khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 76 6.2.5 ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები საკვლევ ტერიტორიაზე საკვლევ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციაზე ზემოქმედებს შემდგომი ძირითადი ფაქტორები, სიმწვავის მიხედვით: • ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებას უპირველესად ემუქრება ტყის უკანონო ჭრა და მორების დამზადება, საწვავი შეშის მოგროვება, საშენი მასალებითა და ხე-ტყით ვაჭრობა. ეს ფაქტორები იწვევს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციას. • ბრაკონიერობა და ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა, ნადირობა/ჭერა, აგრეთვე იშვიათ სახეობებზე ბრაკონიერული ნადირობა ფართოდაა გავრცელებული მთიან რაიონებში (ნადირობენ მსხვილ ჩლიქოსნებზე, მურა დათვებზე, ფოცხვერზე; მელიასა და წავს იჭერენ ტყავის მოპოვების მიზნით - იხ. § 6.4.4, ნადირობა). • ზოგან მცენარეული საფარის დეგრადაციას იწვევს მისი ზედმეტი გამოყენება საძოვრად, გაუკონტროლებელი ძოვა, რაც ცვლის მცენარეული საფარის სპონტანური წარმოქმნის რეჟიმს. • გარდა გეოლოგიური მოვლენებისა (მიწისძვრები, ზვავები, მეწყრები) მცენარეული საფარისა და ნიადაგის სერიოზულ დეგრადაციას იწვევს აქტიური ეროზია, რასაც ხშირად ხელს უწყობს ნაპირებზე მიმდინარე გაუფრთხილებელი სამუშაოები. • ამჟამად ხეობაში დაბინძურება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ ლოკალიზებულ დაბინძურებას იწვევს საშინაო და ურბანული ჩამდინარე წყლები, ნაგავი და მყარი ნივთიერებები, სასოფლოსამეურნეო და სატყეო მეურნეობებისდან მომდინარე მინარევები (კერძოდ, სახერხები, საიდანაც ნახერხი პირდაპირ მდინარეში იყრება). 6.3 ლანდშაფტი წყალდაღმა მიმავალი გზა ენგურის მწვანე ფონში ჩამჯდარ, საოცრად ლურჯ წყალსაცავს მიუყვება, რომელსაც ჰორიზონტის ხაზზე მაღალი მთები საზღვრავს. ხედები სეზონის მიხედვით იცვლება და ზამთარში წყლის დაბალი დონე აშკარად აჩენს მთის გაშიშვლებულ ფერდობებს. თუ წყალაღმა გაიხედავთ, თქვენ წინაშე გადაიშლება ტიპიური მთის ხეობის ლანდშაფტი, ვიწრო ხევებითა და ტყით დაფარული ციცაბო ფერდობებით, რომლებიც მჩქეფარე მდინარეს გარს ერტყმის. ცოტა კიდევ უფრო სამხრეთით უკეთ დაინახავთ, თუ რაოდენ რთული პრობლემაა აქ მეწყრები. ხეობაში მრავლადაა ელექტროგადამცემი ხაზები, ხშირად აშკარად მოძველებული. ხუდონის მშენებლობის ადგილზე ბევრი, მეტნაკლებად მიტოვებული შენობააა (წარსულში არსებული დასახლებები და საოფისე შენობები) და საქმიანობის ასე თუ ისე ლეგალური ფორმები კერძო სასტუმრო სახლების, სახერხების სახით. ლანდშაფტი მეტად დაზიანებულია ეროზიით. წარსულში არსებული ინფრასტრუქტურა მიტოვებულია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ახლა ეს ადგილები მართლაც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს (მიტოვებული რელსები, აქა იქ - მასალის გროვები, ეროდირებული ფერდობები, ნახევრადდამთავრებული შენობები, გვირაბში შესასვლელი და ა.შ.). შესართავის ზემოთ ხეობა კვლავ ვიწროვდება, ფერდობები კი მწვანდება, ტყეც უფრო ხშირია და წყალაღმა ლანდშაფტი გაცილებით უფრო ლამაზია. მდინარე ნენსკრას დასაწყისში ვიწრო ხეობა ნელნელა ფართოვდება, რაც იძლევა გარკვეული საქმიანობის განხორციელების საშუალებას. აქაურ გორაკებს იყენებენ საძოვრად ან სავარგულებად. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 77 6.4 ბუნებივი რესურსები ხუდონის პროექტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს საკვლევ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე: წყალი (ჰიდრორესურსები), მინერალური რესურსები, ტყის რესურსები, ნადირი და თევზები. 6.4.1 ჰიდრო რესურსები მდინარე ენგურის სისტემის ჰიდროპოტენციალი ჰიდროპოტენციალი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ენერგორესურსად ითვლება. მდინარე ენგურის სისტემას, რომელიც ხშირი წვიმებითა და დიდი დაქანებით საზრდოობს, გააჩნია ჰიდროელექტროგენერაციის დიდი პოტენციალი, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 21 მილიარდ კვატ/სთ-ის ოდენობით. მომდევნო ცხრილში (ცხრილი 6.5) მოყვანილია ენგურის წყალგამყოფში არსებული და დაგეგმილი ჰიდროელექტრო ინფრასტრუქტურის მახასიათებლები. ხაიშის წყალდაღმა არსებული ინფრასტრუქტურა შედგება, პირველ რიგში, ენგურის ჰიდროელექტრო სადგურისა და აფხაზეთში მდებარე ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადისაგან. ერთობლივად ეს ობიექტები 5.5 მილიარდ კვატ/სთ ენერგიას აწარმოებს. ხუდონის გარდა დაგეგმილია კიდევ სამი ობიექტის შექმნა სოფელ ტობარის წყალაღმა. ენგურის კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგური ენგურის კაშხალი (ფოტო ალბომში 9) მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედის ძირში, ჯვრის ჩრდილოეთით. ამ ობიექტს ფლობს და ამუშავებს შპს ენგურჰესი. ჰიდროელექტრო სადგური ექსპლუატაციაშია 1978 წლიდან, თუმცა კაშხლის მშენებლობა 1994 წელს დამთავრდა. ამჟამად ენგურის ჰიდროელექტრო სადგური გამოიმუშავებს საქართველოსათვის საჭირო მთელი ელექტროენერგიის 40%. ფუნდამენტის ზევით 271.5 მ სიმაღლის კაშხალი მისი მშენებლობის დროს მსოფლიოს ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი იყო. მისი ზედაპირი ზღვის დონიდან 513 მ-ზეა. წყლის მიმღებები, თითოეული 10 x 35 მ ჭრილის, მდებარეობსა კლდეში, მარჯვენა ნაპირზე, ქვედა დონით ზღვის დონიდან დაახლოებით 430 მ. თითოეულის გამტარუნარიანობაა 450 მ3/წმ. მათ იცავს ბადე (ფოტო 9). მიმღებებიდან მარაგდება 15 კმ სიგრძის, 9.5 მ დიამეტრის წნევითი გვირაბი. ელექტროსადგურის შენობა, რომელიც აფხაზეთში მიწის ქვეშ არის განლაგებული, აღჭურვილია 5 დიაგონალური ჰიდროტურბინით. სრული საპროექტო სიმძლავრე 1,300 მეგავატს შეადგენს, წლიური გენერაცია კი - 4,430 გიგავატ/სთ (POYRY, 200?). გასული წყალი 3,200 მ სიგრძის გამავალი გვირაბით ჩადის გალის წყალსაცავში და ამარაგებს ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადს (იხ. ქვემოთ). წყალი წყალსაცავიდან ჩაედინება (1) ოთხი ქვედა დონის გამშვებით, სარქველის დიამეტრი - 4.5 მ, თითოეული 750 მ3/წმ გამტარობით; (2) წყალსაგდებით, რომელიც შედგება 12 გვერდული სარქველისაგან (3.5 მ x 9.5 მ), საპროექტო სიმძლავრით - 2,500 მ3/წმ. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა წყალსაცავი იცლება ქვედა დონის გამშვების საშუალებით, ვინაიდან ხის მოტივტივე ნაჭრებმა წყალსაგდები დააზიანა, რაც ზრდის მდინარეში ანოქსინებისა და ტოქსიკური ნივთიერებების ჩაშვების რისკს. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

77

6.4 ბუნებივი რესურსები

ხუდონის პროექტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს საკვლევ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე:

წყალი (ჰიდრორესურსები), მინერალური რესურსები, ტყის რესურსები, ნადირი და თევზები.

6.4.1 ჰიდრო რესურსები

მდინარე ენგურის სისტემის ჰიდროპოტენციალი

ჰიდროპოტენციალი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ენერგორესურსად ითვლება. მდინარე ენგურის სისტემას,

რომელიც ხშირი წვიმებითა და დიდი დაქანებით საზრდოობს, გააჩნია ჰიდროელექტროგენერაციის დიდი

პოტენციალი, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 21 მილიარდ კვატ/სთ-ის ოდენობით.

მომდევნო ცხრილში (ცხრილი 6.5) მოყვანილია ენგურის წყალგამყოფში არსებული და დაგეგმილი ჰიდროელექტრო

ინფრასტრუქტურის მახასიათებლები.

ხაიშის წყალდაღმა არსებული ინფრასტრუქტურა შედგება, პირველ რიგში, ენგურის ჰიდროელექტრო სადგურისა და

აფხაზეთში მდებარე ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადისაგან. ერთობლივად ეს ობიექტები 5.5

მილიარდ კვატ/სთ ენერგიას აწარმოებს.

ხუდონის გარდა დაგეგმილია კიდევ სამი ობიექტის შექმნა სოფელ ტობარის წყალაღმა.

ენგურის კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგური

ენგურის კაშხალი (ფოტო ალბომში 9) მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედის ძირში, ჯვრის ჩრდილოეთით. ამ

ობიექტს ფლობს და ამუშავებს შპს ენგურჰესი. ჰიდროელექტრო სადგური ექსპლუატაციაშია 1978 წლიდან, თუმცა

კაშხლის მშენებლობა 1994 წელს დამთავრდა. ამჟამად ენგურის ჰიდროელექტრო სადგური გამოიმუშავებს

საქართველოსათვის საჭირო მთელი ელექტროენერგიის 40%.

ფუნდამენტის ზევით 271.5 მ სიმაღლის კაშხალი მისი მშენებლობის დროს მსოფლიოს ყველაზე მაღალი თაღოვანი

კაშხალი იყო. მისი ზედაპირი ზღვის დონიდან 513 მ-ზეა.

წყლის მიმღებები, თითოეული 10 x 35 მ ჭრილის, მდებარეობსა კლდეში, მარჯვენა ნაპირზე, ქვედა დონით ზღვის

დონიდან დაახლოებით 430 მ. თითოეულის გამტარუნარიანობაა 450 მ3/წმ. მათ იცავს ბადე (ფოტო 9). მიმღებებიდან

მარაგდება 15 კმ სიგრძის, 9.5 მ დიამეტრის წნევითი გვირაბი.

ელექტროსადგურის შენობა, რომელიც აფხაზეთში მიწის ქვეშ არის განლაგებული, აღჭურვილია 5 დიაგონალური

ჰიდროტურბინით. სრული საპროექტო სიმძლავრე 1,300 მეგავატს შეადგენს, წლიური გენერაცია კი - 4,430

გიგავატ/სთ (POYRY, 200?).

გასული წყალი 3,200 მ სიგრძის გამავალი გვირაბით ჩადის გალის წყალსაცავში და ამარაგებს ვარდნილის

ჰიდროელექტრო სადგურების კასკადს (იხ. ქვემოთ).

წყალი წყალსაცავიდან ჩაედინება (1) ოთხი ქვედა დონის გამშვებით, სარქველის დიამეტრი - 4.5 მ, თითოეული 750

მ3/წმ გამტარობით; (2) წყალსაგდებით, რომელიც შედგება 12 გვერდული სარქველისაგან (3.5 მ x 9.5 მ), საპროექტო

სიმძლავრით - 2,500 მ3/წმ. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა წყალსაცავი იცლება ქვედა დონის გამშვების

საშუალებით, ვინაიდან ხის მოტივტივე ნაჭრებმა წყალსაგდები დააზიანა, რაც ზრდის მდინარეში ანოქსინებისა და

ტოქსიკური ნივთიერებების ჩაშვების რისკს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!