21.01.2015 Views

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლი

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლი

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

კონვენცია ქალის დისკრიმინაციის

ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CEDAW):

თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა

თბილისი

2011

1

შინაარსი

წინასიტყვაობა

ხათუნა სამნიძე, ლელა გაფრინდაშვილი ............................................................. 3

ოჯახში ძალადობა - ანასტასიას ამბავი

ნათია როყვა ................................................................................................................ 5

ტრეფიკინგი და პროსტიტუცია საქართველოში

ნინო ონაშვილი .......................................................................................................... 7

ქალის მოქალაქეობა და ქართული კანონმდებლობა

გიორგი გოცირიძე .................................................................................................... 14

განათლების უფლება ქალებისთვის

ნინო ონაშვილი ........................................................................................................ 21

განათლების უფლება და ტრადიციული საზოგადოება

ნათია როყვა .............................................................................................................. 25

შრომის უფლება - რამდენიმე რეალური ისტორია

თამაზ კუპრეიშვილი ............................................................................................... 27

სიღარიბის ზღვარს მიღმა

არჩილ წერეთელი .................................................................................................... 32

ქალები სოფლად - თანაბარი უფლებები

გიორგი გოცირიძე .................................................................................................... 35

ქალები ქართულ სოფელში - უფლებები და სტერეოტიპები

არჩილ წერეთელი .................................................................................................... 42

ავტორების შესახებ .................................................................................................. 45

2

წინასიტყვაობა

გენდერული პოლიტიკა, ფემინისტური ანალიზი და დისკურსი ყოველთვის

წარმოადგენდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან

მიმართულებას როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის თითოეული

საერთაშორისო ბიუროს მიზანი დღემდე პატრიარქალური სტრუქტურების,

ძალაუფლებისა და დომინირების გენდერული თვალსაზრისით კრიტიკის ხელშეწყობა

და მისი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა

ვრცელდება ყველა დონეზე: სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა,

კულტურა, საჯარო სფერო.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროც ფოკუსს აკეთებს

გენდერულ პრობლემატიკაზე. თანასწორობის კულტურის გაუმჯობესებაზეა

ორიენტირებული ფონდის სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.

საქართველოში, საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით,

პროგრესი შეინიშნება, მაგრამ გენდერული სტერეოტიპები მაინც ინარჩუნებს

სიცოცხლისუნარიანობას. არც თუ იშვიათად, საჯარო სფეროში ჩანან სოციალური

ჯგუფები, რომლებიც ძველ გენდერულ როლებსა და პრივილეგიებს იცავენ და

აძლიერებენ იმ არგუმენტით, რომ ეს ყველაფერი ქართული ტრადიციული და

რელიგიური იდენტობის საფუძველია. ძალიან სუსტი და არაპოპულარულია

გენდერული დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ ძალადობისა და შრომით უფლებებთან

დაკავშირებული დისკუსიები.

„ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია“ ქალის

უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტია,

რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. კონვენცია ეხება ქალების გაძლიერებას,

თანასწორუფლებიანობას და აყალიბებს ნორმატივებს ამის მისაღწევად,

ავალდებულებს სახელმწიფოს მისცეს ქალს თანასწორობის უფლების რეალურად

გამოყენების საშუალება. კონვენცია შეიცავს 16 არსებით მუხლს და ფოკუსირდება სამ

მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ქალის სამოქალაქო უფლებები და ლეგალური

სტატუსი, რეპროდუქციული უფლებები და კულტურული ფაქტორები, რომლებიც

ზეგავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე. სპეციფიკური მუხლები ეხება

ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების,

ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებით ურთიერთობები და

სხვა სფეროებში. გაერთიანებული ერების შეფასების თანახმად, კონვენცია ადამიანის

უფლებების დაცვის ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელიც იცავს ქალთა

რეპროდუქციულ უფლებებს და სწორედ კულტურასა და ტრადიციას განიხილავს

გენდერული როლებისა და საოჯახო ტრადიციების მაფორმირებელ ძალებად.

3

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები

კონვენციას დღემდე წარმატებულად იყენებენ, de-facto თანასწორობის მისაღწევად

მომავალშიც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. კონვენციის ძირითადი მოთხოვნების

და მათ შესრულებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაცნობიერების

თვალსაზრისითაც სამოქალაქო საზოგადოებას ახალი სტრატეგიების შემუშავება

დასჭირდება.

სწორედ ამ პრობლემატიკის გათვალისწინებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ

კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ განახორციელა პროექტი „CEDAW - თანასწორობა,

კანონმდებლობა, რეალობა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ტრენინგი და შეხვედრა

ჩატარდა აქტიური, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი

ახალგაზრდების მონაწილეობით. მათ შეისწავლეს კონვენციის კონკრეტული მუხლების

დარღვევის ფაქტები და აღწერეს თავიანთ ნაშრომებში. წარმოდგენილ ბროშურაში

სწორედ ეს ისტორიებია თავმოყრილი იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად შეესაბამება

ქართული სინამდვილე კონვენციის მოთხოვნებს და რამდენად ვახერხებთ გენდერული

დისკრიმინაციის თანასწორობის კულტურით შეცვლას.

ხათუნა სამნიძე

პროექტების კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ

კავკასიის რეგიონალური ბიურო

ლელა გაფრინდაშვილი

ფილოსოფოსი

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

4

CEDAW: მუხლი 2

ეს მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, გაკიცხონ დისკრიმინაცია ქალების

მიმართ და აღმოფხვრან იგი კონსტიტუციური, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი

საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებები ვრცელდება სახელმწიფო

მოღვაწეებზე და ინსტიტუტებზე, კერძო პირებზე, ორგანი-ზაციებსა და საწარმოებზე.

სახელმწი-ფოები იღებენ ვალდებულებას, რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა და

კერძო პირებმა თავი შეიკავონ ქალების მიმართ დისკრიმინაციისაგან და ეცადონ მის

აღმოფხვრას.

მე-2 მუხლის ძირითადი მოთხოვნაა, რომ ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლე-

ბიანობის პრინციპები შეიტანონ კონსტიტუციასა და სხვა შესაბამის კანონმდებლობაში.

მონაწილე სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა აღმოფხვრან დისკრიმინაციის სამართლებრივი

საფუძვლები მოქმედი სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და შრომითი კანონმდებ-

ლობიდან.

ვალდებულებები, რომლებსაც მე-2 მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს აკისრებს, სცდება

საკანონმდებლო საზღვრებს. სახელმწიფოებმა ქალთა თანასწორობის პრინციპების

პრაქტიკული რეალიზაცია საკანონმდებლო ან სხვა შესაბამისი საშუალებებით უნდა

განახორციელონ.

ოჯახში ძალადობა - ანასტასიას ამბავი

ნათია როყვა

„ქალი ხარ და უნდა მოითმინო, წადი

სისხლი მოიწმინდე, ვინმემ არ

დაგინახოს, სირცხვილია!“ - ასე უთხრა

მამამთილმა ანასტასიას, როცა ის მოუყვა,

თუ როგორ სცემდა ქმარი, ანუ იმ კაცის

შვილი, რომელიც ამ ფაქტის დამალვას

დღესაც ცდილობს. ეს ბატონი საჯარო

მოხელეა და საჯარო სამსახურში

გადაწყვეტილებებს დღესაც იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცემის ფაქტს არ

ამართლებს, ექვსი წელია რძალს

მოთმინებას ავალდებულებს.

22 წლის გოგონა ამბობს, რომ

რცხვენოდა ხალხის, საზოგადოების და

ეშინოდა მშობლებს არ გაეგოთ, ქმარი

რომ ცემდა: „ვფიქრობდი, დამნაშავე

ვიყავი, ვშიშობდი, საზოგადოება ისევ მე

დამადანაშაულებდა, საკუთარ თავს

ვალდებულად ვთვლიდი, რომ ბავშვები

ოჯახურ გარემოში ანუ მამის გვერდით

გაზრდილიყვნენ; მეშინოდა იმისიც,

რომ მეგობრების გარეშე დავრჩებოდი“.

ბოლო ჩხუბი სკამების ბრახუნით

დაიწყო, ოჯახური ძალადობის მომ-

სწრე საპატრულო პოლიციაც გახდა.

სასწრაფო დახმარებამ, რომელიც ნაცემი

და გონებადაკარგული ქალისთვის

მეზობლებმა გამოიძახეს, ინციდენტის

შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა.

პოლიციამ ოჯახური ძალადობის ყველა

დეტალი აღწერა, ჩაინიშნა, თვით-

მხილველებიც დაიმოწმა და ხელიც

მოაწერინა, ოქმის ასლებიც ჩააბარა

5

მხარეებს. თუმცა, გამოძიება ამ საქმეზე

არ დაწყებულა და არც სისხლის

სამართლის საქმე აღძრულა. ანასტასია

ფიქრობს, რომ ეს მისი მამამთილის,

„გავლენიანი“ საჯარო მოხელის

დამსახურებაა.

სახელწმიფო, ამ კონკრეტულ შემთხვე-

ვაში არაკეთილსინდისიერად (არასამარ-

თლიანად) მოიქცა. პოლიციელებმა,

რომლებიც შეესწრნენ ფაქტს, თუ როგორ

ირღვეოდა ადამიანის უფლება, არ

გაატარეს სისხლის სამართლის

კოდექსით დადგენილი საგამოძიებო

მოქმედებები. შესაბამისად, დაირღვა

ქალის უფლება არა მარტო მოძალადე

ქმრის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც.

6

CEDAW: მუხლი 6

მე-6 მუხლი მიმართულია ქალებით ვაჭრობისა და პროსტიტუციით ექსპლუატაციის

პრობლემების აღსაკვეთად, თუმცა არ ავალდებულებს სახელ-მწიფოებს დასაჯოს ქალები,

რომლებმაც შემოსავლის წყაროდ პროსტიტუცია აირჩიეს.

ისტორიულად, საერთაშორისო სამართალი პროსტიტუციით ექსპლუატაციას სხვადასხვა

საერთაშორისო დოკუმენტებით ებრძოდა, რომლებიც ადამიანით ვაჭრობისა და მონობის

წინააღმდეგ იყო მიმართული.

კონვენციის მე-6 მუხლი უფრო შორს წავიდა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ

არსებულ საერთაშორისო ნორმებთან შედარებით და დაავალდებულა მონაწილე

სახელმწიფოები, მიეღოთ და განეხორციელებინათ შესაბამისი კანონმდებლობა, მოესპოთ

ვაჭრო-ბის წყაროები და პროსტიტუციით ექსპლუატაცია.

კონვენციის №19 ზოგად რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ვაჭრობის არსებული ფორმების

გარდა გაჩნდა სექსუალური ექსპლუატაციის ახალი სახეობები, მაგალითად, სექსტურიზმი -

განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი მუშახელის დაქირავება განვითარებულ ქვეყნებში

სამუშაოდ, განვითარებადი ქვეყნების მოქალაქე ქალებისა და უცხოელ მოქალაქეებს შორის

ქორწინების მოწყობა. მე-6 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, წინ

აღუდგნენ მსგავს პრაქტიკებს, აგრეთვე ექსპლუატა-ციის არსებულ ფორმებს.

ტრეფიკინგი და პროსტიტუცია საქართველოში

ნინო ონაშვილი

ტრეფიკინგი

საქართველოში დღემდე პრობლემად

რჩება ტრეფიკინგთან და ადამიანით

ვაჭრობასთან დაკავშირებული

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

კერძოდ, საქართველო ვერ

უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერ-

პლთა რეაბილიტაციას; სამთავრობო

სტრუქტურებს შორის არსებული

კორუფცია აფერხებს ტრეფიკინგის

წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას;

არსებული ქართული კანონმდებლობა

არ ახდენს ისეთი სააგენტოების

მუშაობის კრიმინალიზაციას (მაგ.

ტურისტული ფირმები), რომლებიც

არალეგალურ მიგრაციულ პროცესებს,

ტრეფიკინგს უწყობენ ხელს.

საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია

სრულყოფილი კანონმდებლობა

ადამიანებით ვაჭრობის შესახებ.

თუმცა, სისხლის სამართლის ახალი

კოდექსი ითვალისწინებს ტრეფიკინგის

კრიმინალიზებას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს

ადამიანის უფლებათა დაცვის

საკითხთა სამსახურში შემუშავდა

`ტრეფიკინგთან ბრძოლის გეგმა (2003-

2005)~, რომელიც საქართველოს პრე-

ზიდენტმა 2003 წლის 17 იანვარს

დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა ხუთი

ასპექტისაგან შედგება:

7

საკანონმდებლო ღონისძიებების

გატარება ტრეფიკინგის მსხვერპლ-

თა უფლებათა დაცვის თვალსაზ-

რისით, განსაკუთრებით - ყველაზე

მგრძნობიარე და დაუცველი

ფენების, ქალებისა და ბავშვების

დაცვის მიზნით.

ტრეფიკინგის პრევენცია;

ტრეფიკინგის მსხვერპლთა

დახმარება;

ტრეფიკინგის ხელშემწყობთა სის-

ხლის სამართლებრივი დევნა და

მსხვერპლის/მოწმის დაცვის სის-

ტემის შექმნა;

განხორციელებული სამუშაოს სის-

ტემატური მონიტორინგი.

სამოქმედო გეგმა უწყებათა შორის

თანამშრომლობას გულისხმობს. შინაგან

საქმეთა სამინისტროს, საზღვრის

დაცვის დეპარტამენტს, განათლების

სამინისტროს, იუსტიციის სამინის-

ტროს, ჯანდაცვის სამინისტროს,

კულტურის სამინისტროს, სახალხო

დამცველის ოფისს და სხვა

სამთავრობო უწყებებს ეროვნული

უშიშროების საბჭოსთან თანამშრომ-

ლობა დაევალათ. ამავე დროს,

სამოქმედო გეგმა საერთაშორისო და

არასამთავრობო ორგანიზაციებს

საშუალებას აძლევს, დახმარება

გაუწიონ სამთავრობო უწყებებს ადა-

მიანით ვაჭრობასთან ბრძოლაში.

საქართველომ ხელი მოაწერა, მაგრამ

არ მოუხდენია რატიფიკაცია პროტო-

კოლისა ადამიანების, განსაკუთრებით

კი ქალებისა და ბავშვების ტრე-

ფიკინგის პრევენციის, აღკვეთისა და

დასჯის შესახებ, რომელიც გაეროს

ტრანსნაციონალური დანაშაულის და

კორუფციის შესახებ კონვენციის

დანართია და მონაწილე სახელ-

მწიფოებისაგან მოითხოვს მიიღონ

ისეთი კანონმდებლობა, რომელიც

ახდენს ტრეფიკინგის კრიმინალიზა-

ციას, იცავს მსხვერპლს, უზრუნველ-

ყოფს მას დახმარებით. საქართველომ

მოახდინა ტრეფიკინგის კრიმინალი-

ზაცია სისხლის სამართლის ახალი

კოდექსის ფარგლებში (სსკ მუხლი

143) 1 .

ადამიანით უკანონოდ ვაჭრობასთან

დაკავშირებით სანდო სტატისტიკური

მონაცემების მოპოვება გასაგები

მიზეზების გამო საკმაოდ რთულია.

ცნობილია, რომ ტრეფიკინგის

მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები

არიან, რომელთაც ხშირად იძულებით

რთავენ პროსტიტუციაში.

1 ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა

უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე

იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის

გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება

ექსპლუატაციის მიზნით – ისჯება თავისუფლების

აღკვეთით ვადით 5-დან 15 წლამდე. იგივე ქმედება

ჩადენილი: ა) არაერთგზის, ბ) ორი ან მეტი პირის

მიმართ; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით

ორსული ქალის მიმართ; დ) სამსახურებრივი

მდგომარეობის გამოყენებით; ე) დაზარალებულის

საზღვარგარეთ გაყვანით; ვ) სიცოცხლისათვის ან

ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა

ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ზ)

წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში

მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა

სხვაგვარად დამოკიდებულების მიმართ ისჯება

თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 15

წლამდე.

ამ მუხლების პირველი და მეore ნაწილით

გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია

დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა

მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით

ვადით 12-დან 20 წლამდე.

8

თუმცა, ირკვევა, რომ საქართველოდან

რუსეთში გადაჰყავთ და ტრეფიკინგის

მსხვერპლი ხდება უფრო მეტი

მამაკაცი, ვიდრე ქალი, რომელთაც

ძირითადად მონური სამუშაოს

შესრულება უხდებათ. თურქეთსა და

საბერძნეთშიც ხშირად ხვდებიან

ქართველი მამაკაცები. საბერძნეთი

განსაკუთრებით პოპულარულია იმ

ქართველებს შორის, რომლებიც

საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან,

რადგან იქ უკვე ბევრი ქართველი

ცხოვრობს.

თურქეთსა და დასავლეთ ევროპაში

მოთხოვნა არის მეძავებზე ან

იაფფასიან მუშა-ხელზე. ადამიანით

მოვაჭრეები ცდილობენ დააკმაყო-

ფილონ ეს მოთხოვნა. მსხვერპლს

კანონიერ ვიზებს და დასაქმებას

პირდებიან და ასე აცდუნებენ.

ხდება ისეც, რომ კლიენტებს აძლევენ

ყალბ ვიზებს, მაგრამ უფრო ხშირია

ისეთი შემთხვევები, როდესაც კლი-

ენტებს ფირმები პირდებიან ვიზებსაც

და საზღვარგარეთ დასაქმებასაც,

მაგრამ იმის ნაცვლად, რომ

საზღვარგარეთ მუშაობა დაიწყონ,

ვთქვათ, ოფიციანტად, ქალებს ხშირად

აიძულებენ პროსტიტუციაში ჩართვას

ან ასრულებინებენ მონურ სამუშაოს

ქარხნებში. მას შემდეგ რაც უცხო

ქვეყანაში ჩავლენ, ხშირად ქალებსაც

და მამაკაცებსაც ე.წ. ექსპლუატა-

ტორები ართმევენ პასპორტებს, რაც

მსხვერპლთა გაქცევას ართულებს.

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა,

რომლის გავლითაც ახალგაზრდა

რუსი და უკრაინელი ქალები

თურქეთში გადაჰყავთ, სადაც მათ

მეძავებად მუშაობას აიძულებენ.

ადამიანით მოვაჭრეთა საქართველოში

შემოსვლა რუსეთისა და შიდა

ქართლის (სამხრეთ ოსეთის)

საზღვრიდან ხდება, კორუფცია და

მექრთამეობა მზარდი კოეფიციენტით

ხასიათდება საქართველოში, რომელიც

რამდენიმე ხნის წინ მსოფლიოს

ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა

შორის ბანგლადეშსა და ნიგერიის

შემდეგ მესამედ დაასახელეს. თეო-

რიულად ქრთამის აღება უფრო

ადვილია შიდა ქართლისა (სამხრეთ

ოსეთის) და რუსეთის საზღვარზე,

ვიდრე სხვა საზღვრებზე, რადგან ამ

ტერიტორიაზე ცენტრალური ხელი-

სუფლების გავლენა ბევრად უფრო

სუსტია და ეკონომიკური პირობებიც

უარესია. შედარებით ცოტა რამ არის

ცნობილი აფხაზეთში ტრეფიკინგის

შესახებ. მაგრამ, ცნობილია, რომ

აფხაზები ძალიან დაბალი ანაზღაუ-

რების სანაცვლოდ მუშაობენ სამხრეთ

რუსეთში.

საქართველოშიც დაფიქსირებულია

ფაქტები, როცა კერძო კომპანიები

ვაკანსიებს აცხადებენ და სამუშაო

ადგილის დასაკავებლად საცდელი

ვადით, ერთი თვით უხელფასოდ

ამუშავებენ ადამიანებს, ბოლოს კი

სხვადასხვა მიზეზებით უარს ეუბნ-

ებიან. ამგვარი უფლებების დარღვევა

ხშირად დაუსჯელი რჩება, რადგან

კომპანია, ხშირად, იურიდიულად არ

არის გაფორმებული.

9

ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა ჩემი

მეგობარი ია. მან ერთ-ერთ გაზეთში

ნახა განცხადება, სარეკლამო კომპანია

აცხადებდა ვაკანსიას სარეკლამო

აგენტზე. კომპანიაში იას უნდა გაევლო

ერთკვირიანი ტრენინგი, წინასწარ

უნდა გადაეხადა ტრენინგის საფასური

20 ლარი, შემდეგ კი ტრენინგიდან

შეარჩევდნენ ერთ პიროვნებას, რომე-

ლიც ვაკანსიას დაიკავებდა. როგორც

აღმოჩნდა, ეს ვაკანსია ყალბი იყო.

ტრენინგის გავლის შემდეგ ყველას

ათავისუფლებდნენ. მოგვიანებით, იას-

თან ერთად შევხვდი "კომპანიის"

ხელმძღვანელს, თაღლითობაში დავ-

დეთ ბრალი, დავემუქრეთ, რომ

გამოვააშკარავებდით და პრესას

ვაცნობებდით მათი საქმიანობის

შესახებ. თანხა უკან დავაბრუნებინეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნულ

მისამართზე კომპანია უკვე აღარ

არსებობდა. როგორც ჩანს, კოორ-

დინატები შეიცვალეს.

ტრეფიკინგთან ბრძოლაში მნიშვნე-

ლოვანია საზოგადოების ინფორმირე-

ბულობის გაზრდა - სხვადასხვა მედია

კამპანიების წარმოება, ზოგადსაგან-

მანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს

სასწავლებლებში თემატური ლექციე-

ბისა და დისკუსიების გამართვა;

მოზარდებს უნდა განვუმარტოთ ამ

დანაშაულის სიმძიმე და მისი

შედეგები, ვასწავლოთ, თუ ვის უნდა

მიმართონ დახმარებისათვის.

ადამიანთა ვაჭრობის თავიდან

აცილების მექანიზმებია ორგანიზა-

ციული, სამართლებრივი, კვლევითი,

საგანმანათლებლო, საინფორმაციო,

სოციალური და ეკონომიკური ღონის-

ძიებების ერთობლიობა.

სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებიც

ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის

წინააღმდეგ ბრძოლას, უნდა უზრუნ-

ველყონ დანაშაულის თავიდან

აცილების, გამოვლენისა და აღკვე-

თისათვის პროფილაქტიკური ღონის-

ძიებების განხორციელება, დანაშაულში

ეჭვმიტანილი პირების დადგენა,

დაკავება და მათ მიმართ საქარ-

თველოს კანონმდებლობით დად-

გენილი წესით სისხლის სამართლებ-

რივი დევნის განხორციელება.

პროსტიტუცია

პროსტიტუცია ადმინისტრაციული

სამართალდარღვევაა, რომელიც

ისჯება ჯარიმით, მაგრამ არ არის

კრიმინალიზებული საქართველოს

კანონმდებლობით. პროსტიტუციაში

ჩაბმა ძალადობის, ან ქონების

განადგურების მუქარით, შანტაჟით ან

მოტყუებით, ასევე არასრულწლოვანის

პროსტიტუციაში ჩათრევა ან

ბორდელის შექმნა ქართული კანონით

დასჯადია. თუმცა, კანონის ამ

მუხლების აღსრულება მექრთამეობის,

პოლიციაში არსებული კორუფციის და

ორგანიზებული დანაშაულის გამო

დღემდე ფერხდება.

10

დღევანდელი ეკონომიკური მდგომა-

რეობიდან გამომდინარე, გაიზარდა

პროსტიტუციით დასაქმებულთა

რიცხვი როგორც ქვეყნის შიგნით,

ასევე მიგრანტთა შორის. პროსტი-

ტუციით დასაქმებული ქალების დიდი

ნაწილი დაოჯახებულია, ჰყავთ შვი-

ლები. მათ სწორედ მძიმე სოციალურმა

მდგომარეობამ აიძულა პროსტიტუ-

ციისთვის მიემართათ. ამ საქმით

დაკავებული ქალები ხშირად ხდებიან

ძალადობის მსხვერპლნი.

“ჩვენ ისიც გვეყოფა აქ რომ ვართ” -

საზოგადოებისაგან გარიყული ქალები

მეექვსე მუხლი მიმართულია ქალებით

ვაჭრობისა და პროსტიტუციით

ექსპლუატაციის პრობლემის აღსაკ-

ვეთად, თუმცა, არ ავალდებულებს

სახელმწიფოს დასაჯოს ქალები,

რომლებმაც პროსტიტუცია აირჩიეს

შემოსავლის წყაროდ.

სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,

სადაც პროსტიტუციით დასაქმებული

ქალები იმყოფებიან, ჩვენი მისვლის

მიზეზი რომ შეიტყვეს, რამდენიმე

შეკითხვა დაგვისვეს. ქალებს აინ-

ტერესებთ, აქვს თუ არა უფლება

სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელს,

ხელით შეეხოს მათ.

იქ მყოფი ქალების უმრავლესობამ

უარი თქვა ღიად საუბარზე და მათი

საუბარის დიქტოფონზე ჩაწერაზე,

რადგანაც მათ ოჯახები ჰყავთ და

გამოჩენა არ სურთ.

მანანას (59 წ.) თქმით, ის ხშირად

გამხდარა ფიზიკური ძალადობის

მსხვერპლი სამართალდამცავთა მხრი-

დან. ერთ საღამოს რესტორნიდან

გამოსულ მანანას და მის მეგობრებს

პოლიციელებმა პირადობის დამადას-

ტურებელი მოწმობა მოსთხოვეს, შემ-

დეგ კი სიტყვიერი შეურაცყოფა

მიაყენეს. მანანამ სიტყვა შეუბრუნა,

რის შემდეგაც პოლიციელებმა მანქანაში

ჩასვეს და სადღაც წაიყვანეს, გზაში კი

ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ბოლოს

დაძრული მანქანიდან გადმოაგდეს.

მანანამ ფეხი მოიტეხა და ერთი თვის

განმავლობაში იწვა. იყო სხვა

შემთხვევაც, როდესაც საქმიანობისას,

თავად კანონდამცველი მისულა

ქალებთან და ყოველგვარი გაფრთხი-

ლების გარეშე წიხლი ამოურტყამს,

შეპასუხების შემთხვევაში კი უარესი

მოსვლია.

მანანამ ეს საქმიანობა 10 წლის წინ

ეკონომიკური მდგომარეობის გამო

დაიწყო. ღიად გამოჩენა არ უნდა,

ახლობელებს ერიდება - მისი ძმა

ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხუ-

ლობს ლექციებს, თანაც, 23 წლის

შვილი ჰყავს და არ უნდა, რომ დედის

საქმიანობის გამო ცუდად მოიხსენიონ.

მანანა ხშირად იმეორებდა: “ჩვენ ისიც

გვეყოფა, აქ რომ ვდგავართ”.

ღიად საუბარზე მხოლოდ ლია (44 წ.)

დაგვთანხმდა. იგი ცალკე ცხოვრობს

ნაქირავებ ბინაში და შვიდი წელია

პროსტიტუციით ირჩენს თავს. ეს

საქმიანობა ეკონომიკური მდგომარე-

ობის გამო დაიწყო. მიუხედავად იმისა,

11

რომ ლიას ოჯახის წევრები

მუშაობდნენ, მისთვის დახმარების

ხელი არავის გაუწვდია. დედ-მამა

გარდაცვლილი ჰყავს, თვითონ კი

მეოთხე შვილი იყო ოჯახში. მას

შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მისი

საქმიანობის შესახებ გაიგეს, სახლიდან

გამოაგდეს. ლია გათხოვილი არ

ყოფილა და შვილიც არ ჰყავს. ამბობს,

რომ კანონდამცველები ხშირად

აყენებენ სიტყვიერ შეურაცყოფას.

თუმცა, ხელით არ შეხებიან, ვინაიდან

ლია მათ სიტყვას კანონმორჩილად

ასრულებს.

ლია ხშირად ახსენებდა ვინმე

„ჭაღარას“, რომელიც კანონდამცველია

და მორიგეობის პერიოდში სიტყვიერი

გაფრთხილების შემდეგ, ფიზიკურად

უსწორდება ქალებს.

ლია ამბობს, რომ პროსტიტუციით

დაკავებულმა ქალებმა თვეში ერთხელ

უნდა ჩაიტარონ სამედიცინო

შემოწმება. ზოგიერთი არ მიდის

სამედიცინო შემოწმებაზე და

კანონდამცველებს ხშირად ფიზიკური

ზეწოლის გამოყენებაც უწევთ.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც უცნობ

ნასვამ მამაკაცებს გაუვლიათ და

მათთვის შეურაცყოფა მიუყენებიათ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას

ქალები ლამის სასიკვდილოდ

გაიმეტეს, სასტიკად სცემეს. ქალები

მეტროს დაცვის თანამშრომლებმა

გადაარჩინეს, თორემ ადვილი

შესაძლებელი იყო, ცემით მოეკლათ.

ლია პროსტიტუციის ლეგალიზაციის

მომხრეა. ის თანახმაა ნებისმიერ

სამუშაოზე, სადაც ფიქსირებული

ხელფასი ექნება; ამბობს, რომ

პროსტიტუციას სიამოვნებით დაანე-

ბებდა თავს, მაგრამ ამგვარ სამუშაოს

ვერ შოულობს. მისი თქმით, მის ამ

საქმიანობაში სხვა პირი, ე.წ.

“სუტენიორი”, არ არის გარეული და

არც ისეთი პიროვნება დაკავშირებია,

რომელიც ქალებისა და გოგონების

ექსპლუატაციას ქვეყნების გარეთ

ახორციელებს.

საზოგადოებაში მკვეთრად არის

გამოხატული პროსტიტუციით დაკა-

ვებული ქალების მიმართ ანტიპატია;

ქალები ჩივიან, რომ ხშირად ირღვევა

მათი უფლებები, ფსიქოლოგიურსა და

მორალურ ზიანზე რომ აღარაფერი

ვთქვათ, ხორციელდება ფიზიკური

ძალადობა მაშინ, როცა ქალები არავის

არაფერს უშავებენ. ისინი ამბობენ, რომ

მხოლოდ საკუთარი თავისთვის

აკეთებენ ცუდს.

პროსტიტუციით დაკავებულ ქალთა

შორის ხშირია სხვადასხვა სახის და

სიმძიმის ფსიქიკური აშლილობები.

საქართველოში მუშაობს სხვადასხვა

ორგანიზაცია, რომელიც ქალთა

უფლებებს იცავს, მაგრამ მათ შესახებ

ინფორმაცია მწირია.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს

სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც

პოპულარიზაციას გაუწევს ქალთა

უფლებების დამცველებს. აქ საჭიროა

სატელევიზიო და მედია-საშუალებების

გამოყენება.

12

საქართველოში პროსტიტუცია არ არის

ლეგალიზებული. ლეგალიზაციის

შემთხვევაში შემცირდება ქალებზე

ზეწოლა, ისინი ისარგებლებენ

ხელმისაწვდომი

სამედიცინო

დახმარებით, რაც შეამცირებს

ვენერიული დაავადებების რისკს.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის

შედეგად ბიუჯეტში მეტი თანხა შევა,

ამ სფეროში მიმდინარე პროცესები

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი

გახდება. შეიზღუდება ფეხმძიმე

ქალების და არასრულწლოვნების

მოხვედრა ამ სფეროში. გაუქმდება

„სუტენიორების“ ინსტიტუტი და ის

იატაკქვეშა ბორდელები, სადაც

ქალები სრულიად დაუცველები არიან.

13

CEDAW: მuxli 9

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლი მოქალაქეობის უფლებას

ნებისმიერ მოქალაქეს ანიჭებს. კონვენციის მე-9 მუხლი ქალებს მამაკაცების თანაბარ

უფლებებს აძლევს მოქალაქეობის მიღების, შეცვლის ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

მოქალაქეობა შეიძლება აისახოს ქალის ხმის მიცემის უფლებაზე, აგრეთვე უფლებაზე

იყოს არჩეული; მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევაზე და მისთვის

სახელმწიფო სამსახურებისა და შემოსავლის მისაწვდომობაზე.

ქორწინებისას, მოქალაქეობის შესახებ ეროვნულ კანონმდებლობას შეუძლია ქალს თავს

მოახვიოს მეუღლის მოქალაქეობა ან გამოიწვიოს მის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა

უცხოელზე ქორწინების შემთხვევაში. მე-9 მუხლი აძლიერებს სტანდარტებს, რომლებიც

დამუშავებულია ქორწინებაში მყოფი ქალების მოქალაქეობის შესახებ კონვენციაში,

რომელიც გაერომ 1957 წელს მიიღო. ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად, არც

ქორწინება, არც განქორწინება, არც მეუღლის ეროვნების შეცვლა არ იწვევს ცოლის

მოქალაქეობის ცვლილებას ავტომატურად.

მე-9 მუხლი არ უნდა იყოს გაგებული როგორც ზომები, რომლებიც აიძულებს ქალს

შეინარჩუნოს მოქალაქეობა ან როგორც შეფერხება, თუ იგი მოისურვებს მის შეცვლას.

მე-9 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, მიანიჭონ ქალებს მამაკაცებთან თანასწორი

უფლებები მათი შვილების ეროვნების განსაზღვრისას, ესე იგი კანონი მოქალაქეობის

შესახებ, რომლის მიხედვითაც ბავშვები ავტომატურად იღებენ საკუთარი მამის ან

დედის მოქალაქეობას, წინააღმდეგობაშია ამ მუხლთან. გარდა ამისა, ბავშვის უფლებების

შესახებ კონვენციის (1989) მე-7 მუხლი იძლევა ბავშვის მიერ მოქალაქეობის მიღების

უფლებას.

ქალის მოქალაქეობა და ქართული კანონმდებლობა

giorgi gociriZe

შესავალი

ქალის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

საქართველოს კანონმდებლობა დე-

იურე თვალსაზრისით შეესაბამება

კონვენციას ქალის დისკრიმინაციის

ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

მიუხედავად ამისა, კანონში მაინც რჩება

ერთი შეხედვით ნეიტრალური

დებულება, რამაც მოქალაქეობის

შეცვლისას ბავშვის მამა დედასთან

შედარებით შესაძლოა უპირატეს

მდგომარეობაში ჩააყენოს და ამგვარად,

ირღვევა მოქალაქეობის საკითხთან

მიმართებაში მამაკაცთან შედარებით

ქალის თანასწორობის პრინციპი.

როგორ მოიპოვებენ ქალები საქარ-

თველოს მოქალაქეობას

ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის

აღმოფხვრის კონვენციის (შემდგომში

კონვენცია) მე-9 მუხლის თანახმად,

მონაწილე სახელმწიფოები ქალებს

14

ანიჭებენ მამაკაცებთან თანაბარ

უფლებას, მიიღონ, შეიცვალონ ან

შეინარჩუნონ თავიანთი მოქალაქეობა.

საქართველოს კანონმდებლობა გვთავა-

ზობს მოქალაქეობის მოპოვების

რამდენიმე პირობას. ,,მოქალაქეობის

შესახებ” საქართველოს კანონის მე-10

მუხლი საქართველოს მოქალაქეობის

წარმოშობის ერთ-ერთ სახედ ასახელებს

ადამიანის დაბადებას. დაბადებით

ბავშვი საქართველოს მოქალაქედ

ითვლება, თუ ბავშვის ორივე მშობელი

საქართველოს მოქალაქეა (11-ე მუხლი).

ბავშვი, რომლის მხოლოდ ერთი

მშობელია საქართველოს მოქალაქე,

საქართველოს მოქალაქეობას იღებს, თუ

დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე,

ან არ დაბადებულა საქართველოს

ტერიტორიაზე, მაგრამ მის მშობელს

მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს

საქართველოში. თუ ბავშვის ერთ-ერთი

მშობელი საქართველოს მოქალაქეა,

მეორეს კი არც ერთი ქვეყნის

მოქალაქეობა არ გააჩნია ან საერთოდ

უცნობია მეორე მშობლის ვინაობა,

ბავშვი იღებს საქართველოს

მოქალაქეობას. თუ ბავშვი

საზღვარგარეთ დაიბადა და მისი

მხოლოდ ერთი მშობელია

საქართველოს მოქალაქე და მეორე სხვა

ქვეყნის მოქალაქეა, ბავშვი

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება,

თუ ამის თაობაზე მშობლები

შეთანხმდებიან. თუ მშობლები ვერ

შეთანხმდნენ, დავა გადაწყდება იმ

ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც

ბავშვი დაიბადა.

დაბადებით საქართველოს მოქალაქეს

უთანაბრდება ადამიანი, რომელიც არ

დაბადებულა საქართველოში (მხედ-

ველობაშია საქართველოს მიერ

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე

დაბადებული ადამიანი), მაგრამ

საქართველოში უცხოვრია ხუთი წელი

მაინც და ,,მოქალაქეობის შესახებ”

საქართველოს კანონის სამოქმედოდ

შემოღების მომენტისათვის ანუ 1993

წელს საქართველოში ცხოვრობდა.

ადამიანი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს

ზემოხსენებულ

მოთხოვნას,

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება,

თუკი ცხოვრობდა საქართველოში და

ქვეყანა მხოლოდ 1991 წლის 21

დეკემბრის შემდეგ დატოვა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს

მოქალაქეობას ქალები მამაკაცებთან

თანაბარ პირობებში იღებენ. კანონი

არავითარ მინიშნებას არ აკეთებს

სქესზე, როგორც დაბადების მომენტში

ბავშვის მოქალაქეობის განსაზღვრის

კრიტერიუმზე.

როგორ იღებს ან იცვლის ბავშვი დედის

მოქალაქეობას

„მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს

კანონი ბავშვის მოქალაქეობის

დადგენისას გვთავაზობს გენდერულად

ნეიტრალურ რეგულირებას. თუკი

ბავშვი დაიბადება საქართველოს

ტერიტორიაზე, თუნდაც მისი ერთ-

ერთი მშობელი (როგორც დედა, ისევე

მამა) სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ

მეორე მშობელი - საქართველოს

მოქალაქე, ბავშვი საქართველოს

მოქალაქედ ჩაითვლება. ნორმა

იმპერატიულია. ეს უკანასკნელი არ

ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქე

15

მამის სურვილს, რომ საქართველოს

ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვს არ

დართოს ნება, მიიღოს დედის

კუთვნილი საქართველოს მოქალაქეობა.

ბავშვმა, რომლის დედაც საქართველოს

მოქალაქეა, იმ შემთხვევაშიც შეიძლება

მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა,

თუკი ის საქართველოს ტერიტორიაზე

არ დაბადებულა, მაგრამ მის დედას

მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს

საქართველოში.

გენდერულად ნეიტრალური რეგუ-

ლირება არსებობს კანონში იმ

შემთხვევებთან დაკავშირებითაც,

როდესაც მშობლის მიერ ხდება

საქართველოს მოქალაქეობის შეცვლა.

თუ ერთ-ერთი მშობელი (როგორც

ქალი, ისევე კაცი) იძენს საქართველოს

მოქალაქეობას, მეორე მშობელი კი სხვა

ქვეყნის მოქალაქეა, ბავშვი მიიღებს

საქართველოს მოქალაქეობას, თუკი

ორივე მშობელი ამის თაობაზე

გამოხატავს თანხმობას.

ქალის დე-ფაქტო დისკრიმინაციის

საფრთხე

პრობლემურია „მოქალაქეობის შესახებ”

კანონის მე-17 მუხლი, სადაც

აღნიშნულია: “თუ საქართველოს

მოქალაქეობიდან გადის ერთ-ერთი

მშობელი და 14 წელს მიუღწეველ

ბავშვთან ერთად მუდმივ

საცხოვრებლად მიემგზავრება საქარ-

თველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვს

უწყდება საქართველოს მოქალაქეობა.”

ცხადია, ბავშვის საზღვარგარეთ

გაყვანისათვის ერთ მეუღლეს

ესაჭიროება მეორე მეუღლის თანხმობა.

მაგრამ “მოქალაქეობის შესახებ” ორგა-

ნული კანონი არ ითვალისწინებს

საზღვარგარეთ გაყვანილი ბავშვი-

სათვის მოქალაქეობის შეცვლასთან

დაკავშირებით საქართველოში დარჩე-

ნილი მეორე მეუღლის თანხმობის

აუცილებლობას. ერთია, საზღვარგარეთ

ბავშვის დროებით ან თუნდაც

მუდმივად საცხოვრებლად გაყვანა,

მეორე კი მისი მოქალაქეობის შეცვლა.

შვილთან დაკავშირებით ისეთი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების

მიღებაში, როგორიცაა მისთვის

მოქალაქეობის შეცვლა, აუცილებლად

უნდა იყოს მეორე მშობელი ჩართული.

აღნიშნული ,,მოქალაქეობის შესახებ”

კანონის მე-17 მუხლი, შესაძლოა

წინააღმდეგობაში მოვიდეს კონვენციის

მე-9 მუხლთან. “მოქალაქეობის შესახებ”

კანონის მე-17 მუხლი ეხება იმ

შემთხვევას, როდესაც მამას, რომელიც

გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან,

დედის თანხმობით საზღვარგარეთ

გაჰყავს ბავშვი. დედა რჩება

საქართველოს მოქალაქედ და

საქართველოში საცხოვრებლად.

“მოქალაქეობის შესახებ” კანონის

ზემოხსენებული მუხლი, მოცემულ

შემთხვევაში, დედას ართმევს უფლებას,

წინააღმდეგობა გაუწიოს ბავშვის მამას,

გაიყვანოს ბავშვი საქართველოს

მოქალაქეობიდან და მიაღებინოს

საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა.

კონვენციით გათვალისწინებული

ვალდებულების შესასრულებლად,

აუცილებელია საქართველოში საცხოვ-

რებლად დარჩენილი საქართველოს

მოქალაქე მშობლის თანხმობის მიღებაც,

16

მაშინ როდესაც 14 წლამდე

ბავშვისათვის ხდება მოქალაქეობის

შეცვლა. ცხადია, ამგვარი თანხმობა

მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა იყოს

სავალდებულო, როდესაც საქართველოს

მოქალაქეს მშობლის უფლება

ჩამორთმეული აქვს.

როგორ ხდება უცხოელის მიერ

მოქალაქეობის მიღება

არანაირი განსხვავება არ არსებობს

ქალსა და მამაკაცს შორის, როდესაც

ნატურალიზაციის გზით ხდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამ

დროს მთავარია არა სქესი, არამედ ის,

რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს

მოქალაქეობას იღებს, აკმაყოფილებდეს

შემდეგ მოთხოვნებს: 5 წლის

განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს

საქართველოში, დადგენილ ფარგლებში

იცის სახელმწიფო ენა, დადგენილ

ფარგლებში იცის საქართველოს

ისტორია და სამართალი, საქარ-

თველოში აქვს სამუშაო ადგილი ან

ქონება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს

“მოქალაქეობის შესახებ” კანონის 27-ე

მუხლი, რომელიც საქართველოს

პრეზიდენტს უფლებას აძლევს,

ზემოთხსენებული მოთხოვნების

დაცვის მიუხედავად, საქართველოს

მოქალაქეობა მიანიჭოს ნებისმიერ სხვა

ქვეყნის მოქალაქეს, თუ მისი მოქალაქედ

მიღება გამომდინარეობს ქვეყნის

ინტერესებიდან. ამ დროს ადამიანი

ორმაგი მოქალაქე ხდება: საქართველოს

მოქალაქეობას იღებს და იმავდროულად

სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც

ინარჩუნებს. მოქალაქეობის მინიჭების

თაობაზე ბრძანებულებაში პრეზიდენტი

არ არის ვალდებული, მიუთითოს

კონკრეტულად რომელი სახელმწიფო

ინტერესიდან გამომდინარეობს

უცხოელის მიერ საქართველოს

მოქალაქეობის მიღება და ზოგადად,

პრეზიდენტს შეუძლია მიზან-

შეუწონლობის გათვალისწინებით უარი

განაცხადოს ამა თუ იმ პირისათვის

მოქალაქეობის მინიჭებაზე. ,,მოქალა-

ქეობის შესახებ” კანონის 27-ე მუხლით

გათვალისწინებული შემთხვევა არის

პრეზიდენტის დისკრეცია. შეიძლება

მოგვეჩვენოს, რომ ვინაიდან ორმაგი

მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის

დისკრეციულ უფლებამოსილებას

წარმოადგენს, პრეზიდენტს შესაძლებ-

ლობა აქვს, დისკრიმინაციული

საფუძვლით უარი განაცხადოს ქალი-

სათვის ორმაგი მოქალაქეობის

მინიჭებაზე, ხოლო მამაკაცს მიანიჭოს

ორმაგი მოქალაქეობა.

უპირველასად, უნდა გავითვა-

ლისწინოთ ის გარემოება, რომ ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის მე-6

მუხლის პირველი პუნქტის

შესაბამისად, ადმინისტრაციულმა

ორგანომ დისკრეციული უფლება-

მოსილება უნდა განახორციელოს

კანონით დადგენილ ფარგლებში.

პრეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის

მინიჭებისას ქალთან შედარებით

მამაკაცისათვის უპირატესობის მინი-

ჭების შემთხვევაში დაარღვევს

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და

„მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს

კანონის მე-4 მუხლით გარანტირებულ

სქესის მიუხედავად თანასწორობის

17

უფლებას. გარდა ამისა, ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის მე-7

მუხლის მე-2 პუნქტით „დისკრეციული

უფლებამოსილების განხორციელებისას

გამოცემული ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტით გათვალის-

წინებულმა ზომებმა არ შეიძლება

გამოიწვიოს პირის კანონიერი

უფლებებისა და ინტერესების

დაუსაბუთებელი შეზღუდვა.” სქესის

მიხედვით დისკრიმინაცია, განხორცი-

ელებული პრეზიდენტის დისკრე-

ციული უფლებამოსილების ფარგლებში

გამოცემული განკარგულებით, ყოველ-

თვის არღვევს ქალის უფლებას,

მამაკაცის თანაბრად მიიღოს

საქართველოს მოქალაქეობა. აღსანიშ-

ნავია, ისიც, რომ ნებისმიერი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი, მათ შორის დისკრეციული

უფლებამოსილების ფარგლებში გამოცე-

მული ადმინისტრაციული აქტიც, არ

შეიძლება დისკრიმინაციული იყოს.

დისკრიმინაციული ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტების გამოცემა

პირდაპირ ეკრძალება ნებისმიერი

ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის

საქართველოს პრეზიდენტს. ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის მე-4

მუხლით, რომლის თანახმად, „საქმის

გარემოებათა იდენტურობის შემთხვე-

ვებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის

მიმართ განსხვავებული გადაწყვეტი-

ლების მიღება“. ეს ნორმა საქართველოს

პრეზიდენტს აკისრებს ვალდებულებას,

თუკი საქართველოს მოქალაქეობის

მსურველ ქალსა და მამაკაცთან

მიმართებაში აბსოლუტურად ერთნაირი

გარემოებები არსებობს, მათთან

მიმართებაში არ უნდა მიიღოს ისეთი

სხვადასხვა გადაწყვეტილება, როგო-

რიცაა: ქალს უარი ეთქვას მოქალაქეობის

მიღებაზე, მამაკაცს მიენიჭოს

საქართველოს მოქალაქეობა. ასეთი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი სასამართლომ ბათილად შეიძლება

გამოაცხადოს.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის

საფუძვლები არანაირ კავშირში არ არის

ადამიანის გენდერულ იდენტობასთან.

ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი

სქესისა, უფლება აქვს მოითხოვოს

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა,

თუკი არსებობს კანონით გათვალის-

წინებული შემდეგი საფუძვლები:

ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა

არამართლზომიერად ან მოქალაქე-

ობიდან გასვლის შედეგად, მშობლების

არჩევანის საფუძველზე.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

პირს უწყდება საქართველოს მოქალა-

ქეობა, თუ ის გადის ან კარგავს მას. პირი

საკუთარი სურვილით ვერ გავა

საქართველოს მოქალაქეობიდან, თუ მას

სამხედრო სამსახური არ აქვს მოხდილი.

საქართველოში ქალები არ არიან

სამხედრო ვალდებული პირები. ცხადია,

ეს ვალდებულება ქალებს არც შეეხებათ

და მათ მამაკაცებთან შედარებით

ადვილად შეუძლიათ საქართველოს

მოქალაქეობიდან გასვლა. მეორე

აკრძალვა, როდესაც ადამიანი

მოკლებულია შესაძლებლობას, გავიდეს

საქართველოს მოქალაქეობიდან, არის

შემთხვევა, როდესაც ადამიანი

მიცემულია სისხლისსამართლებრივ

პასუხისგებაში ან ცნობილია დამნაშა-

18

ვედ და იხდის სასჯელს.

მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს

შემთხვევას, როდესაც ადამიანს

საქართველოს მოქალაქეობა უწყდება

მისი სურვილის მიუხედავად.

ნებისმიერი ადამიანი დაკარგავს

საქართველოს მოქალაქეობას, თუ

საქართველოს ხელისუფლების თანხმო-

ბის გარეშე შევა უცხო სახელმწიფოს

სამხედრო, საპოლიციო და იუსტიციის

ორგანოების სამსახურში; ცხოვრობს

საზღვარგარეთ და ზედიზედ 2 წლის

განმავლობაში არ დგება საკონსულო

აღრიცხვაზე, საქართველოს მოქალა-

ქეობა შეიძინა ყალბი დოკუმენტის

საფუძველზე, მიიღო სხვა ქვეყნის

მოქალაქეობა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს

მოქალაქეობა როგორც ქალმა, ისევე

მამაკაცმა შეიძლება დაკარგოს, მათი

სურვილის საწინააღმდეგოდ, ერთი და

იმავე სამართლებრივი საფუძვლების

არსებობის შემთხვევაში.

ქორწინების შემთხვევაში მოქალაქეობის

შეცვლა

კონვენციის მე-9 მუხლის პირველი

პუნქტის თანახმად, სახელმწიფო

უზრუნველყოფს, რომ უცხოელთან

ქორწინება, ქმრის მოქალაქეობის

შეცვლა ქორწინების დროს, არ იწვევს

ცოლის მოქალაქეობის ავტომატურ

შეცვლას, არ აქცევს მას მოქალაქეობის

არმქონე პირად და არ შეიძლება

აიძულონ იგი, მიიღოს ქმრის

მოქალაქეობა.

ეს მოთხოვნა გენდერულად ნეიტრა-

ლური კუთხით სრულად არის

რეალიზებული ქართულ კანონ-

მდებლობაში. “მოქალაქეობის შესახებ”

საქართველოს კანონის 25-ე მუხლის

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის

ქორწინება ან განქორწინება უცხოელ

მოქალაქესთან ან მოქალაქეობის

არმქონე პირთან თავისთავად არ იწვევს

მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას.

„ერთ-ერთი მეუღლის მიერ

მოქალაქეობის შეცვლა თავისთავად არ

იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის

შეცვლას. მეუღლეთა განქორწინება არ

იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის

შეცვლას.”

მიუხედავად ამისა, უცხოელს, რომელიც

დაქორწინებულია საქართველოს

მოქალაქეზე, აქვს არჩევანის

შესაძლებლობა - მიიღოს საქართველოს

მოქალაქეობა. მაგრამ საქართველოს

მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ

არჩევანი არ არის საკმარისი, ამისათვის

ის უნდა აკმაყოფილებდეს კანონ-

მდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,

კერძოდ: უკანასკნელი ორი წლის

განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს

საქართველოს ტერიტორიაზე, დად-

გენილ ფარგლებში უნდა იცოდეს

სახელმწიფო ენა, საქართველოს

ისტორია და სამართალი.

დასკვნა

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ

“მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-17

მუხლის გამოკლებით, საქართველოს

მოქალაქეობის მიღების ან მისი

შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმები

19

შეესაბამება კონვენციის მე-9 მუხლით

საქართველოს სახელმწიფოს მიერ

აღებულ ვალდებულებას. რაც შეეხება

მე-17 მუხლს, ეს უკანასკნელი ქმნის

საკუთარი შვილის მოქალაქეობის

განსაზღვრის უფლებაზე ქალის

დისკრიმინაციის შესაძლებლობას,

აძლევს რა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა

მიღებულ მეორე მშობელს (მამას)

საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანისას,

საქართველოს მოქალაქე მშობლის

(დედის) თანხმობის გარეშე, შეუცვალოს

შვილს მოქალაქეობა.

საქართველოს პარლამენტი ვალდებუ-

ლია შეცვალოს “მოქალაქეობის შესახებ”

კანონის მე-17 მუხლი და ეს

უკანასკნელი შესაბამისობაში მოიყვანოს

CEDAW-ს მოთხოვნებთან.

20

CEDAW: მუხლი 10

ეს მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ აუცილებელი ზომები

განათლების სფეროში გენდერული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მე-10 მუხლი

მოითხოვს მამაკაცებისა და ქალებისათვის ერთნაირი პირობების შეთავაზებას მათი

კარიერისა და პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით, აგრეთვე სწავლებისა და

პროფესიული კვალიფიკაციის ან დიპლომის მიღების შესაძლებლობას ყველა

საგანმანათლებლო ინსტიტუტში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში.

მე-10 მუხლი მიმართულია ქალისა და მამაკაცის როლებისადმი სტერეოტიპული

დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად განათლების ყველა დონეზე. მუხლი გარანტირებულს

ხდის ქალებისა და ქალიშვილებისათვის იმავე შესაძლებლობებს, რაც მამაკაცებსა და

ვაჟებს გააჩნიათ სტიპენდიისა და სწავლების სხვა გრანტების მისაღებად. იგი ავალდე-

ბულებს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ იმას, რომ ქალებს ჰქონდეთ მამაკაცებთან

თანასწორი უფლებები სწავლის გაგრძელებისთვის.

ქალებს, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში არიან, მაგალითად, მიგრანტებს,

განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვთ მოზრდილთა განათლების სფეროსადმი,

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამგვარი პროგრამები.

იმის გამო, რომ გოგონები უფრო ხშირად ანებებენ თავს სკოლას, სახელმწიფოები

მოვალენი არიან შექმნან სპეციალური პროგრამები ასეთი გოგონებისა და ქალებისათვის და

იზრუნონ მათი რიცხვის შესამცირებლად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს

ფეხმძიმე სტუდენტებს და ახალგაზრდა დედებს. უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების

ინიცირება, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალების მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შოვნას.

მე-10 მუხლი მოითხოვს ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარ შესაძლებლობებს, დაკავდნენ

სპორტით. ის აგრეთვე აძლევს ქალებსა და ქალიშვილებს უფლებას, მიიღონ ინფორმაცია

და კონსულტაციები ოჯახის დაგეგმვის საკითხებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს

თვითონ გადაწყვიტონ, რამდენი შვილი იყოლიონ და რა შუალედებში.

განათლების უფლება ქალებისთვის

ნინო ონაშვილი

საქართველოში განათლების სფეროში

კანონმდებლობის დონეზე ქალის

დისკრიმინაცია არ ხდება, მაგრამ

პრობლემად რჩება რამდენიმე საკითხი:

კერძოდ, ჯერ კიდევ ფართოდ

გამოიყენება მოძველებული სახელ-

მძღვანელოები, რომლებიც შეიცავენ

გენდერულ სტერეოტიპებს; შეზღუ-

დული შესაძლებლობების მქონე

გოგონებს ხელი არ მიუწვდებათ

განათლებაზე; სოფლად მცხოვრებ

გოგონებსა და ქალებს უმაღლეს

განათლებასა და უწყვეტ განათლებაზე

ხელი ნაკლებად მიუწვდებათ;

ეთნიკურ უმცირესობებს შორის

ხშირია მოზარდი გოგონების

21

სკოლიდან გამოყვანის შემთხვევები

ძალზე ადრეულ ასაკში; სტანდარტულ

სასწავლო პროგრამაში სახელმწიფო არ

უზრუნველყოფს რეპროდუქციულ

ჯანმრთელობასა და სექსუალურ

განათლებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახ-

მად, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად

მისი სქესისა, აქვს განათლების

მიღების თანაბარი შესაძლებლობები.

კანონი განათლების შესახებ უზრუნ-

ველყოფს იმავე უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე-

ბულებით #511, განათლების

სამინისტროს დაევალა სახელ-

მძღვანელოების გენდერული ანალიზი

“იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო

გენდერული სტერეოტიპები”.

მასწავლებელთა, რომელთა 70%

ქალია, უკიდურესად დაბალი

ხელფასები უარყოფით გავლენას

ახდენს სწავლების ხარისხზე. ამავე

დროს, მასწავლებლების ნაწილის

თავდადება და ერთგულება, მიუხე-

დავად მათი დაბალი ანაზღაურებისა,

დაფასებულია საზოგადოების მხრი-

დან.

საქართველოს სასწავლო დაწესებუ-

ლებებში ქალთა და მამაკაცთა

დასაქმების მაჩვენებელი თითქმის

თანაბარია. სკოლებში ქალები და

ვაჟები ერთად, ერთნაირი პროგრამებით

სწავლობენ. გოგონებსა და ბიჭებს

სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო

დახმარების მიღების თანაბარი

შესაძლებლობები აქვთ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

საქართველოში საგრძნობლად შემ-

ცირდა განათლების დაფინანსების

წყაროები, რამაც სერიოზული

საფრთხის წინაშე დააყენა სწავლების

ხარისხი სკოლებში. მიუხედავად

იმისა, რომ განათლება მნიშვნელოვან

ღირებულებას წარმოადგენს ქართველი

საზოგადოებისათვის, უდიდეს

პრობლემად რჩება ისეთი ძირითადი

საჭირო მასალების ნაკლებობა,

როგორიცაა: ლაბორატორიები, აპარა-

ტურა, ბიბლიოთეკები და

სახელმძღვანელოებიც კი. სასწავლო

შენობების უმრავლესობა, განსაკუთ-

რებით სოფლებში, სერიოზულ

შეკეთებას საჭიროებს, არ არის

აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით,

არ თბება.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლე-

ბელთა უდიდესი ნაწილი ქალები არიან,

სოფლებში სკოლის ადმინსტრაციას

ძირითადად მამაკაცები წარმოადგენენ,

თბილისში კი - ქალები. განათლების

სისტემაში შრომის ამგვარი

განაწილება აძლიერებს გენდერულ

სტერეოტიპებს. უნივერსიტეტებში

რექტორის ან დეკანის თანამდე-

ბობაზე, როგორც წესი, მამაკაცები არიან

წარმოდგენილი.

ახლო წარსულში უნივერსიტეტებში

დაარსებული გენდერული კვლევის

პროგრამები მნიშვნელოვან წინსვლად

ითვლება საზოგადოებრივი ცნობიე-

რების ამაღლების გზაზე. გენდერული

კვლევები ისევე, როგორც სქესობრივი

განათლების პროგრამები, დიდ

22

წინააღმდეგობას შეხვდა ხელისუფ-

ლების და რელიგიური ჯგუფების

მხრიდან. თუმცა, დღეს სკოლებში

მაინც გამოიყენება ისეთი სახელ-

მძღვანელოები, სადაც ასახულია

გენდერული დისკრიმინაცია და

მკვეთრადაა გამოხატული პატრიარ-

ქატი. მსგავსი სახელმძღვანელოებით

ხდება ქართული ტრადიციული

ღირებულებების დაცვა და ისტორიუ-

ლი წარსულის შესწავლა.

საქართველოს მთავრობა არ უზრუნ-

ველყოფს მოზრდილთათვის სასწავლო

პროგრამებს. ამგვარი პროგრამები

ამჟამად ძირითადად არასამთავრობო

ორგანიზაციების მიერ ხორციელდება,

უმეტესად თბილისში და ძირითადად

მოიცავს უცხო ენებს, კომპიუტერის

კურსებს, კოსმეტოლოგიასა და ბუ-

ღალტერიას. ბავშვის მოვლასთან

დაკავშირებული პრობლემების გამო

ქალებს უფრო ნაკლებად მიუწვდებათ

ხელი უწყვეტ სწავლაზე, ვიდრე

მამაკაცებს.

საქართველოში ფართოდ გავრცელე-

ბულია მოსაზრება, რომ ქალები

ძირითადად საშინაო საქმეებით და

ბავშვის აღზრდით უნდა იყვნენ

დაკავებულნი, ამიტომაც, ქალებს

უწყვეტი განათლების მიღებისას

დამატებითი დაბრკოლებები ექმნებათ.

უფრო მეტიც, ხშირად ქალის

საგანმანათლებლო და სამუშაო შესაძ-

ლებლობები გათხოვების შემდეგ

განისაზღვრება და იზღუდება მეუღ-

ლეების მიერ.

სომხების დიდი ნაწილი თბილისში,

ავლაბარში ცხოვრობს. განათლების

სფეროში დაფიქსირებულია ქალის

დისკრიმინაციის რამდენიმე ფაქტი.

ეროვნებით სომეხი კრისტინა, 18 წლის

ასაკში გათხოვდა და ახლა ორი შვილი

ჰყავს. სკოლის დამთავრების შემდეგ

სამედიცინო კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ

გათხოვების შემდეგ სწავლა აღარ

გაუგრძელებია, რადგან დამხმარე

არავინ ჰყავდა. მსგავსი პრობლემის

წინაშე მდგარი ქალების დასახმა-

რებლად სახელმწიფოს მხრიდან

არანაირი რეაგირება არ ხდება. არ

მუშაობს პროგრამები ახალგაზრდა,

სტუდენტი დედებისთვის, რაც მრავალ

მარტოხელა დედას განათლების

მიღების საშუალებას უკარგავს!

გარდაბნის რაიონში რამდენიმე

სოფელში აზერბაიჯანელები ცხოვრო-

ბენ. ქალების უმეტესობამ არ იცის

ქართული ენა, ზოგიერთს საკუთარ

ენაზე წერაც კი უჭირს. იქაური

ქალების უმეტესობა შესაბამის

განათლებას არ იღებს სკოლაში.

აზერბაიჯანელები თვლიან, რომ

ქალის ძირითადი საქმიანობა ოჯახია

და ხშირად 15-16 წლის გოგონებს

ათხოვებენ და მათ განათლების მიღების

შესაძლებლობა ესპობათ. გარდაბნის

რაიონის სკოლებში X, XI, XII

კლასებში ძალიან ცოტა გოგონა

გვხვდება. განათლების არქონის გამო,

აზერბაიჯანელი ქალები მოწყვეტილნი

არიან საზოგა-დოებრივ აქტივობას.

არჩევნების პერიოდში გარდაბნის

რაიონში, სოფელ ნაზარლოში მომიწია

ყოფნა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

23

საარჩევნო უბანში მხოლოდ ერთი

ქალი, ნაზარლოს სკოლის მასწავლე-

ბელი მუშაობდა, რომელმაც მხოლოდ

ელემენტარულ დონეზე იცოდა

ქართული ენა.

სოფო თბილისში ცხოვრობს, ის 15

წლისა გათხოვდა, მაშინ, როცა 84-ე

საშუალო სკოლაში სწავლობდა.

გათხოვების შემდეგ სოფო სკოლამ

აღარ მიიღო იმ მიზეზით, რომ

შემდეგ “აიყოლიებდა“ სხვა გოგონებს.

მას სწავლა აღარ გაუგრძელებია.

სკოლის ადმინისტრაციის ამგვარმა

მოპყრობამ სოფოს სწავლის სურვილი

დააკარგვინა და ფსიქოლოგიური

ტრამვა მიაყენა.

ეს საკითხები. გარდა ამისა, ცხოვ-

რების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა

და დანერგვის მიზნით შეიქმნა

სახელმწიფო უწყებათშორისი კომისია.

UNICEF–ის პროგრამის განხორცილება

დაიწყო 2003 წელს, სკოლის

მოსწავლეები ღებულობენ ინფორმა-

ციას რეპროდუქციული ჯანმრთე-

ლობის, ოჯახის დაგეგმვის და

სქესობრივი გზით გადამდები

დაავადებებისა და შიდსის შესახებ.

განათლების სფეროში ქალთა

დისკრიმინაციის ფაქტები ნათლად

ჩანს. განსაკუთრებით რეგიონებში და

იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ

ეთნიკური უმცირესობები.

საქართველოში სპორტი და ფიზიკური

კულტურა თანაბრად ხელმისაწვდომია

გოგონებისა და ბიჭებისათვის. ორივე

სქესის წარმომადგენლებს მოეთხოვე-

ბათ დაესწრონ ფიზკულტურის

გაკვეთილებს სკოლაშიც და უნივერ-

სიტეტშიც. თუმცა, მთლიანობაში,

ქალები საქართველოში გაცილებით

ნაკლებად აქტიურები არიან სპორტში,

ვიდრე მამაკაცები, მაინც არის

სპორტის განსაზღვრული სახეობები,

რომლითაც თვლიან, რომ ქალი არ

უნდა დაკავდეს, მაგალითად, კარატე,

ბოქსი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლების

სასწავლო პროგრამებში არ არსებობს

ინფორმაცია რეპროდუქციული ჯან-

მრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის

შესახებ, განათლების სამინისტრო

უკვე მუშაობს სამოქალაქო განათ-

ლების პროგრამაზე, რომელშიც შევა

ახმეტის რაიონში ცხოვრობენ ქისტები,

რომელთა რელიგიაც ისლამია. ისეთი

ოჯახები, რომლებიც ტრადიციული

ისლამის მიმდევრები არიან, ზოგჯერ

ქალის საზოგადოებრივ აქტივობაში

ჩართვას მიუღებლად თვლიან.

პანკისში არის ოჯახები, რომლებიც

საკუთარ ქალიშვილებს სკოლაში არ

ატარებენ და თვლიან, რომ ისინი

მხოლოდ საოჯახო საქმით უნდა

დაკავდნენ.

ქალთა დისკრიმინაციას მძიმე

სოციალური ფონიც უწყობს ხელს.

პანკისში მშობლები მხოლოდ

ბიჭებისთვის ყიდულობენ ტანსაცმელს

და სასწავლო ნივთებს, რათა მათ

სკოლაში იარონ.

საქართველოში ქალები ძალზე

იშვიათად არიან ჩართულნი დიდ

ბიზნესში; მაღალი თანამდებობები,

24

როგორც წესი, შესაფერისად მიიჩნევა

მხოლოდ მამაკაცებისათვის. ქალები-

სათვის სოციალურად უფრო მისაღები

თანამდებობებია მენეჯერის თანაშემწე,

გამყიდველი ან სკოლის მასწავლე-

ბელი. თავისუფალი საბაზრო

ეკონომიკის პირობებში ქალებისათვის

დასაქმების თანასწორი პირობების

შექმნა საჭიროებს არა მხოლოდ

სპეციალური ანტიდისკრიმინაციული

კანონმდებლობის მიღებას, არამედ

ეფექტური იურიდიული მექანიზმების

ჩამოყალიბებას. საქართველოს კონსტი-

ტუციით განსაზღვრული თანასწო-

რობის პრინციპი და ქვეყნის

საერთაშორისო ვალდებულებები ჯერ-

ჯერობით არაეფექტურია და არ არის

რეალიზებული ცხოვრებაში.

განათლების უფლება და ტრადიციული საზოგადოება

ნათია როყვა

14 წლის მარიტას ოცნება ბათუმში

სტუდენტობაა. თუმცა, იცის რომ ამ

ოცნებას ვერ აისრულებს, რადგან

სკოლის დამთავრებამდე თუ არა, მას

შემდეგ მამა დაოჯახებას აუცილებლად

აიძულებს. საქმრო იქვე სოფელში

გამოინახება. მარიტა, რომელიც აჭარის

ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში

ცხოვრობს, ახლა სკოლის მოსწავლეა.

თანატოლი გოგონები მისგან განსხვა-

ვებით ოცნებობენ, რომ “ელჩი” ანუ

მაჭანკალი ესტუმროთ შინ და

გათხოვდნენ, ბევრი შვილი გააჩინონ;

ვინც გათხოვებაზე ფიქრობს, სწავლას

ზედმეტად მიიჩნევს... მარიტას მამა

ამბობს, რომ ქალისთვის სწავლა კი არა,

ოჯახია მთავარი: ქმარი, შვილები და

კარგი მოსავალი სოფელში, რომელიც

ძირითადად ქალების მუშაობის

შედეგად მოდის. კაცებს პროდუქტი

ბაზარში გააქვთ, ქალები შრომობენ -

უვლიან პირუტყვს, ამუშავებენ მიწას,

ზრდიან ბავშვებს. ისინი ფიქრობენ,

რომ მათი ფუნქცია მხოლოდ ოჯახში

სადილის მომზადებაა. ხშირად

სტუმრებთან არ გამოდიან, (აჭარა,

ხულოს რაიონი, კონკრეტულად კი

სოფელი ღორჯომი) მამამთილთან

ერთად არ სადილობენ. პატივისცემის

ნიშნად არ ელაპარაკებიან მათ. მთიან

აჭარაში მოხუცი ქალები უფრო ღიად

საუბრობენ, ახალგაზრდებს მაგალი-

თად, ჟურნალისტთან დალაპარაკებისაც

კი ეშინიათ.

გოგონებს ხულოს რაიონის სოფელ

ღორჯომში არ ეძლევათ საშუალება

სასწავლებლად წავიდნენ ქალაქში,

რადგან მამაკაცები ფიქრობენ, რომ

ქალებს განათლება არ სჭირდებათ.

რამდენიმე ქალი ოცნებობს იმაზე, რომ

ისწავლოს, ჰქონდეს სამსახური, მაგრამ

ამას სოფლის ტრადიცია და „ოჯახის

კაცები“ - მამები და ძმები უკრძალავენ.

გოგონები ფიქრობენ, რომ ტრადიციის

დარღვევა „კარგი საქციელი არაა“.

ამ სოფელში მშობლები ბიჭებს სწავლის

უფლებას აძლევენ და ქალაქში

საცხოვრებლად იოლად უშვებენ.

25

რადგან ფიქრობენ რომ “ბიჭი ბიჭია”,

ქალი კი “შესაძლოა გაფუჭდეს, გზას

აცდეს“...

საქართველოში არსებული სოციალური

პრობლემების მთელი სიმძიმე

ძირითადად ქალებს დააწვათ. სიღა-

რიბისგან თავის დაღწევის მიზნით

გაიზარდა ქალზე დაკისრებული

საოჯახო ტვირთი და აუნაზღაურე-

ბელი შრომა.

სახელმწიფოს მიზანმიმართულმა პო-

ლიტიკამ შესაძლოა გარკვეული გავლენა

იქონიოს შრომის საოჯახო განაწილე-

ბაზე და განათლების უფლებაზე.

ფაქტია, რომ სწავლის გაგრძელების

შესაძლებლობა აჭარაში ყველა ქალს არ

ეძლევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ

აჭარაში საჯარო სკოლებში უფრო მეტი

ქალია დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი.

საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ამ

პრობლემების მოსაგვარებლად თითქმის

არაფერი არ კეთდება. მაღალმთიან

აჭარაში მცხოვრებმა ქალებმა ცოტა რამ

იციან საკუთარი უფლებების შესახებ.

მართალია, კანონი კრძალავს ადრეულ

ასაკში გოგონების გათხოვებას და

მათთვის განათლების უფლების

შეზღუდვას, მაგრამ მდგომარეობა ამ

მხრივ მთიან აჭარაში ჯერჯერობით არ

უმჯობესდება.

ოფიციალური, სრულყოფილი სტატის-

ტიკა იმის შესახებ, რამდენად

თანასწორია ქალისა და მამაკაცის

დასაქმება და ანაზღაურება სახელმწიფო

სექტორში, არ არსებობს. თუმცა,

მაგალითად, აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 18

დეპუტატიდან ქალი მხოლოდ ერთია.

ბათუმის საკრებულო, ამ მხრივ აჭარის

სხვა რაიონებისგან განსხვავებით,

ლიდერია - საკრებულოს 25 წევრიდან

ხუთია ქალი. მაღალმთიან რაიონებში

თვითმმართველობის წევრი ქალი საერ-

თოდ არაა ან ერთი-ორია.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს

კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრა-

ლურია - დაგმობილია გენდერული

დისკრიმინაცია. თუმცა, არ არსებობს

მექანიზმი რომელიც ხელს შეუწყობს

ქალების მეტ ჩართულობას საზოგადო-

ებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს მაგალითზე შეიძლება

ითქვას, რომ ამ პრობლემების

აღმოსაფხვრელად მხოლოდ გამართუ-

ლი კანონმდებლობა საკმარისი არ არის.

ქალებმა უნდა იცოდნენ საკუთარი

უფლებების შესახებ და სახელმწიფოს

სახით უნდა ჰყავდეთ მხარდამჭერი,

რათა შეძლონ ამ უფლებებისთვის

ბრძოლა. ტრადიციებთან დაპირის-

პირებას გარკვეული ძალისხმევის

გაღება სჭირდება. მთიან აჭარაში

სწორედ ტრადიციების გამო იზღუდება

ქალების უფლებები. გამოსავალი კი

სწორედ განათლებაა, ინფორმაციის

მიწოდება მათთვის. ამგვარ პროგრამებს

დღეს სახელმწიფო არ აფინანსებს.

26

CEDAW: მუხლი 11

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას დასაქმების სფეროში ქალთა

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცებისა და ქალებისთვის თანასწორი

უფლებები უზრუნველყონ, კერძოდ: შრომის უფლება; უფლება თავისუფლად აირჩიოს

პროფესია ან სამუშაოს სახეობა; უფლება თანამდებობრივ ზრდაზე და დასაქმებულობის

გარანტია; ყველა შეღავათით და სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება; პროფესიული

მომზადებისა და გადამზადების უფლება; თანაბარი გასამრჯელოს მიღების უფლება;

შეღავათების მიღების უფლება; უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე (პენსიაზე გასვლის,

სიბერისა და შრომის უნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში); უფლება შვებულებაზე

შესაბამისი ანაზღაურებით; ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების

უფლება და ა. შ.

ქალების გათხოვების ან დედობის შემთხვევაში დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად,

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ აიკრძალოს სამუშაოდან

დათხოვნა ორსულობის და მშობიარობის შემდგომი შვებულების გამო, შემოღებულ იქნას

ანაზღაურებადი შვებულებები დედებისთვის სამუშაო ადგილის, სამსახურეობრივი

მდგომარეობის და სოციალური შემწეობის შენარჩუნებით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს

ბავშვთა მოვლის დაწესებულებათა ქსელის შექმნა. მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს არ

დაუშვან ქალების მიმართ როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი დისკრიმინაცია.

სპეციალური დებულებები კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას ოჯახური მდგომარეობის ან

დედობის გამო. აკრძალულია დისკრიმინაცია ქალის რეპროდუქციული ფუნქციის

საფუძველზე. მე-11 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს დაიცვან ქალები

ორსულობის დროს, თუკი მათ ჯანმრთელობისთვის მავნე პირობებში უწევთ მუშაობა. იმის

გამო, რომ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია და ორსულობა ხშირად განიხილება როგორც

შრომითი პრაქტიკის დისკრიმინაციის საფუძველი, მუხლი ავალდებულებს მონაწილე

სახელმწიფოებს რეგულარულად განიხილონ დამცავი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ამ

მიზნით გამოიყენებოდეს.

შრომის უფლება - რამდენიმე რეალური ისტორია

თამაზ კუპრეიშვილი

ნათიას ამბავი

26 წლის ნათია კ. თბილისში,

საქართველოს დედაქალაქში, კბილის

ერთ-ერთ კერძო კლინიკაში კბილის

ექიმად მუშაობდა, თუმცა, 2010 წელს,

დაორსულებისა და დეკრეტულ

შვებულებაში გასვლის შემდეგ,

სამსახური დაკარგა.

სამსახურიდან გათავისუფლების

მიზეზი ნათია კ.-სთვის კლინიკის

ხელმძღვანელობას ოფიციალურად არ

განუმარტავს, თუმცა, პირად საუბრებში

ეუბნებოდნენ, რომ ხანგრძლივი ვადით

მისი დეკრეტულ შვებულებაში გასვლა

კლინიკისთვის ზიანის მომტანი

იქნებოდა. ნათიას თავისი შრომითი

27

უფლების სამართლებრივად დაცვა არც

უცდია, რადგან მისთვის რთული

იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ის

სამსახურიდან სწორედ ორსულობის

გამო გაათავისუფლეს - ეს მიზეზი

არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში

დაფიქსირებული არ იყო. საქართველოს

შრომის კოდექსი კი დამსაქმებელს

უფლებას აძლევს, დასაქმებული

სამსახურიდან დამატებითი ახსნა-

განმარტებების გარეშე გაათავისუფლოს.

საქართველოს შრომის კოდექსი 2006

წელს მიიღეს და მისი მიხედვით,

შრომით ურთიერთობაში აკრძალულია

ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია

რასის, კანის ფერის, ეთნიკური და

სოციალური კუთვნილების, ასევე

სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და

სხვა მახასიათებლების გამო. მიუხე-

დავად ამისა, პრაქტიკაში ეს წესი

იშვიათად მოქმედებს და დამსაქმებელს

სრული შესაძლებლობა აქვს,

დასაქმებული დისკრიმინაციულ

მდგომარეობაში ჩააყენოს თუნდაც მისი

სქესის გამო.

შრომის კოდექსი დასაქმებულს

უფლებას აძლევს, დამსაქმებლისგან

ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის

მოვლისა და შვილად აყვანის გამო,

მოითხოვს შვებულება 477 კალენ-

დარული დღის ხანგრძლივობით.

აქედან, 126 დღე ანაზღაურებადია,

ხოლო, ტყუპების შემთხვევაში ანაზღა-

ურდება 140 კალენდარული დღე.

ბავშვის აყვანის შემთხვევაში, კანონის

მიხედვით, დასაქმებულს შეუძლია

ისარგებლოს 365-დღიანი შვებულებით,

საიდანაც 70 დღე ანაზღაურებადი

იქნება. კანონით ასევე გათვალის-

წინებულია ბავშვის მოვლის გამო

წელიწადში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 12-

კვირიანი შვებულება. მიუხედავად ამ

საკანონმდებლო ნორმებისა, საქართვე-

ლოში აღნიშნული შეღავათების სარგებ-

ლობისას, ნათია კ.-ს მსგავსად, ბევრი

ქალი უსამსახუროდ რჩება, თუმცა

არსებობს გამონაკლისები, სადაც

ქალებისთვის აღნიშნული უფლებების

შეზღუდვა არ ხდება. მსგავს

გამონაკლისს საჯარო სამსახურები და

ასევე, სხვადასხვა კერძო ორგანიზა-

ციები უშვებენ.

აღსანიშნავია, რომ დეკრეტული

შვებულებით ქართველი მამაკაცების

დიდი უმრავლესობა არ სარგებლობს.

მათი შეხედულებით, ბავშვის მოვლა

ქალის საქმიანობაა. ამ თემაზე

მომზადებულ სატელევიზიო სიუჟე-

ტებში ჩანს, რომ მამაკაცების დიდ

ნაწილს დეკრეტულ შვებულებაში

გასვლა ხშირად სასაცილოდ, ზოგჯერ კი

შეურაცხმყოფლადაც მიაჩნიათ.

თამუნას ამბავი

23 წლის თამუნა კ. მაშინ გათხოვდა,

როცა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის

ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის

დამთავრებისას მას უკვე ერთი შვილი

ჰყავდა. საქართველოში დამკვიდ-

რებული ტრადიციების შესაბამისად,

ქმარმა მას ბავშვის მოვლა-პატრონობა

და აღზრდა ჩააბარა და მუშაობის

28

დაწყებაზე რამდენიმე წლით უარი

ათქმევინა. თამუნა კ. ამბობს, რომ მას

სწავლის დამთავრების შემდეგ

მუშაობის დაწყება სურდა, ერთ-ერთ

კერძო სკოლაში სტაჟიორი

მასწავლებლის ადგილიც იშოვა

სამომავლო დასაქმების პერსპექტივით,

თუმცა ქმარმა ამის საშუალება არ მისცა.

თამუნა კ.-ს თქმით, მან ქმარს

წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან არ

სურდა, ოჯახში საკუთარი სამსახურის

გამო კონფლიქტი გამოეწვია. თამუნა კ.-

ს გათხოვებიდან უკვე 4 წელია გასული,

უკვე მეორე ბავშვს ზრდის და მისი

დასაქმების პერსპექტივა რამდენიმე

წლით კვლავ ბუნდოვანია. ის ამბობს,

რომ 4 წლის წინ ნასწავლი პროფესია,

შესაძლოა, რამდენიმე ხანში საერთოდ

დაავიწყდეს და საკუთარი ცოდნა ვერ

გამოიყენოს. თამუნა კ.-ს თქმით, ოჯახში

მთავარი შემომტანი მისი ქმარია,

რომელიც კვირაში მხოლოდ ერთი

დღით ისვენებს და ბავშვების აღზრდაში

ფაქტიურად არ მონაწილეობს.

კითხვაზე, ერთხელაც ქმართან რომ

განქორწინდეს, სად და როგორ აპირებს

მუშაობას, პასუხობს, რომ ამაზე არ

უფიქრია და ის ყველაფერს იზამს, რომ

ეს არ მოხდეს.

საქართველოში ქალთა საპენსიო ასაკი

60 წელია, მამაკაცების კი - 65. პენსიის

ოდენობის მხრივ, ორივე სქესის

მოქალაქეები თანასწორნი არიან, გარდა

ამისა, მათ ერთნაირად მიუწვდებათ

ხელი სხვადასხვა სახელმწიფო

სოციალურ პროგრამაზე. თუმცა, თუ

გავითვალისწინებთ იმას, რომ

საქართველოში ხანდაზმულობის პენსია

დიფერენცირებულია და დამოკი-

დებულია სამუშაო სტაჟზე, ხშირად

მამაკაცები უფრო მაღალ პენსიას იღებენ,

ვიდრე ქალები.

მაგალითად, თამუნას, რომელიც ორ

ბავშვს ზრდის და ოჯახს გარეთ ერთი

წელიც კი არ უმუშავია, ბუნებრივია,

სიბერეში მინიმალურ პენსიას

დაუნიშნავენ. მის ქმარს კი - გაცილებით

მაღალს, რადგან როცა თამუნა ბავშვებს

ზრდიდა, ქმარი ოფიციალურად მუშა-

ობდა და ეს შრომა სამუშაო სტაჟად

ეთვლება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ

ანსხვავებს ქალსა და მამაკაცს

შესრულებული სამუშაოს ანაზღა-

ურების თვალსაზრისით და ხელფასი

წესით, ერთმანეთისგან არ უნდა

განსხვავდებოდეს, სხვაობა მამაკაცთა

სასარგებლოდ თვალშისაცემია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული

ბიუროს მონაცემებით, საქართველოში

დასაქმებული მამაკაცის საშუალო

ხელფასი ამავე სფეროში დასაქმებული

ქალის ხელფასთან შედარებით ხშირად,

რამდენიმე ასეული ლარით მეტია.

მაგალითად, 2009 წელს სოფლის

მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო

მეურნეობაში დასაქმებული ქალის

საშუალო თვიური შემოსავალი 2009

წელს 398 ლარია, როცა იმავე სფეროში

მამაკაცის თვიური ხელფასი 690 ლარია.

მნიშვნელოვნად განსხვავდება საფი-

ნანსო საქმიანობით დაკავებული ქალის

29

ხელფასი მამაკაცის ხელფასისგან. ამ

სფეროში დასაქმებული ქალი თვიურად

საშუალოდ 1023 ლარს გამოიმუშავებს,

მამაკაცი კი - 1748 ლარს.

მამაკაცისა და ქალის ხელფასებს შორის

მინიმალური სხვაობაა სახელმწიფო

სამსახურში დასაქმებულთათვის. მაგა-

ლითად, აქ დასაქმებული ქალის

საშუალო თვიური ხელფასი 816 ლარია,

მამაკაცის კი - 919 ლარი.

როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ერთი და

იგივე სამუშაოს შესრულებისთვის,

როგორც წესი, მამაკაცები უფრო დიდი

რაოდენობის გასამრჯელოს იღებენ,

ვიდრე ქალები. ეს კონკრეტული

შემთხვევებითაც დასტურდება.

შორენას ამბავი

28 წლის შორენა უკვე 4 წელია

თბილისში, ერთ-ერთ პურის საცხობში

მოლარედ მუშაობს და მისი ანაზ-

ღაურება დღიურია. კონკრეტულად, ის

სამ დღეში ერთხელ 24 საათით მუშაობს

და მისი ანაზღაურება ერთი დღე-

ღამისთვის 30 ლარია. ამ საცხობში,

როგორც წესი, სამი მოლარე ქალი

მორიგეობით მუშაობს.

შორენა იხსენებს, რომ ხშირად

მოლარეები სამსახურს ტოვებენ და ის

არის ერთადერთი, რომელმაც მუშაობის

ამ მძიმე რეჟიმს ამდენი წელი გაუძლო.

მიუხედავად მძიმე მუშაობისა (მას

ფეხზე უწევს დგომა), კომპანიას ის

დაზღვეული არ ჰყავს, არადა, ფეხზე

დგომის გამო ფეხები სტკივა, მიზეზად

ექიმმა ვენების გაფართოება და ფეხზე

დიდხანს დგომა დაუსახელა. რა თქმა

უნდა, მისი მკურნალობის ხარჯები

კომპანიას საკუთარ თავზე არ აუღია და

წამლების ყიდვას მან თითქმის ერთი

თვის ხელფასი დაახარჯა.

შორენას თქმით, რამდენიმე თვის წინ

ერთ-ერთმა მოლარემ სამსახური

მოულოდნელად დატოვა. გრაფიკი რომ

არ არეულიყო, საცხობის დირექტორმა

მოლარის ფუნქციების შესრულება ერთ-

ერთ მამაკაც თანამშრომელს სთხოვა,

რომელიც გაცილებით მაღალი

ანაზღაურების სანაცვლოდ დაითანხმა.

მაშინ როცა ქალი მოლარეები 24-

საათიანი სამუშაო დღისთვის 30 ლარს

იღებდნენ, ზუსტად იმავე სამსახუ-

რისთვის პურის საცხობის დირექტორმა

მამაკაცს 45 ლარი შესთავაზა.

ქალმა მოლარეებმა, მათ შორის

შორენამაც ეს ფაქტი გააპროტესტეს,

პასუხად კი უფროსისგან საყვედური

მიიღეს: „მეტ ხელფასს იმიტომ ვუხდი,

რომ ის კაცისთვის შეუფერებელ

სამსახურს დათანხმდა, თუ რამე არ

მოგწონთ, გზა ხსნილია, შეგიძლიათ

სამსახური დატოვოთ”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში

აქტიური სამუშაო ძალის მიხედვით

ქალების რაოდენობა მამაკაცებზე მეტია,

დასაქმებულთა პროცენტული წილი

მამაკაცთა სასარგებლოდ არის მეტი.

30

საქართველოში, 2010 წლის მონაცე-

მებით აქტიურ სამუშაო ძალას

დაახლოებით 907 000 ქალი წარ-

მოადგენს, მამაკაცი კი - 1 037 000.

აღნიშნული რაოდენობიდან ქალების

მხოლოდ 47%-ია დასაქმებული,

მამაკაცების კი - 61%.

ქვეყანაში არსებობს დარგებისა და

სპეციალობების, ასევე საუნივერსიტეტო

კურსების კატეგორია, სადაც ტრადი-

ციულად, ქალები ნაკლებად არიან

წარმოდგენილნი. სახელმწიფო ამ

შემთხვევაში არ ატარებს რაიმე წამა-

ხალისებელ პოლიტიკას, რომელიც

ქალს მისცემდა საშუალებას ქართული

საზოგადოებისთვის „ქალისთვის არატ-

რადიციულ და შეუფერებელ“ სფეროში

წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებ-

ლობები.

დარეჯანის ამბავი

44 წლის დარეჯან დ. გამოცდილი

მძღოლია. ის ავტომობილს 20 წელზე

მეტია მართავს. ქმრის გარდაცვალების

შემდეგ ის რამდენიმე წელი საკუთარი

ავტომობილით ტაქსისტად მუშაობდა,

თუმცა რამდენიმე წლის წინ სხვისი

მიზეზით ავარიაში მოყვა და მანქანის

გარეშე დარჩა. მან ტაქსის სხვადასხვა

კომპანიებში რამდენჯერმე სცადა

ტაქსისტად მუშაობის დაწყება, თუმცა,

საპასუხოდ უარს და იგივე კომპანიისგან

ახალ შეთავაზებას - მოლარე-

ოპერატორის თანამდებობას იღებდა.

დარეჯანს უნდოდა ოჯახის მძღოლად

დაეწყო მუშაობა, მაგრამ - ამაოდ.

გამოცხადებულ ვაკანსიებზე მის

მონაცემებს არც კი განიხილავდნენ,

რადგან დამქირავებლის მთავარი

მოთხოვნა სქესი - მამაკაცი იყო.

სამსახურის ვერშოვნით იმედგაცრუე-

ბულმა, თბილისის სატრანსპორტო

კომპანიას მიმართა, რომელიც

დედაქალაქის მოსახლეობას მუნიცი-

პალური ავტობუსით ემსახურება.

პასუხი აქაც უარყოფითი იყო. ამჟამად,

თბილისში მოძრავი ასეულობით

მუნიციპალური ავტობუსის ყველა

მძღოლი მამაკაცია. საბოლოოდ,

სამსახურის მაძიებელმა ქალმა ბანკიდან

კრედიტი გამოიტანა და ტაქსისტად

მუშაობა კვლავ დამოუკიდებლად,

საკუთარი ავტომობილით დაიწყო.

სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის

გარდა, სამსახურის მაძიებელი ქალე-

ბისთვის პრობლემაა საზოგადოებაში

არსებული კლიშეები და სტერეოტიპები,

რომლებიც ქალების თვითდამკვიდ-

რებას გარკვეულ სფეროებში ხელს

უშლის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია

ოჯახის გადაწყვეტილება - ხშირად,

ქართველ ქალს სამსახურზე უარის თქმა

სწორედ ოჯახის მოთხოვნის გამო

უწევს, რაც მას წლიდან წლამდე

მუშაობის დაწყების შანსს სულ უფრო

უკარგავს.

31

CEDAW: მუხლი 13

მე-13 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს, აღმოფ-ხვრან ეკონომიკური

დისკრიმინაცია ქალების მიმართ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ კერძო სექტორის -

დამსაქმებლებისა და ფინანსური ინსტიტუტებისაგან. ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი

უფლებები იმ თანხებზე, რომლებიც ოჯახში შემოდის. მაგალითად ფინანსურ შემოსავლებზე

და საოჯახო შემწეობებზე, სოციალურ შემწეობებზე, დაზღვევის გადასახადებზე და ა. შ.

მათ უნდა ჰქონდეთ თანასწორი უფლებები ყველა სახის საბანკო კრედიტებზე, არ შეიძლება

ქალების მიმართ გამოყენებული იყოს განსხვავებული საკრედიტო სტანდარტები ისევე,

როგორც არ შეიძლება ქალებს მოეთხოვოთ თანხმობა იმაზე, რომ მათ ნათესავ მამაკაცებზე

გაიცეს კრედიტები.

მე-13 მუხლი იცავს ქალების უფლებებს აქტიურ დასვენებაზე, სპორტულ ღონისძიებებში

მონაწილეობასა და კულტურულ ცხოვრებაზე. მუხლი ავალდებულებს მონაწილე

სახელმწიფოებს მიიღონ ზომები იმისათვის, რომ ქალებს ჰქონდეთ რეალური თანასწორობა

ამ სფეროებში.

სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმ საკანონმდებლო ან სოციალური

წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის ქალების მონაწილეობას ამ

სფეროებში. სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა უზრუნველყონ, რომ თანასწორი

შესაძლებლობების პრინციპები მყარდებოდეს ფონდებით, გრანტებითა და ხელშეწყობის

სხვა ფორმებით.

სიღარიბის ზღვარს მიღმა

არჩილ წერეთელი

საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ

დიდი პროცენტი სიღარიბის ზღვარს

მიღმა ცხოვრობს. კონვენციის მე-13

მუხლი სოციალურ და ეკონომიკურ

შემწეობათა სისტემას შეეხება.

სოციალურ დახმარებას სიღარიბის

ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები უკვე

რამდენიმე წელია იღებენ. პროგრამის

მიზანი სოციალური დახმარების

მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით

მოსახლეობის სამართლიანი და

მიზნობრივი დახმარებით უზრუნველ-

ყოფაა. ოჯახებს, რომლებიც გარკვეულ

კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,

სახელმწიფოსგან ყოველთვიურად

ფულადი დახმარებაც აქვთ და ამას-

თანავე, შეუძლიათ ისარგებლონ შეღა-

ვათებით სახელმწიფო სამედიცინო

დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ

ტრანსპორტში.

სისტემამ ამუშავებისთანავე ბევრი

კითხვა გააჩინა. უამრავი ოჯახი და

მარტოხელა პენსიონერი, რომელიც

რეალურად ღატაკია, შემწეობის გარეშე

დარჩა.

ამ თემაზე სასაუბროდ ზესტაფონის

რაიონის სოციალური მომსახურების

32

სააგენტოს მთავარ სპეციალისტს

ხაზური გოგიშვილს შევხვდით.

ხაზური გოგიშვილს სისტემის დაუხვე-

წაობა და მასში უამრავი ხარვეზის

არსებობა არ უარუყვია, თუმცა

განაცხადა, რომ წინა წლებთან

შედარებით ბევრი რამ შეიცვალა და

ბევრიც - გამოსწორდა. ფორმას,

რომელიც ამ დახმარების ფარგლებში

ივსება, ოჯახის დეკლარაცია ეწოდება;

მას სოციალური მუშაკები ოჯახებში

უშუალო დაკვირვების შემდეგ ადგენენ.

ამის შემდეგ რთული ფორმულებით

მუშავდება მიღებული შედეგები და

ოჯახს ენიჭება კონკრეტული

სარეიტინგო ქულა, თუ ის 57 ათასზე

ნაკლებია, ოჯახს ენიშნება ფულადი

დახმარება, 57-60 ათასამდე ქულაში

მოხვედრილ ოჯახებს კი მხოლოდ -

სამედიცინო. წინგადადგმული ნაბიჯია

ისიც, რომ საოჯახო ტექნიკის ქონა აღარ

ითვლება დამაბრკოლებლად დახმ-

არების მიღებისთვის (ადრე, შეიძ-

ლებოდა ტელევიზორის ან მაცივრის

აღმოჩენის შემთხვევაში ღატაკი ოჯახი

სოციალური დახმარების გარეშე

აღმოჩენილიყო). გამოსწორებულია ის

ხარვეზებიც, რომლებსაც დამკვირვებ-

ლები უშვებდნენ, თუმცა, დღემდე

არსებობენ ოჯახები, რომელთა მხრიდან

დახმარების მიღების თუ არმიღების

საკითხი ეჭვს იწვევს.

რაც შეეხებათ ქალებს, მათ ბუნებრივია,

შემწეობების აღება შეუძლიათ, მაგრამ

საოჯახო დახმარებას ცალკე ქალებთან

მიმართებაში ვერ განვიხილავთ.

ხაზური გოგიშვილმა ერთი საინტერესო

ფაქტი აღნიშნა: განაცხადების აბსოლუ-

ტური უმრავლესობა დახმარებასთან

დაკავშირებით ქალებს შეაქვთ. ერთი

შეხედვით შეუმჩნეველი ტენდენციაა,

მაგრამ, ალბათ, სწორედ დამკვიდ-

რებული სტერეოტიპი - ქალი მოვალეა

ოჯახისთვის აუცილებელი ყველა შავი

სამუშაო შეასრულოს, თითქოს

კაცისთვის დამამცირებელი იყოს

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნა.

ზოგადად, სახელმწიფოში სოციალური

პროგრამები საკმაოდ შეზღუდულია.

თითქმის აღარ ხდება დახმარებების

ისეთ ვიწრო პროფილურ ჯგუფებზე

გაცემა, როგორიცაა, ვთქვათ მარტოხელა

დედები, შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე პირის მშობლები და ა.შ. მთავარი

პრობლემა სწორედ ესაა, თორემ

დახმარების აღებისას გენდერულ ან

სოციალურ სტატუსს გადამწყვეტი

მნიშვნელობა არ ენიჭება. როგორც

ხაზური გოგიშვილმა აღნიშნა, თუ

მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს

ინიციატივით რაიმე დახმარება

გამოიყოფა, იქ გენდერის მიხედვით

დიფერენციაციას თითქმის არ

ვხვდებით. დახმარებები ძირითადად

გაიცემა პირდაპირი წესით, თანხა

გადაეცემა ოჯახის იმ წევრს, რომელიც

შესაბამის დაწესებულებას მიაკითხავს.

ასევე რთული დასადგენი და ალბათ

უფრო ღრმა კვლევის საგანია, ვის

ხმარდება სინამდვილეში დახმარება, ამ

კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ

მივიღეთ.

რაც შეეხება სესხებისა და კრედიტების

საკითხს, გადავწყვიტეთ, ეს საკითხი

33

ბანკებში გაგვერკვია და რამდენიმე

ბანკში კრედიტ-ოფიცერს გავესაუბრეთ.

აღმოჩნდა, რომ ბანკებში თითქმის

არანაირი შეზღუდვა არ არის გენდერის

მიხედვით, ქალებისადმი ისეთივე

მოთხოვნები აქვთ, როგორიც

მამაკაცების მიმართ, არ განასხვავებენ

გათხოვილ და გაუთხოვარ ქალებს, თუ,

რა თქმა უნდა, ამას თავად სესხის

სპეციფიკა არ მოითხოვს. ასევე არ არის

აუცილებელი ოჯახის მამრობითი

სქესის წევრების თანხმობა სესხის

მისაღებად.

ამ მუხლის კვლევისას ისევე, როგორც

წინა შემთხვევაში, კანონპროექტების

დაუხვეწაობაზე მეტად უფრო სხვა

ტენდენცია გამოიკვეთა. მთავარი

პრობლემა, ქართულ საზოგადოებაში

ღრმად გამჯდარი სტერეოტიპებია,

რომელთა გამოც რეალური და

თვალშისაცემი პრობლემები იჩქმალება.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ამ

პრობლემის გადაწყვეტაში მთავარი

უნდა იყოს. თავად სპეციალისტებიც,

რომლებიც, ვთქვათ, სოციალურ

სფეროებზე არიან მიმაგრებული, არ

ცდილობენ რაიმე ტენდენციას

დააკვირდნენ და კითხვები დასვან,

ალბათ, იმიტომ, რომ ეს არავის მხრიდან

წახალისებული არ არის.

34

CEDAW: მუხლი 14

კონვენციის მე-14 მუხლი სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხება. იგი მოუწოდებს მონაწილე

სახელმწიფოებს, აღმოფხვრან დისკრიმინაცია სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ,

რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკუთარი ოჯახებისა და თემების ეკონომიკურ

ცხოვრებაში, თუმცა, ხშირად გაღებული ძალისხმევის შესაბამის აღიარებას ვერ იღებენ. ხდება

ისეც, რომ მათ ხელი არ მიუწვდებათ საკუთარი შრომის შედეგებზე ან განვითარების პროცესში

შექმნილ სარგებელზე.

მე-14 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები ქალების

მონაწილეობა განვითარების პროექტებში, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ქალთა

მოლოდინებს და მათ სპეციფიკურ მოთხოვნილებებს. სოფლად მცხოვრები ქალებისათვის

ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაფერისი სამედიცინო მომსახურება და ინფორმაცია ოჯახის

დაგეგმვის შესახებ. მათ აგრეთვე უნდა მიიღონ უშუალო სარგებელი სოციალური დაცვის

პროგრამებიდან. კონვენციაში ხაზგასმულია ქალების თანაბარი უფლებები განათლებასა და

სწავლაზე, კერძოდ, ფუნქციონალურ წიგნიერებაზე. ქალებს არ უნდა შეეზღუდოთ ბიზნესში

მონაწილეობა - დასაქმება ან თვითდასაქმება. მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

კრედიტები და სესხები, აგრეთვე, საბაზრო საშუალებები და ტექნოლოგიები. ისინი თანაბარი

უფლებით უნდა მონაწილეობდნენ მიწის რეფორმასა და განსახლების გეგმების

განხორციელებაში. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ქალების

უფლება ნორმალურ პირობებში ცხოვრებაზე - კერძოდ, საცხოვრებლით, სანიტარული

პირობებით, ელექტრობით, წყალმომარაგებით, ტრანსპორტითა და კომუნიკაციებით.

ქალები სოფლად - თანაბარი უფლებები

გიორგი გოცირიძე

შესავალი

1994 წელს საქართველო შეუერთდა

“ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის

აღმოფხვრის თაობაზე” კონვენციას.

კონვენციის ყველა მონაწილე

სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც

ვალდებულია, ოთხ წელიწადში

ერთხელ ქალის დისკრიმინაციის ყველა

ფორმის აღმოფხვრის თაობაზე გაეროს

კომიტეტს პერიოდული ანგარიშები

წარუდგინოს. ანგარიშებში აისახება ის,

თუ როგორ ასრულებს მონაწილე

სახელმწიფო კონვენციით გათვალის-

წინებულ ვალდებულებას. კომიტეტი

სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის

შესრულების ვალდებულებას აფასებს

დასკვნითი მოსაზრებებით.

2006 წლის 25 აგვისტოს კომიტეტმა

საქართველოს მეორე და მესამე

პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით

გამოთქვა შემდეგი დასკვნითი

მოსაზრება: “აცნობიერებს რა გარდა-

მავალი ქვეყნის საბაზრო

ეკონომიკისათვის დამახასიათებელ

სირთულეებს, კომიტეტი შეწუხებულია

სიღარიბის ფემინიზაციით, ეს

განსაკუთრებით შეეხება სოფლად

მცხოვრებ ქალებს... კომიტეტი

შეწუხებულია იმით, რომ მონაწილე

სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა

35

მოწყვლად ჯგუფებზე მიზანმიმარ-

თული პროგრამა.”

კომიტეტი მოუწოდებს მონაწილე

სახელმწიფოს, შეაფასოს ეკონომიკის

რესტრუქტურიზაციის გავლენა ქალებ-

ზე და ამ მიზნით მოახდინოს

ადეკვატური რესურსების მობილიზება.

სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს

გენდერულად მგრძნობელი სიღარიბის

შემსუბუქების პროგრამები და

სტრატეგია. ამ დროს განსაკუთრებული

ყურადღება უნდა დაეთმოს მოწყვლად

ჯგუფებს, მათ შორის სოფლად

მცხოვრებ ქალებს. კომიტეტი

მოუწოდებს სახელმწიფოს, გაზარდოს

ქალების ხელმისაწვდომობა საბანკო

სესხებთან და სხვა ფინანსურ

კრედიტებთან. კომიტეტი მოითხოვს

სახელმწიფოსაგან, შემდგომ პერიოდულ

ანგარიშში წარმოადგინოს ქალების,

განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფს

მიკუთვნებული ქალების, ეკონომიკური

მდგომარეობის გამოსასწორებლად გა-

ტარებული ღონისძიებების თაობაზე

ინფორმაცია.” 2

2011 წელს საქართველო ვალდებულია

წარადგინოს მეოთხე პერიოდული

ანგარიში. კომიტეტმა სურვილი

გამოთქვა, ინფორმაცია მიეღო სოფლად

მცხოვრებ ქალებზე, განსაკუთრებით კი,

მოწყვლად ქალთა ჯგუფზე,

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყურადღება

გავამახვილოთ ოკუპირებულ ტერიტო-

რიასთან მოსაზღვრე, შიდა ქართლის

2 http://sim.law.uu.nl/SIM/CaseLaw/uncom.nsf/804bb

175b68baaf7c125667f004cb333/2687883399a60854c

12571df003f5f89OpenDocument

(გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის

მუნიციპალიტეტები) სოფლებში

მცხოვრებ ქალებზე, რომელთა მოწყვლა-

დობა გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს

ომმა. ასევე აღნიშნულ კვლევაში

შევეხებით აჭარის რეგიონში

კრედიტების ხელმისაწვდომობასთან

დაკავშირებულ საკითხებს.

ქალის უფლება, მონაწილეობა მიიღოს

სასოფლო რაიონის განვითარებაში

კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად,

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ

ყველა საჭირო ზომას, მამაკაცთა და

ქალთა თანასწორობის საფუძველზე

უზრუნველყონ მათი მონაწილეობა

სასოფლო რაიონების განვითარებაში და

ასეთი განვითარებისაგან სარგებლის

მიღებაში.

ქალთა მიერ გადაწყვეტილების მიღების

პროცესში მონაწილეობის მიღებასთან

დაკავშირებით გავიხსენოთ 2006 წელს

საქართველოში განხორციელებული

თვითმმართველობის რეფორმა. დიდ

სოფლებსა და თემებში (რამდენიმე

პატარა სოფლის გაერთიანება) გაუქმდა

საკრებულოები (ადგილობრივი

მოსახლეობის წარმომადგენლობითი

ორგანო) და გამგეობები. ამის ნაცვლად

სოფლად მცხოვრები ადამიანები

მუნიციპალიტეტის (ერთი ქალაქის ან

დაბის გარშემო შექმნილი რამდენიმე

დასახლების გაერთიანება) დონეზე

ირჩევენ საკრებულოს. აღნიშნულ

საკრებულოში დიდი სოფლები და

თემები ირჩევენ მაჟორიტარ დეპუ-

ტატებს. ასევე მუნიციპალიტეტის

გამგებელი სოფელსა და თემებში

36

ნიშნავს ტერიტორიული ერთეულის

ხელმძღვანელს - რწმუნებულს. მიუხე-

დავად ამისა, გადაწყვეტილებათა

უმრავლესობა, მათ შორის ბიუჯეტის

დაგეგმვა, სოფლიდან მოშორებით,

მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებულ

საკრებულოში ხდება. ამ გარემოებამ

შეიძლება გაართულოს ქალების

მონაწილეობა რაიონის განვითა-

რებასთან დაკავშირებული გადაწყვეტი-

ლების მიღების პროცესში იმ

პირობებში, როდესაც თვით მუნიცი-

პალიტეტის შიგნით სატრანსპორტო

კომუნიკაცია არ არის სათანადოდ

განვითარებული.

“ადგილობრივი თვითმმართველობის

შესახებ” ორგანული კანონის 42-ე

მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი

ანიჭებს გამგებლის რწმუნებულს

უფლებამოსილებას, ჩაატაროს სოფლისა

და თემის მოსახლეობის გამოკითხვა და

სახალხო განხილვა. იმავე მუხლის “თ”

ქვეპუნქტი ითვალისწინებს სახალხო

განხილვის ჩატარების შესაძლებლობას

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის

საკრებულოსა და გამგეობას შესაბამისი

რწმუნებულის მეშვეობით ჰქონდეს

შესაძლებლობა, მოისმინონ მოსახლეო-

ბის შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან

დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ხასიათის

შეხვედრები ძირითადად არასამთავ-

რობო ორგანიზაციების მიერ ტარდე-

ბოდა. სახალხო განხილვას გამგეობების

რწმუნებულები არ იყენებენ. იმ შემ-

თხვევაშიც კი, როცა გამგეობის

რწმუნებული იწვევს ამგვარ კრებას,

დამკვირვებელი არასამთავრობო ორგა-

ნიზაციების ინფორმაციით, არ არის

უზრუნველყოფილი ფართო საზოგადო-

ებრივი მონაწილეობა, მათ შორის,

ქალთა ადეკვატური ჩართულობა.

ოჯახში ძალადობა სოფლად მცხოვრები

ქალის მიმართ

კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად,

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ

ყველა საჭირო ზომას სასოფლო

რაიონებში ქალთა მიმართ დისკრიმი-

ნაციის აღმოსაფხვრელად.

2006 წელს მე-2 და მე-3 პერიოდულ

ანგარიშთან დაკავშირებით ქალთა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის

აღმოფხვრის კომიტეტმა მოუწოდა

საქართველოს

სახელმწიფოს,

უზრუნველყოს ოჯახური ძალადობის

მსხვერპლი ყველა ქალისათვის დაცვის

ღონისძიებების დაუყოვნებლივ

განხორციელება - კანონით გათვალის-

წინებული დამცავი ორდერების

გამოწერა, თავშესაფარში განთავსება,

სამართლებრივი დახმარება.

ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე

2010 წლის ყოველწლიურ

საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ

რეგიონებში ოჯახური ძალადობის

ფაქტზე საპატრულო პოლიციის

გამოძახება ნაკლებად ხდება. 3

აღნიშნული გარემოება ასევე

3 სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება

საქართველოში ადამიანის უფლებათა და

თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის

შესახებ გვ. 488

37

დასტურდება სტატისტიკის ეროვნული

სამსახურის ინფორმაციითაც, რომლის

თანახმად, 2010 წელს თბილისში

დაფიქსირებულია 121 ძალადობის

შემთხვევა (116 შემთხვევაში მოძალადე

მამაკაცია, ხოლო 5 შემთხვევაში ქალი),

ხოლო შიდა ქართლში მხოლოდ სამი

შემთხვევა (2 შემთხვევაში მოძალადე

კაცია, ხოლო ერთ შემთხვევაში ქალი),

სამეგრელოში ძალადობის მაჩვენებელი

საერთოდაც 0-ია. 4

სტატისტიკის სამსახურის მონაცემები

სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ

თბილისში რეგიონებთან შედარებით

მეტი ოჯახური ძალადობის ფაქტი

ხდება ან კიდევ იმას, რომ თითქოს

რეგიონში ძალადობა საერთოდაც არ

ხდება. ზემოხსენებული მონაცემები

მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ

თბილისისაგან განსხვავებით, სოფლად

მომხდარი ძალადობის ფაქტები არ

ხმაურდება. სტერეოტიპების გავლენით

ოჯახურ ძალადობაზე ხმამაღლა

საუბარი, მით უფრო ამასთან

დაკავშირებით სამართლებრივი

რეაგირების მოთხოვნა, ,,ცუდ ტონად”

ითვლება. დამატებით შეიძლება

აღინიშნოს ის, რომ სოფლად მცხოვრებ

ქალებს არა აქვთ ინფორმაცია ოჯახურ

ძალადობაზე საპასუხო სამართლებრივ

მექანიზმებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, იმ

გამონაკლის შემთხვევაშიც კი, როცა

რეგიონებში იძახებენ საპატრულო

4 http://geostat.ge/action=page&p_id=607&

lang=geo

პოლიციას, მიუხედავად ფაქტის

სიმწვავისა, საპატრულო პოლიციის

თანამშრომლები შემაკავებელ ორდერს

არ წერენ. სახალხო დამცველის ცნობით,

ამის მიზეზია ის, რომ რეგიონებში

საპატრულო პოლიციას ოჯახური

ძალადობა შიდა ოჯახურ საქმედ

მიაჩნია და მასში ჩარევას არ თვლის

მიზანშეწონილად.

სოფლად მცხოვრები ქალების უფლება

ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებზე

ოკუპირებულ ტერიტორიასთან

მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები

ქალების პრობლემების და მათი

უფლებრივი მდგომარეობის იდენტიფი-

ცირების მიზნით კვლევა ჩაატარა

გაეროს ქალთა ფონდმა, გაეროს

ადამიანის უფლებათა უმაღლესი

კომისრის და ევროპის საბჭოს

წარმომადგენლობამ საქართველოში.

კონვენციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის

“თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოფლად

მცხოვრებ ქალებს უფლება აქვთ,

სარგებლობდნენ ცხოვრების ჯეროვანი

პირობებით.

ზემოხსენებული კვლევის შედეგად,

ცნობილი გახდა, რომ იმ ოჯახის

საშუალო თვიური შემოსავალი, სადაც

პენსიონერები ჰყავთ, დაახლოებით, 80-

100 ლარია. არსებობენ ოჯახები,

რომელთა თვიური შემოსავალი 30 ლარს

არ აღემატება. ომამდე აღნიშნული

სოფლების მოსახელობის ძირითადი

შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა

იყო. გორისა და ქარელის

მუნიციპალიტეტის უშუალოდ ოკუპი-

38

რებულ ტერიტორიასთან მოსაზღვრე

სოფლებმა ომის შემდეგ დაკარგეს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწები, სადაც ამ დროისათვის

განთავსებული არიან რუსეთის

შეიარაღებული ძალების და სამხრეთ

ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების

წარმომადგენლები. იმ სოფლებში, სადაც

მოსახლეობამ შეინარჩუნა მიწები,

საომარი მოქმედების მიმდინარეობისას

ხდებოდა ყაჩაღობა, რის შედეგადაც მათ

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაკარგეს.

მარადიორებმა ბევრი სოფლიდან

გაიტაცეს საქონელი. ბევრ სოფელში

განადგურდა სკები, მეფუტკრეობა კი,

მოსახლეობის შემოსავლის წყაროს

წარმოადგენდა.

ამ გარემოებამ უარყოფითი გავლენა

მოახდინა სოფლად დასაქმების

მაჩვენებელზე. გაეროს ადამიანის

უფლებათა უმაღლესი კომისრის

წარმომადგენლის ანგარიშში აღნიშ-

ნულია: “ბევრი ადამიანი, მათ შორის,

უმეტესობა ქალი, იძულებული შეიქმნა

დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი

სამუშაოს შოვნისა და დასაქმების

მიზნით. უმძიმეს მდგომარეობაში

აღმოჩნდნენ განსაკუთრებულად მოწ-

ყვლადი ჯგუფები - მარტოხელა

დედები, მარტოხელა მოხუცები,

მრავალშვილიანი ოჯახები.”

სოფლად მცხოვრები ქალის უფლება

წყალმომარაგებაზე

კონვენციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის

“თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოფლად

მცხოვრებ ქალებს უფლება აქვთ,

სარგებლობდნენ წყალმომარაგების

საშუალებით.

შიდა ქართლის სოფლებში დიდ

პრობლემას წარმოადგენს წყალზე

ხელმისაწვდომობა. სოფლების

უმრავლესობაში წყალს საერთო ჭიდან

და წყაროებიდან ეზიდებიან. ბევრ

სოფელში მოშლილია წყლის მიწოდების

ერთიანი სისტემა, არ მოწმდება წყლის

ხარისხიც. არსებობს სოფლები,

მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის

სოფელი შინდისი, სადაც წყალს

კილომეტრების სიშორიდან ეზიდებიან.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცს

წყალი კვირაში ერთხელ მიეწოდება.

ამიტომ მოსახლეობა იძულებული

ხდება, წყალი მეზობელი სოფლიდან -

ტირძნისიდან მოიპოვოს. სოფელი

ტირძნისი სოფელი დიციდან სამი

კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ წყალს სოფელში

ძირითადად ქალები ეზიდებიან.

სოფლად მცხოვრები ქალის უფლება

სამედიცინო მომსახურებაზე

კონვენციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის

“ბ” ქვეპუნქტის მიხედვით სოფლად

მცხოვრებ ქალებს უფლება აქვთ

სარგებლობდნენ შესაბამისი სამედი-

ცინო მომსახურებით, მათ შორის

ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე

ინფორმაციით, კონსულტაციით და

მომსახურებით.

შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები

მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს,

რომ ჯანდაცვა მათთვის ხელმიუწვდო-

მელია. სამედიცინო მომსახურება

თითქმის ყველგან ფასიანია. გაეროს

ადამიანის უფლებათა უმაღლესი

39

კომისრის ოფისის მკვლევართა მიერ

გამოკითხული ბევრი ადამიანისათვის

ჯანდაცვის სისტემაზე ხელმიუწვდომ-

ლობა მაღალი ფასებითაა გამოწვეული.

რამდენიმე სოფელში ქალმა

რესპოდენტებმა ხაზგასმით მიუთითა

გინეკოლოგიური მომსახურების საჭი-

როებაზე. ქალებს არა აქვთ ფეხმძი-

მობასა და მშობიარობასთან დაკავშირე-

ბული ხარჯების დაფარვის შესაძლებ-

ლობა. არ არსებობს მამოგრაფი,

ულტრასონოგრაფი და გინეკოლო-

გიური დიაგნოსტიკის სხვა ტექნიკა

საშვილოსნოსა და ძუძუს კიბოს

სკრინინგისათვის. გარდა ამისა,

არსებობს სოფლები, მაგალითად,

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები

კნოლევი, ატოცი და ავლევი, სადაც

საერთოდ არ ფუნქციონირებს ამბუ-

ლატორია და მოსახლეობას საჭიროების

შემთხვევაში 12-15 კმ-ის გავლა უწევს

შესაბამისი მომსახურების მისაღებად.

სათანადო აღჭურვას საჭიროებს გორის

მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის

ამბულატორია.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელ-

მწიფო პოლისებით სარგებლობენ

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი

ოჯახები. ოჯახებს არ მიეწოდებათ

ინფორმაცია პოლისის გამოყენების

თაობაზე. ზოგიერთ სოფელში განაც-

ხადეს, რომ პოლისებით მხოლოდ

ქირურგიული მომსახურების ხარჯები

იფარება.

სასოფლო-სამეურნეო კრედიტზე

ხელმისაწვდომობა

ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრის

თაობაზე კონვენციის მე-14 მუხლის მე-2

პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

მონაწილე სახელმწიფოები ქალებს

უზრუნველყოფენ უფლებით, რომ

სასოფლო-სამეურნეო კრედიტითა და

სესხებით ისარგებლონ.

2008 წელს არჩევნების წინ საქართველოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გენდერული თანასწორობის კვლევა

ჩაატარა. კვლევიდან ირკვევა, რომ

“საქართველოს ბანკმა“ 2007 წლის

იანვრიდან 2008 წლის 31 მაისის

ჩათვლით აჭარის რეგიონის სოფლებში

სესხი გასცა 726 ქალსა და 1276

მამაკაცზე.

როგორც ვხედავთ, სასოფლო კრედი-

ტების ხელმისაწვდომობაზე ქალებსა და

მამაკაცებს შორის კვლავ არსებობს

განსხვავება.

ნანა კვაშილავას საქმე

ნანა კვაშილავა ოჩამჩირიდან დევნილია.

დღეისათვის ის ფოცხო-ეწერის დევ-

ნილთა ახალ დასახლებაში ცხოვრობს.

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მე მას

შევხვდი და გავესაუბრე.

ფოცხო-ეწერში მოხვედრამდე ნანა

კვაშილავამ ცხოვრების საკმაოდ

გრძელი და დრამატული გზა განვლო.

ის იყო ბათუმის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულ-

ტეტის სტუდენტი, რომლის წარჩინებით

დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად

გადავიდა რუსეთის ფედერაციაში

40

ბიზნეს საქმიანობისათვის. მოგვია-

ნებით, კვაშილავების ოჯახი კვლავ

საქართველოში ბრუნდება. ისინი

საცხოვრებლად ხაშურის რაიონის

სოფელ ჩუმათელეთს ირჩევენ, იმ

ადგილს, სადაც ყოველდღიურად

გადაადგილდება დასავლეთისკენ მიმა-

ვალი ავტოტრანსპორტი. ნანა კვაშილავა

მამასთან ერთად ხსნის რესტორან

“თეთრ გედს,” რომელიც ნანა

კვაშილავას თავდაუზოგავი შრომის

შედეგად საქართველოს მთავარი საგზაო

მაგისტრალის მოსარგებლეთა მხრიდან

მალე მოიპოვებს სათანადო აღიარებას.

მალე ოჯახს პრობლემები ექმნება

კონკურენტებთან. ნანა განმარტავს, რომ

ხაშურის რაიონში გავლენის მქონე

მხედრიონელებმა ვერ აიტანეს მისი,

როგორც ქალის წარმატებული ბიზნეს

საქმიანობა და რესტორანის დათმობა

მოითხოვეს. კვაშილავების ოჯახი წინ

აღუდგა კრიმინალების განზრახვას,

რასაც ნანას მამის ნიაზ კვაშილავას

მკვლელობა მოჰყვა.

ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობის

მიზნით კვაშილავების ოჯახმა კრედიტი

აიღო “პროკრედიტ ბანკიდან“. აღებულ

სესხს ნანა კვაშილავას მამა

ეტაპობრივად ფარავდა. მამის

ძალადობრივი მკვლელობის შემდეგ,

უკვალოდ დაიკარგა თანხის გადახდის

დამადასტურებელი დოკუმენტები. ნანა

კვაშილავას მტკიცებით, „პროკრედიტ-

ბანკმა“ მათ შორის პროცენტის იმ

ნაწილის გადახდა მოსთხოვა, რომელიც

გარდაცვლილ ნიაზ კვაშილავას უკვე

ჰქონდა გადახდილი. ნანა კვაშილავამ

ვერ შეძლო ბანკის აღნიშნული

მოთხოვნის დაკმაყოფილება. მამის

გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ,

ნანა კვაშილავამ ბანკის დავალიანების

გამო დაკარგა საცხოვრებელი სახლიც

და რესტორანი “თეთრი გედიც”. ნანა

კვაშილავა აცხადებს, რომ ბანკმა მას არ

მისცა შესაძლებლობა, მაღალ ფასად

თავად გაეყიდა უძრავი ქონება და ამ

გზით გადაეხადა ბანკის წინაშე

არსებული დავალიანება.

უსახლკაროდ დარჩენილი ნანა,

დედასთან ერთად თბილისში, ე.წ.

“ზაკოს” შენობაში სხვა დევნილებთან

ერთად შეასახლეს. გასულ წელს ნანა

კვაშილავა სხვა დევნილებთან ერთად

ზაკოს შენობიდან გამოასახლეს და მისი

სურვილის წინააღმდეგ, სამეგრელოში

სოფელ ფოცხო-ეწერში ჩაასახლეს.

დასკვნა

სოფლად მცხოვრები ქალები კვლავაც

განიცდიან დისკრიმინაციას წყალმომა-

რაგების, ჯანმრთელობის დაცვის,

განსაკუთრებით კი გინეკოლოგიური

მომსახურებით სარგებლობასთან

დაკავშირებით. არსებულმა საკანონ-

მდებლო ბაზამ მინიმუმამდე დაიყვანა

ქალის შესაძლებლობა, მონაწილეობა

მიიღოს რაიონის განვითარებასთან

დაკავშირებით გადაწყვეტილების

მიღების პროცესში. არსებული ეკონო-

მიკური კრიზისისა თუ სიღარიბის გამო

სოფლად მცხოვრები ქალები კვლავ

რჩებიან ყველზე მოწყვლად ჯგუფად.

ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნ-

ველყოფის მიზნით ქალებს მამაკა-

ცებთან შედარებით უფრო ნაკლებად

მიუწვდებათ ხელი საბანკო კრედი-

41

ტებზე, თუმცა ჩვენს მიერ მოთხრობილი

შემთხვევა მოწმობს საბანკო დაწესებუ-

ლებებთან ურთიერთობის სირთუ-

ლეების არსებობას იმ ქალებისათვის,

რომლებიც მამაკაცის ფაქტობრივ

მფარველობას არიან მოკლებულები.

ქალები ქართულ სოფელში - უფლებები და სტერეოტიპები

არჩილ წერეთელი

კვლევის საწარმოებლად და ინტერვიუს

ჩასაწერად სოფელ აწყურში წავედი.

ადგილობრივი მკვიდრი ქალბატონი

მაია აიწერაძე უპრობლემოდ

დამთანხმდა ინტერვიუზე. როგორც

აღმოჩნდა, ქალბატონ მაიას იური-

დიული განათლება აქვს და კითხვაზე,

აცნობიერებდნენ თუ არა ის და მისი

თანასოფლელი ქალები თავიანთ

უფლებებს, ვიფიქრე, რომ ის

იურიდიულად გამართული წინადა-

დებით მიპასუხებდა, თუმცა, მისი

პასუხი სრულიად “ადამიანური” იყო.

მაიას თქმით, სოფლად ქალებს ძალიან

ბევრ საინფორმაციო საშუალებაზე

მიუწვდებათ ხელი - პრესა, ტელევიზია,

ინტერნეტი... ამიტომ ქალებმა ბევრი რამ

იციან თავიანთი უფლებების შესახებ.

გარდა ამისა, მაიამ მითხრა, რომ მათ

სოფელში ექვს თვეში ერთხელ ტარდება

ტრენინგი ქალთა უფლებების შესახებ,

რომელსაც სოფლის ქალების ნახევარზე

მეტი ესწრება. ჩემთვის ძალიან

თვალშისაცემი იყო რესპონდენტის

თვითდაჯერებულობა, იგი ყოველ

პასუხში მაგრძნობინებდა, რომ მათ

სოფელში ქალები, მეზობელი

მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვა-

ვებით, თავს საკმაოდ თავისუფლად

გრძნობენ; მთიან სოფლებში ქალები

უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ, არ იციან

წერა-კითხვა, ვერ იღებენ ინფორმაციას

თავიანთ უფლებებზე და ვერ

ახორციელებენ მათ. იგი სიბრალულით

საუბრობდა იმის შესახებ, რომ ზოგან

ქალებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს

თავიანთი თავის ნორმალურ პირობებში

ჩაყენება, რამაც დამარწმუნა, რომ

ქალებს მათ სოფელში განსაკუთრებული

დაბრკოლებები არ ექმნებათ. თუმცა

ჩანდა, რომ მაიას დამკვიდრებული

სტერეოტიპები ხელს უშლიდა აშკარად

თვალშისაცემი პრობლემები შეემჩნია:

მაგალითად, იგი თავად აღნიშნავდა,

რომ სოფლად სამუშაოთა 60%-ს ქალები

ასრულებენ, მაგრამ იგი ამას დიდ

პრობლემად ვერ აღიქვამდა: “აბა კაცს

ხომ ვერ მოთხოვ წიწილებს საკენკი

გადაუყაროს, რომც მოთხოვო, ამას არ

გააკეთებს!”

მაიამ მითხრა, რომ მათ სოფელში

ჩვეულებრივი, ცივილიზებული დამო-

კიდებულება აქვთ განათხოვრების,

განქორწინებულების, ქვრივების მიმართ

და იქვე დასძინა: “თუმცა, რა თქმა,

42

უნდა, ცდილობენ ოჯახის სიწმინდე

დაიცვან”.

სოფლად დიდი პრობლემაა სამედიცინო

დაწესებულების არარსებობა. ორსულ

ქალებს კონსულტაციებზე რაიონულ

ცენტრებში უწევთ სიარული. არ

აღინიშნება ჩვილთა მაღალი

სიკვდილიანობა, თუმცა ძალიან

სპონტანურად და უკონტროლოდ

მიდის ორსულობის და ჩვილობის

პერიოდი. ადგილობრივები თვლიან,

რომ მათ უპირატესობა აქვთ ქალაქელ

დედებთან შედარებით, რადგან

შეუძლიათ ჩვილებს ნატურალური

პროდუქტი მიაწოდონ.

სოფლად თითქმის არ არსებობს

ინფორმაცია კონტრაცეფციის საშუალე-

ბებთან და ოჯახის დაგეგმვასთან

დაკავშირებით. ქალბატონმა მაიამ

მითხრა, რომ ამგვარი არაფერი სმენიათ.

მისი აზრით, წყვილმა თავად უნდა

გადაწყვიტოს, რამდენი ბავშვი გააჩინოს

და ოჯახის დაგეგმვაზე რაიმე

ტრეინინგების ჩატარება საჭირო არ

არის. ქალაქთან შედარებით, როგორც

ჩანს, ეს პრობლემა სოფელში მძიმედ

დგას, თუმცა არ არის ძნელად

გადასაწყვეტი, რადგან კონტრაცეფციის

შესახებ ტრენინგის ჩატარებას

სამედიცინო ცენტრის აშენება არ

ჭირდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში

არ არსებობს სპეციფიურად სოფელში

მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი

პროგრამები და ბიუჯეტიდან მათ

დასაფინანსებლად თანხა არ გამოიყოფა;

სოფლად არ ტარდება ის უფასო

სამედიცინო გამოკვლევები, რაც

თბილისში მაცხოვრებელი ქალების-

თვის არის ხელმისაწვდომი. როგორც

ჩემმა რესპონდენტმაც აღნიშნა, არსე-

ბობდა დედათა და ბავშვთა დაცვის

სპეციალური დებულება, რომელიც

გაუქმდა და მის მაგივრად შეიქმნა

ქალთა უფლებების დასაცავი

დებულებები, თუმცა სოფლად მცხოვ-

რები ქალებისთვის არ ყოფილა

გათვალისწინებული რაიმე პროგრამები,

არადა, ქალაქისაგან განსხვავებით,

სოფლად ქალებს განსხავებული და

სპეციფიური პრობლემები აქვთ.

მაიას თქმით, ოჯახში გადაწყვეტილების

მიღებისას ქალები ხშირად უფრო დიდ

როლს თამაშობენ. ასევე, მათ სოფელში

ქალებს მიწის ფლობაზე პრობლემები არ

უჩნდებათ - საბჭოური კოლექტივების

დაშლის შემდეგ ძალიან ბევრმა ქალმა

მოახერხა მიწის გადაფორმება, გარდა

ამისა, მათ თავისუფლად შეუძლიათ

მამაკაცების (მეუღლის, მამის, ძმების,

ძმიშვილების) საკუთრებაში არსებული

მიწებით სარგებლობა.

სოფელ აწყურში ქალები მრავლად არიან

წარმოდგენილნი გადაწყვეტილების

მიმღებ ორგანოებში, სოფლის საკრე-

ბულოს ათი წევრიდან ხუთი ქალია,

ასევე სოფლის კრებებში ძალიან

აქტიურად არიან ჩაბმული ქალები და

ხშირად გააქვთ თავიანთი წინადა-

დებები. მაგალითად, მათი სოფლიდან

ძალიან ბევრ ქალს უწევს ქალაქში

სამუშაოდ თუ სხვა საქმიანობისთვის

ხშირად სიარული, ამიტომ მათ სოფლის

კრებაზე დააყენეს საკითხი

ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავში-

რებით. ეს პრობლემა, როგორც მაიამ

აღნიშნა, დღეს გადაჭრილია. სოფლად

43

თუ რაიმე საზოგადოებრივი

მოღვაწეობაა ხელმისაწვდომი, იქაც

ქალები აქტიურობენ - სკოლებში,

საარჩევნო შტაბებში, სოფლის

საკრებულოებში, თუმცა, ჩემი

რესპოდენტი აღნიშნავდა, რომ ქალებს

უფრო ეხერხებათ საბუთებთან მუშაობა,

აქეთ-იქით მიმოსვლა და ა.შ. ქალები

შავ სამუშაოს ადვილად ასრულებენ.

აწყურში არ დგას განათლების

პრობლემაც. ჩემს კითხვაზე, მის

სამეზობლოში არსებობს თუ არა ვინმე

წერა-კითხვის უცოდინარი, მაიას

გაეცინა. მომიყვა, თუ რა მდიდარი

ბიბლიოთეკები აქვთ მის მეზობლებს და

როგორ ცდილობს სოფლად ხალხი, რაც

შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს.

სოფელ აწყურს ამაში ხელს უწყობს

ისიც, რომ საკმაოდ ახლოს არის

რაიონულ ცენტრთან. ვფიქრობ, აქ დიდ

როლს თამაშობს ქალაქისგან შორს

მყოფი ადამიანის ბუნებაც. იგი სულ

იმის ფიქრშია, რომ ცხოვრების ტემპს არ

ჩამორჩეს და სულ გონია, რომ რაღაცას

ვერ იგებს, რაღაც აკლია. მაიამ მითხრა,

სოფლად მაცხოვრებელი ძროხას

გაყიდის და კომპიუტერს იყიდისო.

სკოლებში სოფლად გოგონებისა და

ბიჭების შეფარდება თითქმის

იმდენივეა, რამდენიც ქალაქში. საკმაოდ

ბევრი აბარებს უმაღლეს სასწავლებ-

ლებში. თუმცა, როგორც მოგვიანებით

ერთი ადგილობრივი მოსწავლისგან

გავიგე, წელს გამოცდებში ძალიან ბევრი

ჩაჭრილა.

რაც შეეხება ფინანსების განკარგვას,

ჩემმა რესპოდენტმა მითხრა, რომ მას

არანაირი პრობლემა არ შექმნია

სესხების აღებისას და ხშირად

უსარგებლია ამ მომსახურებით, მათ

შორის სასოფლო-სამეურნეო სესხე-

ბითაც. ბაზარში სხვადასხვა პროდუქ-

ტების გაყიდვისას მასაც და მის

მეზობლებსაც გადანაწილებული აქვთ

ფუნქციები - მათ სოფელში ვაჭრობა არ

არის სპეციფიურად ქალის ან მამაკაცის

საქმიანობა, ოჯახის ინტერესებიდან

გამომდინარე, როგორც უფრო მოსახერ-

ხებელია, ისე მოქმედებენ. ასევე ოჯახის

ინტერესები დგას პირველ ადგილზე

ნავაჭრი თანხის აღებისას, მაია მხოლოდ

მორჩენილ თანხას იყენებს პირადი

საჭიროებისთვის.

როგორც ჩანს, აწყურში ქალები

მართლაც არ გრძნობენ თავს

დაუცველად და დაჩაგრულად, თუმცა

არა იმიტომ, რომ პრობლემები არ აქვთ.

ქალებს ბუნებრივად მიაჩნიათ ის, რომ

ოჯახში სამუშაოთა უმეტესობას თავად

აკეთებენ, საზოგადოებრივ და სახელ-

მწიფო სამსახურებშიც მთელი შავი

სამუშაო ქალებზე მოდის, ხშირად არ

აქვთ პირადი ხარჯების ქონის

საშუალება, ვერ იღებენ სრულფასოვან

სამედიცინო დახმარებასა და კონსულ-

ტაციას, არ უჩნდებათ კოოპერატივებისა

და მსგავსი გაერთიანებების შექმნის

სურვილი და ა. შ. ქალებისთვის

განმსაზღვრელი მაინც ოჯახის ინტერე-

სებია და ყოველი გადაწყვეტილება

ქმართან კონსულტაციის შემდეგ

მიიღება.

44

ავტორების შესახებ:

ნათია როყვა - ჟურნალისტი, ტელეარხი 25, საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ

„უპასუხე ხალხს“ და გადაცემა „დიალოგი“-ს პროდიუსერი

ნინო ონაშვილი - კავკასიოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა

კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი“-ს საბჭოს წევრი და საზოგადოებასთან

ურთიერთობის მენეჯერი

თამაზ კუპრეიშვილი - ჟურნალისტი, ინტერნეტ გამოცემა netgazeti.ge

არჩილ წერეთელი - სტუდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი გოცირიძე - იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პროექტზე მუშაობდნენ:

ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიანა ჯაყელი - დოკუმენტალისტი, ორგანიზაცია „სტუდიომობილი - აქცენტი

მოძრაობაზე“-ს თავმჯდომარე

რედაქტორი:

ნინო ბექიშვილი - ჟურნალისტი

თბილისი

2011

45

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!