khudoni - preliminary environmental and social screening
khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 82 6.5 ბუნებრივი რისკები და დაბინძურება 6.5.1 სეისმური რისკი ვინაიდან ეს რეგიონი წარმოადგენს ალპურ-ჰიმალაიური სეისმური სარტყლის ნაწილს და მდებარეობს სამხრეთიდან აფრიკულ-არაბული ფილისა და ჩრდილოეთიდან ევრაზიის ფილის თანხვედრის წერტილში, ის გამოირჩევა სეისმური აქტივობის მაღლი დონით. ამისა და ახლო წარსულის გეოდინამიკური აქტივობის სხვა გამოვლინებების გამო (დანაოჭება, დაბზარვა, მთათწარმოქმნა) სვანეთი დგას რეალური ბუნებრივი საფრთხეების წინაშე, რაც პოტენციურად დიდ ზიანს აყენებს ინფრასტრუქტურასა და გარემოს. როგორც ეს ნაჩვენებია შემდეგ სურათზე, მიწისძვრები აღინიშნება დიდი კავკასიონის გაყოლებაზე, რაც აქტიურ ბზარს უკავშირდება, ძირითადად სამხრეთ ოსეთში და მცირე კავკასიონის გასწვრივ (ძირითადად ჯავახეთის ზეგანზე). სურათი 6.13: საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრების ეპიცენტრები წარსულში ენგურის აუზში აღირიცხა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა (6.0 ბალი სიმძლავრის). საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრა (7 ბალი - რუკაზე #8) მოხდა 1350 წელს ლეჩხუმ- სვანეთში, საკვლევი ტერიტორიიდან არც ისე შორს. საქართველოს სეისმური ქსელი საკვლევ ტერიტორიაზე მოიცავს ორ სადგურს: ენგურის კაშხალთან და ზედა ხეობაში. ენგურის კაშხალი აგებულია 8 ბალიანი მიწისძვრის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ხუდონის კაშხლის პროექტში უნდა გათვალისწინებული იქნას შესაბამისი ანტი-სეისმური მახასიათებლები, რომლებიც განისაზღვრება ტექნიკური კვლევებით. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 83 6.5.2 წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი საკვლევი ტერიტორია ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები დგას ზოგიერთი საშიში გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური საფრთხის წინაშე, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი და ზვავი. ამ საფრთხეებს იწვევს ფიზიკური გარემოს სხვადასხვა კომპონენტი (კლიმატი, ჰიდროლოგია, გეოლოგია და ნიადაგები, ტოპოგრაფია, მცენარეული საფარი) და აგრეთვე წყალგამყოფში მიმდინარე საქმიანობა (სატყეო მეურნეობები, სოფლის მეურნეობა). ამ საფრთხეების, განსაკუთრებით კი წყალდიდობისა და მეწყრის მუდმივმა ხასიათმა ბოლო წლებში ზოგიერთ სოფელში (მესტია, მულახი, წვირმი, ა.შ. ) მაცხოვრებელი ბევრი ოჯახი აიძულა უფრო უსაფრთხო რაიონებში გადასვლა (ICRC, 2005). 1987 წელს სოფელი ბეჩო მთავრობის შეფასებით აღიარებული იქნა დიდი რისკის ზონად და ოჯახებს მისცეს რჩევა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ხეობა მორიგი მეწყრის საშიშროების გამო (ეკომიგრანტები). ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ამ ჰიდრო- მეტეოროლოგიურ მოვლენათა სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე და გაზარდოს საშიშროება (UNEP, UNDP, OSCE, 2004). 6.5.3 დაბინძურება მდინარის დაბინძურების დონე ზომიერია ისევე, როგორც საქართველოს დიდ მდინარეთა უმეტესობაში. გამონაკლისს წარმოადგენს მდინარე მტკვარი, რომელიც თბილისის ქვემოთ მეტად დაბინძურებულია. დაბინძურება საშინაო ნარჩენებით საკვლევ ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მესტიის რაიონში საკანალიზაციო სისტემა ქალაქ მესტიის მხოლოდ 50% მოიცავს და საერთოდ არ არსებობს ბევრ სოფელში. ცუდმა სანიტარულმა მდგომარეობამ (ტუალეტები) შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დაბინძურება. წყალდიდობის შემდეგ მესტიის წყალში აღინიშნება E. Coli ჩხირის მაღალი დონე. მიკრობიოლოგიური ხარისხის გაუარესება პრობლემას წარმოადგენს ზუგდიდშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს (UNECE, 2003). თუმცა, წყლის ფიზიკურ-ქიმიური ხარისხი მაინც კარგია. აზოტის, ფოსფორისა და ორგანული ნივთიერებების დონე საველე მისიისას გაზომვის შედეგად ზომიერი აღმოჩნდა (იხ. ცხრილი 6.2). სამრეწველო ნარჩენები წყალგამყოფის ზედა ნაწილში (მესტიის რაიონი) იშვიათია. მის ძირითად წყაროს წარმოადგენს მდინარის გასწვრივ განლაგებული სახერხები. ზოგ ადგილას ნახერხი და სხვა ნარჩენები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, რაც ზრდის წყალში ორგანული მასალების შემცველობის დონეს. ხეობის ქვედა ნაწილში განლაგებული რამდენიმე სამრეწველო საწარმოდან წყლის ჩაშვება ბუნებაში დამუშავების გარეშე ხდება. ენგურის ჰიდროელექტრო ნაგებობები (კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგური) სავარაუდოდ ხელს უწყობს წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას. ეს აღინიშნა ენგურის კაშხლის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისას (ე.წ. ელექტროვატ-სტაკი, 1998). დაბინძურების წყაროები შემდეგია: (1) გამოყენებული ავზებიდან გაჟონილი ნავთობპროეუქტები; (2) ელექტროსადგურიდან, კაშხლის ნაგებობებიდან და დასახლებებიდან (500-ზე მეტი ადამიანი) ჩამდინარე ტექნიკური და საშინაო წყალი; (3) საშინაო ნარჩენები და საშენი მასალების ნაწილაკები ამ ნაგებობებსა და დასახლებაში ნაგავსაყრელის არქონის პირობებში. რეაბილიტაციის შემდეგ დაბინძურების ეს წყაროები შესაძლოა შემცირდა. 6.5.4 რადიოაქტიური ნარჩენები საკვლევ ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურება ზემო სვანეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს სტრონციუმ-90 შემცველი რადიოაქტიური ცილინდრების აღმოჩენის შემდეგ. ეს მასალები საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა, როგორც პორტატული თერმოელექტრო გენერატორების საწვავი მოშორებულ ადგილებში განლაგებულ საკომუნიკაციო სადგურებში გამოსაყენებლად. 1984 წელს საქართველოში ჩამოიტანეს რვა ასეთი გენერატორი. გადამუშავების ნაცვლად ისინი პირდაპირ დატოვეს ადგილზე. ზოგმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ეს მასალები იპოვა და სახლში ინახავდა. ისინი მძიმედ დაშავდნენ (UNECE, 2003). საკვლევ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სტრონციუმ-90-ის ექვსი წყარო, მათგან ოთხი ხაიშში 1999 წლის მაისში და ორიც - წალენჯიხის რაიონში 2001 წლის დეკემბერში (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 2002). დანარჩენი ორი ჯერ აღმოჩენილი არ არის. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში
- Page 39 and 40: საქართველოს
- Page 41 and 42: საქართველოს
- Page 43 and 44: საქართველოს
- Page 45 and 46: საქართველოს
- Page 47: საქართველოს
- Page 51 and 52: საქართველოს
- Page 53 and 54: საქართველოს
- Page 55 and 56: საქართველოს
- Page 57 and 58: საქართველოს
- Page 59 and 60: საქართველოს
- Page 61 and 62: საქართველოს
- Page 63 and 64: საქართველოს
- Page 65 and 66: საქართველოს
- Page 67 and 68: საქართველოს
- Page 69 and 70: საქართველოს
- Page 71 and 72: საქართველოს
- Page 73 and 74: საქართველოს
- Page 75 and 76: საქართველოს
- Page 77: საქართველოს
- Page 81: საქართველოს
- Page 84 and 85: საქართველოს
- Page 86 and 87: საქართველოს
- Page 88 and 89: საქართველოს
- Page 92 and 93: საქართველოს
- Page 94 and 95: საქართველოს
- Page 96 and 97: საქართველოს
- Page 98 and 99: საქართველოს
- Page 100 and 101: საქართველოს
- Page 102 and 103: საქართველოს
- Page 104 and 105: საქართველოს
- Page 106 and 107: საქართველოს
- Page 108 and 109: საქართველოს
- Page 110 and 111: საქართველოს
- Page 112 and 113: საქართველოს
- Page 114 and 115: საქართველოს
- Page 116 and 117: საქართველოს
- Page 118 and 119: საქართველოს
- Page 120 and 121: საქართველოს
- Page 122 and 123: საქართველოს
- Page 124 and 125: საქართველოს
- Page 126 and 127: საქართველოს
- Page 129 and 130: საქართველოს
- Page 131: საქართველოს
- Page 134 and 135: საქართველოს
- Page 137 and 138: საქართველოს
- Page 139 and 140: საქართველოს
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

82

6.5 ბუნებრივი რისკები და დაბინძურება

6.5.1 სეისმური რისკი

ვინაიდან ეს რეგიონი წარმოადგენს ალპურ-ჰიმალაიური სეისმური სარტყლის ნაწილს და მდებარეობს სამხრეთიდან

აფრიკულ-არაბული ფილისა და ჩრდილოეთიდან ევრაზიის ფილის თანხვედრის წერტილში, ის გამოირჩევა

სეისმური აქტივობის მაღლი დონით. ამისა და ახლო წარსულის გეოდინამიკური აქტივობის სხვა გამოვლინებების

გამო (დანაოჭება, დაბზარვა, მთათწარმოქმნა) სვანეთი დგას რეალური ბუნებრივი საფრთხეების წინაშე, რაც

პოტენციურად დიდ ზიანს აყენებს ინფრასტრუქტურასა და გარემოს.

როგორც ეს ნაჩვენებია შემდეგ სურათზე, მიწისძვრები აღინიშნება დიდი კავკასიონის გაყოლებაზე, რაც აქტიურ

ბზარს უკავშირდება, ძირითადად სამხრეთ ოსეთში და მცირე კავკასიონის გასწვრივ (ძირითადად ჯავახეთის

ზეგანზე).

სურათი 6.13: საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრების ეპიცენტრები

წარსულში ენგურის აუზში აღირიცხა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა (6.0 ბალი სიმძლავრის).

საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრა (7 ბალი - რუკაზე #8) მოხდა 1350 წელს ლეჩხუმ-

სვანეთში, საკვლევი ტერიტორიიდან არც ისე შორს.

საქართველოს სეისმური ქსელი საკვლევ ტერიტორიაზე მოიცავს ორ სადგურს: ენგურის კაშხალთან და ზედა

ხეობაში.

ენგურის კაშხალი აგებულია 8 ბალიანი მიწისძვრის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ხუდონის კაშხლის პროექტში უნდა გათვალისწინებული იქნას შესაბამისი ანტი-სეისმური მახასიათებლები,

რომლებიც განისაზღვრება ტექნიკური კვლევებით.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში