12.07.2015 Views

rogor davicvaT mSenebare gzis maxloblad mcxovrebi mosaxleobis ...

rogor davicvaT mSenebare gzis maxloblad mcxovrebi mosaxleobis ...

rogor davicvaT mSenebare gzis maxloblad mcxovrebi mosaxleobis ...

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობა ცდილობს გაერკვეს, რამდენადშეცვლის გზის მშენებლობა მისი ცხოვრების ჩვეულ წესსა და გარემოს.სიტუაციის შეფასების შედეგად ადამიანები წყვეტენ, საჭიროა თუ არათავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ბრძოლა, ხოლო თუსაჭიროა – განსაზღვრავენ ამ ბრძოლის მიზნებსა და გზებს.რა შეიძლება იყოს ბრძოლის მიზანისაგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისას მოსახლე-ობის ინტერესებისა და უფლებების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლისმიზანი შეიძლება იყოს:1. მაგისტრალის მშენებლობის გაუქმება ან მარშრუტის შეცვლა;2. პროექტში გზის ისეთი პარამეტრების (ზოლების რაოდენობის,გამტარუნარიანობის და ა.შ.) გათვალისწინება, რომ მოსახლე-ობის საცხოვრებელი პირობები არ გაუარესდეს მშენებლობისშედეგად;3. სპეციალური შემარბილებელი ზომების გათვალისწინება დაგანხორციელება ობიექტზე, მის მიმდებარე ზონაში და შენობებში(მაგ. ხმაურდამცავი ზომები, გამწვანება და სხვა.) როგორცობიექტის ექსპლუატაციის, ასევე მშენებლობის პერიოდისთვის;4. მშენებლობის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებლებისგადასახლება ინვესტორის ხარჯებით;5. ნებისმიერი ზიანისა და უხერხულობისთვის კომპენსაციებისმიღება.შესაძლებელია ამ მიზნების (ან ზოგიერთი მათგანის) გაერთიანებაც.თუმცა, პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს დროის განმავლობაში:ა. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პრობლემის არსის უკეთ ჩაწვდო-მის შემთხვევაში;ბ. ინვესტორებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან მოლაპარაკებისპროცესში;გ. პროექტის განხორციელების (მშენებლობის) პროცესში.3


რა გზები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებებისა და ინტერესებისდასაცავად?არსებობს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის ორი ძირი-თადი მიმართულება. გამომდინარე იქიდან, თუ რა გზებით ცდილობთშედეგის მიღწევას, მათ პირობითად „სამართლებრივი“ და „კამპანიისჩატარების“ გზა შეიძლება ვუწოდოთ.სამართლებრივი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ იურიდიულადდაამტკიცოთ (სასამართლო პროცესზე ან მის გარეშე) მოქალაქეთაუფლებების დარღვევის (ან მოსალოდნელი დარღვევის) ფაქტი. თუ ესშეძელით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფლებების აღდგენა.სამწუხაროდ, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში მოქალაქეები ყოველ-თვის ვერ ახერხებენ თავისი უფლებების დაცვას. მოქალაქეთა ინტერესიხშირად ეწირება სხვადასხვა ჯგუფების ეკონომიკურ, პოლიტიკურ ანსხვა ინტერესებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებად ცხადდება. ასეთსიტუაციაში, ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ხდება კანონისინტერპრეტირება და გამოყენება (ან არ გამოყენება), ხანდახან კი ახლისდაწერაც კი.ამ პირობებში სასურველია, რომ სამართლებრივი ინსტრუმენტებს (სარ-ჩელი, საჩივარი) „მიაშველოთ“ კამპანიის წარმოების მეთოდებიც(აქციები, მიმართვები, საინფორმაციო კამპანიები, მიტინგები და ა.შ). თუშეძლებთ, რომ პრობლემა საჯარო მსჯელობის საგანი გახადოთ,მიიზიდოთ ყურადღება და აჩვენოთ ხელისუფლებას, რომ მისიმიჩქმალვა არ მოხერხდება, შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენი უფლებებისრეალიზებას.ამავდროულად, ძნელია მხოლოდ კამპანიის წარმოების საშუალებითგზით მიაღწიოთ ხელშესახებ შედეგს, თუ ამავდროულად არ თქვენიკამპანია არ დაეფუძბება სამართალებრივ ინსტრუმენტებს, კანონებს,საბუთებს. კამპანიური ხასიათის მოქმედებებს ხშირად მივყავართ იქით,რომ ვიღებთ პოლიტიკური ხასიათის დაპირებებს. თუ ამ დაპირებებმა არმიიღო დოკუმენტის სახე, შეიძლება ადვილად მიეცენ დავიწყებას.ამდენად, საუკეთესო გზა სამართლებრივი და კამპანიური მიდგომისერთობლივად გამოყენებაა.4


მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება ორზემოთხსენებულ გზას შორის. სამართლებრივი მიდგომა საშუალებასგვაძლევს გავაკეთოთ აქცენტი ცალკეული დაზარალებული მოქალა-ქეებისა და მცირე ჯგუფების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.კამპანია უფრო მიმართულია მდგომარეობის შეცვლაზე მთლიანობაში,იმაზე, რომ მივიზიდოთ ფართო საზოგადოების ყურადღება,განვაზოგადოთ პრობლემა და ვაჩვენოთ მისი ტიპიურობა.სამართლებრივი მიდგომაუფლებების დაცვის სამართლებრივი გზის საფუძველი არის ქვეყნისკონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო იცავს თავის კანონებსდა შესაბამისად, წარმოადგენს მათ მიერ განსაზღვრული უფლებებისგარანტს. აქედან გამომდინარე, თუ მაკონტროლებელი და საზედამხედ-ველო ორგანოები ან სასამართლო ადასტურებენ მოქალაქის რომელიმეუფლების დარღვევას, სახელმწიფო ვალდებულია აღადგინოს ესუფლება. ანუ, სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს დაზარალებულის მხარე,ხოლო ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლიადაამარცხოს საკმაოდ მძლავრი კორპორაციაც კი.იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უფლებების დაცვისმხარდაჭერას მიაღწიოთ, ნათლად უნდა ჩამოაყალიბოთ, თუ რომელიუფლებები დაირღვა. ეს შეიძლება მარტივი არ აღმოჩნდეს, რადგანპროექტის მიმართ არსებული პრეტენზიები ყოველთვის პირველივეშეხედვით არ ასოცირდება უფლებების დარღვევასთან.ყველაზე რთულია, დაამტკიცოთ უფლებების შესაძლო ან უკვემომხდარი დარღვევა და დამაჯერებლად მიუთითოთ, თუ ვისიმოქმედების შედეგად ხდება ის. სხვანაირად, უფლების დარღვევისაშკარა, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტიც კი არ ნიშნავს, რომ თქვენშეძლებთ ამ უფლების აღდგენას. მაგალითად, თუ სახლის სარდაფშიწყალი დგება, დამტკიცება სჭირდება, რომ ეს დაკავშირებულიამიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობასთან. თუ სახლისმობინადრეებმა ეს ვერ შეძლეს, საკუთარი ძალებით მოუწევთმდგომარეობის გამოსწორება. დამტკიცებას სჭირდება ფაქტებისშეგროვება და დალაგება, ინფორმაციის ანალიზი, ექსპერტიზებისჩატარება და აქტების შედგენა. ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად5


დოკუმენტირებული. ზემოხსენებული ინფორმაცია დაგჭირდებათროგორც თქვენი უფლებების სამართლებრივი დაცვის პროცესში, ასევეკამპანიის ჩატარებისას.დარღვეული უფლებების აღსადგენად შეიძლება გამოიყენოთ როგორცსასამართლო, ასევე სხვა მექანიზმები - საჩივრით ან განცხადებითმიმართვა. საჩივრით ან განცხადებით მიმართვის და მათი განხილვისპროცედურას განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსი.სასამართლო შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტური გზა იყოს, მაგრამეს უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესია (და, როგორც წესი,ძვირადღირებული), რომელიც მოითხოვს საქმის დეტალურ განხილვას.ყველა შემთხვევაში, სასამართლოში საქმის წარმოებისთვის ჯობიამიმართოთ ადვოკატს.სამწუხაროდ, სასამართლოს ან ხელისუფლების ორგანოს მიერ თქვენსსასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის თქვენიუფლებების აღდგენის გარანტია. ამისთვის აუცილებელია დამრღვევმამიიღოს ზომები დარღვევის გამოსასწორებლად. ანუ, თქვენგადაწყვეტილების შესრულებისათვის უნდა იბრძოლოთ. ამისთვისარსებობს აღმასრულებლის ინსტიტუტი. აღმასრულებლის უფლებამო-სილებები და აღსრულების პროცედურები კანონმდებლობით დადგე-ნილი სხვადასხვა შემთხვევებისთვის განსაზღვრულია საქართველოსკანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (16.04.1999 წ.).კამპანიის წარმოებაროგორც ზემოთ ვახსენეთ, კამპანიის წარმოება გულისხმობს, რომ თქვენცდილობთ მოახდინოთ გავლენა გადაწყვეტილების მიმღებთაპოზიციაზე არა სასამართლო გზით, არამედ საზოგადოების თვალშიპრობლემის გამძაფრებით და მასზე ყურადღების გამახვილებით.ამგვარად, პრობლემა გარკვეულწილად „პოლიტიკურ“ ხასიათს იღებს დამისი იგნორირება გაუჭირდებათ როგორც ხელისუფლების ორგანოებს,ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანიაყველამ შეიტყოს და ალაპარაკდეს თქვენი პრობლემის შესახებ.6


კამპანიის შესაძლო მეთოდებია:• ღია წერილები ან მიმართვები (ინდივიდუალური, კოლექტიურიან ხელმოწერების შეგროვებით);• მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში;• საჯარო განხილვები ან მოსმენები (მათ შორის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოში ან პარლამენტში);• საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება მას-მედიის საშუალე-ბით;• თეატრალიზებული აქციები;• მშვიდობიანი აქციები (მაგ. მიტინგები, პიკეტირება, სამშენებლოტექნიკის ბლოკირება, მაგისტრალის გადაკეტვა);• პოლიტიკური პარტიების ინფორმირებაშეიძლება გამოვყოთ კამპანიის ოთხი ძირითადი კომპონენტი:1. საჯარო ქმედებების (საპროტესტო აქციები, თეატრალიზებულიწარმოდგენები და სხვ.) ჩატარება;2. მას-მედიის ყურადღების გამახვილება პრობლემაზე;3. ფაქტების, საექსპერტო და დოკუმენტური ინფორმაციისშეგროვება;4. მხარდამჭერთა ძებნა და მოზიდვა.საჯარო აქციები ნებისმიერი კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანიიარაღია. სწორედ აქტიური ქმედებები ხვდება გაზეთების, ტელევიზიისდა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ყურადღების ცენტრში.მაგრამ ერთჯერადი ქმედება, როგორც წესი, არაა საკმარისი იმისთვის,რომ პრობლემა გახდეს აქტუალური, საყოველთაოდ აღიარებული დამნიშვნელოვანი. როგორც წესი, საჭიროა აქციების სერიის დაგეგმვა დაორგანიზება, ანუ რამდენიმე ღონისძიებისგან შემდგარისაზოგადოებრივი კამპანიის ჩატარება. კარგია, თუ შეძლებთ მოძებნოთმსგავსი პრობლემის წინაშე მდგომი სხვა ადამიანები და მოილაპარაკოთერთობლივი მოქმედების შესახებ.ეფექტური კამპანიისთვის აუცილებელია მკვეთრად, ამომწურავად დამოკლედ მოახდინოთ პრობლემის ფორმულირება ერთი ფრაზით,რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება. ეს ფრაზა - ეგრეთწოდებული7


„მესიჯი“ - უნდა გახდეს კამპანიის სავიზიტო ბარათი, გაჟღერდეს ყველააქციასა და გამოსვლაზე და მას-მედიასთან ურთიერთობაში.მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების მოპყრობა თქვენიუფლებების დასაცავად წარმატებული ბრძოლის აუცილებელიწინაპირობაა, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზამიაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, განაცხადოთ თქვენი პოზიციისშესახებ და იპოვოთ მხარდამჭერები.ჟურნალისტებთან აუცილებელი კონტაქტების დამყარების გარდა, განსა-კუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტების, საექსპერტო და დოკუმენტურიინფორმაციის შეგროვება. ეს საჭიროა როგორც ჟურნალისტებისთვისთქვენი პრობლემის დეტალების მისაწოდებლად, ასევე იმისთვის, რომთვითონ სრულად ფლობდეთ ამ დეტალებს, შეძლოთ პასუხი გასცეთმოწინააღმდეგეთა არგუმენტებს და დაიცვათ თქვენი პოზიცია. ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც აქციების შედეგადთქვენი პრობლემა უკვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და დაიწყომისი საჯაროდ განხილვის პროცესი.მხარდამჭერთა მოძებნა და მოზიდვა - არა მარტო პრობლემის ირგვლივსაზოგადოებრივი რეზონანსის შექმნის უმნიშვნელოვანესი პირობაა,არამედ თქვენი პოზიციის გამყარების აუცილებელი ფაქტორიც. თუმცაგახსოვდეთ, რომ საერთო ყურადღების მიპყრობა მხოლოდ ნახევარისაქმეა, პრობლემის მოგვარებისათვის უნდა მიაღწიოთ, თქვენი ინტე-რესის გათვალისწინებას.რომელი უფლებები შეიძლება დაირღვეს საგზაო ინფრასტრუქტურისმშენებლობის გამო?როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი გზა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილების გამარტივებას - მისიგაყვანა აუცილებლად დაკავშირებულია გარემოზე მავნე ზემოქმედებისგაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან. გზის მშენებლობისდა ექსპლუატაციის შედეგად ხშირად ირღვევა მოსახლეობის უფლებები.ამასთან, ამ მშენებლობის სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება იწვევდესსხვადასხვა უფლებების დარღვევას. მაგალითად:8


შედეგიგზის განთავისების ზოლში 1მოხვედრილი შენობა-ნაგებობებისდანგრევაშენობები ხდება საცხოვრებლადუვარგისიშენობების ნგრევა ტერიტორიაზეწყლის ჩადგომის და/ან ვიბრაციისდონის ამაღლების გამო. საცხოვ-რებელი პირობების გაუარესებაწყლის ჩადგომის, შენობის დაზი-ანების და ა.შ. გამო.ჰაერის დაბინძურება გამონაბოლ-ქვითა და მტვრითგზის მიმდებარე ტერიტორიაზეხმაურისა და ვიბრაციის დასაშვე-ბი დონის გადაჭარბებადარღვეული უფლებასაკუთრების უფლება (საქართვე-ლოს კონსტიტუცია, მუხლი 21; სა-ქართველოს სამოქალაქო კოდექსი,მუხლი 170); ჯანმრთელობისთვისუვნებელ გარემოში ცხოვრებისუფლება (საქართველოს კონსტიტუ-ცია, მუხლი 37; საქართველოსკანონი „გარემოს დაცვის შესახებ“,მუხლი 6)ჯანმრთელობისთვის უვნებელგარემოში ცხოვრების უფლება(საქართველოს კონსტიტუცია,მუხლი 37; საქართველოს კანონი„გარემოს დაცვის შესახებ“, მუხლი6)მწვანე ნარგავების განადგურება ანმათი მდგომარეობის გაუარესებაისე, რომ ისინი რეკრეაციისთვისგამოუსადეგარი ხდებადა სხვა.ნებისმიერი უფლების დარღვევა და შესაბამისად, მიყენებული ზიანიგულისხმობს ვალდებულების წარმოშობას (საქართველოს სამოქალაქოკოდექსი, მუხლი 316, 317), ზიანის ანაზღაურებას (საქართველოსსამოქალაქო კოდექსი, მუხლი 408, 409) მიუღებელი შემოსავლის1მიწის ზოლი, რომელზედაც განთავსებულია საავტომობილო გზის საინჟინრო და დამცავნაგებობათა მთელი კომპლექსი და გამწვანება („საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციისინსტრუქცია“, მუხლი 2)9


ანაზღაურების ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი411) .აღსანიშნავია, რომ თავისთავად მავნე ზემოქმედების არსებობა არითვლება უფლებების დარღვევად. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისგადააჭარბებს დასაშვებ ნორმებს (ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია,ზღვრულად დასაშვები დონე და ა.შ.), ან თუ თქვენ შეძლებთდაამტკიცოთ, რომ ამ ზემოქმედებამ ზიანი მიაყენა თქვენსჯანმრთელობას ან საკუთრებას (ან სხვანაირად დაარღვია თქვენიუფლებები), მაშინ მოხდება თქვენი უფლებების დარღვევის აღიარება დათქვენ შეძლებთ მოითხოვოთ კომპენსაცია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გზის მშენებლობის და ექსპლუატაციისზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები შეიძლება არღვევდეს საქართველოსსხვა კანონების დებულებებსაც, როგორიცაა, მაგალითად, კანონი„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (ჰაერის დაბინძურება მტვრითდა გამონაბოლქვით, ხმაური, ვიბრაცია), ტყის კოდექსი (ტყის გაჩეხვა),კანონი “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზეარსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდისგანსაკუთრებული დაცვის შესახებ“ (მწვანე ნარგავების განადგურება), დაა.შ. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე,საცხოვრებელ გარემოზე და ქონებრივ უფლებებზე აისახება.როდესაც ჩვენს უფლებების დაცვაზეა საუბარი, აუცილებლად უნდაგავითვალისწინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ „კონვენ-ცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისხელმისაწვდომობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზეხელმისაწვდომობის შესახებ“ ანუ ორჰუსის კონვენცია. ამ საერთაშორისოხელშეკრულებას საქართველო მიუერთდა 2000 წელს.10


როგორი გზები არსებობს და როგორ ხდება მათი დაგეგმვაგზების ტიპებითავისი დანიშნულებით საავტომობილო გზები იყოფა საერთო სარ-გებლობის და საუწყებო გზებად.საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ (11.11.1994 წ.)და საქართველოს მთავრობის N 57 დადგენილების „მშენებლობისნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“(24.03.2009 წ.) თანახმად, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებიმნიშვნელობის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად: საერთაშორისო (Iკატეგორია), შიდასახელმწიფოებრივი (II კატეგორია) და ადგილობრივიმნიშვნელობის (III კატეგორია) გზებად.ამის გარდა, საქართველოს მთავრობის N 57 დადგენილებით „მშენებ-ლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“(24.03.2009) შენობა-ნაგებობები (მათ შორის ხაზობრივი ნაგებობები,რომელთა ერთ-ერთი ნაირსახეობა არის საავტომობილო გზა,) იყოფა 5კლასად:ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვასარ საჭიროებს;ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომატებული ფაქტორით(განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).შენობა-ნაგებობის კლასი განისაზღვრება ასაშენებელი ან სადემონტაჟოშენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. საავტომობილო გზების-თვის ეს განაწილება კლასების შიგნით, შესაბამისი სამშენებლო ნორმე-ბით, შემდეგნაირად გამოიყურება.11


ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა მიეკუთვნება IIIკლასის შენობა-ნაგებობებს.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა მიეკუთვ-ნება IV კლასის შენობა-ნაგებობებს.საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა მიეკუთვნება Vკლასის შენობა-ნაგებობებს.ამ კლასებისთვის დადგენილი სამშენებლო და სანებართვო ნორმებიგანსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავებების უმრავლესობა მცირეა,ეხება ძირითადად სამშენებლო დოკუმენტის პროექტს და ტექნიკურხასიათს ატარებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ IV და V კლასისნაგებობებისთვის მშენებლობის ნებართვის გასაცემად III კლასისნაგებობებისგან განსხვავებით, სხვა საბუთების გარდა, სავალდებულოასაექსპერტო დასკვნის არსებობა 2 .სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენსკანონმდებლობასთან და ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის დადას-ტურებას. მისი მიზანია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისდა ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისთვისუვნებელი გარემოს უზრუნველყოფისთვის.საექსპერტო შეფასების სფეროს განეკუთვნება:• მშენებლობის დოკუმენტების პროექტების საექსპერტო შეფასება;• მშენებლობის განხორციელების ეტაპების საექსპერტო შეფასება;• არსებული შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების საექსპერტოშეფასება 3 .2საქართველოს მთავრობის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისწესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (24.03.2009 წ.)3საქართველოს მთავრობის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისწესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (24.03.2009 წ.)12


გზების დაგეგმვა, დაპროექტება და მშენებლობაგზის მშენებლობა, როგორც ნებისმიერი პროექტი, იდეიდან რეალი-ზაციამდე რამდენიმე ეტაპს გადის:• სივრცითი დაგეგმვა - განსაზღვრა რუკაზე, თუ სად უნდა გაიაროსგზამ;• დაპროექტება - გზის დოკუმენტაციის მომზადება (სქემები, ნახაზები,გათვლები და ყველა სახის დასაბუთება - დაწყებულიეკონომიკურიდან, დამთავრებული ეკოლოგიურით);• მშენებლობა - გზის უშუალო აშენების პროცესი, ხიდების, გვირაბებისდა ა.შ. ჩათვლით.ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპს ჰყავს სამუშაოზე პასუხისმგებელიპირი და ორგანიზაცია. ეს არიან ხელისუფლების ორგანოები, რომლებიცახორციელებენ დაგეგმვას, დამკვეთები, ინვესტორები, დონორები,პროექტის ავტორები, საზედამხედველო ორგანოები და მშენებლები.საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომო-ბილო გზები როგორც წესი, იგეგმება დაპროექტებამდე და მშენებლობისდაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მათი დაპროექტება, მშენებლობა,საექსპლუატაციოდ მიღება, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილი-ტაცია, კეთილმოწყობა და მოვლა-შენახვა ევალება საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტს 4 .ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაყვანის, განვი-თარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა ავტონომიურირესპუბლიკების მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოების კომპეტენციაა 5 .დღეისთვის ყველა მსხვილი გზა საქართველოში სახელმწიფოა და მათიდამკვეთი ხელისუფლების ორგანოებია. მშენებლობა ფინანსდებაძირითადად სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბ-ლიკური ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი თვითმმართველიერთეულის ბიუჯეტიდან (ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ4საქართველოს კანონი “საავტომობილო გზების შესახებ“ (11.11.1994 წ.)5საქართველოს კანონი “საავტომობილო გზების შესახებ“ (11.11.1994 წ.)13


ინვესტორიც სახელმწიფოა), ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუ-ტების ან კერძო კომპანიების მიერ. მაგალითად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ან აღმო-სავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის ზოგიერთიმონაკვეთის დონორი მსოფლიო ბანკის ჯგუფია. თუმცა, დონორებისგრანტებისა და კრედიტების მიმღებადაც სახელმწიფო გვევლინებახოლმე.თუ ინვესტორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, როგორიცაა,მაგალითად, მსოფლიო ბანკი ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითა-რების ბანკი, ისინი, თავიანთი რეგულაციების (policy) შესაბამისად,საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას პროექტის სოციალურ,ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაზე. ამ საერთაშორისოორგანიზაციებს აქვთ გარკვეული გავლენის მოხდენის შესაძლებლობაკომპანიებზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე და მათთვის მიმართვაშეიძლება დაგეხმაროთ საგზაო პროექტებთან დაკავშირებულიპრობლემების მოგვარებაში. მათ ასევე შემუშავებული აქვთ საჩივრისშეტანის და განხილვის მექანიზმები და ნებისმიერ პირს, რომელიცცხოვრობს პროექტის განხორციელების არეალში და რომლის ინტე-რესები შეილახა მისი რეალიზაციის შედეგად, შეუძლია საჩივრის შეტანაინვესტორ ორგანიზაციაში 6 .სად მოვიძიოთ ინფორმაცია დაფინანსების შესახებ?სამწუხაროდ, არ არსებობს ერთი კონკრეტული წყარო, საიდანაცშეძლებთ მოიძიოთ ინფორმაცია საგზაო მშენებლობის ყველა პროექტისდაფინანსებაზე.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 7ხელმისაწვდომია ინფორმაცია ძირითადად იმ პროექტების შესახებ,რომლებიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.6ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით იხილეთ “მწვანე ალტერნატივას”პუბლიკაციაში „როგორ ვიმოქმედოთ თუ პროექტი გვაზარალებს: საერთაშორისოსაფინანსო ინსტიტუტებისთვის საჩივრით მიმართვის შესაძლებლობები დაპროცედურები“ www.greenalt.org7http://www.georoad.ge/14


რაც შეეხება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, მათ შესახებინფორმაციის მოსაპოვებლად შეიძლება მოგიწიოთ წერილობითმიმართოთ შესაბამის ორგანოს - რაიონის მუნიციპალიტეტს ან რეგი-ონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს.ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ დროული დასრული ინფორმაციის მოპოვება შეიძლება გარკვეულ სირთულეებთანაღმოჩნდეს დაკავშირებული. თუმცა სამართლიანობისთვის უნდააღინიშნოს, რომ მწვანე ალტერნატივას გამოცდილებიდან გამომდინარე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროსსაავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთ-ერთი საუკეთესოასაქართველოს საჯარო უწყებებს შორის საჯარო ინფორმაციის გაცემისხარისხისა და ოპერატიულობის თვალსაზრისით.შესაძლებელია თუ არა გზის გადატანა?საგზაო პროექტის რადიკალური ცვლილებებიხშირად საგზაო პროექტი და მასთან დაკავშირებული მოსალოდნელიცვლილებები იმდენად მასშტაბურია, რომ იწვევს რადიკალურიგადაწყვეტილებების მოთხოვნის სურვილს, როგორიცაა პროექტზესაერთოდ უარის თქმა, მისი რეალიზაცია სხვა ადგილას, ან, უკიდურესშემთხვევაში, პროექტის შემცირება.მშენებლობის შეჩერებათუ ითხოვთ მშენებლობის შეჩერებას ან პროექტზე უარის თქმას, უნდაგესმოდეთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა, რომელსაც თავისისპეციფიკა აქვს.პირველი: ასეთი მიზანი გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, კამპანიურიმიდგომის გამოყენებას. საქმე ისაა, რომ საგზაო მშენებლობა ქვეყნისინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტულიმიმართულებაა, რომელიც საშუალებას იძლევა კანონიერ საფუძველზემოხდეს თითქმის ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა - საკუთრებისექსპროპრიაცია 8 , სახლებისა და გარაჟების დანგრევა, ტყეების გაჩეხვა,8საქართველოს კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისსაკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ (23.07.1999წ.), მუხლი 2.15


ვაზიანი-გომბორი-თელავი გზის პროექტიპროექტის მიზანი იყო თბილისისა კახეთის დამაკავშირებელი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მოწესრიგება და სრულყოფა.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორ-მაციით, პროექტის განსახორციელებლად მთავრობამ განსაზღვრა იყომსოფლიო ბანკისგან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტისაღება.2009 წლის 8 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა-მენტმა გამოაცხადა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27კილომერტიანი მონაკვეთის (პირველი ნახევრის) რეაბილიტაციისბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისსაჯარო განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. ამ პროექტისთანახმად, საავტომობილო გზა იწყებოდა ვაზიანის დასახლებასთან დასოფლების უჯარმას, პალდოს, ოთარაანთ კარის, სასადილოს, გომბორის,კობაძის და თეთრწყლების გავლით მთავრდებოდა ქ. თელავში. ის 45-ეკილომეტრზე კვეთდა გომბორის უღელტეხილს 1620 მ სიმაღლეზე, გზისსაერთო სიგრძე 66 კმ-ს შეადგენდა. საავტომობილო გზის დერეფნისსიგანედ აღებული იყო 20 მეტრი ხოლო მიწის ვაკისის სიგანედ 10.5მეტრი. პროექტით გათვალისწინებული იყო ოთხი ახალი ხიდისმშენებლობა, საერთო სიგრძით 348 მეტრი. პროექტი მიკუთვნებულიიყო მსოფლიო ბანკის A კატეგორიას (დიდი ზემოქმედება ბუნებრივ დასოციალურ გარემოზე).მწვანე ალტერნატივას მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესშიგამოვლინდა, რომ პროექტის მომზადება სერიოზული პროცედურული(იგულისხმება მსოფლიო ბანკის A კატეგორიის პროექტისთვის დაწე-სებული პროცედურები), დარღვევებით მიმდინარეობდა. არ იყოდასაბუთებული პროექტის წარმოდგენილი სახით განხორციელებისსაჭიროება (გზის გაფართოება, ოთხი ახალი ხიდის მშენებლობა,ბეტონის ტექნოლოგიის გამოყენება).პროექტის შესახებ ძალზე მწირი წარმოდგენა ჰქონდათ პროექტის უშუა-ლო გავლენის ქვეშ მყოფი სოფლების მაცხოვრებლებს. მათ მხოლოდმწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ შეეძლოთპროექტის თაობაზე შენიშვნების წარდგენა. ინფორმაციის სიმცირისმიუხედავად, მათ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საჯაროგანხილვაში, ხოლო მოსახლეობის ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ18


გავლენის მოხდენას, საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულებაპროექტის შესახებ წერილობით დააფიქსირა და მიაწოდა საგზაოდეპარტამენტს.მწვანე ალტერნატივამ საკუთარი შენიშვნები წარადგინა საავტომობილოგზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკში. ჩვენი რეკომენდაციებისთანახმად, პროექტი მისაღები იქნებოდა, თუ სოფელში გამავალმონაკვეთებზე არ მოხდებოდა გზის სავალი ნაწილის გაფართოება. ამგადაწყვეტას გააჩნდა შემდეგი დადებითი მხარეები: აცილებულიიქნებოდა სოფლების მცხოვრებთა არანებაყოფლობით განსახლება;შემცირდებოდა კომპენსაციების საჭიროება და შესაბამისად, ოდენობა,ასევე შემცირდებოდა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი დაეკოკომპენსაციების მოცულობა. საერთო ჯამში, მოიკლებდა პროექტისღირებულება და სოფლებისათვის გაიზრდებოდა გზის უსაფრთხოებაც.მსოფლიო ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივას კომენტარები დაადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. შედეგად, ბანკმა უარი თქვა ამსახით წარმოდგენილი პროექტის დაფინანსებაზე, ისე, რომ საქმეადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდეც არ მივიდა და საგზაოდეპარტამენტმა უკან გამოითხოვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსა-ხურიდან პროექტის დოკუმენტაცია. საგზაო დეპარტამენტმა მოამზადაპრაქტიკულად ახალი პროექტი, რომლის თანახმად, მოხდებოდაარსებული გზის რეაბილიტაცია გაფართოების გარეშე, ასფალტისტექნოლოგიის გამოყენებით. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით,პროექტისათვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობა დაახლოებით 2–ჯერშემცირდა და შეადგინა 30 მილიონი აშშ დოლარი. ამ თანხაშიმოიაზრეობოდა არსებული თბილისი – გურჯაანი თელავის გზისგაუმჯობესებაც. გარკვეულწილად გაუმჯობესდა საჯარო განხილვებისხარისხიც.ამრიგად, პროექტის საწყის ეტაპზევე გამოვლენილი შეუსაბამობებისდროულად გახმოვანებამ, მიზანმიმართულმა ლობირებამ და მოსახლე-ობის აქტიურობამ (ამ შემთხვევაში სულ 28 მოქალაქის ხელმოწერა გახდასაკმარისი შედეგის მისაღწევად) მოიტანა ხელშესახები დადებითიშედეგები პროექტის გაუმჯობესებისა და ხარჯვის ეფექტურობისამაღლების კუთხით.19


რა კომპენსაციაა გათვალისწინებული გზის ნეგატიური ზემოქმე-დებისთვის?სიტუაცია, როდესაც მოქალაქეები საჭიროებენ კომპენსაციას საგზაომშენებლობის და უშუალოდ გზის ნეგატიური ზემოქმედებისთვის.კომპენსაციის სახეებისაგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებმა შესაძლოა დააზარალოს მოქა-ლაქე. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე სახისკომპენსაციას, რომელიც შეიძლება გაიცეს ასეთ შემთვევებში:• სახელმწიფოებრივი ან მუნიციპალური საჭიროებისთვის ამოღებული(ექსპროპრიაცია) უძრავი ქონების კომპენსაცია 11 ;• ზიანის ანაზღაურება, ფინანსური ან არაფინანსური სახით, მათ შორისმიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 12 ;• სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღა-ურება 13 ;• მორალური ზიანის ანაზღაურება 14 .ძირითადი კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მოქალაქეთა უფლებასმიიღონ კომპენსაცია.როგორც ვხედავთ, ძირითადი კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავსკომპენსაციების გადახდის ვალდებულებას და მათი მიღების უფლებას,არის საქართველოს კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივისაჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ (23.07.1999წ.) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (26.06.1997 წ.).ამის გარდა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ითვალისწინებსგარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც, რა თქმა უნდა, არნიშნავს იმას, რომ ამ ზიანისთვის კომპენსაციას მიიღებს ფიზიკური პირი- თანხა შედის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი11 საქართველოს კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისა-თვისსაკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, მუხლები 1,212საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 18, 408-41113საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 40814საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1820


ერთეულის ბიუჯეტში. ასეთ გადასახადს ითვალისწინებს, მაგალითად,საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (მუხლი 16).„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების)მეთოდიკა დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით 15 .კომპენსაციის მიღების გზებიმიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის მიღება შეიძლება მხოლოდ იმშემთხვევაში, როდესაც ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს მიერარის დამტკიცებული. თუმცა, როდესაც ზიანი გარდაუვალია და ხდებამისი შეგნებულად დაშვება, კანონმდებლობა ითვალისწინებსკომპენსაციის წინასწარ მიღების მექანიზმს. ეს არის ქონებისექსპროპრიაციის კომპენსაცია 16 .ამის გარდა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არსებობს შემთხვევები,რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ „არაპირდაპირ“ კომპენსაციებს:როდესაც ხდება გარემოსთვის ზიანის მიყენება, რომლის დათვლა ხდებაწინასწარ და რომლისთვისაც შედის გადასახადი ბიუჯეტში დადგენილიპროცედურის შესაბამისად 17 . ასეთ შემთხვევაში თავად მოქალაქეებიარანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ იღებენ.საგზაო მშენებლობის ან გზის ნეგატიური ზემოქმედებისთვის კომპენ-საციის მიღება მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ შემდეგ სიტუა-ციებში:• ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდება საცხოვრებელი სახლი ან სხვაუძრავი ქონება, აღმოჩნდება გზის "განთავსების ზონაში" - ანუ,152011 წელს განხორციელებული მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შემდეგ,ამ მეთოდიკას ამტკიცებს (ცვლილებები შეაქვს) ენერგეტიკისა და ბუნებრივირესურსების მინისტრს.16საქართველოს კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისსაკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ (23.07.1999წ.)17კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (10.12.1996), კანონი “ქალაქ თბილისისსაზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა დასახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ (10.11.2000)21


შენობები ექვემდებარება დანგრევას, მთლიანად უძრავი ქონება კი -ექსპროპრიაციას ან გამოსყიდვას.• ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი ანსხვა უძრავი ქონება, აღმოჩნდება გზის მავნე ზემოქმედების ზონაში 18 .სახლებისთვის ეს ნიშნავს, რომ ისინი საცხოვრებლად უვარგისი• ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი ანსხვა უძრავი ქონება, აღმოჩნდება გზის მავნე ზემოქმედების ზონისსაზღვარზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხმაურით გამოწვეულიდისკომფორტის ზონაში.• ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი ანსხვა უძრავი ქონება, აღმოჩნდება გზის მავნე ზემოქმედების ზონისგარეთ. ამ შემთხვევაში ზიანი შეიძლება გამოიხატებოდეს უძრავიქონების გაუფასურებაში.როგორ უკვე აღვნიშნეთ, პირველ შემთხვევაში შესაძლებელიაკომპენსაციის მიღება წინასწარ. მეორე, მესამე და მეოთხე შემთხვევაშიმდგომარეობა მოსახლეობისთვის უფრო რთულია: კომპენსაციისმისაღებად მათ უნდა მიმართონ სასამართლოს უკვე ზიანის მიყენებისშემდეგ.თუ დაგეგმილი გზა გაივლის უშუალოდ შენობაზე, ნაგებობასა ან მიწისნაკვეთზე, როგორც წესი, ხდება ნეგატიური ზემოქმედების აღიარება,რადგან გზის ასაშენებლად აუცილებელია ამ ობიექტების ექსპრო-პრიაცია და დანგრევა ამასთან, როგორც წესი, ეს უნდა მოხდეს გზის18ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული ზუსტი ტერმინი ამზონისთვის. რუსულ სამშენებლო კანონმდებლობაში, ასევე სამშენებლონორმებში, რომელთა ნაწილი საქართველოშიც მოქმედებს, ის განსაზღვრულია,როგორც „санитарный разрыв дороги”. თუმცა, „მწვანე ალტერნატივას“ მიერმოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში სწორედ ესტერმინი არ მოქმედებს, ამიტომ ვიხმარეთ პირობითი ტერმინი „მავნეზემოქმედების ზონა“, რომ მკითხველისთვის გასაგები იყოს, რა იგულისხმება. ამნაშრომის მიზნებისთვის ის განვსაზღვრეთ, როგორც მანძილი მავნეზემოქმედების წყაროდან, რომელზეც ეს ზემოქმედება მცირდება ზღვრულადდასაშვებ ნორმამდე. ამ ზონის სიგანე შეიძლება იყოს დამოკიდებული მრავალფაქტორზე და სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება განსხვავებული.მავნე ზემოქმედების ზონის სიგანის გათვალისწინება აუცილებელიამოსახლეობის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად.22


მშენებლობის დაწყებამდე. კანონმდებლობა ითვალისწინებს კერძოსაკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების ჩამორთმევას სახელმწიფო ანმუნიციპალური საჭიროებებისთვის და კომპენსაციების გაცემას 19 .ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის პროცედურებიექსპროპრიაციისა და კომპენსაციის პროცედურები განისაზღვრებაკანონით “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისსაკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ (23.07.1999)ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის აუცილებელია:1. პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც განსაზღვრავსექსპროპრიაციის გარდაუვალობას და სუბიექტს, რომელსაცშეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.2. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს სახელმწიფოორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯაროან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ენიჭებაექსპროპრიაციის უფლება. გადაწყვეტილება ასევე უნდა შეიცავდესსაექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამისმითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფისაუცილებლობის თაობაზე.პრეზიდენტის ბრძანებულება წინ უძღვის სასამართლოს გადაწყვეტი-ლებას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ რაიონული(საქალაქო) სასამართლო 20 .პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციისუფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი ვალდებულია მიაწოდოსინფორმაცია ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარებაექსპროპრიაციას. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ დაშესაბამისი რაიონის ადგილობრივ პრესაში და უნდა შეიცავდეს19საქართველოს კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისსაკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, მუხლი 220საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრებისჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 323


პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტო-რიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას.გარდა ამისა, ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს სასამართლოშიგანცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისთარიღი 21 .ექსპროპრიატორი ვალდებულია წინასწარ შეუთანხმდეს ქონებისმესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ.ექსპროპრიატორმა ყველა სათანადო ღონისძიება უნდა განახორციელოს,რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე 22 .მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამო-უკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავსკომპენსაციის სახით მესაკუთრისთვის გადასაცემ სავარაუდოსაკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონებისსაბაზრო ღირებულების შესაბამისად.მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით მოიწვიოს სხვა დამოუკი-დებელი ექსპერტი ქონების შესაფასებლად.ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორმაქონების მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს წინადადება ქონების შეძენისადა ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახითშეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციოთანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგადგანსაზღვრულ თანხაზე ნაკლები.საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციისსახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით.ექსპროპრიაციის დაწყებამდე ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს უნდაგადასცეს წერილობითი საბუთი, სადაც მოცემულია:21საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრებისჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 422საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრებისჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 624


• დასაბუთება ქონების ჩამორთმევის საზოგადოებრივი აუცი-ლებლობის არსებობის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდაიყოს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება დასასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ექსპრო-პრიატორს მიენიჭა ქონების ჩამორთმევის უფლება;• დასაბუთება ქონების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვისგამოყენების შესახებ;• საექსპროპრიაციო ქონების მდებარეობისა და მოცულობის დეტა-ლური აღწერა, საკომპენსაციო თანხის ოდენობა ან კომპენსაციისსახით გადასაცემი სხვა ქონების დეტალური აღწერა და მისისაბაზრო ღირებულება 23 .ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს ასევე იმნაკლებად ღირებული ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა დამდგომარეობა უმნიშვნელოა, მაგრამ რომელიც დაკავშირებულია შესაძენქონებასთან და მის გარეშე გამოუსადეგარია 24 .თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონებისსაბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციისსახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარესუფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში 25 .სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს საექსპროპრიაციოქონების კომპენსაციის სახე. ის ასევე უფლებამოსილია ქონების შეფასე-ბის მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც განსა-ზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციოქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციისსახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ.დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერწარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციოქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათის გადასაცემი კომპენსა-23კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999, მუხლი 724„კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999, მუხლი 625კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999, მუხლი 825


ციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო 26 . ექსპრო-პრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველახარჯი, მათ შორის სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვესაექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავში-რებული ხარჯები 27 .სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ასევემასზე არსებული ნათესების ღირებულება, რომელიც გამოიანგარიშება იმშემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგანმიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ სასოფლოსამეურნეო მიწებზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ,მათი ღირებულების გათვალისწინება კომპენსაციის განსაზღვრისას არხდება 28 .ვინაიდან შენობების დანგრევა მოსახლეობის გასახლების გარეშეშეუძლებელია, კომპენსაციის დროულად მიღება პრობლემას არ უნდაწარმოადგენდეს. რჩება კომპენსაციის ოდენობის პრობლემა, რაც უკვემიწისა და შენობის ღირებულების შეფასების, ასევე ასანაზღაურებლადშემოთავაზებული საცხოვრებელი ფართის ზომა - განლაგების საკითხია.იქ, სადაც საქმე ეხება არა საცხოვრებელ სახლს, არამედ გარაჟს ან მიწისნაკვეთს (სააგარაკო, ბაღებს, ყანებს და სხვა), აქტუალური რჩება არამარტო კომპენსაციის ოდენობის, არამედ მისი დროულად მიღებისსაკითხიც. ამ სიტუაციაში აუცილებელია საგზაო მშენებლობისპროექტში წინასწარ იყოს გათვალისწინებული საჭირო თანხები.მნიშვნელოვანია დაინტერესებულმა მოსახლეობამ ყურადღებითადევნოს თვალყური დაპროექტებისა და მშენებლობის ეტაპების სწორადმიმდინარეობას. გზის მშენებლობის დაწყება შეიძლება მხოლოდნაკვეთების და ობიექტების ჩამორთმევის, ანუ მათი გამოსყიდვის და/ანზარალის ანაზღაურების შემდეგ.26კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999 მუხლი 927კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999, მუხლი 1028კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისწესის შესახებ“, 1999 მუხლი 1126


რა ვქნათ თუ სახლი გზის პირასაა?მავნე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმებიშესაძლო მავნე ზემოქმედება და მისი ზღვრულად დასაშვები ნორმებიგზის მშენებლობისას და ექსპლუატაციისას განისაზღვრება:• საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“(10.12.1997)• გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმებით, რომლებიცდამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 297/ნბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმებისდამტკიცების შესახებ“. მათ შორის:o ზედაპირული წყლის დაბინძურებისგან დაცვის სანიტა-რული წესები და ნორმებიo ჰიგიენური მოთხოვნები არაცენტრალიზებული წყალმო-მარაგების წყლის ხარისხისადმი. წყაროების სანიტა-რული დაცვაo მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დაცვის სანიტა-რიული წესებიo წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეოდანიშნულების წყალსადენების სანიტარული დაცვისზონებიo ჰიგიენური მოთხოვნები დასახლებული ადგილებისატმოსფერული ჰაერის დაცვისადმიo დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დამა-ბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებიკონცენტრაციებიo ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ, საზოგა-დოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელიგანაშენიანების ტერიტორიაზე - სანიტარული წესები დანორმებიo საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგა-დოებრივი შენობების სათავსებში სანიტარული წესებიდა ნორმები27


oდასახლებული ადგილების ნიადაგის მდგომარეობისჰიგიენური შეფასება - მეთოდური მითითებიატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ნიადაგისდა ა.შ. დაბინძურების კონტროლი და ანთროპოგენული დატვირთვითგამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა ევალება საქართველოსგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაშიშემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გარემოს ეროვ-ნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარ-ტამენტს 29 .დასახლებული ტერიტორიიდან გზის დაცილების სტანდარტებისამშენებლო ნორმებითა და წესებით (სნ და წ 2.05.02-85 „საავტომობილოგზები“) 30 დადგენილია დასახლებებიდან საავტომობილო გზებისდაცილების შემდეგი ნორმები:საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზებისგაყვანა რეკომენდირებულია დასახლებული პუნქტების გვერდისავლით, დასახლებებში მისასვლელი გზების მშენებლობისგათვალისწინებით. იმისთვის, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იყოსტრასის რეკონსტრუქცია მანძილი მისი სავალი ნაწილის უკიდურესიხაზიდან დასახლებულ პუნქტამდე არ უნდა იყოს 200 მეტრზე ნაკლები,ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე - 50 მ.ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ტექნიკური და ეკონომიკურიგათვლების შედეგად მიზანშეწონილად ითვლება გზის გაყვანადასახლებულ პუნქტზე, მინიმალური მანძილი საცხოვრებელიგანაშენიანების საზღვრამდე უნდა შეადგენდეს 50 მეტრს, ხოლოხმაურდამცავი ზომების გატარების შემთხვევაში - 25 მ.ადგილობრივი მნიშვნელობის გზისთვის მინიმალური მანძილი საცხოვ-29გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება, მუხლი 4.30ეს არის ყოფილი სსრკ სამშენებლო სტანდარტები, რომელთა მოქმედება საქართველოსტერიტორიაზე გაგრძელებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით N45„საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა დამოქმედების წესის შესახებ“ (24.02.2006 წ.).28


რებელი განაშენიანების საზღვრამდე უნდა შეადგენდეს 50 მეტრს,სასოფლო-სამეურნეო ნარგავებამდე - 25 მეტრს.იმისთვის, რომ განაშენიანებული ტერიტორია დაცული იყოს ხმაურის-გან და გამონაბოლქვისგან, გზის გასწვრივ გათვალისწინებული უნდაიყოს არანაკლებ 10 მ. სიგანის მწვანე ნარგავების ზოლი.სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლს გზის დაპროექტებისა დამშენებლობის პროცესში, პროექტის და სამშენებლო სამუშაოებისტექნიკურ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტი 31 .თუ არსებობს საცხოვრებელი სახლის დაზიანების რისკითუ თქვენს მახლობლად მიმდინარეობს გზის მშენებლობა და თქვენგაქვთ საფუძველი ივარაუდოთ, რომ ის აზიანებს თქვენს საცხოვრებელსახლს ან სხვა უძრავ ქონებას, გაითვალისწინეთ, რომ დამკვეთს,დამპროექტებელს და მშენებელს, რომლებმაც ეს საქმიანობა წამოიწყესუკვე არსებული განაშენიანების პირობებში, კანონით აკისრიათკონკრეტული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა თქვენი უძრავიქონების მდგომარეობაზე. მათ უნდა უზრუნველყონ ყველა საჭიროღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზითმოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია დადაზიანება 32 .დამკვეთის ვალდებულებებიჩამოყალიბებული განაშენიანებით 33 შეზღუდულ პირობებში მშენებარეშენობა-ნაგებობების დამკვეთმა წინასაპროექტო სამუშაოების დროსუნდა ჩაატაროს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის კვლევა,შეისწავლოს მათი მდგომარეობა და განსაზღვროს, თუ რა ზემოქმედებაშეიძლება ჰქონდეს მათზე დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს.31 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება, მუხლი 8, 8232საქართველოს მთავრობის N 57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისადა სანებართვო პირობების შესახებ“ (24.03.2009 წ.)33ირგვლივ უკვე არსებული შენობა-ნაგებობები. საქართველოს მთავრობის დადგენილება(N 57; 24.03.2009 წ.)„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (მუხლი 35)29


მომიჯნავე შენობა-ნაგებობების დეფორმაციის ან დაზიანების ფაქტისდადასტურებისას დამკვეთი ვალდებულია:• საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეშენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია დადაზიანება;• იმ შემთხვევაში, თუ გამოსწორება ვერ ხერხდება, მოახდინოსზიანის შესაბამისი კომპენსირება დაზიანებული შენობა-ნაგე-ბობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე 34 .დამპროექტებელის ვალდებულებებიპროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ღონისძიებები,რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებულიმდგომარეობის შენარჩუნებას 35 .მშენებლების ვალდებულებებიმშენებლობის პროცესში შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა უზრუნ-ველყონ მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე მუდმივი დაკვირვება.დეფორმაციების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ გადაუდებლად უნდააცნობონ ამის შესახებ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს დამშენებლობისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელე-ბელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს 36 .როგორ ვებრძოლოთ ხმაურსგზის მავნე ზემოქმედების შესაძლო ფაქტორებიდან ხმაური ყველაზედიდ ტერიტორიაზე ვრცელდება. შესაბამისად, სწორედ ის განსაზღვრავსგზის მავნე ზემოქმედების ზონის სიგანეს. ხმაურდამცავი ღონისძიებებისგატარება მიღებული პრაქტიკაა ყველა მასშტაბური გზის მშენებ-ლობისას, თუ მან უნდა გაიაროს დასახლებული პუნქტების მიმდებარედ.ეს ღონისძიებები მოიცავს:34საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა დასანებართვო პირობების შესახებ“ (N 57; 24.03.2009 წ.)35საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა დასანებართვო პირობების შესახებ“ (N 57; 24.03.2009 წ.)ე36საქართველოს მთავრობის N 57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისადა სანებართვო პირობების შესახებ“ (24.03.2009)30


• ხმაურდამცავი ეკრანების, ბორცვების, ან სხვა სახის ბარიერებისმოწყობას;• ხმაურდამცავ გამწვანებას - სწრაფად მოზარდი ხეების დარგვას;• საცხოვრებელი სახლების ავტომაგისტრალისკენ მიქცეული კედ-ლებისა და ფანჯრების ბგერათიზოლაციის გაზრდას (მაგ.მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმას);• გზის ჩაღრმავებას;• ხმაურის დამხშობი სპეციალური მასალის გამოყენებას გზისსაფარისთვის;• და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზომა განსაზღვრულია დღეისათვისსაქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით (სნ და წ2.05.02-85 „საავტომობილო გზები“) 37 .რა ვქნათ, თუ ყველაფერი კანონის ფარგლებშია?საცხოვრებელი ტერიტორია დაშორებულია გზიდანაქ იგულისხმება სიტუაცია, როდესაც გზა არ გაივლის საცხოვრებელისახლების უშუალო სიახლოვეს, მაგრამ არც იმდენად შორს, რომსახლების მაცხოვრებლების ცხოვრება არ შეცვალოს, მაგალითად, არგააუფასუროს მათი უძრავი ქონება, ან არ გააუარესოს მათისაცხოვრებელი გარემო.ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის ყველაზე რთუ-ლია დაამტკიცონ საკომპენსაციო ღონისძიებების ან პროექტის შეცვლისაუცილებლობა, რადგან ფორმალურად ყველა ნორმა დაცულია.კომპენსაციის მისაღებად უნდა მოახერხოთ დამტკიცება, რომ გზისრეალური ზეგავლენა მეტი იქნება, ვიდრე პროექტით იყოგანსაზღვრული, ანუ თქვენზე და თქვენს საცხოვრებველ ადგილზე მაინცვრცელდება მისი მავნე ზემოქმედება, რის გამოც კანონმდებლობითგათვალისწინებული კომპენსაციაც გეკუთვნით. ამისთვის უნდაშეაფასოთ ზიანი, რომელსაც პროექტი გაყენებთ და სასამართლოშიიბრძოლოთ კომპენსაციის მისაღებად. საქმე შეიძლება ეხებოდეს37საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელებულია საქართველოს მთავრობისდადგენილებით N45 „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტებისაღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ (24.02.2006 წ.).31


როგორც ქონებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისანაზღაურებას.ვინ გადაიხდის მკურნალობის საფასურს?ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის მიღებაშესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გზით.„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (10.12.1997)თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და სხვაფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნითშემუშავებული და დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისადა ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის ტერიტორიაზემოქმედი ნებისმიერი ფიზიკური, აგრეთვე იურიდიული პირისათვის(მუხლი 72). შესაბამისად, ეს ეხება მშენებლობის მწარმოებლებსაც.იმისთვის, რომ ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის სამშენებლო, არახდენდეს მავნე ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,სახელმწიფო, აღიარებს რა თავის მოვალეობად ჯანმრთელობისათვისუსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, შეიმუშავებს და ამტკიცებსსანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს და ახორციელებსზედამხედველობას მათ დაცვაზე 38 .სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისუმკაცრესი დაცვაც კი ვერ იძლევა თქვენი ჯანმრთელობის სრულგარანტიას. მავნე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონისდადგენით ვერ აღმოიფხვრება მთლიანად საფრთხე, რომელსაცადამიანის ჯანმრთელობას უქმნის მშენებლობა ან სხვა მავნე ფაქტორი.ზემოქმედების ყველა ნორმა გათვლილია „საშუალო“ სიტუაციაზე და„საშუალო“ ადამიანზე. მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდია და მავნეზემოქმედებასაც თითოეული ორგანიზმი სხვადასხვანაირად აღიქვამს.38საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N297/ნ „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“(16.08.2001წ.); გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება (მუხლი 4).32


ამიტომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ასეთიგასაშუალოებული ნორმების დაცვა საკმარისი არ არის.თუ ახალი ტრასის მახლობლად ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც აქვსინდივიდუალური შეზღუდვები გარკვეული სახის ზემოქმედებასთანდაკავშირებით, მაშინ გზამ ან მისმა მშენებლობამ შეიძლებაგამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაშიცკი, თუ საცხოვრებელი სახლი განლაგებულია იმ ზონის გარეთ, სადაცმავნე ზემოქმედება სცილდება ზღვრულად დასაშვებ დონეს. მაშინ მასუწევს ამტკიცოს, რომ მის შემთხვევაში გასაშუალოებული სანიტარულინორმები უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ პრობლემამვერ ჰპოვა მისაღები გადაწყვეტილება სამართლებრივ დონეზე.ერთადერთი, რაც შეიძლება არსებული კანონმდებლობით, არისჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასასამართლოს გზით. ეს შეიძლება იყოს:• მკურნალობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა;• სრული ან ნაწილობრივი, მუდმივი ან დროებითი შრომისუ-უნარობის ანაზღაურების მოთხოვნა.ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მოხდეს საქართველოსსამოქალაქო კოდექსის (მუხლი 408) საფუძველზე.რა არის საჭირო, იმისთვის, რომ მოიგოთ სასამართლო პროცესიიმისთვის, რომ სასამართლოში მოიგოთ საქმე ჯანმრთელობისთვისმიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, აუცილებელია ააგოთმწყობრი ლოგიკური ჯაჭვი. მისი შემადგენელი რგოლები შემდეგნაირადგამოიყურება:1. ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის დამადასტურებელისაბუთები - სამედიცინო ცნობები, წამლების და მკურნალობისღირებულების ამსახველი ქვითრები, ცნობები სამსახურიდან,სამედიცინო კომისიების დასკვნები და ა.შ.2. გარემოს მავნე ფაქტორის (მაგალითად, ხმაური ან მავნენივთიერება) აღწერა და მიყენებულ ზიანთან მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცებულებები, ცნობების, დასკვნების დაა.შ. ჩათვლით.33


3. ობიექტი (გზა) - მავნე ფაქტორის წყარო, იმის დეტალური დასაბუ-თებით, რომ სწორედ ის ქმნის მავნე ზემოქმედებას. ამისთვის ხელთუნდა გქონდეთ საექსპერტო დასკვნები, გაზომვების შედეგები დასხვა შესაძლო მტკიცებულებები.4. მოპასუხე - მოცემული გზის ფუნქციონირებაზე/მშენებლობაზეპასუხისმგებელი პირი. ხშირად ეს არის ხელისუფლების ორგანო ანსახელმწიფო დაწესებულება.როგორც ვხედავთ, ზიანის მიყენების დასამტკიცებლად და კომპენსაციისმისაღებად საჭიროა დიდი რაოდენობით ინფორმაციის მოგროვება, ამაზეუმჯობესია იზრუნოთ წინასწარ, სანამ სასამართლოს მიმართავთ.განსაკუთრებით რთულია მავნე ფაქტორების შესახებ, ისეთების,როგორიცაა ხმაური, ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძირება,ვიბრაცია, ფონური ინფორმაციის მოპოვება. ანუ მონაცემების მოპოვებაიმის შესახებ, თუ როგორი იყო ამ ფაქტორების ინტენსივობა მოცემულიგზის მშენებლობის დაწყებამდე. იმის გათვალისწიმებით, რომ გარემოსკონტროლი საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა (პრაქტიკულად არტარდება არსად), ასეთი მონაცემების მოპოვება საკმაოდ ძნელია დახშირად გადაუჭრელ პრობლემად იქცევა ხოლმე.შესაძლებელია თუ არა გადავარჩინოთ პარკი?ტრასა გადის რეკრეაციულ ტერიტორიებზე“ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულიმწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებულიდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (10.11.2000) თანახმად, ქ.თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანენარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარეიყოფა სამ კატეგორიად (მუხლი 6). ამ კატეგორიებისთვის დადგენილიაკოეფიციენტები, რომელთა შესაბამისად მათი დაზიანების, განადგუ-რებისა და ამოძირკვის შემთხვევაში გამოითვლება გარემოსთვისმიყენებული ზიანი და შესაბამისი გადასახადი (მუხლი 7).კანონი კრძალავდა მშენებლობას ქ. თბილისის საზღვრებში დამიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფოტყის ფონდის მიწებზე (მუხლი 2). მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომსაკმარისად გავლენიან დაინტერესებულ ჯგუფს ყოველთვის შეუძლია34


მიაღწიოს იმას, რომ ტერიტორია უბრალოდ ამოღებულ იქნასსახელმწიფო ტყის ფონდიდან. მაგალითად, ამ კანონში შევიდა სპეცია-ლური ცვლილებები იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყომშენებლობის განხორციელება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 39 .ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით ადევნოთ თვალყური სიტუაციასდა იყოთ მზად თქვენი აქტიური მოქმედებით დაიცვათ კანონი მისიბოროტად გამოყენების შესაძლო მცდელობისგან.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, ამ კანონს აზრი აქვსდაკარგული. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისსაფუძველზევე საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება (20.08.2010; N1070) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქ-ტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო დასაზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისისადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდისკუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდანამორიცხვის შესახებ“. ამ განკარგულების შესაბამისად, თბილისისსაზღვრებში არსებული მთელი ტყე ამოირიცხა სახელმწიფო ტყისფონდიდან - სულ 8106.9 ჰა ფართობი.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანენარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვისგამოყოფილი ზოლის დაზიანება − ისჯება საქართველოს ადმინისტრა-ციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.კოდექსში ცალკე მუხლადაა გამოყოფილი პასუხისმგებლობა ქალაქთბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებურიგაჩეხვის ან/და გადატანისა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესებისდარღვევისათვის.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავსპასუხისმგებლობას ტერიტორიის დაზიანებისათვის სამშენებლო ანსარემონტო სამუშაოების წარმოებისას.39 18.12.2007 N 5642 –IIს35


რა უფლებები აქვს ბუნებას?როგორ დავიცვათ დაცული ტერიტორიებიროგორც წესი, დაცული ტერიტორიის (ნაკრძალის, ეროვნული პარკის,ბუნების ძეგლის, აღკვეთილის) სტატუსი არ უშვებს მის ტერიტორიაზესაერთო სარგებლობის გზების, განსაკუთრებით დიდი სატრანზიტოტრასების მშენებლობას 40 . მაგრამ საგზაო პროექტის ლობისტებისგავლენა და რესურსი შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ მათ შეძლონმიაღწიონ დაცული ტერიტორიის საზღვრების ან სტატუსის შეცვლას.იმისთვის, რომ დაიცვათ დაცული ტერიტორია განადგურებისგან, უნდაყურადღებით ადევნოთ თვალყური შესაბამისი საკანონმდებლოცვლილებების გატარების მცდელობას.მართალია, პირდაპირ დაცულ ტერიტორიებზე გზის გაყვანა არ ხდებაძალიან ხშირად, მაგრამ გზის სიახლოვეც კი მათთვის შეიძლებაგამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს.რომელ საკანონმდებლო ნორმებს შეგვიძლია დავეყრდნოთ ამშემთხვევაში?საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით (სნ და წ2.05.02-85 „საავტომობილო გზები“) დაუშვებელია ტრასის გაყვანასახელმწიფო ნაკრძალებისა და აღკვეთილების ტერიტორიაზე დაზონებზე, რომლებიც ბუნების ან კულტურის ძეგლად არის აღიარებული.„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისთანახმად (მუხლი 20), დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:o ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა;o რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა),ამოღება, რღვევა, დაზიანება, შეშფოთება;o გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების დასახეობების დაზიანება;40საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ (07.03.1996წ.);სამშენებლო ნორმები და წესები (სნ და წ 2.05.02-85 „საავტომობილო გზები“)36


ooტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერეებებისშეტანა;მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი საქმიანობა.ამას გარდა, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულიაგარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიცუზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას (მუხლი 28).აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოსველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადროგარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს (კანონი „გარემოსდაცვის შესახებ“, მუხლი 46).საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევადრაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს და მის დეგრადაციას(კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, მუხლი 53).როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ამ კანონის ნორმების დარღვევისაღსაკვეთად?2011 წელს საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებაშიშეტანამდე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსშემადგელობაში შედიოდა გარემოს დაცვის ინსპექცია. დარღვევისაღმოჩენის შემთხვევაში შეგეძლოთ მიგემართათ გარემოს დაცვისინსპექციისათვის. ამის საფუძველს გვაძლევდა კანონი „გარემოს დაცვისინსპექციის შესახებ“ (04.05.2010 წ.), რომლის თანახმადაც ინსპექციავალდებული იყო განეხილა წერილობითი მიმართვები, განცხადებები დასაჩივრები და მოეხდინა რეაგირება გარემოს დაცვის სფეროშიკანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე. საჩივარი შეიძლება ყოფილიყოროგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო, „ცხელ ხაზზე“ 070.ინსპექცია ასევე ვალდებული იყო ეცნობებინა განმცხადებლისთვისმიღებული ზომების შესახებ (მუხლი 10). 2011 წლის 11 მართის N4403კანონით გაუქმდა კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“(ამასთანავე, გაუქმდა გარემოს დაცვის ინსპექცია). დღეისათვისგაურკვეველია, რომელმა უწყებებმა შეითავსეს გარემოს დაცვისინსპექციის ცალკეული ფუნქციები.37


შესაძლებელია მშენებლობის, როგორც ეკოლოგიურად საშიში პროექტის,შეჩერების ან გადატანის სასამართლოს გზით მოთხოვნა. (კანონი„გარემოს დაცვის შესახებ“, მუხლი 6).უფლებების დასაცავად აუცილებელი რესურსებინებისმიერი სერიოზული საქმე მოითხოვს ბევრ ძალისხმევას და დროს.თავისი უფლებების და ინტერესების დასაცავად ამ ძირითადირესურსების გარდა სხვებიც დაგჭირდებათ. ეს რესურსები შეიძლებაპირობითად დაიყოს სამ დონედ:• სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების დონე (ეს პირველიდონე წარმოადგენს გარკვეულ პირობებს, რომლებშიც ხორციელ-დება ინტერესებისა და უფლებების დაცვა);• პროექტის დონე;• საინიციატივო ჯგუფის დონე.დონერესურსები სახელმწიფოს დასამოქალაქო საზოგადოებისდონეზერესურსები პროექტის დონეზერესურსიკანონმდებლობის არსებობა დახარისხი, რომელიც უზრუნველ-ყოფს მოქალაქეების უფლებებისიურიდიულ დაცულობასადმინისტრაციული სისტემისმუშაობის ეფექტურობასასამართლო სისტემის არსებობა დახარისხი, რომელიც უზრუნველ-ყოფს მოქალაქეთა უფლებებისდაცვასდამოუკიდებელი მასმედიის არსე-ბობაპროექტის რეალიზების სტადია(სამოქმედო დროის არსებობა დაპროექტში ცვლილებების შეტანისშესაძლებლობა)პროექტით ხელისუფლების დაინ-ტერესების ხარისხიპროექტით ინვესტორის38


რესურსები საინიციატივო ჯგუ-ფის დონეზედაინტერესების ხარისხიგავლენიანობა - პოლიტიკოსების დასხვა ცნობილი ადამიანების მოზი-დვის შესაძლებლობა, ადმინისტრა-ციული რესურსიმასიურობა - აქციებზე მოქალაქეთადიდი რაოდენობის მოზიდვისშესაძლებლობა, შედარებით დაბა-ლი ხარჯებითშეკრულობა - საინიციატივო ჯგუ-ფის უნარი შეიმუშავოს და განახორ-ციელოს საერთო კოორდინირე-ბული სამოქმედო გეგმა. საინიცია-ტივო ჯგუფის ლიდერთა პიროვნუ-ლი თვისებებიინფორმირებულობა - პროექტისშესახებ აუცილებელი ინფორმაციისდროულად მიღების უნარიდაფინანსება - მატერიალური რე-სურსის (ფული და არა მარტოფული) მოზიდვის შესაძლებლობაკომპეტენტურობა - პრობლემის ანა-ლიზისთვის და უფლებების დასაცა-ვად სპეციალისტების და ექსპერტე-ბის მოზიდვის შესაძლებლობააქტიურობა - მოქალაქეთა შესა-ძლებლობა და სურვილი, ხარჯონსაკუთარი დრო თავისი უფლებებისდასაცავად (დახარჯული დროისრესურსი) ბრძოლაზესაზოგადოებასთან ურთიერთობა(„პიარი“) - ტრადიციული და ახალიმასობრივი ინფორმაციის საშუალე-ბების (ინტერნეტის ჩათვლით)ყურადღების თქვენს პრობლემაზეფოკუსირების შესაძლებლობა39


პირველი დონის რესურსებს აქვს ის უპირატესობა, რომ ისინი თავიდანვეარსებობს, მათ არსებობას უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზო-გადოება და ყველას შეუძლია გამოიყენოს ისინი თავისი პრობლემებისმოსაგვარებლად. მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაკლი არის ის, რომძალიან ძნელია მოვახდინოთ გავლენა ამ რესურსების მდგომარეობაზედა შევიტანოთ მასში ცვლილება. ამის მცდელობამ შეიძლება მოითხოვოსგაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გავიღოთ.ასე, რომ ამ რესურსს, როგორც წესი, ვიყენებთ არსებული სახით. ამავედროს, შესაძლებელია სიტუაცია, როდესაც თქვენს მოქმედებაზედამოკიდებულია ამ რესურსების განვითარება, მაგალითად, როდესაცგანიხილება კანონპროექტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მწვანეტერიტორიების სტატუსი ან უზრუნველყოს საკომპენსაციო ღონისძი-ებები. ამ შემთხვევაში თქვენს მცდელობას გააუმჯობესოთ კანონი,შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანიიქნება თქვენი უფლებების დასაცავად.მეორე დონის რესურსები უფრო ექვემდებარება კორექციას, მაგრამროგორც წესი, მოკლევადიან პერსპექტივაში ისინიც უნდა განვიხილოთ,როგორც მოცემული და უცვლელი. მიუხედავად ამისა, ისინიყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.ყველაზე ოპერატიული და ხელმისაწვდომი ის რესურსებია, რომლებიცშეიძლება ჰქონდეს საინიციატივო ჯგუფს. ეს არის ის, რასაც თავისუფ-ლად შეიძლება მოუყაროს თავი მიზანდასახულ და დაინტერესებულადამიანთა მცირე კოლექტივმა და რაც მთავარია, ხშირად ეს რესურსებისრულებით საკმარისია იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები დაინტერესები.მოქალაქეთა უფლებების დაცვისთვის საჭირო ინფორმაციაადამიანები, რომლებიც იგებენ მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობ-ლად დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, დგებიან მრავალი პრობლემისწინაშე, მაგრამ მათგან პირველია მშენებლობის პროექტის და მასთანდაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიღება.სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ეს ინფორმაცია, როგორც წესი,ფრაგმენტულია და არ არის ყოველთვის სანდო. ამიტომ, ინფორმაციისშეგროვება საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი საქმეა.40


ინფორმაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის:• პირველადი - რა ვიცით პროექტის შესახებ;• გარემო - რა პირობებში (გეოლოგიურ, ეკოლოგიურ, იურიდიულ,სოციალურ და ა.შ.) ხდება პროექტის განხორციელება;• საექსპერტო - შეფასებები• და ა.შ.შესაძლო საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც უნდა ფლობდეთამომწურავ პირველად ინფორმაციას:1. რა პროექტის გახორციელებაა დაგეგმილი (პროექტის სწორიდასახელების ჩათვლით)2. რა ტერიტორიას ფარავს პროექტი3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების რა გადაწყვეტი-ლებებია უკვე მიღებული პროექტთან დაკავშირებით და რა არისკიდევ მისაღები არსებული წესის შესაბამისად4. რა ორგანიზაციებია პროექტის განხორციელების ინიციატორი?5. სად და ვისთან არის/არ არის პროექტი შეთანხმებული6. პროექტის შინაარსი7. პროექტის სხვადასხვა ეტაპის რეალიზაციის საორიენტაციოვადები.რისთვის გვჭირდება ინფორმაცია1. საფრთხის (უფლებების დარღვევის) შესაფასებლად;2. საფრთხის დამოუკიდებელი საექსპერტო შეფასების განსახორ-ციელებლად;3. ბრძოლაში შესაძლო მოკავშირეების მოსაძებნად;4. საპროტესტო აქციების ფორმის და ჩატარების დროისდასაგეგმად;5. მას მედიისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად;6. უფლებების სასამართლოში დასაცავად.41


პირველადი ინფორმაციის მიღების შესაძლო ფორმებია:1. ზეპირი ინფორმაცია (დაწყებული „როგორც შეგვატყობინაინფორმირებულმა ზემდგომმა წყარომ“ დამთავრებული „ერთმაქალმა მითხრა“);2. მონაცემთა ნორმატიული და სამართლებრივი ბაზები;3. მას მედია;4. წერილობით ან სხვა სახის ოფიციალურ შეკითხვაზე წერილობი-თი პასუხი.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასაჯარო ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ საჯარო დაწესებუ-ლებას წერილობითი განცხადებით. განცხადებაში აუცილებელი არ არისმიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი 41 .საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაციადაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პასუხის გაცემა მოითხოვსდიდი დამატებითი სამუშაოს შესრულებას, მაგალითად: სხვა საჯაროდაწესებულებიდან ინფორმაციის ან მნიშვნელოვანი მოცულობისერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასადა დამუშავებას.თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა,საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამისშესახებ განმცხადებელს 42 .განმცხადებელს ასევე უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ საჯარო დაწესებუ-ლების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯაროდაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღისვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრებისწესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯაროდაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის41საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 3742საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 4042


გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას 43 .საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ასევე არასწორი საჯაროინფორმაციის მოწოდებისთვის თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთსასამართლოს საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურისგადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით 44 .რა ვქნათ, თუ მოქმედი კანონმდებლობა არასრულყოფილია?როგორი კანონების ინიცირება და მხარდაჭერაა საჭირო?პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება მოქალაქეთა უფლებების დაინტერესების სამართლებრივი დაცვის პროცესში, ხშირად გამოწვეულიაარასაკმარისი და უხარისხო საკანონმდებლო უზრუნველყოფით. ქვემოთმოყვანილია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტადაეხმარება მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ყველამოქალაქის ინტერესშია, ხელი შეუწყოს მათ სამართლებრივ გადაწყვეტასნორმატიული აქტების დამოუკიდებელი ინიცირების ან სხვების მიერშემოთავაზებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის გზით.1. საგზაო მშენებლობის პროექტის შესახებ ინფორმაციისხელმისაწვდომობის პრობლემა. გარემოზე ზემოქმედებისშეფასების 45 ანგარიშის 46 არსებობის აუცილებლობა. დღესდღეობითმთელი რიგი საგზაო მშნებლობის პროექტები საერთოდ43საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 4144საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 4745 გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამო-კვლევის პროცედურა, რომელიც შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირ-დაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე,ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქ-ტორის ერთიანობაზე, ასევე კულტურულ ფასეულობებზე და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქ-ტორებზე (საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, მუხლი 3)46გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში - გარემოზე ზემოქმედების შეფასებისშედეგები, ჩამოყალიბებული ანგარიშის სახით, წარმოდგენილი საქმიანობისგანმახორციებლის მიერ სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად გარემოზეზემოქმედების ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროში (დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“,მუხლი 7)43


გათავისუფლებულია გზშ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულე-ბისგან. ამის შესაძლებლობას შესაბამისი „საერთო-სახელმწიფოებრივი“ ინტერესების არსებობის შემთხვევაში იძლევასაქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“(მუხლი 11). ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგანთავისუფლდებიან ის პროექტები, რომლებსაც ახორციელებსსახელმწიფო სტრუქტურა - სამინისტრო ან მის გამგებლობაშიარსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება 47 .2. საცხოვრებელი ფართის გაუფასურების და ახლომახლო გზისმშენებლობასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებისსაკითხი. როგორც უკვე ვნახეთ, მსგავსი პრობლემები არსებულკანონმდებლობაში საკმაოდ სუსტად არის ასახული.3. ზარალის ანაზღაურების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ადგებაშენობის ან მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების შეცვლით,მისი გამოყენების შეზღუდვით ან იმით, რომ ის ხვდება გზის მავნეზემოქმედების ზონაში.4. საავტომობილო გზის მავნე ზემოქმედების ზონის (სანიტარულ-დამცავი ზონის) კანონმდებლობაში განსაზღვრის საკითხი.5. მწვანე ნარგავების განადგურების შემთხვევაში აუცილებელისაკომპენსაციო გამწვანების საკითხი. დღესდღეობით კანონმდებ-ლობით არ არის განსაზღვრული ვალდებულება მწვანე ნარგავებისგანადგურების შემთხვევაში მოხდეს მათ ნაცვლად ახლების დარგვა.განისაზღვრება მხოლოდ მათი განადგურებისთვის გადასახდელითანხები.6. გადასახადის და საკომპენსაციო გამწვანების პრობლემა იმშემთხვევაში, როდესაც რეკრეაციული ტერიტორია ხვდება გზისმავნე ზემოქმედების ზონის საზღვრებში. ამ შემთხვევაში მწვანენარგავებს შეიძლება არ ემუქრებოდეს განადგურება, მაგრამ გზასთანსიახლოვის გამო ტერიტორია კარგავს თავის რეკრეაციულმნიშვნელობას.7. სტანდარტების არარსებობა. დღემდე გზების მშენემბობისასსარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტებით, მშენებბლისშეხედულების შესაბამისად. მაკონტროლებელ სტრუქტურებსუჭირთ ამ სტანდარტების მოძიება, რათა შეამოწმონ მათი დაგანხორციე-ლებული სამუშაოების შესამამისობა.47საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (24.06.2005წ.), მუხლი 144


ვინ ამოწმებს მშენებლებს?ვის მივმართოთ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშისამწუხაროდ, ხშირია სიტუაცია, როდესაც გზის მშენებლობის პროცესშიმშენებელი არ იცავს საპროექტო, სანიტარულ, ტექნიკურ ან სხვა მოთ-ხოვნებს, რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას. ამ შემთხვე-ვაში დარღვევების აღმოსაფხვრელად უნდა მიმართოთ უფლებამოსილმაკონტროლებელ და საზედამხედველო ორგანოებს და ორგანიზაციებს.ეს სტრუქტურები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: საერთოკომპეტენციის მქონე და სპეციალიზებული.საერთო კომპეტენციის ორგანოები უნდა რეაგირებდნენ ყველა სახისდარღვევებზე, რომლებიც შეიძლება დაშვებული იყოს მშენებლობისმსვლელობაში. თუმცა, თითოეულ მათგანს მაინც თავისი სპეციფიკა აქვს.ეს ორგანოებია:• მშენებლობის დამკვეთი და მისი ზემდგომი ხელისუფლების ყველაორგანო;• პროკურატურა;• პოლიცია;• საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (თუ ისინი მონაწილეობენპროექტის დაფინანსებაში)მშენებლობის დამკვეთი და ზემდგომი ორგანოები, რა თქმა უნდა,უფლებამოსილები არიან მოთხოვონ მშენებლებს გაითვალისწინონ მოქა-ლაქეთა უფლებები და ინტერესები. მაგრამ ამავე დროს, დამკვეთიდაინტერესებულია მშენებლობის სწრაფი დასრულებით. ამიტომ, მოქა-ლაქეთა პრობლემების გადაწყვეტას ის მხოლოდ მაშინ ჰკიდებს ხელს,როდესაც საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მიდის.პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულგანცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას (კანონი„პროკურატურის შესახებ“, მუხლი 48). კანონი არ განსაზღვრავს მისვალდებულებას მიიღოს გამოძახება და გავიდეს ადგილზე, თუ საქმე არეხება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. შემოსული საჩივრის საფუძ-ველზე პროკურატურამ შეიძლება გამოითხოვოს და შეამოწმოსსაბუთები, მაგრამ თუ ისინი წესრიგშია, სავარაუდოდ აღარ ეცდება45


ჩაწვდეს პრობლემის არსს. იმისთვის, რომ გაიზარდოს პროკურატურისმხრიდან ზომების მიღების ალბათობა, საჩივარში უნდა აჩვენოთდეტალურად და დასაბუთებულად, რომელი თქვენი უფლება იქნადარღვეული და მშენებლების რომელი მოქმედების შედეგად.პროკურატურისგან განსხვავებით, პოლიციის ადგილზე გამოძახება დამისთვის დარღვევების დემონსტრირება გაცილებით ადვილია. ამისთვისშეიძლება სატელეფონო ზარიც საკმარისი იყოს. პოლიციელს შეუძლიათქვენი თანდასწრებით დააფიქსიროს ყველა დეტალი. მაგრამ ამავედროს, ხშირად, პოლიციელს არ შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არაადგილი სამართალდარღვევას (ყველაზე აშკარა შემთხვევების გარდა)ელემენტარული ტექნიკური ცოდნის არქონის გამო.საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ მშენებლობაზეზეგავლენა მოახდინონ მხოლოდ არაპირდაპირი გზით, დამკვეთისმეშვეობით, რომელსაც ისინი კრედიტს აძლევენ. ეს ნიშნავს, რომ არუნდა ელოდოთ დარღვევის სწრაფ აღმოფხვრას.სპეციალური მაკონტროლებელი და საზედამხედველო ორგანოები ისორგანოებია, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს და ზედამხედვე-ლობას მხოლოდ თავის სპეციფიურ სფეროში.გარემოსდაცვითი საზედამხედველო ორგანოები2011 წლამდე გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციე-ლებელი ორგანო იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –გარემოს დაცვის ინსპექცია 48 . ის აკონტროლებდა და ხელს უწყობდაგარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას დაახდენდა გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა პრევენციას,გამოვლენას და აღკვეთას 49 . ინსპექცია უფლებამოსილი იყო შეემოწმებინაობიექტები, მოეთხოვა მათგან ახსნა-განმარტებები და დაუბრკოლებლადმიეღო ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, ასევე სხვადოკუმენტაცია და მასალები (ლაბორატორიული სინჯების და ანალიზის48საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ (04.05.2010წ.), მუხლი 1,649საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ (04.05.2010წ.), მუხლი 846


შედეგების ჩათვლით), რომელიც შეეხებოდა მათ საქმიანობას დაგარემოს დაცვის სფეროს 50 .გარემოს დაცვის ინსპექცია ვალდებული იყო განეხილა მოქალაქეთაწერილობითი მიმართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის,„ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები, მათში მოყვანილ დარღვევისფაქტებზე მოეხდინა რეაგირება და ეცნობებინა განმცხადებლისთვისგატარებული ღონისძიებების შესახებ.2011 წლის გაზაფხულზე განხორციელებული მთავრობის სტრუქტურისცვლილებების შედეგად მოხდა გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდა-ცია. მისი ფუნქციები გადანაწილდა ენერგეტიკისა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა დაგარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექ-ტირების დეპარტამენტს შორის. პირველი უფრო ახორციელებსბუნებრივი რესურსების მათ შორის ტყის, უკანონო მოპოვებისსაწინააღმდეგო ღონისძიებებს. მეორის ფუნქციებში შედის: კომპეტენ-ციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლისგანხორციელება იმ პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ სამინისტროსმიერ გაცემული ნებართვა ან რომელთა საქმიანობა ექვემდებარებაეკოლოგიურ ექსპერტიზას; კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისსფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება იმ პირთა მიმართ,რომელთა საქმიანობა ექვემდებარება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლა-მენტს. როგორც ჩანს, ამ „რეფორმის“ პროცესში გარემოს დაცვისინსპექციის ზოგიერთი ფუნქცია დაიკარგა.კიდევ ერთი გარემოსდაცვითი საზედამხედველო ორგანო, რომელიცახორციელებს ანთროპოგენული დატვირთვით გამოწვეული ატმოსფე-რული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ნიადაგის და ა.შ.დაბინძურების მონიტორინგს და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობისნორმების შესრულებაზე კონტროლს, არის საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი50საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ (04.05.2010წ.), მუხლი 947


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გარემოს ეროვნული სა-აგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი 51 .სამშენებლო საზედამხედველო ორგანო2010 წლამდე საქართველოში მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედვე-ლობის შესახებ“, რომლის თანახმადაც სამშენებლო საქმიანობაზესახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებდა მთავარი არქიტექტუ-რულ-სამშენებლო ინსპექცია. ეს უწყება ამოწმებდა ობიექტის მშენე-ბლობას. მისი ამოცანა იყო მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დანორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.ეს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდდა კანონით „ტექნიკურისაფრთხის კონტროლის შესახებ“ (08.04.2010) 52 . ამ კანონის თანახმადშეიქმა ახალი სამშენებლო საზედამხედველო ორგანო - ტექნიკური დასამშენებლო ინსპექცია (მუხლი 4). კანონით განსაზღვრულია ტექნიკურიდა სამშენებლო ინსპექციის სტატუსი და უფლებამოსილებები.ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკურიგანვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ახორციელებსობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას 53 .ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია უფლებამოსილია უსაფრთხოებისნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაშიგანახორციელოს ობიექტის ინსპექტირება და დააკისროს დამრღვევსადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მისი ფუნქციაა ასევე გააკონ-ტროლოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებო-ბების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობა 54 .დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკურიდა სამშენებლო ინსპექცია გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-51გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება, მუხლი 4.52მუხლი 3253საქართველოს კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ (08.04.2010წ.), მუხლი 454იგივე48


სამართლებრივ აქტს. არაარსებით შეუსაბამობას ინსპექცია იღებსცნობად, ხოლო არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აკონტროლებსმისი გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას, მისი დარღვევისშემთხვევაში კი აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავსგონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის 55 .კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლოინსპექცია ობიექტს შეიტანს შემოწმების გეგმაში (რომელიც შემუშავდებარამდენიმე ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენისშემთხვევაში, შეუსაბამობის გამოსწორებამდე), აკონტროლებს, რომ არმოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტისფარულად ექპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს დააჩერებს ექსპლუატაციას 56 .სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით გან-საზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაისჯება დაჯარიმებით. ჯარიმის ოდენობა გზის ადგილმდებარეობიდანდა კატეგორიიდან გამომდინარე, განისაზღვრება საქართველოს კანონით„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ (მუხლი 23). ამასთან,დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისადა დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან(მუხლი 29).საზედამხედველო ორგანოები საავტომობილო გზების დეპარტამენტისსტრუქტურაშისაავტომობილო გზების განვითარების და განსახლების სამმართველოსფუნქციებში შედის• მიმდინარე სამუშაოებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება,მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შეს-55საქართველოს კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ (08.04.2010წ.), მუხლი 756საქართველოს კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ (08.04.2010წ.), მუხლი 749


წავლა და მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზეწინადადებების მომზადება 57 ;• განსახლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული გამოსასყიდიმიწის ფართობებისა და მათზე განთავსებული უძრავი ქონებისრაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების დაზუსტება მესაკუთ-რეებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით 58 ;• ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება, ნასყიდობისხელშეკრულებების პირობების შეთანხმება, მათი გაფორმება დაგამოსყიდული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარე-გისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება 59 ;საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოსფუნქციებში შედის• წარმოდგენილი პროექტების განხილვა, ტექნიკური მონიტორინგისადა შესაბამისი ანალიზის ჩატარების უზრუნველყოფა და ამისსაფუძველზე წინადადების წარმოდგენა პროექტის შესაბამისობისადა მისი განხორციელების თაობაზე;• საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციებისგანხორციელებასა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველ-ყოფა 60 ;• საჭიროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოთა ხარისხისკონტროლის უზრუნველყოფა, ლაბორატორიული ანალიზებისა დასხვა თანამედროვე მეთოდოლოგიებით განსაზღვრული წესებისა დანორმების შესაბამისად და ამის საფუძველზე სათანადო დასკვნე-ბისა და წინადადების მომზადება და წარმოდგენა 61 .საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და აუდიტისსამმართველოს ფუნქციებში შედის• საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულებისსაავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების57საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება, მუხლი7 158იგივე59იგივე60საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება, მუხლი 861იგივე50


შესრულების მონიტორინგი, ტექნიკური ზედამხედველობა დაკონტროლი 62 ;• მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის,პერიოდული შეკეთების და სხვა სამუშოების მიმდინარეობისშერჩევითი შემოწმება, სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციითადა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნე-ბთან შესაბამისობის დადგენა 63 .ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საზედამხედველო ორგანოს გარდა,საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოებს და მის სამსახურებს.დანართისასამართლო დავაპროექტის შედეგად შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა სადავოსაკითხი: შენობა-ნაგებობებისათვის, მიწისა და მასზე განლაგებულინარგავებისათვის მიყენებული ზიანი, საკომპენსაციო თანხის ოდენობა,კომპენსაციის დროულად მიღების საკითხი და სხვა. ამ საკითხებისგადასაჭრელად შესაძლებელია საჭირო გახდეს სასამართლოსთვისმიმართვა.სასამართლოსასამართლო საქმეების ძირითადი ტიპებია: სამოქალაქო საქმე – პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძოხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობიდანგამომდინარე დავები ფიზიკურ პირებს შორის. (განქორწინება,ალიმენტი, ზიანის ანაზღაურება, გამოსახლება, საბინაო დავა,ქონებრივი დავა); ადმინისტრაციული დავა - დავა ფიზიკურ პირებსა და სახელმწიფოორგანოებს შორის (ადმინისრაციული აქტის ბათილად ცნობა,62საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება, მუხლი 8 263იგივე51


ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, სახელფასო დავა, საპენსიოდავა, შრომითი დავები წარმოშობილი სახელმწიფო ორგანოებთან); სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის კოდექსისმუხლებით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების გამო წარმოე-ბული საქმე (ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, თაღლითობა და ა. შ.). საკონსტიტუციო დავა - საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისადა სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიულიაქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობითგამოწვეული დავა.სულ ორი ტიპის სასამართლო არსებობს. ესენია: საერთო სასამართ-ლოები და საკონსტიტუციო სასამართლო.საერთო სასამართლოების სისტემა სამი დონის სასამართლოსგანშედგება ესენია: პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციოსასამართლოები. სარჩელით პირველად საქალაქო სასამართლოს უნდამიმართოთ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისგასაჩივრება ხდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილება კი - საკასაციო სასამართლოში. რიგისაქმეებისა თავიდანვე სააპელაციო სასამართლოში განიხილება (იმშემთხვევაში დავა აღემატება 500 000 ლარს, თუ საქმე შეეხებაინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილდავებს, საქმეებს რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწი-ფოსათვის გადაცემის თაობაზე).ხანდაზმულობაპირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავისშეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუდროიდან როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევისშესახებ.კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენისშეჩერებას. ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:52


ვალდებულების შესრულება გადადებულია აღმასრულებელიხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულპირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა (მაგ. წყალდიდობა,მიწისძვრა. მეწყერი და ა.შ.); კრედიტორი, ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში.ამასთანავე დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენაშეჩერებულია ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, თუ მოთხოვნამომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეპირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს; ანმიმართულია ასეთი პირისადმი, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულადითვლება, ვიდრე პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება, ან მას არდაენიშნება წარმომადგენელი.კანონიერ წარმომადგენლის სახით ქმედუუნარო მოქალაქის აგრეთვეშეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის კანონით დაცულინტერესებს სასამართლოში იცავს მათი მშობლები, მშვილებლები,მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოსთავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.დამადასტურე-ბელ დოკუმენტებში, ამ შემთხვევაში, იგულისხმება:დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, მეურვეობის დამზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება. კანონიერ წარმომადგენლებსშეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ადვოკატს, რაც არართმევს მათ უფლებას თავადაც მიიღონ მონაწილეობა საქმისწარმოებაში.საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აგრეთვე სახელშეკრუ-ლებო ხანდაზმულობის ვადებს, კერძოდ: სახელშეკრულებო მოთხოვ-ნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო უძრავ ნივთებთანდაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – 6 წელს.ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნესხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ხანდაზმულობის საერთო ვადაშეადგენს ათ წელს.53


კანონმდებლობით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის ვადის დენისშეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი(მევალე მოვალის წინაშე) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის,პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით, სასამართლოში სარჩელისშეტანით ან სხაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველ-ზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილიგადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არდასრულდება.თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომში გაგრძელებისშეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადისდენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედებისდამთავრებასთან ერთად.თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგდაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორცწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით.თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდეგანვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არგამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან სასამართლოსკანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველადიქნება დატოვებული.თუ უფლებამოსილი პირი 6 თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელისშეტანის დროიდან.სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტუ-რებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცაეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმუ-ლობას ექვემდებარება.ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი54


უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადისგასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულისდაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არსცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.ამასთანავე, თუ ვალდებულმა პირმა, ხანდაზმულობის ვადის გასვლისმიუხედავად, რაიმე სახით აღიარა თავისი ვალდებულება მეორე პირისმიმართ, ვალდებულია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდანმასზე აღარ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. რაიმე სახით აღიარებანიშნავს ვალდებულების ხელწერილით აღიარებას ან ნაწილობრივშეასრულებას, გადასახდელი თანხის ნაწილი ავანსის სახით გადახდას,სასამართლოზე ვალდებულების (ვალის) აღიარებას.მთვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთადხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნე-ბისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერარ გასულა. მაგალითად: თუ დავა ეხება სესხის ხელშეკულების შეს-რულებას ვალის დაბრუნების მოთხოვნით და გასულია 3-წლიანიმოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მაშინ მოსარჩელე კარგავს უფლებასხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის მოთხოვნისუფლებას.ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთაშეთანხმებით დაუშვებელია.სასამართლოსათვის მიმართვათუკი თვლით, რომ დაირღვა თქვენი რომელიმე კანონიერი უფლება, ანმოგადგათ რაიმე უშუალო ზიანი, ან შეგელახათ კანონიერი ინტერესიშეგიძლიათ მოითხოვოთ ამ უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით.სასამართლოსთვის მიმართვისას თქვენ არ გჭირდებათ იმის მტკიცება,კანონიერი იყო თუ არა მეორე მხარის ქმედება. თქვენი მიმართვის არსისასამართლოსადმი სწორედ თქვენი კანონიერი უფლების შელახვაა. თუ55


მეორე მხარეც კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მაშინ სასამართლოთავად აყენებს საკითხს კანონის ორი დებულების ურთიერთ-წინააღმდეგობის შესახებ, დადგენილი პროცედურით (შესაძლოაზემდგომ, ან კონსტიტუციურ სასამართლოში მიმართვის გზით)იხილავს და წყვეტს მას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებსგადაწყვეტილებას თქვენს საქმეზე.სასამართლოში სადაოდ გამხდარი ან დარღვეული უფლების დაცვისგანხორციელება ხდება სარჩელის შეტანის გზით. სარჩელი უნდაწარადგიოთ წერილობითი ფორმით. სარჩელში აუცილებლად დაცულიუნდა იყოს მისი შედგენის ფორმა და შინაარსი.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის#1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სარჩელის, სააპელაციო დასაკასაციო საჩივრების, შესაგებლის განახლებული ფორმები სამოქალაქოდა ადმინისტრაციულ საქმეებზე. სამოქალაქო ან ადმინისტრაციულიდავის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა დასაშვებია მხოლოდაღნიშნული ფორმებით. ამ ფორმების და შესაბამისი ინსტრუქციებისნაბეჭდი ფორმით მოპოვება შესაძლებელია ნებისმიერ სასამართლოში,ხოლო ელექტრონული ფორმების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე 64 .სამოქალაქო საქმეებზე დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე, თუმოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავოქონების ნამდვილ ღირებულებას, მაშინ დავის საგნის ფასს განსაზღვრავსმოსამართლე. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმდროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილი იქნა სარჩელი. თუსარჩელის შეტანის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულებისზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარგანსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდე-ვინება, ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება.ადმინისტრაციულ საქმეებზე კერძო პირის მიერ სახელმწიფო ბაჟისგადაუხდელობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაშიმოსამართლე გადაწყვეტილებაში მიუთითებს თუ რომელი მხარის მიერ64იხ. http://hcoj.gov.ge/56


უნდა იქნეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და რა ოდენობით.იმისათვის, რომ სასამართლო წარმოებაში მიიღოს თქვენი სარჩელი, იგიუნდა პასუხობდეს არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, არამედთქვენ ვალდებული ხართ სარჩელის სასამართლოში შეტანისას,კანცელარიაში ჩააბაროთ სარჩელის და თანდართული დოკუმენტებისიმდენი ასლი რამდენი მოპასუხეც გყავთ. ერთი ეგზემპლარი სარჩელისდა თანდართული დოკუმენტების ყველა შემთხვევაში სასამართლოსრჩება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეგზავნება მოპასუხე მხარეს.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთი ეგზემპლარი სარჩელის დათანდართული დოკუმენტების აუცილებლად უნდა დაიტოვოთ თქვენ,რომელზეც კანცელარიაში მოაწერინებთ ხელს, რომ სასარჩელოგანცხადება ჩაიბარეს, დაასმევინებთ ჩაბარების თარიღს და ვინ ჩაიბარა.აღნიშნული წესი გამოიყენეთ ასევე განცხადების ჩაბარების დროსაც, ანუგანცხადების ჩაბარებისას ერთ განცხადებას ტოვებთ კანცელარიაში,როლო მეორე ეგზემპლარზე აწერინებთ ხელს, რომ ჩაიბარეს განცხადება.მეორე, ხელმოწერილი ეგზემპლარი ინახება თქვენ.მაგალითად, თუ სარჩელი შეგაქვთ ერთი მოპასუხის მიმართ, სასამართ-ლოში უნდა შეიტანოთ ორი სასარჩელო განცხადება თავისი თანდარ-თული დოკუმენტებით. მესამე ეგზემპლარს, რომელზეც ხელსაწერინებთ, ინახავთ თქვენ.მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღისგანმავლობაში გამოიტანოს განჩინება თქვენი სარჩელის მიღების შესახებ.თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ არის შეტანილი კანონითდადგენილი წესით, ან არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მაშინმოსამართლე გამოიტანს განჩინებას ხარვეზის შესახებ და განჩინებითმოსარჩელეს ეძლევა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სასამართლო,სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, ვალდებულია მოპასუხე მხარესგადაუგზავნოს სასარჩელო განცხადების ასლი თანდართულიდოკუმენტებით.მოსამართლემ შესაძლოა არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში თუ: საქმე არ არის ამ სასამართლოს განსჯადი;57


სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელისმიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ანმხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე. განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა (არ აქვსრწმუნებულება); სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე დავაზე და იმავე მხარეებსშორის; მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომ დავას გადა-წყვეტს კერძო არბიტრაჟი.მოსამართლეს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოაქვსდასაბუთებული განჩინება. განჩინების გასაჩივრება შესაძლებელიაკერძო საჩივრით, რომელიც შეიტანება იმავე სასამართლოში იმავემოსამართლის სახელზე. განჩინების გასაჩივრების ვადა მითითებულიიქნება თავად განჩინებაში.პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ მოსა-მართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე წყდებაარსებითად.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლებაგასაჩივრდეს სააპელაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტლიებისჩაბარებიდან 14 დღიან ვადაში.საქმის განხილვა ასევე შეიძლება დამთავრდეს მხარეთა მორიგებით, ამშემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რითაც ამტკიცებსმორიგების პირობებს.58


სახელმწიფო ბაჟის განაკვეთებიმნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ სარჩელს სასამართლოში შეტანისასუნდა დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელიდოკუმენტი.სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში სავალდებულო შენა-ტანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმ-წიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებებისშესრულებისათვის.სასამართლოში საქმის განხილვისათვის ბაჟის გადახდის წესი და ოდე-ნობა გამომდინარეობს კონკრეტული დავიდან.ზოგადად, სამოქალაქო დავაზე, რომელიც არ ეხება ქონებრივ დავებს,დადგენილია სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ოდენობით გადახდა, გარდაქვემოთ მოცემული გამონაკლისებისა.საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟიგადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: სარჩელებზე აგრეთვე განცხადებებზე გამარტივებული გადახდისბრძანების მიღების შესახებ სადავო საგნის ღირებულების 3პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; სააპელაციო საჩივრებზე: სადავო საგნის ღირებულების 4 პროცენტიმაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; - სააპელაციო საჩივარში იგულისხმე-ბა რაიონული, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისგასაჩივრება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო საჩივრებზე: სადავო საგნის ღირებულების 5 პროცენტიმაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; - საკასაციო საჩივარში იგულისხმებასააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისგასაჩივრება მხარეების მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კერძო საჩივრებზე – 50 ლარი განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ – 50 ლარი; -სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს გადაწყვეტილების რეალუ-რად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდანაცილებას, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრებისგანკარგვის შეზღუდვის გზით (ქონების ან ფასიანი ქაღალდებისა და59


ფულადი სახსრების დაყადაღება, მტკიცებულების გამოთხოვა,მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა,მოპასუხის დავალდებულება რაიმე მოქმედების შესრულებაზე).ამასთანავე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისსასამართლოში შეტანა შესაძლებელია გადაუდებელ შემთხვევაში(ქონების მოსალოდნელი გაყიდვა, გაჩუქება, ფიქტიური გასხვისება,გადამალვა) სარჩელის სასამართლოში შეტანამდე. უზრუნველყოფისრომელიმე ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში სასამართლოგანჩინებით ადგენს ვადას რა ვადაშიც უნდა მოხდეს სარჩელისშეტანა სასამართლოში. განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმო-ების განახლების ან გადაწყეტილების ბათილად ცნობის შესახებ –თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუგანმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი.სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ერთი სასამართლო წარმოების ყველაინსტანციისათვის არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 10ათას ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 15 ათას ლარს.პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არუნდა აღემატებოდეს: ფიზიკური პირისათვის 3 ათას ლარს, ხოლოიურიდიული პირისათვის - 5 ათას ლარს. სააპელაციო ინსტანციისსასამართლოში – ფიზიკური პირისათვის 5 ათას ლარს, იურიდიულიპირისათვის 7 ათას ლარს. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში –ფიზიკური პირისათვის 6 ათას ლარს, იურიდიული პირისათვის – 8ათას ლარს.საქართველოს საკონსტიტუცუიო სასამართლოში განსახილველ საქმე-ებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ფიზიკურიპირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი;იურიდიული პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 55ლარი;საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეღავათებისახელმწიფო ბაჟში გარკვეული კატეგორიის მოსახლეობაზე, კერძოდ: ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინებისშესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე,60


რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთო-ბიდან; მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობსსასავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზა-ტორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშებისუფლებებიდან, სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ,რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვადაზიანებით აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით, დანაშაულითმიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებსარჩელზე; ინვალიდები, ინვალიდთა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათიდაწესებულებანი, სასწალო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთია-ნებები ყველა სარჩელზე; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშირეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება სოციალურად დაუც-ველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისმოწმობით; მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი,როგორც მოსარჩელე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებებისდარღვევოს ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალურიზიანის ანაზღაურების თაობაზე;საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლო-ების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟიარ გადაიხდევინება: თუ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროსწამოიჭრა საკითხი კანონის რომელიმე მუხლის არაკონსტივატუ-ციურობაზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას დამიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულიმუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ანნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელისგანუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემულიკატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილწესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.61


სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, გაცემულიუნდა იქნეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ადგილობრივისაფინანსო ორგანოების მიერ იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში,როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ.სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით,შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფობიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.ასევე, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალის-წინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ანგადაუწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოსხარჯების გადახდა ან შეამციროს ხარჯების ოდენობა.62


გამოყენებული ლიტერატურა:1. დ. აფინოგენოვი, ვ. ბესკროვნაია, ტ.ვინოგრადოვა, ა. კარპოვი, ა.კუზნეცოვა, ვ. პონომარიოვა, ა. სმირნოვი. „მოქალაქეთაუფლებების და ინტერესების დაცვა სანქტ-პეტერბურგში საგზაომშენებლობის პროექტების რეალიზების დროს. აქტივისტისგზამკვლევი“. სანქტ-პეტერბურგი, 2008 წ.2. საქართველოს კონსტიტუცია, 24.08.1995წ.3. საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივისაჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“,23.06. 1999წ.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 25.06.1999წ.5. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“,16.04.1999წ.6. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, 10.12.1996წ.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 26.06.1997წ.8. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“,11.11.1994წ.9. საქართველოს მთავრობის დადგენილება N 57 „მშენებლობისნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“,24.03.2009 წ.10. დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“,დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების მინისტრის N8 ბრძანებით, 09.03.2009წ.11. საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვისშესახებ“, 14.12.2007წ.12. საქართველოს კანონი “ქალაქ თბილისის საზღვრებში დამიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა დასახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“,10.11.2000წ.13. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,10.12.1997წ.14. „გარემოს ხარისხობრივი მგომარეობის ნორმები“,დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის N 297/ნ ბრძანებით, 16.08.2001წ.15. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემისშესახებ“, 07.03.1996წ.63


16. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“,04.05.2010წ.17. საქართველოს კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლისშესახებ“, 08.04.2010წ.18. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისდებულება, დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკურიგანვითარების მინისტრის ბრძანებით N1-1/75, 17.08.2004წ.19. საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“,14.12.2007წ.20. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“,08.05.2007წ.21. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისშესახებ“, 27.06.2007წ.22. საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“, 21.10.2008წ.23. სამშენებლო ნორმები და წესები (სნ და წ 2.05.02-85„საავტომობილო გზები“), საქართველოს ტერიტორიაზეგაგრძელებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით N45„საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტებისაღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ (24.02.2006 წ.).24. „საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქცია“,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.თბილისი, 2006 წ.64


asociacia mwvane alternativa arasamTavrobo arakomerciuli organizaciaa, romelic2000 wels daarsda. mwvane alternativas misiaa saqarTvelos garemos, biologiuri dakulturuli memkvidreobis dacva ekonomikurad xelsayreli da garemosdacviTi da socialuriTvalsazrisiT misaRebi alternativebis xelSewyobis, garemosdacviTi da socialurisamarTlianobis principebis damkvidrebisa da gadawyvetilebis miRebis procesSisazogadoebis monawileobis gziT.organizacia muSaobs iseT sakiTxebze, <strong>rogor</strong>icaa: energetika - mopovebiTi mrewveloba -klimatis cvlileba; transportis seqtoris mdgradi ganviTareba; biomravalferovnebisSenarCuneba da satyeo seqtori, saxelmwifo qonebis privatizebis procesSi adgilobrivi<strong>mosaxleobis</strong> garemosdacviTi, socialuri da ekonomikuri uflebebis dacva;narCenebisa da wylis marTva. am Tematuri mimarTulebebis garda, mwvane alternativasprioritetul mimarTulebebs Sorisaa: garemosdacviTi mmarTvelobis xelSewyoba; informaciaze,gadawyvetilebebis miRebis procesebsa da marTlmsajulebaze sazogadoebisxelmisawvdomobis uzrunvelofa; garemosdacviTi marTvisa da mdgradi ganviTarebisinstrumentebis gaumjobeseba; saerTaSoriso safinanso institutebis saqmianobis dasaqarTvelosTvis gaweuli saerTaSoriso finansuri daxmarebis monitoringi.mwvane alternativa TanamSromlobs arasamTavrobo organizaciebTan <strong>rogor</strong>csaqarTveloSi, ise mis farglebs gareT. 2001 wels mwvane alternativam saqarTvelos sxvawamyvan adgilobriv da saerTaSoriso arasamTavrobo organizaciebTan erTad daafuZnasaqarTveloSi siRaribis Semcirebis strategiis SemuSavebaze damkvirebelTa qseli.2002 wlidan mwvane alternativa, adgilobriv da saerTaSoriso organizaciebTan er-Tad, monitorings uwevs baqo-Tbilisi-jeihanis navTobsadenis proeqtis ganxorcielebas,mis Sesabamisobas saerTaSoriso safinanso institutebis politikasa da saxelmZ-Rvanelo principebTan, proeqtis zegavlenas adgilobriv mosaxleobasa da garemoze.2005 wlidan organizacia evropis samezoblo politikis samoqmedo gegmis monitoringiskoaliciis wevria. 2006 wels mwvane alternativam safuZveli Cauyara tyis damoukidebelimonitoringis qsels. daarsebis dRidan asociacia aris „centralur da aRmosavleTevropaSi bankebis saqmianobaze damkvirvebelTa qselis“ wevri; organizaciaaseve mWidrod TanamSromlobs dedamiwis megobrebis saerTaSoriso federaciasTan,„klimatis cvlilebis centraluri da aRmosavleT evropis qselTan“, mdgradi energetikissaerTaSoriso qselTan, sxvadasxva saerTaSoriso da erovnul garemosdacviT,socialur da adamianis uflebaTa dacvis sakiTxebze momuSave organizaciebTan; mwvanealternativa aris koaliciis “gamWvirvale saerTaSoriso daxmareba saqarTvelosTvis”wevri, romelic daarsda 2008 wels. 2010 wels mwvane alternativa iniciativiT dafuZnda„saqarTvelos mwvane qseli“ - sazogadoebrivi organizaciebisa da eqspertebis araformalurigaerTianeba, romelic mowodebulia daicvas garemo, xeli Seuwyos mdgrad ganviTarebasda garemosdacviTi da socialuri samarTlianobis principebis damkvidrebassaqarTveloSi.2004 wels mwvane alternativa dajildovda goldmanis garemosdacviTi fondis priziTbaqo-Tbilisi-jeihanis navTobsadenis kampaniis farglebSi garemos dacvis, socialurisamarTlianobisa da TanasworobisaTvis ganxorcielebuli warmatebuli saqmianobisaTvis.asociacia mwvane alternativamisamarTi: faliaSvilis 27/29 II sarTuli, Tbilisi, saqarTvelosafosto misamarTi: WavWavaZis gamz. 62, Tbilisi, saqarTvelotel: +995 32 29 2773faqsi: + 995 32 22 38 74www.greenalt.org

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!