khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 80 საქართველოს ტყეების კლასიფიკაცია შემდეგია: (1) ძვირფასი ტყის მასივები; (2) მწვანე ზონის ტყე; (3) საკურორტო ტყე; (4) ნიადაგის დამცავი და წყლის მარეგულირებელი ტყე; და (5) დაბლობის დამცავ-საექსპლუატაციო ტყე. ტყის ეკოსისტემა გლობალურად კვლავ კარგად არის შენაჩუნებული - ბუნებრივი ან თითქმის ბუნებრივი ტყის 98%- ით (მათ შორის 800,000 ჰა დაუმუშვებელი ტყე, ჩვეულებრივ ბუნებრივ ნაკრძალებში ან ექსპლუატაციის შეზღუდული სტატუსის მქონე ადგილებში). როგორც წესი, ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადგილი მიუდგომელია ტოპოგრაფიის ან სატყეო გზების შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო, ვინაიდან საბჭოთა ხანაში სატყეო ინდუსტრია ძირითდად რუსეთიდან იმპორტირებულ, იაფ მასალაზე იყო დამოკიდებული. ამჟმად ყოველწლირად იგება ტყის გზების 100 კმ და რემონტდება 800 კმ-მდე (UNECE, 2003). მიუხედავად ამისა, ბევრგან ტყე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას კერძო პირებისა და საწარმოების მხრიდან მიმდინარე უკანონო ჩეხვის გამო. რუსეთიდან ხეტყის იაფი მასალის იმპორტის შეზღუდვამ უკანონო ჩეხვას შემაშფოთებელი მასშტაბი შესძინა და ახლა ახოები ხშირად უკვე გზასთან ახლოს ჩნდება. საფრთხის მთავარ წყაროს წარმოადგენს საწვავი შეშის მოპოვება, რისი მასშტაბებიც ძალიან გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის კლებასთან და საწვავი წიაღისეულის მოპოვების შეჩერებასთნ ერთდ. ამჟამად ტყის მოპოვების წლიური ოდენობის თითქმის 60% აღურიცხავი საწვავი შეშა შეადგენს (UNECE, 2003). უკანონოდ მოპოვებული ხეტყის მასალა შეუიარაღებელი თვალითაც ჩნდება. საზღვარზე, ძირითადად, თურქეთთან, ხშირად გადადის სატვირთო მანქანები, რომლებიც მაღალი ხარისხის წიფლის მორებითაა დატვირთული. თუმცა, ეს მთელი მოსავლის მხოლოდ 6% შეადგენს. სატყეო ინდუსტრია. ჩარგული ხეების სრული ოდენობა დაახლოებით 434 მილიონ მ3 შეადგენს, თუმცა, მოპოვებული ხეტყის ბრუნვის საშუალო ეკონომიკური ღირებულება საქართველოში მაღალი არ არის, ვინაიდან საშუალო სიხშირე ერთ ჰექტარზე 158-164 მ3 შეადგენს (სატყეო დეპარტამენტი, 2002, 1999 წლის სტატისტიკა), რაც ბევრად ჩამოუვარდება ევროპის მაქსიმალურ მაჩვენებლებს. 20-მდე რეგისტრირებული სახერხის მიერ ზემო სვანეთში ყოველწლიურად მოპოვებული ხეტყის მოცულობა 60,000 მ3-დან (სატყეო დეპარტამენტი) 120,000 მ3 (GTZ) შეადგენს. საქართველოში ტყის საფარის უმეტესობა განლაგებულია ციცაბო ფერდობებზე. ამის გამო, ეროზიიდან გამომდინარე ექსპლუატაციის პროცესი მეტად ძნელი და ხშირად საშიშიც არის. ტრადიციული ბაზრების კარგვისა და მოძველებული ტექნოლოგიის გამო ხეტყის პირველადი დამუშავების (ქაღალდი და სამშენებლო ხე-ტყე) მრეწველეობა დაღმასვლას განიცდის. არასატყეო პროდუქტები. გარდა ხის მასალის მიმწოდებელი და გარემოსდაცვითი ფუნქციების შესრულებისა, საქართველოში ტყეებს სხვა როლიც აკისრია. ტყეში იქმნება არასატყეო პროდუქტების დიდი რაოდენობა: 150-ზე მეტი სახეობის ხილი, კენკრა, ხის ქერქი (წაბლი, თხილი, კაკალი, შინდი, ასკილი, ბროწეული, ა.შ.), საჭმელი სოკოს 100-მდე სახეობა, რომელთაგან თორმეტი სახეობა რეგულარულად მოიხმარება; აგრეთვე ადამიანებისა და ცხოველების სამკურნალო ადგილობრივი სამედიცინო მცენარეების დიდი ოდენობა (მათ შორის, 110-ზე მეტი ხის სახეობა). ქართული ტყეები გამოირჩევა თაფლის მწარმოებელი და დეკორატიული მცენარეების სიმდიდრით. ყველა ამ პროდუქტს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა და არ მოიხმარება არც ერთ მრეწველობაში. 6.4.3 მინერალები საკვლევი ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა ლითონური და არალითონური მინერალების ბუნებრივი რესურსებით, მათ შორისა: • დანალექ ქანებში მოიპოვება ოქრო (Au). მეორე მსოფლიო ომამდე მდინარის კალაპოტში მიმდინარეობდა მცირე მასშტაბის მომპოვებელი სამუშაოები; • საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, ხაიშთან ახლოს არსებულ ბარიტის საბადოზე მოიპოვებდნენ ბარიუმს (Ba); • ენგურის ხეობაში მრავალ ადგილას გვხვდება ვერცხლისწყალი (Hg) და თუთია (Pb); • ხაიშის მახლობლად არსებობს მარმარილოს მოსაპირკეთებელი ქვების დიდი დაუმუშავებელი საბადო (204,000 ტ); • დიდი რაოდენობით გვხვდება კირქვები და ტრავერტინი, ასევე მაგარი ინტრუზიული მაგმატური ქვები, რომელთა მოპოვება ჯერ არ მიმდინარეობს. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 81 6.4.4 თევზაობა ენგურის წყალსაცავსა და მდინარის სისტემაში წყალაღმა თუ წყალდაღმა თევზაობა კომერციული მიზნით არ მიმდინარეობს, თუნდაც მცირე მასშტაბით. თევზაობას აქ გართობისა და დასვენების ფუნქცია აქვს ან ადგილობრივი მოსახლეობის საკვებად ხდება. ნებართვა საჭირო არ არის. სათევზაო იარაღები მოიცავს ანკესს, ქისისებრ ბადეს, ბადის მახეებს (ძირითადად გამოიყენება მდინარის წყალსაცათან შერთვის ადგილებში). გვხვდება ელექტროთევზაობის ფაქტებიც, თუმცა ასეთი პრაქტიკა უკანონოა. კაშხლის აშენებამდე მდინარეში უხვად მოიპოვებოდა კალმახი. ენგურის წყალსაცავში თევზების პოპულაციებსა და თევზაობაზე კვლევა არ ჩატარებულა. ამჟამად წყალსაცავში თევზის ბიომასის სრული ოდენობა სავარაუდოდ მცირეა. თევზაობა ძირითადად ეხება კალმახს (Salmo trutta), მათში ზოგჯერ გვხვდება დიდი ზომის ინდივიდებიც (შპს ენგურჰესი). წარსულში უშედეგოდ ჩაიარა კობრისებრთა კომერციული სახეობების მოშენების მცდელობამ, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ცივი ტემპერატურითა და მწირი საკვები გარემოთი. ინფორმაცია ცივი წყლის სახეობების, მაგ. კალმახის, Coregonus albula და სხვა სახეობების მოშენების შესახებ არ არსებობს. 6.4.5 ნადირობა საქართველოში ნადირობას არეგულირებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. კანონის მიხედვით ნადირობა ნებადართულია სეზონურად, ნანადირევის გარკვეული მოცულობით სანადირო მეურნეობებში. ეს არ შეეხება გადამფრენ სანადირო ფრინველებს, რომელზეც ნადირობა ნებადართულია სანადირო მეურნეობის გარეთაც. ზემო სვანეთში, მათ შორის ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე სანადირო მეურნეობები არ არის. თუმცა, ნადირობა (ბრაკონიერობა) აქ რეგულარულად მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. რეგულარულად ნადირობენ დიდ ცხოველებზე: დათვზე (Ursus arctos), გარეულ ტახზე (Sus scrofa), შველზე (Capreolus capreolus), არჩვზე (Rupicapra rupicapra) და კავკასიურ ჯიხვზე (Capra caucasica, C. cylindricornis). ასევე ნადირობენ წყლის ფრინველებზე. დათვი და არჩვი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი გლობალურ მასშტაბში აღიარებულია, შესაბამისად, გადაშენების პირას მყოფებად და დაუცველებად. უმართავი და არაკანონიერი ნადირობის გამო ჯიხვების პოპულაცია მთელ სვანეთში გადაშენებამდეა მისული. ადგილობრივ მონადირეებს დაკარგული აქვთ სანადირო ცხოველების პატივისცემის ძველი ტრადიციები. თუმცა, ბოლო დროს ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფაქტს, როდესაც რამდენიმე სოფელმა დააწესა ლიმიტი ნანადირევის მოცულობაზე დასავლურ-კავკასიური ჯიხვების შემთხვევაში, რათა ეს სახეობა გადაარჩინოს სოფლის სიახლოვეს. ნადირობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს გართობა და არა კომერცია, თუმცა მონადირეები ზოგჯერ ყიდიან დათვის ნაღვლის ბუშტსა და ქონს (სამედიცინო მიზნებით), ტყავს, ბეწვს, აგრეთვე ჯიხვის რქებს. საბედნიეროდ, ამგვარი ვაჭრობის საკმაოდ მცირე მასშტაბი არ იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში ნადირობის მეტ სურვილს. ძალზე იშვიათია და ძირითადად გართობის მიზნით ხდება ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველებისათვის მახეების დაგება. სვანეთის ზოგ რაიონში ხალხი წარმართული რიტუალებისათვის კლავს სხვადასხვა ფრინველს. იმის გამო, რომ მტაცებელი სახეობების (მაგ. მგელი) რაოდენობა სვანეთში ძალზე დაბალია, მათი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები თითქმის არ გვხვდება. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

81

6.4.4 თევზაობა

ენგურის წყალსაცავსა და მდინარის სისტემაში წყალაღმა თუ წყალდაღმა თევზაობა კომერციული მიზნით არ

მიმდინარეობს, თუნდაც მცირე მასშტაბით. თევზაობას აქ გართობისა და დასვენების ფუნქცია აქვს ან ადგილობრივი

მოსახლეობის საკვებად ხდება. ნებართვა საჭირო არ არის. სათევზაო იარაღები მოიცავს ანკესს, ქისისებრ ბადეს,

ბადის მახეებს (ძირითადად გამოიყენება მდინარის წყალსაცათან შერთვის ადგილებში). გვხვდება

ელექტროთევზაობის ფაქტებიც, თუმცა ასეთი პრაქტიკა უკანონოა.

კაშხლის აშენებამდე მდინარეში უხვად მოიპოვებოდა კალმახი. ენგურის წყალსაცავში თევზების პოპულაციებსა და

თევზაობაზე კვლევა არ ჩატარებულა. ამჟამად წყალსაცავში თევზის ბიომასის სრული ოდენობა სავარაუდოდ მცირეა.

თევზაობა ძირითადად ეხება კალმახს (Salmo trutta), მათში ზოგჯერ გვხვდება დიდი ზომის ინდივიდებიც (შპს

ენგურჰესი). წარსულში უშედეგოდ ჩაიარა კობრისებრთა კომერციული სახეობების მოშენების მცდელობამ, რაც

სავარაუდოდ გამოწვეული იყო ცივი ტემპერატურითა და მწირი საკვები გარემოთი. ინფორმაცია ცივი წყლის

სახეობების, მაგ. კალმახის, Coregonus albula და სხვა სახეობების მოშენების შესახებ არ არსებობს.

6.4.5 ნადირობა

საქართველოში ნადირობას არეგულირებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. კანონის

მიხედვით ნადირობა ნებადართულია სეზონურად, ნანადირევის გარკვეული მოცულობით სანადირო

მეურნეობებში. ეს არ შეეხება გადამფრენ სანადირო ფრინველებს, რომელზეც ნადირობა ნებადართულია სანადირო

მეურნეობის გარეთაც.

ზემო სვანეთში, მათ შორის ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე სანადირო მეურნეობები არ არის. თუმცა, ნადირობა

(ბრაკონიერობა) აქ რეგულარულად მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში.

რეგულარულად ნადირობენ დიდ ცხოველებზე: დათვზე (Ursus arctos), გარეულ ტახზე (Sus scrofa), შველზე

(Capreolus capreolus), არჩვზე (Rupicapra rupicapra) და კავკასიურ ჯიხვზე (Capra caucasica, C.

cylindricornis). ასევე ნადირობენ წყლის ფრინველებზე.

დათვი და არჩვი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი

გლობალურ მასშტაბში აღიარებულია, შესაბამისად, გადაშენების პირას მყოფებად და დაუცველებად. უმართავი და

არაკანონიერი ნადირობის გამო ჯიხვების პოპულაცია მთელ სვანეთში გადაშენებამდეა მისული.

ადგილობრივ მონადირეებს დაკარგული აქვთ სანადირო ცხოველების პატივისცემის ძველი ტრადიციები. თუმცა,

ბოლო დროს ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფაქტს, როდესაც რამდენიმე სოფელმა დააწესა ლიმიტი ნანადირევის

მოცულობაზე დასავლურ-კავკასიური ჯიხვების შემთხვევაში, რათა ეს სახეობა გადაარჩინოს სოფლის სიახლოვეს.

ნადირობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს გართობა და არა კომერცია, თუმცა მონადირეები ზოგჯერ ყიდიან

დათვის ნაღვლის ბუშტსა და ქონს (სამედიცინო მიზნებით), ტყავს, ბეწვს, აგრეთვე ჯიხვის რქებს. საბედნიეროდ,

ამგვარი ვაჭრობის საკმაოდ მცირე მასშტაბი არ იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში ნადირობის მეტ სურვილს.

ძალზე იშვიათია და ძირითადად გართობის მიზნით ხდება ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველებისათვის მახეების

დაგება.

სვანეთის ზოგ რაიონში ხალხი წარმართული რიტუალებისათვის კლავს სხვადასხვა ფრინველს.

იმის გამო, რომ მტაცებელი სახეობების (მაგ. მგელი) რაოდენობა სვანეთში ძალზე დაბალია, მათი ადამიანებზე

თავდასხმის ფაქტები თითქმის არ გვხვდება.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!