის მნიშვნელოვანი ასპექტია სექსუალური როლების ათვისება.როგორც მე-11-ე თავში გავიგებთ, სექსუალური როლების შინაარსი განსხვავებულიასხვადასხვა კულტურებში. თუმცა კულტურათა უმრავლესობაში გოგონები უნდა იყვნენკეთილად აღზრდილნი, მორჩილნი და თავაზიანი, ხოლო ბიჭები დამოუკიდებლობისა დაწარმატებისაკენ უნდა ისწრაფვოდენ, სინამდვილეში სექსუალური როლები ძლიერგანსხვავდებიან ერთმანეთისაგან და მრავალსახეობით გამოირჩევიან. განსხვავება მათ შორისისეთი ფაქტორებითაა განპირობებული, როგორებიცაა საზოგადოების ეკონომიკურისტრუქტურა, ოჯახის სიდიდე, კულტურის იდეები.ეკონომიკურად განუვითარებელ საზოგადოებებში, სადაც ყველაფერი ფიზიკურ შრომაზეადამოკიდებული და ადამიანები ძირითადად ნადირობით ან მეცხოველეობით, მარცვლეულისმოყვანით არიან დასაქმებულნი, შრომის დანაწილება ქალებსა და კაცებს შორის ტრადიციულსტანდარტებს სავსებით შეესაბამება.საზოგადოებებში, სადაც ოჯახები დიდ ჯგუფებად არის წარმოდგენილი, კაცისა და ქალისროლი მკაცრად არის განსაზღვრული. ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება იმსაზოგადოებებში, სადაც კაცს რამდენიმე ცოლი ჰყავს. თუ ერთი მათგანი ავად არის ან ამა თუიმ მიზეზით არ იმყოფება ოჯახში, მისი ვალდებულებები შეუძლია სხვა ქალმა აიღოს თავისთავზე. ამიტომ კაცებს არ სჭირდებათ ეგრეთწოდებული ქალის საქმის შესრულება. ჩვენსსაზოგადოებაში კი ჭარბობს პატარა, ნუკლეარული ოჯახები, ამიტომ მამაკაცებმა და ქალებმა,ქმარმა და ცოლმა ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, თუნდაც ძალიან მცირედ მაინც, რადგანოჯახის ერთერთი წევრის შეცვლა არავის არ შეუძლია.შემთხვევები, როდესაც სოციალიზაცია წარუმატებელიამიუხედავად სოციალიზაციის პროცესზე გავლენის მქონე ფაქტორების არსებობისა, იგიმოძრავ მიზანზე სროლას გვაგონებს, რომელიც ყოველთვის ვერ ხვდება მიზანში, მაგრამsocium.ge30

society for a better societyვერშემდგარი სოციალიზაციის ერთი შემთხვევა შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრედანარჩენი.ზოგიერთი სოციოლოგი თვლის, რომ არსებობს დამოკიდებულება წარუმატებელსოციალიზაციასა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის. ლენარდმა და მისმა კოლეგებმაგამოავლინეს კავშირი ოჯახში დამკვიდრებულ კომუნიკაციის წესებსა და შიზოფრენიას შორის.მათ შეისწავლეს კომუნიკაციის ორი განსხვავებული წესი (ხერხი): შინაგანი და გარეგანი.გარეგანი კომუნიკაცია გულისხმობს უცხო პირებთან დამოკიდებულებას – ურთიერთობას,აგრეთვე მშობლებსა და ბავშვს შორის. ტელეეკრანის ვარსკვლავის ან მეზობლად მცხოვრებიოჯახის შესახებ საუბარი, გარეგანი კომუნიკაციის მაგალითად უნდა ჩავთვალოთ. შინაგანიკომუნიკაცია ეხება მშობლებისა და ბავშვების გრძნობებს, აზრებს და სულიერ განცდებს.შინაგანი კომუნიკაციები შედგებიან გამოთქმებისა და კითხვებისაგან. მაგ. ერთერთიმშობელთაგანი ეუბნება ბავშვს: “შენ მხოლოდ მაშინ ხარ კარგი, როდესაც ეს შენ ხელს გაძლევს,შენთვისაა სასარგებლო”, ან ,,შენ ავად არ გახდები, ნუ შთააგონებ თავს, რომ ავადა ხარ”.ლენარდმა აჩვენა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები შიზოფრენიით არიან დაავადებულნი,ჭარბობს ტენდენცია შინაგანი და არა გარეგანი კომუნიკაციებისადმი. იგი ამტკიცებს, რომაღზრდის ასეთი ტიპი ხასიათდება ბავშვების პირად ცხოვრებაში მშობლების შეჭრით, რაცმათი თვითცნობიერების და საკუთარი გრძნობების კონტროლირების უნარის განვითარებასხელს უშლის.კონმა შიზოფრენიასა და სოციოლოგიას შორის კავშირის სხვა ახსნა წამოაყენა. აღნიშნა, რა რომშიზოფრენია განსაკუთრებით ფართოდ დაბალი კლასების წარმომადგენელთა შორისააგავრცელებული, მან ივარაუდა, რომ იგი ამ კლასისათვის დამახასიათებელი სოციალიზაციისმეთოდებითაა განპირობებული. ბავშვებს, დაბალი ფენებიდან, უფრო დიდი ხარისხით არჩევენსხვა ადამიანებისადმი მორჩილებას, ამიტომ შეიძლება მარტივი წარმოდგენა შეექმნათავტორიტეტისა და რეალური ცხოვრების ზოგიერთი სხვა ასპექტის შესახებ. და როდესაც მათპირად ცხოვრებაში ხდება კრიზისი, რომლის გადალახვა ათვისებული წესების დახმარებითშეუძლებელია, ისინი სულით ეცემიან და სრულებით უუნარონი ხდებიან გაუძლონ სტრესს.კონი ამტკიცებს, რომ შიზოფრენიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა რეალობის შესახებმარტივი, რიგიდული წარმოადგენა, შიში და ეჭვიანობა, სხვის ადგილზე საკუთარი თავისდაყენების და წარმოდგენის უუნარობა, არის კონფორმიზმისაკენ მიდრეკილი პიროვნებისჰიპერტროფირებული ნიშნები.სოციალიზაციის ,,წარუმატებლობა” ან ,,წარმატება” შეიძლება მისი განხორციელებისათვისგამოყენებულ მეთოდებზე იყოს დამოკიდებული. სოციოლოგებმა აღმოაჩინეს, რომსოციალიზაციის პროცესში გამოყენებული მეთოდები ადამიანთა მიერ საზოგადოდმიღებული ღირებულებების ათვისების მზაობაზე ზემოქმედებენ. მაგალითად, ახალგაზრდაsocium.ge31

society for a better societyადამიანების მიდრეკილება წინააღმდეგობა გაუწიოს ან მხარი დაუჭიროს ისტებლიშმენტსდამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი მშობლების მხრიდან დახმარებას ანკონტროლს. მოზარდები (თინეიჯერები), რომელთაც მშობლები ცოტას ეხმარებიან, და ამავედროს ბოროტად იყენებენ თავის ძალაუფლებას (პირველ რიგში ეს მამებს ეხება), ხშირადნონკონფორმისტები ხდებიან. რელიგიის საკითხებში მრავალი მათგანი ცდილობსსაზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებს დაუპირისპიროს თავისი პირვანდელი პრინციპები.თინეიჯერები კი, რომლებიც აცნობიერებენ, რომ მშობლები ერთდროულად ეხმარებიან დააკონტროლებენ კიდეც მათ, უფრო მეტად მისდევენ ტრადიციულ რელიგიურ რწმენებსა დაშეხედულებებს და არსებული მდგომარეობის, ანუ სტატუს-კვოს შენარჩუნებას ესწრაფვიან.გავეცანით რა წარუმატებელი სოციალიზაციის პრობლემას, ჩვენ ამით დავამთავრეთ მისიშესწავლა. ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია არსებობა, თუმისი ღირებულების და ნორმების ათვისება არ მოხდება მისი ახალი წევრების მიერ. მაგრამსოციალიზაცია არასდროს არ შეიძლება ასი პროცენტით ეფექტური იყოს. ბავშვებიწინააღმდეგობას უწევენ უფროსთა ძალისხმევებს და ცვლიან ამით სოციალიზაციის პროცესსთავიანთი განვითარების მრავალ ეტაპზე.ზოგჯერ სოციალიზაცია სრულ კრახს განიცდის. ესშეიძლება განსხვავებულ ფორმებში მოხდეს – შიზოფრენიიდან ექსცენტრიულობამდე ანსაზოგადოების მოთხოვნილებისადმი ღია წინააღმდეგობის, მისი ღირებულებებისა დანორმების წინააღმდეგ პროტესტის ფორმებით. მაგრამ ასეთი წარუმატებლობანი შეიძლებამომავალი თაობების ცხოვრებაში სოციალური ცვლილებების საფუძველიც კი გახდეს.მოკლე შინაარსი1. სოციალიზაციას ე.ი. გზებსა და საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები იძენენგამოცდილებას და ითვისებენ მათი სოციალური როლების შესაბამის განწყობებს, ნორმებს დაღირებულებებს, ორი მიზანი აქვს: ხელი შეუწყოს სოციალური როლების საფუძველზე ჩვენსურთიერთობებს, და ამ საზოგადოების სხვა წევრთა მიერ მასში არსებული ქცევისა დამოქმედების წესებისა და ნიმუშების ათვისების წყალობით საზოგადოების არსებობაუზრუნველყოს.2. ადამიანებს თითქმის არ აქვთ ქცევის თანშობილი მოდელები, მაგრამ მათ რთული ჩვევების(მაგალითად ენის) ათვისების უნარი ყველა ცოცხალ არსებაზე მეტად ახასიათებთ.კულტურული ღირებულებები – დაწყებული კანონებიდან კარგი ტონის დაუწერელი წესებითდამთავრებული –ადამიანთა ქცევებსა და მისწრაფებებს არეგულირებენ.socium.ge32

society for a better society3. სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ გენეტიკური მიდრეკილებების ერთობლიობა ხელს უწყობენან აკავებენ ჩვენი ქცევების მიმდინარეობას. ამ თვალსაზრისის შესაბამისად ქცევის ისეთიტიპები, როგორებიცაა ალტრუიზმი, გაპირობებულია იმით, რომ ისინი ხელს უწყობენ სახეთაგადარჩენას, არსებობას, მაშინ როდესაც სისხლის აღრევა ამას ზიანს აყენებს. კრიტიკოსებიხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ არსებობს რაიმე დასაბუთება იმისა, რომ ქცევის განსაზღვრულისახეები გენეტიკურად არიან განპირობებულნი. ეს თეორია არ ითვალისწინებს იმას, რომადამიანთა ქცევებზე დიდ გავლენას სიმბოლოთა გამოყენებისა და ბჭობა-გააზრების უნარიახდენს.4. ისეთ ფაქტორთა ურთიერთობა, როგორებიცაა ადამიანის ფიზიკური თვისებები, გარემო,ინდივიდუალური გამოცდილება და კულტურა ქმნიან კიდეც უნიკალურ პიროვნებას. ჩ. კულითვლიდა, რომ პიროვნება ყალიბდება `სარკისებური მე~-ს წყალობით, ანუ იმისინტერპრეტაციის მეშვეობით, რასაც ჩვენზე ფიქრობენ, ამბობენ, გრძნობენ სხვები. ჯ. მიდისთანახმად პიროვნების ფორმირების პროცესი სამ სტადიას მოიცავს: 1) იმიტაცია, ანუ ბავშვებისმიერ ზრდასრულთა ქცევების კოპირება, 2) თამაშის სტადია, როდესაც ბავშვები ადამიანებისქცევებს როგორც როლების შესრულებას აღიქვამენ, 3) ჯგუფური თამაშის სტადია, როდესაცბავშვები ადამიანთა მთელი ჯგუფის მოლოდინებს აღიქვამენ.5. ფროიდის მიერ შემოთავაზებული, პიროვნების განვითარების თეორიის თანახმად,პიროვნება სამ ელემენტს მოიცავს: იდ-ს(იგი), ენერგიის წყაროს რომელიც სიამოვნებისაკენმისწრაფებით იკვებება; ეგო-ს, რომელიც „რეალობის პრინციპის“ საფუძველზე პიროვნებისქცევებს აკონტროლებს და „სუპერეგოს“(ზე-მეს) - რომელიც ზნეობრივ და შეფასებითფუნქციებს ასრულებს. პიროვნების ამ სამი ელემენტის ფორმირება ოთხი სტადიის:ორალურის, ანალურის, ფალოსურისა და სქესობრივი სიმწიფის სტადიებისთანმიმდევრულ გავლას გულისხმობს.თითოეული მათგანი სხეულის განსხვავებულ ნაწილთანაა დაკავშირებული, რომელსაცეროგენულობას უწოდებენ.6. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, ბავშვები გადიან თანამედროვესტადიების რიგს, რომელთა პროცესში ისინი იმ ახალ უნარებს ითვისებენ, რომლებიცგანსაზღვრავენ მათთვის შესაძლებელი შემეცნების საზღვრებს. სტადიები ერთმანეთის მკაცრითანმიმდევრულობით ცვლიან:ა) სენსომოტორული (დაბადებიდან ორ წლამდე);ბ) ოპერაციონალური (ორიდან შვიდ წლამდე);გ) კონკრეტული ოპერაციების სტადია (შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და დ) ფორმალურიოპერაციების სტადია (თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე).33socium.ge

society for a better society7. კოლბერგი პიროვნების განვითარების თავის თეორიას ზნეობრივისრულყოფილების პროცესებზე აფუძნებს, რომლებიც ექვსი სტადიისაგან შედგება. ადრეულსტადიებზე ბავშვები ისწრაფვიან აიცილონ დასჯა ან დაიმსახურონ ჯილდო, წახალისება. შუასტადიებზე ადამიანები უკვე აცნობიერებენ სხვების აზრს მათს შესახებ, საზოგადოებისმოლოდინებს და ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევის წესებს. უკანასკნელ, ბოლოსტადიებზე ხდება პიროვნების ზნეობრივი პრინციპების ჩამოყალიბება, რომლებიც უკვესაყოველთაოდ მიღებულ ღირეებულებებზე აღარ არიან დამოკიდებულნი.8. ბრიმი კი თვლის, რომ სოციალიზაციის პროცესი გრძელდება ადამიანის მთელი სიცოცხლისმანძილზე, ზრდასრულთა სოციალიზაცია შემდეგი თავისებურებებით განსხვავდება ბავშვთასოციალიზაციისაგან: ზრდასრულთა და მოწიფულთა სოციალიზაცია – ეს ძირითადადგარეგანი მოქმედებების ცვლილებაა, მაშინ როდესაც ბავშვის სოციალიზაციის პროცესში ხდებაღირებულებითი ორიენტაციების ფორმირება. ზრდასრულებს ძალუძთ ნორმების შეფასება,ბავშვებს კი მხოლოდ მათი ათვისება ძალუძთ. ზრდასრულთა სოციალიზაციას მიზნად აქვსდაეხმაროს ადამიანს დაეუფლოს უნარ-ჩვევებს. ბავშვების სოციალიზაცია უფრო მეტადმოტივაციის სფეროს ეხება.9. სოციალიზაციისადმი ადაპტაციური მიდგომის თანახმად, ზრდასრული ადამიანებისსიცოცხლე მოიცავს მოსალოდნელ და მოულოდნელ კრიზისთა მთელ რიგს. მაგ. პენსიაზეგასვლა, ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილი. ადამიანმა უნდა იპოვოს შექმნილი შექმნილისიტუაციიდან გამოსავალი და შეეგუოს მას. საწინააღმდეგო თვალსაზრისს იცავენევოლუციური მიდგომის მომხრეები, რომელთა თანახმადაც კრიზისების გადალახვისწყალობით ხდება პიროვნების შემდგომი სრულყოფა. მაგალითად, ერიქსონმა დაამუშავა –შეიმუშავა პიროვნების განვითარების თეორია, რომელიც რვა სტადიას ითვალისწინებს,რომელთაგან სამი ზრდასრულ ადამიანებს ეხებათ. ინდივიდის სიცოცხლის ყოველ სტადიაზეწარმოიქმნება განსაზღვრული კრიზისი ან შოკი; ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლა ხდებაამ კრიზისის გადალახვის შედეგად.10. იმ ბავშვთა კვლევა, რომლებიც ძუძუმწოვრების წლებში მოკლებულნი იყვნენ მშობელთაზრუნვას, ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლობელ ადამიანთან კონტაქტიბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. ჰოსპიტალიზმი (ე.ი. ბავშვთა სახლების ყაზარმულიგარემოების საზიანო ზემოქმედება, სადაც ბავშვები მოკლებულნი არიან სიყვარულსა დამოფერებას). ასევე დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ამ დაწესებულებებში შეინიშნებაბავშვთა ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის მაღალი დონე, ისინი ჩამორჩებიან ასევეფიზიკურ და გონებრივ განვითარებაშიც. მაიმუნების ნაშიერებზე დაკვირვებებმაც კი აჩვენა,რომ თბილი ურთიერთობები უფროსი ასაკის მაიმუნებთან სოციალიზაციის მძლავრიფაქტორია.socium.ge34

society for a better society11. სოციალიზაციის აგენტებს შორის აღსანიშნავია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა დასკოლების როლი. ზოგიერთი სატელევიზიო პროგრამა აფართოებს ბავშვების შემეცნებითუნარებს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა გადაცემამ შეიძლება უარყოფითი ქცევებისსტიმულირება გამოიწვიოს. აზიარებს რა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა პატრიოტიზმი,სკოლა ამზადებს მათ საზოგადოების სხვა ღირებულებების ასათვისებლად.12. ოთხი ფსიქოლოგიური მექანიზმი გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ ხდება ბავშვებისსოციალიზაცია. იმიტაცია ეწოდება ბავშვის გაცნობიერებულ მისწრაფებას მიბაძოს მშობლებსადა მასწავლებლების ქცევებს, რომლებიც მისთვის სანიმუშოა. იდენტიფიკაცია – ესაა ბავშვებისმიერ მშობლებისა და სხვა ადამიანების ცხოვრებისეული პოზიციების ათვისების პროცესი.სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა (ბრალი) წარმოადგენს უარყოფით მექანიზმებს,რომლებიც კრძალავენ განსაზღვრულ ქცევებს ან თრგუნავენ მას.13. მ. კონის კროს-კულტურულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების საშუალოფენებიდან გამოსული მშობლები ხელს უწყობენ და ახალისებენ თავიანთ ბავშვებშიინიციატივიანობას და თავისუფალ აზროვნებას, მაშინ როდესაც მუშების შვილებიკონფორმიზმის სულისკვეთებით იზრდებიან. გარდა ამისა, ამ გამოკვლევის შედეგადაღმოჩენილ იქნა, რომ კათოლიკეთა ოჯახში დედები უფრო მეტად აფასებენ კონფორმიზმს,ვიდრე პროტესტანტთა ოჯახებში. ზანგური წარმოშობის მამები უფრო მეტად შთააგონებენთავიანთ შვილებს კონფორმიზმს, ვიდრე თეთრკანიანი მამები. სოციალიზაციის პროცესშიარსებულ განსხვავებებზე გავლენას კულტურის თავისებურებანი ახდენენ.კითხვები:1. რა არის სოციალიზაცია?2. დაახასიათეთ სოციალიზაციის ბიოლოგიური და კულტურული კონტექსტი.3. დაახასიათეთ პიროვნების განვითარების თეორიები.4. ჩამოთვალეთ კოგნიტური განვითარების სტადიები.5. განსაზღვრეთ რესოციალიზაციის ცნების შინაარსი.6. დაახასიათეთ ხანდაზმულთა სოციალიზაციის არსი.7. ჩამოთვალეთ სოციალიზაციის აგენტები.8. რა არის დეპრივაცია?9. რას ნიშნავს ჰოსპიტალიზაცია?10. რა შემთხვევებში აქვს ადგილი წარუმატებელ სოციალიზაციას?11. რით განსხვავდება ზრდასრულთა სოციალიზაცია ბავშვთა სოციალიზაციისაგან?socium.ge35

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!