khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 82 6.5 ბუნებრივი რისკები და დაბინძურება 6.5.1 სეისმური რისკი ვინაიდან ეს რეგიონი წარმოადგენს ალპურ-ჰიმალაიური სეისმური სარტყლის ნაწილს და მდებარეობს სამხრეთიდან აფრიკულ-არაბული ფილისა და ჩრდილოეთიდან ევრაზიის ფილის თანხვედრის წერტილში, ის გამოირჩევა სეისმური აქტივობის მაღლი დონით. ამისა და ახლო წარსულის გეოდინამიკური აქტივობის სხვა გამოვლინებების გამო (დანაოჭება, დაბზარვა, მთათწარმოქმნა) სვანეთი დგას რეალური ბუნებრივი საფრთხეების წინაშე, რაც პოტენციურად დიდ ზიანს აყენებს ინფრასტრუქტურასა და გარემოს. როგორც ეს ნაჩვენებია შემდეგ სურათზე, მიწისძვრები აღინიშნება დიდი კავკასიონის გაყოლებაზე, რაც აქტიურ ბზარს უკავშირდება, ძირითადად სამხრეთ ოსეთში და მცირე კავკასიონის გასწვრივ (ძირითადად ჯავახეთის ზეგანზე). სურათი 6.13: საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრების ეპიცენტრები წარსულში ენგურის აუზში აღირიცხა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა (6.0 ბალი სიმძლავრის). საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრა (7 ბალი - რუკაზე #8) მოხდა 1350 წელს ლეჩხუმ- სვანეთში, საკვლევი ტერიტორიიდან არც ისე შორს. საქართველოს სეისმური ქსელი საკვლევ ტერიტორიაზე მოიცავს ორ სადგურს: ენგურის კაშხალთან და ზედა ხეობაში. ენგურის კაშხალი აგებულია 8 ბალიანი მიწისძვრის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ხუდონის კაშხლის პროექტში უნდა გათვალისწინებული იქნას შესაბამისი ანტი-სეისმური მახასიათებლები, რომლებიც განისაზღვრება ტექნიკური კვლევებით. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 83 6.5.2 წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი საკვლევი ტერიტორია ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები დგას ზოგიერთი საშიში გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური საფრთხის წინაშე, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი. ამ საფრთხეებს იწვევს ფიზიკური გარემოს სხვადასხვა კომპონენტი (კლიმატი, ჰიდროლოგია, გეოლოგია და ნიადაგები, ტოპოგრაფია, მცენარეული საფარი) და აგრეთვე წყალგამყოფში მიმდინარე საქმიანობა (სატყეო მეურნეობები, სოფლის მეურნეობა). ამ საფრთხეების, განსაკუთრებით კი წყალდიდობისა და მეწყრის მუდმივმა ხასიათმა ბოლო წლებში ზოგიერთ სოფელში (მესტია, მულახი, წვირმი, ა.შ. ) მაცხოვრებელი ბევრი ოჯახი აიძულა უფრო უსაფრთხო რაიონებში გადასვლა (ICRC, 2005). 1987 წელს სოფელი ბეჩო მთავრობის შეფასებით აღიარებული იქნა დიდი რისკის ზონად და ოჯახებს მისცეს რჩევა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ხეობა მორიგი მეწყრის საშიშროების გამო (ეკომიგრანტები). ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ამ ჰიდრო- მეტეოროლოგიურ მოვლენათა სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე და გაზარდოს საშიშროება (UNEP, UNDP, OSCE, 2004). 6.5.3 დაბინძურება მდინარის დაბინძურების დონე ზომიერია ისევე, როგორც საქართველოს დიდ მდინარეთა უმეტესობაში. გამონაკლისს წარმოადგენს მდინარე მტკვარი, რომელიც თბილისის ქვემოთ მეტად დაბინძურებულია. დაბინძურება საშინაო ნარჩენებით საკვლევ ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მესტიის რაიონში საკანალიზაციო სისტემა ქალაქ მესტიის მხოლოდ 50% მოიცავს და საერთოდ არ არსებობს ბევრ სოფელში. ცუდმა სანიტარულმა მდგომარეობამ (ტუალეტები) შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დაბინძურება. წყალდიდობის შემდეგ მესტიის წყალში აღინიშნება E. Coli ჩხირის მაღალი დონე. მიკრობიოლოგიური ხარისხის გაუარესება პრობლემას წარმოადგენს ზუგდიდშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს (UNECE, 2003). თუმცა, წყლის ფიზიკურ-ქიმიური ხარისხი მაინც კარგია. აზოტის, ფოსფორისა და ორგანული ნივთიერებების დონე საველე მისიისას გაზომვის შედეგად ზომიერი აღმოჩნდა (იხ. ცხრილი 6.2). სამრეწველო ნარჩენები წყალგამყოფის ზედა ნაწილში (მესტიის რაიონი) იშვიათია. მის ძირითად წყაროს წარმოადგენს მდინარის გასწვრივ განლაგებული სახერხები. ზოგ ადგილას ნახერხი და სხვა ნარჩენები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, რაც ზრდის წყალში ორგანული მასალების შემცველობის დონეს. ხეობის ქვედა ნაწილში განლაგებული რამდენიმე სამრეწველო საწარმოდან წყლის ჩაშვება ბუნებაში დამუშავების გარეშე ხდება. ენგურის ჰიდროელექტრო ნაგებობები (კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგური) სავარაუდოდ ხელს უწყობს წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას. ეს აღინიშნა ენგურის კაშხლის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისას (ე.წ. ელექტროვატ-სტაკი, 1998). დაბინძურების წყაროები შემდეგია: (1) გამოყენებული ავზებიდან გაჟონილი ნავთობპროეუქტები; (2) ელექტროსადგურიდან, კაშხლის ნაგებობებიდან და დასახლებებიდან (500-ზე მეტი ადამიანი) ჩამდინარე ტექნიკური და საშინაო წყალი; (3) საშინაო ნარჩენები და საშენი მასალების ნაწილაკები ამ ნაგებობებსა და დასახლებაში ნაგავსაყრელის არქონის პირობებში. რეაბილიტაციის შემდეგ დაბინძურების ეს წყაროები შესაძლოა შემცირდა. 6.5.4 რადიოაქტიური ნარჩენები საკვლევ ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურება ზემო სვანეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს სტრონციუმ-90 შემცველი რადიოაქტიური ცილინდრების აღმოჩენის შემდეგ. ეს მასალები საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა, როგორც პორტატული თერმოელექტრო გენერატორების საწვავი მოშორებულ ადგილებში განლაგებულ საკომუნიკაციო სადგურებში გამოსაყენებლად. 1984 წელს საქართველოში ჩამოიტანეს რვა ასეთი გენერატორი. გადამუშავების ნაცვლად ისინი პირდაპირ დატოვეს ადგილზე. ზოგმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ეს მასალები იპოვა და სახლში ინახავდა. ისინი მძიმედ დაშავდნენ (UNECE, 2003). საკვლევ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სტრონციუმ-90-ის ექვსი წყარო, მათგან ოთხი ხაიშში 1999 წლის მაისში და ორიც - წალენჯიხის რაიონში 2001 წლის დეკემბერში (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 2002). დანარჩენი ორი ჯერ აღმოჩენილი არ არის. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

83

6.5.2 წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი

საკვლევი ტერიტორია ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები დგას ზოგიერთი საშიში გეოლოგიური

და ჰიდრო-მეტეოროლოგიური საფრთხის წინაშე, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი. ამ საფრთხეებს

იწვევს ფიზიკური გარემოს სხვადასხვა კომპონენტი (კლიმატი, ჰიდროლოგია, გეოლოგია და ნიადაგები,

ტოპოგრაფია, მცენარეული საფარი) და აგრეთვე წყალგამყოფში მიმდინარე საქმიანობა (სატყეო მეურნეობები,

სოფლის მეურნეობა).

ამ საფრთხეების, განსაკუთრებით კი წყალდიდობისა და მეწყრის მუდმივმა ხასიათმა ბოლო წლებში ზოგიერთ

სოფელში (მესტია, მულახი, წვირმი, ა.შ. ) მაცხოვრებელი ბევრი ოჯახი აიძულა უფრო უსაფრთხო რაიონებში

გადასვლა (ICRC, 2005). 1987 წელს სოფელი ბეჩო მთავრობის შეფასებით აღიარებული იქნა დიდი რისკის ზონად

და ოჯახებს მისცეს რჩევა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ხეობა მორიგი მეწყრის საშიშროების გამო

(ეკომიგრანტები).

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ამ ჰიდრო-

მეტეოროლოგიურ მოვლენათა სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე და გაზარდოს საშიშროება (UNEP,

UNDP, OSCE, 2004).

6.5.3 დაბინძურება

მდინარის დაბინძურების დონე ზომიერია ისევე, როგორც საქართველოს დიდ მდინარეთა უმეტესობაში.

გამონაკლისს წარმოადგენს მდინარე მტკვარი, რომელიც თბილისის ქვემოთ მეტად დაბინძურებულია.

დაბინძურება საშინაო ნარჩენებით საკვლევ ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მესტიის რაიონში

საკანალიზაციო სისტემა ქალაქ მესტიის მხოლოდ 50% მოიცავს და საერთოდ არ არსებობს ბევრ სოფელში. ცუდმა

სანიტარულმა მდგომარეობამ (ტუალეტები) შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დაბინძურება. წყალდიდობის შემდეგ

მესტიის წყალში აღინიშნება E. Coli ჩხირის მაღალი დონე. მიკრობიოლოგიური ხარისხის გაუარესება პრობლემას

წარმოადგენს ზუგდიდშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს (UNECE, 2003).

თუმცა, წყლის ფიზიკურ-ქიმიური ხარისხი მაინც კარგია. აზოტის, ფოსფორისა და ორგანული ნივთიერებების დონე

საველე მისიისას გაზომვის შედეგად ზომიერი აღმოჩნდა (იხ. ცხრილი 6.2).

სამრეწველო ნარჩენები წყალგამყოფის ზედა ნაწილში (მესტიის რაიონი) იშვიათია. მის ძირითად წყაროს

წარმოადგენს მდინარის გასწვრივ განლაგებული სახერხები. ზოგ ადგილას ნახერხი და სხვა ნარჩენები პირდაპირ

მდინარეში ჩაედინება, რაც ზრდის წყალში ორგანული მასალების შემცველობის დონეს. ხეობის ქვედა ნაწილში

განლაგებული რამდენიმე სამრეწველო საწარმოდან წყლის ჩაშვება ბუნებაში დამუშავების გარეშე ხდება.

ენგურის ჰიდროელექტრო ნაგებობები (კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგური) სავარაუდოდ ხელს უწყობს წყლისა

და ნიადაგის დაბინძურებას. ეს აღინიშნა ენგურის კაშხლის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების

კვლევისას (ე.წ. ელექტროვატ-სტაკი, 1998). დაბინძურების წყაროები შემდეგია: (1) გამოყენებული ავზებიდან

გაჟონილი ნავთობპროეუქტები; (2) ელექტროსადგურიდან, კაშხლის ნაგებობებიდან და დასახლებებიდან (500-ზე

მეტი ადამიანი) ჩამდინარე ტექნიკური და საშინაო წყალი; (3) საშინაო ნარჩენები და საშენი მასალების ნაწილაკები ამ

ნაგებობებსა და დასახლებაში ნაგავსაყრელის არქონის პირობებში. რეაბილიტაციის შემდეგ დაბინძურების ეს

წყაროები შესაძლოა შემცირდა.

6.5.4 რადიოაქტიური ნარჩენები საკვლევ ტერიტორიაზე

რადიოაქტიური დაბინძურება ზემო სვანეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს სტრონციუმ-90 შემცველი

რადიოაქტიური ცილინდრების აღმოჩენის შემდეგ. ეს მასალები საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა, როგორც

პორტატული თერმოელექტრო გენერატორების საწვავი მოშორებულ ადგილებში განლაგებულ საკომუნიკაციო

სადგურებში გამოსაყენებლად. 1984 წელს საქართველოში ჩამოიტანეს რვა ასეთი გენერატორი. გადამუშავების

ნაცვლად ისინი პირდაპირ დატოვეს ადგილზე. ზოგმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ეს მასალები იპოვა და

სახლში ინახავდა. ისინი მძიმედ დაშავდნენ (UNECE, 2003).

საკვლევ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სტრონციუმ-90-ის ექვსი წყარო, მათგან ოთხი ხაიშში 1999 წლის მაისში და

ორიც - წალენჯიხის რაიონში 2001 წლის დეკემბერში (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო,

2002). დანარჩენი ორი ჯერ აღმოჩენილი არ არის.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!