ქიმია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12.07.2015 Views

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიქიმიის დეპარტამენტისამაგისტრო პროგრამა:ქიმიაპროგრამის ხელმძღვანელები: ასოც.პროფ:Fნ.კახიძეასოც.პროფ:Fნ.კუპატაშვილიასოც. პროფ:F მ. სამხარაძექუთაისი2011

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიქიმიის დეპარტამენტისამაგისტრო პროგრამა:ქიმიაპროგრამის ხელმძღვანელები: ასოც.პროფ:Fნ.კახიძეასოც.პროფ:Fნ.კუპატაშვილიასოც. პროფ:F მ. სამხარაძექუთაისი2011


- 2პროგრამის სახელწოდება: ქიმია(Chemisry)მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრიMA in Natural Sciencesსამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:1. ასოცირებული პროფესორი ნინო კახიძე.2. ასოცირებული პროფესორი ნატალია კუპატაშვილი.3. ასოცირებული პროფესორი მადონა სამხარაძე.პროგრამის სტრუქტურა: სამაგისტრო პროგრამა “ქიმია” დაფუძნებულია 3 მოდულზე:მოდული 1. არაორგანული ქიმიამოდული 2. ორგანული ქიმიამოდული 3. ქიმიური ექსპერტიზაპროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120სწავლების ენა – ქართულისაგანმანათლებლო პროგრამის მიზანი -სამაგისტრო პროგრამა მიზანად ისახავსმაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას ორგანული, არაორგანულიქიმიის და ქიმიური ექსპერტიზის მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებსკვლევისა და ანალიზის მეთოდების შესწავლის საფუძველზე მოამზადოს მკვლევარიორგანულ და არაორგანულ ქიმიაში, რომელიც უნდა ერკვეოდეს როგორც ბუნებრივიასევე სინთეზური ორგანული ნივთიერებების კვლევის მეთოდების თანამედროვეფიზიკო–ქიმიურ საფუძვლებში. აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულიზოგადი ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპრეტიზის საკითხებთან ერთად, კარგადიქნება გაცნობიერებული ექსპერტული სამუშაოების შესრულების ისეთ მნიშვნელოვანსფეროში, როგორიცაა სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზა. ამდენად სამართლიანიექსპერტიზის სამართლებრივი საფუძვლების, კრიმინალისტიკისა და სასამართლოქიმიური ექსპერტიზის სწავლება, ხელს შეუწყობს სპეციალისტის (ქიმიკოს-ექსპერტების) შემდგომ დამოუკიდებელ მუშაობას.პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სამაგისტრო პროგრამის მისაღებ კონტინგენტსუნდა ქონდეს ბაკალავრის ხარისხი ქიმიის ან მომიჯნავე დარგებში.დარგის შესაბამისი სწავლის შედეგებიგააჩნიათ ცოდნის გამოყენების უნარი ახალ ან უცნობ გარემოში ქიმიასთანდაკავშირებულ მულტიდისციპლინურ კონტექსტშიგააჩნიათ ცოდნის ინტეგრაციისა და კომპლექსური მოქმედების, დასკვნებისგამოტანის უნარი არასრული ან ლიმიტირებული ინფორმაციის პირობებში აქვთ დასკვნებისა და მათი გაკეთებისათვის საჭირო ინფორმაციის


- 3კომუნიკაციის უნარი, როგორც პროფესიულ, ასევეარაპროფესიულაუდიტორიასთან მკაფიოდ და ცალსახად. განივითარეს სწავლი უნარი, რომელიც აუცილებელია სწავლისგაგრძელებისათვის დამოუკიდებებელ პირობებში და აქვთ საკუთარიპროფესიული განვითარების პასუხისმგებლობა. გააჩნიათ სტანდარტული ცოდნა, რომელიც მესამე საფეხურისაკადემიური პროგრამების დაძლევის საფუძველს ქმნის. გააჩნიათ ცოდნა, რათა დასაქმდნენ პროფესიონალ ქიმიკოსად ქიმიისა დაინდუსტრიის მონათესავე სფეროში.სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:სწავლების შედეგები მიიღწევა – ლექცია, პრაქტიკული, ლაბორატორიული (ჯგუფურიდა ინდივიდუალური) მუშაობების, ექსპერიმენტის ჩატარების, წიგნზე მუშაობის,ანალიზისა და სინთეზის მეთოდების გამოყენებით.დარგობრივი კომპეტენციებიდარგის ცოდნა და გაცნობიერებაქიმიაში სწავლების პირველ საფეხურზე მიღებული ცოდნის გაღრმავება.ტრადიციულული და არატრადიციული, არასტანდარტული დასასურველი თვისებების მქონე არაორგანული, ორგანული ნაერთებისახალი სტრუქტურების სინთეზის და იდენტიფიკაციის მეთოდებისფლობა;ღრმა თეორიული მომზადება, რაც მისცემს მაგისტრს საშუალებასდაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და სურვილის შემთხვევაშიგააგრძელოს თავისი საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებით;ქიმიური ინფორმაციისა და მონაცემების შეფასების ინტერპრეტაციისა დასინთეზის უნარი.ქიმიის, კერძოდ არაორგანული, ორგანული ქიმიის პრობლემების დასმისდა დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;თეორიული ცოდნის დამოუკიდებლად ამაღლების უნარი;ქიმიური ექსპერიმენტის დაგეგმვის და პრაქტიკული რეალიზების,მიღებული შედეგების სტატისტიკური ანალიზისა და პრეზენტაციისუნარი;ქიმიური ინფორმაციასთან დაკავშირებული მონაცემთა დამუშავებისა დაკომპიუტერული უნარები.დარგობრივი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაექსპერიმენტისა და დაკვირვების დაგეგმვის და მიღებული მონაცემებისანალიზის უნარი;


- 4 ნივთიერებათა ანალიზის ფიზიკური, ქიმიურიმეთოდების აქტიურიგამოყენების უნარი; ცოდნისა და პრობლემათა გადაჭრის უნარის გამოყენება ახალ ან უცნობგარემოში ქიმიასთან დაკავშირებულ მულტიდისციპლინურ კონტექსტში.ზოგადი / ტრანსფერული კომპეტენციებიდასკვნის უნარიშეუძლია პრობლემების დასმა, იდენტიფიცირება, და გადაწყვეტილებისმიღებააქვს აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი;შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი დამონაცემების ინტერპრეტაციაკომუნიკაციის უნარიშეუძლია მშობლიურ ენაზე ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციამსჯელობისა და მისგან გამომდინარე დასკვნების ნათლად, ზუსტად დაადრესატისათვის მისაღები ფორმით მიწოდების უნარი, როგორც ზეპირად ისეწერილობით.იცნობს და იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციოტექნოლოგიებსსწავლის უნარიშეუძლია სწავლა და ცოდნის მუდმივი განახლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;შეუძლია დროის დაგეგმვა და მართვა დასახული მიზნის მისაღწევადშეუძლია ჯგუფში მუშაობაღირებულებები:საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით სტუდენტებს გამოუმუშავდებათ –კრიტიკული აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარი;განსხვავებულ სიტუაციებში პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელიღირებულებების შენარჩუნება;შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის დამოუკიდებლადგამოყენების უნარი;


- 5 თავისი და სხვების პროფესიული საქმიანობისადმიდამოკიდებულების შეფასების უნარი; გარემოს დაცვის ვალდებულებების შეგნების უნარი; ეთიკური ნორმების ცოდნის უნარი.დასაქმების სფეროები:შესაბამისი პროფილის სასწავლო-საკლვევი დაწესებულებებიქიმიური პროფილის საწარმოებში და ფირმებისათბობ-ენერგეტიკული დანიშნულებისა და მეტალურგიული წამოებებიქიმიურფარმაცევტულ,შხამქიმიკატთა წარმოებისა და გამოყენებისსფეროები.კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისაბაჟო და გარემოს დაცვის სამსახურებითავდაცვის სისტემებში - ქიმიური პროფილის ლაბორატორიებისასმელების, კვების პროდუქტების წარმოებები.სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:სტუდენტთა მიღწევების შეფასება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 და 2009 წლის 21 სექტემბრის №785 ბრძანებებითგანსაზღვრული შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსითდაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება მე-6 პუნქტის “ა”ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად,მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომისშეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:ა) შუალედურ შეფასებას;ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.4. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით.5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედურიშეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება51 ქულა.6. შეფასების სისტემით დასაშვებია:ა) ხუთი სახის დადებითი შეფასება:ა.ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;ა.ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;ა.გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;ა. ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება:


- 6ბ.ა) (FX) ვერჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს,რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელიმუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს,რომსტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვსშესასწავლი.7. მე-6 პუნქტით გათავისწინებული შეფასებების მიღება ხდება შუალედურიშეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე.8. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნითდა შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.სასწავლო კურსში სტუდენტის მიღწევების შეფასების დამატებითი კრიტერიუმებიგანისაზღვრება შესაბამისი სილაბუსით.


- 7აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი№საგნის დასახელებალექ/ პრ/ ლაბ/სემსაათებისრაოდენობა.კრედიტებისსაერთორაოდენობაკრედიტებისგანაწილებასემესტრებიI II III IVკურსისკოდებისაერთო სავალდებულო კურსები არაორგანულ,ორგანულ ქიმიაში და ქიმიურ ექსპერტიზაში1 კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები 30/15/0/0 5 5 NCM00102 ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის თეორიული15/15/15/0 5 5 NCM0020საფუძვლები3 ქიმიური ეკოლოგია 30/15/0/0 5 5 NCM00304 ტოქსიკურ ნივთიერებათა ქიმია 15/15/15/0 5 5 NCM00405 საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეების ქიმია 30/15/0/0 5 5 NCM00506 მეორადი ნედლეული და ეკოლოგიური პრობლემები 15/15/15/0 5 5 NCM00607უცხო ენა-130/15/0/0 5 5 HEM0200HSM00808.უცხო ენა-230/15/0/0 5 5 HEM0210HSM00909. მათემატიკური მოდელირება ქიმიაში 30/0/0/15 5 5 NMM0010101112მოდული- ქიმიური ექსპერტიზასავალდებულო კურსებიექსპერტიზის სამართლებრივი საფუძვლები 30/15/0/0 5 5 SLN0310სასმელი და მინერალური წყლების ექსპერტიზა 15/15/15/0 5 5 NCM0070ენერგორესურსების ქიმია და ექსპერტიზა 15/15/15/0 5 5 NCM0080კვების პროდუქტების ექსპერტიზა 30/0/15/0 5 5 NCM00901314 საკურსო ნაშრომი 5 5 NCM01001516ნარკოტიკულ ნივთიერებათა ქიმია და ექსპერტიზა 15/30/0/0 5 5 NCM0110ძვირფასი ლითონებისა და თვლების ანალიზი30/15/0/0 5 5 NCM012017 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა 30 30 NCM0130არჩევითი კურსები(4 არჩევითი კურსიდან მაგისტრმა უნდა აირჩიოს 2)18 განათლების პედაგოგიური ტექნოლოგიები 30/15/0/0 5 5 PPM043119 საგანმანათლებლო სისტემები 30/15/0/0 5 5 PPM044120 ფარმაცევტულ პრეპარატთა ტექნოლოგია და30/15/0/0 5 5 NCM0141ექსპერტიზა21 კრიმინალისტიკა 30/15/0/0 5 5 SLM0321


- 830 30 30 30 30101112მოდული- ორგანული ქიმიასავალდებულო კურსებისტერეოქიმია 30/15/0/0 5 5 NCM0150ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია 30/15/0/0 5 5 NCM0160ნავთობისა და ბუნებრივი აირების ქიმია 15/30/0/0 5 5 NCM0170ორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები 15/30/0/0 5 5 NCM01801314 საკურსო ნაშრომი 5 5 NCM0190ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმია 30/15/0/0 5 5 NCM02001516 ორგანულ ნაერთთა მრავალსაფეხურიანი სინთეზის 15/30/0 5 5 NCM0210დაგეგმვა17 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა 30 30 NCM0220არჩევითი კურსები(4 არჩევითი კურსიდან მაგისტრმა უნდა აირჩიოს 2)18 განათლების პედაგოგიური ტექნოლოგიები 30/15/0/0 5 5 PPM043119 საგანმანათლებლო სისტემები 30/15/0/0 5 5 PPM044120 ორგანული კატალიზი 15/30/0/0 5 5 NCM023121 ბიოორგანული ქიმია 15/30/0 5 5 NCM0241მოდული-არაორგანული ქიმიასავალდებულო კურსები30 30 30 3010 არაორგანული ქიმიის რჩეული თავები 30/15/0/0 5 5 NCM025011 არაორგანულ ნაერთთა სინთეზი 15/30/0/0 5 5 NCM026012 პიგმენტების ქიმია და ტექნოლოგია 30/15/0/0 5 5 NCM027013 იშვიათ ელემენტთა ქიმია 30/15/0/0 5 5 NCM028014 საკურსო ნაშრომი 5 5 NCM029015 კეთილშობილ მეტალთა ქიმია-ტექნოლოგია 30/15/0/0 5 5 NCM030016 არაორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები 30/15/0/0 5 5 NCM031017 სამაგისტრო ნაშრომი 30 30 NCM0320არჩევითი კურსები(4 არჩევითი კურსიდან მაგისტრმა უნდა აირჩიოს 2)18 განათლების პედაგოგიური ტექნოლოგიები 30/15/0/0 5 5 PPM043119 საგანმანათლებლო სისტემები 30/15/0/0 5 5 PPM044120 კომპლექსნაერთთა ქიმია 15/15/15/0 5 5 NCM033121 პნიკტოგენების ქიმია 15/15/15/0 5 5 NCM034130 30 30 30


- 9პროგრამაში შემავალი კურსების ანოტაციებიNCM0010 კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები – ამ საგნის შესწავლის მიზანიამაგისტრანტმა აითვისოს სამეცნიერო ლიტერატურა, ნივთიერებათა კვლევისელექტროქიმიური, სპექტროსკოპიური, მაგნეტოქიმიური და რეზონანსული,რენტგენული, ქრომატოგრაფიული, თერმიული ანალიზის მეთოდების შესახებ გაეცნოსგამოყენებული აპარატურის მოქმედების პრინციპს და აითვისოს ქიმიური კვლევისშედეგების გაშიფვრის, ინტერპრეტაციის და მათემატიკური დამუშავების მეთოდები.NCM0020 ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის თეორიული საფუძვლები -კურსის მიზანიამაგისტრი დაეუფლოს ზოგად ქიმიური ტექნოლოგიის თეორიულ საფუძვლებს,ტიპიურ მოწყობილებებს, მათი მუშაობის პრინციპეპს, რაც საშუალებას მისცემსმაგისტრს აღნიშნული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში, სამეცნიერო კვლევითიმუშაობისას. ახალი ტექნიკური პროცესების შემუშავებისა და მოდელირების დროს.NCM0030 ქიმიური ეკოლოგია-კურსის მიზანია გააცნოს მაგისტრებს გარემოს ქიმიურდაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები.კურსის შესწავლის პროცესში ძირითადიაქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ ეკოსფეროს მხოლოდ ბუნებრივი დაბინძურება არ აყენებსზიანს და რომ არსებითი როლი შეიძლება შეასრულოს ადამიანის მოღვაწეობამ. კურსი მოიცავსეკოსისტემის ცალკეულ კომპონენტთა ფუნქციონირების ცვლილებების საკითხებს ქიმიურიდაბინძურების პირობებში.NCM0040 ტოქსიკურ ნივთიერებათა ქიმია – დღევანდელი რთულ ქიმიური დაეკოლოლოგიური პირობები გამოწვეულია მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაშიტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციების გაზრდით, რამაც, თავისთავად,არასასურველი ზემოქმედება მოახდინა ადამიანის ორგანიზმსა და გარემომცველბუნებაზე. ყოველივე ამის გამო აუცილებელი გახდა მეცნიერებაში შემოსულიყო ახალიმიმართულება – "ტოქსიკოლოგია" ანუ მეცნიერება შხამების შესახებ. იგი შეისწავლისარაორგანულ და ორგანულ ტოქსიკურ ნბივთიერებებს, მათ შედგენილობას, აღნაგობას,მიღების პირობებს, მომწამლავი ნივთიერების გავლენას ცოცხალ ორგანიზმზე დაცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. აგრეთვე გარემოსა და ცოცხალიორგანიზმების ტრანსფორმაციას მასზე შხამქიმიკატების მოქმედების დროს.NCM0050 საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეების ქიმია–საგნის დანიშნულებააგააცნოს მაგისტრს ადგილობრივი წიარისეული რესურსები მისი გამოყენებისშესაძლებლობები და ტექნოლოგიები. ყურადღება ეთმობა შემდეგი ელემენტებისგავრცელება-გამოყენების შესწავლას: სპილენძი, ვერცხლი, ოქრო (I ჯგ. თანაურიქვეჯგუფი). თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი (II ჯგ. თანაური ქვეჯგუფი). ბორი დაალუმინი (III ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი). ნახშირბადი, სილიციუმი და გერმანიუმი (IV ჯგ.მთავარი ქვეჯგუფი), დარიშხანი და სურმა (V ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი).მოლიბდენი,ვოლფრამი და გოგირდი (VI ჯგ. ქვეჯგუფი). მანგანული (VII ჯგ. თანაური ქვეჯგუფი).


- 10განიხილება ამ ელემენტთა წარმოების თანამედროვე მდგომარეობა დაღონისძიებები მათი წარმოების ასამოქმედებლად.NCM0060 მეორადი ნედლეული და ეკოლოგიური პრობლემები-თანამედროვე ქიმიური,მეტალუგიული სამთოგადამამუშავებელი და სხვა სახის წარმოებები წარმოშობსსხვადასხვა სახის ნარჩენებს როგორც მყარი, ისე თხევადი და აირადი სახით.რომლებიც ბუნებაზე ახდენს ზემოქმედებას და იწვევს გარემოს დაბინძურებას.გარემოს დაცვის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ტექნოლოგიური პროცესებისსრულყოფის შედეგად, ნედლეულის და მეორადი პროდუქტების სრული გამოყენებისგზით. ამჟამად ქიმიური და სხვა საწარმოთა არსებული ნარჩენების რაოდენობა დიდია.აღნიშნული ნარჩენებისაგან შესაძლებელია ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღება.საგანში განხილული იქნება მნიშვნელოვანი წარმორბის ნარჩენების ფიზიკო-ქიმიურითვისებები, წარმოშობის გზები, მათი გადამუშავებისათვის არსებული და უახლესიგამოკვლევები.წარმოებაში დანერგილი ან დასანერგად რეკომენდირებული მეთოდები,რომლებიც განსაკუტრებულ ყურადღებას იმსახურებს.NMM0010 მათემატიკური მოდელირება ქიმიაში- კურსის მიზანია, შეასწავლოსმაგისტრანტებს მათემატიკური მოდელირების არსი და ძირითადი პრინციპები,კომპიუტერული ექსპერიმენტის არსი, სხვადასხვა ქიმიურ ამოცანათა მათემატიკურიმოდელების შედგენა, გამოკვლევა და მიღებული შედეგების სათანადო ინტერპრეტაცია.SLM0310 ექსპერტიზის სამართლებრივი საფუძვლები- საექსპერტო კვლევით მიიღწევაგარკვეული ჭეშმარიტების დადგენა, რომელიც ხელს უწყობს მატერიალურიმტკიცებულებათა ოდენობის ზრდას და ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე ობიექტურიჭეშმარიტების დადგენას.NCM0070 სასმელი და მინერალური წყლების ექსპერტიზა-კურსის მიზანია შეასწავლოსსტუდენტებს სასმელი წყლის სხვადასხვა ტიპის ანალიზი. აგრეთვე მოიცავს ზოგიერთძირითად ცნებებს მინერალური წყლის ფიზიკურ-ქიმიური ბუნების შესახებ დაანალიზის მეთოდებს.NCM0080 ენერგორესურსების ქიმია და ექსპერტიზა-კურსის მიზანია მისცეს მაგისტრანტსქიმიური ექსპერტიზის თეორიული საკითხების ღრმა ცოდნა და ამ სფეროებში შემდგომისაქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.ექსპერტიზის დარგში მომუშავე სპეციალისტი უნდა იყოს მაღალკვალიფიციურიქიმიკოსი და კარგად უნდა იცნობდეს კვლევის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს,ქიმიური ანალიზის მეთოდებს. აგრეთვე სათანადო კანონმდებლობას და ნორმატივებს,ნივთიერების თვისებებს და შესაბამისობას სათანადო სტანდარტებთან.საექსპერტო დარგის განვითარება მოითხოვს ზემოაღნიშნულ საკითხებში ღრმადგაცნობიერებული სპეციალისტის აღზრდა-ჩამოყალიბებას, ამ პრობლემის გადაწყვეტასემსახურება სამაგისტრო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ქიმიის მაგისტრის აკადემიურხარისხს პროგრამით „ქიმიური ექსპერტიზა“. მისი დანიშნულებაა შესაბამისი პროფილითმოამზადოს მაღალი დონის სპეციალისტი.


- 12თანამედროვე მანქანა-აპარატურით აღჭურვის საკითხზე, მათი მუშაობისპრინციპებსა და საერთოდ, პროცესების ავტომატიზაციაზე და მექანიზაციაზე.დისციპლინის უმთავრესი ამოცანაა – გააცნოს სტუდენტებს არა მხოლოდ პროფესიულიინფორმაცია, არამედ იმ მოთხოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახლებურადჩვენება, რომელიც აუცილებელი, ბიოლოგიური ღირებულებების მქონე მზაპროდუქტის- წამლის წარმოებასთანაა დაკავშირებული.SLM0321 კრიმინალისტიკა-კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებსკრიმინალისტიკური მეცნიერების ძირითადი დებულებები, საგამოძიებო დასასამართლო ორგანოებში საქმის წარმოების პროცედურა, პროცესში მონაწილე მხარეთასამართლებრივი მდგომარეობა და ცალკეული კატეგორიის საქმეების გამოძიებისმეთოდიკა.NCM0150 სტერეოქიმია –ორგანული ნივთიერებები და მათი აღნაგობა გასაოცრადმრავალფეროვანია. სივრცითი აღნაგობა დაკავშირებულია ორგანული ნივთიერებებისარა მარტო ფიზიკო-ქიმიურ თვისებებთან, არამედ მათ ბიოლოგიური აქტიურობისგამოვლენასთან, რადგანაც in vivo (უჯრედში) ეს ნაერთები (სტერეოიზომერები) იჩენენსტერეოსპეციფიურობას. სამკურნალო პრეპარატების უმრავლესობის სივრცითიაღნაგობის შეცვლა იწვევს მათი ბიოლოგიური აქტივობის შეცვლასაც (დაქვეითებას).ამრიგად, ნაერთის ბიოლოგიური აქტივობის გამოსავლენად ძალზე დიდიმნიშვნელობა აქვს ამ ნაერთის სივრცით სტრუქტურას.საგანი სტერეოქიმია და კონფორმაციული ანალიზი ორგანული ნაერთებისსივრცითი აღნაგობის მნიშვნელოვან სტერეოქიმიურ ცნებებს მოიცავს, როგორიცააოპტიკური იზომერია, დისტერეომერია, ასიმეტრია და ქირალობა, კონფორმაცია, სადაცწარმოჩენილია სივრცითი იზომერების სტერეოსელექციური, სტერეოსპეციფიურირეაქციები, მიერთების და მოხლეჩის რეაქციების სივრცითი მიმართულებებისშესწავლა, რომელიც დაეხმარება მაგისტრანტებს ორგანული ნივთიერებებისსტრუქტურული ურთიერთკავშირების პოვნაში.NCM0160 ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქიმია - ფიზიოლოგიურადაქტიურ ბუნებრივ ნაერთთა ქიმია ორგანული ქიმიის განუყოფელი შემადგენელინაწილია. ორგანული ქიმიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა განახორციელოსდიალექტიკური გადასვლა არაცოცხლიდან ცოცხალზე, რაც უშუალოდაადაკავშირებული ბუნებრივ ნაერთებთან.ბუნებრივი ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების: ალკალოიდები,სტეროიდები, ფენოლური ნაერთები, ლიპიდები, ფერომონები, ვიტამინები და სხვა,რომლებიც თავიანთი ფუნქციებით ცოცხალი სისტემებისათვის აუცილებელ ნაერთებსწარმოადგენენ. ამ ნაერთებს აქვთ უდიდესი პრაქტიკული გამოყენება მედიცინაში დასოფლის მეურნეობაში, ზოგი მათგანი შეუცვლელი სამკურნალო პრეპარატიცაა.ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმიის სწავლება მიზნად ისახავს ქიმისმაგისტრებს შეუქმნას წარმოდგენა ბუნებრივ ნაერთებზე, მათ გავრცელებაზე,ბიოლოგიურ თვისებებზე, მიღების მეთოდებზე და ორგანულ სინთეზზე.


- 13NCM0170 ნავთობისა და ბუნებრივი აირების ქიმია - კურსის მიზანიანავთობისა და ბუნებრივი აირების ქიმიის შესწავლა, რომელიც მიზნად ისახავსნავთობის მოპოვების, გადამუშავების თანამედროვე მეთოდების დაუფლებას, ასევეგადამუშავების თანმხლები პროდუქტების ქიმიური შედგენილობის, დაყოფისხერხებისა და ფრაქციული კვლევის მეთოდების შესწავლას; მათი ფიზიკო-ქიმიური დასაექსპლუატაციო თვისებების დადგენას. ნავთობის გადამუშავების მსოფლიოშიმიღებული თანამედრევე ტექნოლოგიური სქემების, ძირითადი დანადგარების,ტექნოლოგიური პროცესების (თერმოკატალიზი, დაკოქსვა, პიროლიზი) შესწავლას;თხევადი საწვავის და ზეთების წარმოება - გასუფთავების, კერძოდ ეკოლოგიურადსუფთა პროდუქციის წარმოების მეთოდების შესწავლა წარმოადგენს აქტუალურპრობლემას ქიმიკოს მკვლევარებისათვის.NCM0180 ორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები -იმ დისციპლინებს შორის,რომლებიც ისწავლება ორგანული ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისათვისგანსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორგანული ქიმიის თეორიულ საფუძვლებს.აღნიშნული დისციპლინა წარმოადგენს ორგანული ქიმის თეორიულ საფუძველს.საგანში თანამედროვე დონეზე განიხილება ქიმიური ბმის, ორგანული ნაერთებისსივრცითი და ელექტრონული აღნაგობის საკითხები. საფუძველი, რაზედაც აგებულიაკურსი არის კავშირი ნივთიერებების ქიმიურ აღნაგობასა და მის რეაქციის უნარიანობასშორის, რეაქციის მექანიზმისა და მიმართულების პროგნოზირების უნარისგამომუშავება, ჩატარების პროცესში ნივთიერების აღნაგობაში უმნიშვნელოცვლილების დროსაც კი.NCM200 ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმია - ჰეტეროციკლური ნაერთები ფართოდარიან გავრცელებული ბუნებაში. არიან როგორც ბუნებრივი წარმოშობის, აგრეთვესინთეზურად მიღებულნი. აღნიშნულ ნაერთებს ახასიათებთ ძლიერიფარმაკოლოგიური აქტიურობა, ბვერი მათგანი გამოყენებულია სამკურნალოსაშუალებად ან სინთეზის საწყის პროდუქტად. ამჟამად დიდი მნიშვნელობა ენიჭებაბუნებრივისადმი მიმსგავსებული სინთეზური ნაერთების მიღებას, რაც უწინარესყოვლისა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ორგანულ ქიმიაში მომუშავემკვლევარებისათვის.სახელწოდება „ჰეტეროციკლური“ გვიჩვენებს, რომ ორგანული ნაერთისმოლეკულის ციკლში ჩართულია სხვა ელემენტის რამდენიმე ატომი. ჰეტეროციკლურინაერთების ქიმია არის საგანი, რომელიც შეისწავლის ჰეტეროატომის შემცველორგანულ ნაერთებს, რომლის მიზანია გააცნოს მაგისტრანტებს ჰეტეროციკლურინაერთების თეორიული საფუძვლები, აჩვენოს ურთიერთკავშირი ჰეტეროციკლისაღნაგობას, მიღებას და გამოყენებას შორის. ასწავლოს სინთეზის მრავალი მეთოდი,ბიოლოგიური აქტიურობის შეფასებისა და ანალიზის მეთოდები. პროგრამაითვალისწინებს ერთი, ორი, სამი ჰეტეროატომის შემცველი ერთციკლიანიორციკლიანი, სამციკლიანი, ჰეტეროციკლების ფიზიკო-ქიმიური თვისებების,გავრცელების, და სინთეზის მეთოდების შესწავლას, რაც საფუძვლიანად გააღრმავებსორგანული ქიმიის სპეციალიზაცით მაგისტრანტის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.NCM0210 ორგანულ ნაერთთა მრავალსაფეხურიანი სინთეზის დაგეგმვა -საგანიორგანულ ნაერთთა სინთეზი მოიცავს ორგანულ ნაერთთა მიღების ხერხებს.მოტანილია როგორც აუცილებელი და კლასიკური მეთოდები, ასევე თანამედრევე,უმნიშვნელოვანეს რეაქციათა მექანიზმები.


- 14ორგანულ ქიმიაში ორგანული ნივთიერებების მიღება ხორციელდებამრავალსაფეხურიანი სინთეზის გზით. დღესდღეობით ორგანული სინთეზის წინაშედგას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ბუნებრივის მსგავსი(მიმსგავსებული) სინთეზური ნაერთების მიღება, ახალი სინთეზური ნივთიერებებისმიღება, მათი კვლევა და პრაქტიკაში დანერგვა, რის შედეგადაც შეიძლება მიღებულიიქნას ეკოლოგიურად სუფთა, თერმომდგრადი პლასტმასები, უნივერსალური წებოები,სინთეზური გამრეცხი საშუალებები, სინთეზური სამკურნალო პრეპარატები, დაბიოლოგიური მემბრანები.საგანი მოიცავს ეთილენური, დიენური, ალკანური, ბენზოიდური დაარაბენზოიდური არომატული ნახშირწყალბადების სინთეზის მეთოდებს. ყურადღებააქცენტირებულია ამ პროფილისთვის აუცილებელ საკითხებზე, რაც დახმარებასგაუწევს ორგანულ ქიმიაში მომუშავე მაგისტრანტებს.NCM0231 ორგანული კატალიზი- ორგანული კატალიზის კურსის მიზანია გააცნოსსტუდენტებს ორგანული კატალიზის ძირითადი საკითხები, კატალიზატორებისსახეები, სხვადასხვა კატალიზატორების მომზადება და გამოყენება ორგანულრეაქციებში.NCM0241 ბიორგანული ქიმია-ბიოორგანული ქიმია შეისწავლის ცოცხალიორგანიზმების შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნაერთებისაღნაგობასა და რეაქციისუნარიანობას. ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელია ადამიანისორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების არსში ჩაწვდომა. კურსშიგანიხილება შემდეგიბუნებრივი ნაერთები: ალკალოიდები, სტეროიდები, ფენოლური ნაერთები,ლიპიდები, ვიტამინები და სხვა. ბუნებრივ ნაერთთა ქიმია ცოცხალისისტემების ფუნქციონირების შესწავლას ემსახურება, აქვს გამოხატულიპრაქტიკული მიმართულება - შექმნას თეორიული საფუძველი ძვირფასინაერთების მისაღებად, რომელიც გამოიყენება მედიცინაში და სოფლისმეურნეობაში.NCM0250 არაორგანული ქიმიის რჩეული თავები – განიხილავს კეთილშობილიაირებისა და არალითონების ძირითად თავისებურებებს, არალითონთა მნიშვნელოვანბიომოლეკულიბს და მათ როლს ბიოსისტემებისათვის. მეტალთა ჰიდრიდებს,ოქსიგენურ კომპლექსებს, პეროქსიდებს, ზეპეროქსიდებსა და ოზონიდებს, ზემჟავებს,გოგირდის, სელენის და ტელურის ნაერთებს და მათ როლს ბიოსისტემებში,არაორგანულ პოლიმერებს. მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებისაზოტის, ფოსფორისა და დარიშხანის თვისებებს და მათ როლს ბიოსისტემებში,აგრეთვრე ჰიდრიდების, პეროქსიმჟავებისა და მათი მარილების მიღების და აღნაგობისთავისებურებებს.NCM0260 არაორგანული სინთეზი –არის არაორგანული ქიმიის ერთერთიუმნიშვნელოვანესი დარგი, რომლის შესწავლას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებაარაორგანული პროფილის მქონე მაგისტრანტებისათვის. იგი შეისწავლის:არაორგანული სინთეზის თეორიულ ასპექტებს, ქიმიური რეაქციების მიმდინარეობისზოგად კანონზომიერებებსა და ამ კანონზომიერებათა გამოყენების საფუძველზე ადგენს


- 15არაორგანული სინთეზისათვის ოპტიმალურ პირობებს. არაორგანულისინთეზი სწავლობს, როგორც ჰომოგენურ, ისე ჰეტეროგენულ სისტემებში მიმდინარერეაქციებს, მათ მექანიზმებს. იგი სწავლობს არაორგანული ნივთიერების როგორცზოგად, ისე კონკრეტულ რეაქციებს, ყოფაცხოვრებასა და მრეწველობაში ფართოდგამოყენებულ ნივთიერებათ სინთეზის ლაბურატორიულ და სამრეწველო ხერხებს.NCM0270 პიგმენტების ქიმია და ტექნოლოგია – მინერალურ საღებარებს ფართოგამოყენება აქვთ დეკორატიული და ანტიკოროზიული ფენების შესაქმნელად,ფერწერაში და ფრესკაში. არაორგანული საღებარების ქიმია არის არაორგანული ქიმიისნაწილი, რომელიც შეისწავლის მინერალური პიგმენტების ბუნებაში გავრცელებას, მათშედგენილობას ქიმიურ აღნაგობასა და ძირითად ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, მათდანიშნულებას და კლასიფიკაციას. გარდა ამისა პიგმენტების მიღების ხერხებსლაბორატორიულ და სამრეწველო მასშტაბებით.NCM0280 იშვიათ ელემენტთა ქიმია – შეისწავლის ლანთანოიდებისა დააქტინოიდების ატომის აღნაგობის თავისებურებებს f - ქვედონეების გავლენას მათიატომების ზომის შემცირებაზე, ლანთანოიდური კუმშვის გამომწვევ მიზეზებს, მათბუნებაში გავრცელებას, მიღების სამრეწველო ხერხებს, მათი ნაერთების ფიზ-ქიმიურთვისებებს. იშვიათი ელემენტები თავისი ძვირფასი თვისებების გამო გამოიყენებამრეწველობის თითქმის ყველა სფეროში და მისმა ფართო გამოყენებამ განაპირობაახალი მიმართულებების შექმნა მეცნიერებასა და ტექნიკაში.NCM0300 კეთილშობილი მეტალების ქიმია-ტექნოლოგია – ძვირფასი მეტალებისქიმია არაორგანული ქიმიის ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი ნაწილია, რომელთაშესწავლა ბაკალავრიატში მთელი სიღრმით არ ხდება. მაშინ, როდესაც ძვირფასილითონების განსაკუთრებული თვისებები საფუძვლად უდევს მრეწველობის თითქმისყველა სფეროს განვითარებას. დისციპლინა მოიცავს – ძვირფასი ლითონების: ოქროს,ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის, ირიდიუმის, როდიუმის, ოსმიუმის დარუთენიუმის ზოგად დახასიათებას. ატომის აღნაგობას, მიღებას, თვისებებს, წარმოებასდა გამოყენებას. ძვირფასი ლითონების უმეტესი ნაწილი ძირითადად გავრცელებულიაბუნებაში თვითნაბადი სახით, იშვიათად ნაერთების სახით. განხილულია თითოეულიელემენტის მნიშვნელოვანი ნაერთები, მათი მიღების ტექნოლოგია, თვისებები დაგამოყენება. აღნიშნული დისციპლინის წარმოდგენილი პროგრამით შესწავლამაგიტრანტს საშუალებას მისცემს აითვისოს სამეცნიერო ლიტერეტურა ძვირფასილითონების შესახებ. გაეცნოს მათი მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადპრინციპებს და გამოყენების ძირითად ასპექტებს. შეძენილი თეორიული ცოდნამაგისტრანტს საშუალებას მისცემს დაეუფოს ძვირფასი მეტალების და მათი ნაერთებისმიღების თანამედროვე მეთოდებს და შეიძინოს ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებისუნარ-ჩვევები.NCM0310 არაორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები – არორგანული ქიმიისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი დეტალურად და ღრმად განიხილავსარაორგანული ნაერთების, მათ შორის კათიონური და ანიონური არაორგანული


- 16პოლიმერების მიღების მეთოდებს, თვისებებს, შესაძლო რეაქციების.საყურადღებოა კრისტალური სტრუქტურების კვლევის მრავალრიცხოვანი მეთოდების(რენტგენის სხივების), ნეიტრონების, ელექტრონების დიფრაქციაზე დამყარებულიმეთოდების განხილვა. ხსნარში და აირად მდგომარეობაში დიპოლური მომენტებისგანსაზღვრის მეთოდების და სხვადასხვა სახის სპექტრების შესწავლა. ფაზურიწონასწორობა, იონური წონასწორობები, ჟანგვა–აღდგენითი წონასწორობები დაელექტროქიმია. მათი გამოყენების სფეროთა განხილვა.NCM0331 კომპლექსნაერთთა ქიმია – მიზნად ისახავს კოორდინაციულ ნაერთთამიღების მრავალი მეთოდების და შესაბამისი რეაქციების მექანიზმების განხილვას,კომპლექსნაერთთა იზომერიის, სტერეოქიმიის, მდგრადობა-უმდგრადობისსაკითხების შესწავლას, ქიმიური ბმების საკითხის განხილვა, ქიმიური ბმის ქვანტურ-მექანიკური თეორიების ურთიერთშეპირისპირება. კომპლექსების მაგნიტური,ოპტიკური და სხვა თვისებების შესწავლის მეთოდების განხილვას, კომპლექსნაერთთაგამოყენების შესაძლებლობათა ანალიზი.NCM0341 პნიკტოგენების ქიმია- მიზნად ისახავს გააცნოს მაგსტრებს პნოკტოგენებისსასარგებლო ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეები - დარიშხანისა და ანთიმონისმნიშვნელოვანი ნაერთების გავრცელება და მოპოვება საქართველოში. აგრეთვე აცნობსდარიშხანისა და ანთიმონის მნიშვნელოვანი არაორგანული და ორგანული ნაერთებისმიღების ხერხებსა და მეთოდებს.ნათელ წარმოდგენას უქმნის პნიკტოგენებისნაერთების გამოყენებაზე ყოფა- ცხოვრებაში.


- 17პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების სია1. კახიძე ნინო - ასოცირებული პროფესორი2. კიკალიშვილი მანუჩარი - ასოცირებული პროფესორი3. რუხაძე ვახტანგი -მოწვეული სპეციალისტი4. სამხარაძე მადონა -ასოცირებული პროფესორი5. ერემეიშვილი მურმანი -ასოცირებული პროფესორი6. მეგრელიშვილი ნანა - ასოცირებული პროფესორი7. კუპატაშვილი ნატალია - ასოცირებული პროფესორი8. ფორჩხიძე ავთანდილი - ასოცირებული პროფესორი9. გორგოძე ნიკოლოზი-ასოცირებული პროფესორი10. იმერი ბასილაძე-სრული პროფესორი11. ჯიქია მაგდანა-მოწვეული სპეციალისტი12. ლომსიანიძე იზოლდა-მოწვეული სპეციალისტი13. ძოწენიძე ქეთევანი-ასოცირებული პროფესორი


- 18პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურირესურსების აღწერა1. არაორგანული ქიმიის ლაბორატორია2. ორგანული ქიმიის ლაბორატორია3. ბიოქიმიის ლაბორატორია4. ანალიზური ქიმიის ლაბორატორია5. ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის ლაბორატორია6. ქიმიის სამეცნიერო- კვლევითი ლაბორატორია7. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.8. ქიმიის დეპარტამენტის ქიმიური რეაქტივების საცავი.9. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.10. ფოტოელექტროკოლორიმეტრი (КФК-2- УХЛ 4,2)11. ქრომატოგრაფი (АГАТ МОД. УХЛ 4,2)


- 19

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!