04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

76

6.2.5 ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციაზე მოქმედი ძირითადი

ფაქტორები საკვლევ ტერიტორიაზე

საკვლევ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციაზე ზემოქმედებს შემდგომი ძირითადი ფაქტორები,

სიმწვავის მიხედვით:

• ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებას უპირველესად ემუქრება ტყის უკანონო ჭრა და

მორების დამზადება, საწვავი შეშის მოგროვება, საშენი მასალებითა და ხე-ტყით ვაჭრობა. ეს ფაქტორები

იწვევს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციას.

• ბრაკონიერობა და ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა, ნადირობა/ჭერა, აგრეთვე იშვიათ სახეობებზე

ბრაკონიერული ნადირობა ფართოდაა გავრცელებული მთიან რაიონებში (ნადირობენ მსხვილ ჩლიქოსნებზე,

მურა დათვებზე, ფოცხვერზე; მელიასა და წავს იჭერენ ტყავის მოპოვების მიზნით - იხ. § 6.4.4, ნადირობა).

• ზოგან მცენარეული საფარის დეგრადაციას იწვევს მისი ზედმეტი გამოყენება საძოვრად, გაუკონტროლებელი

ძოვა, რაც ცვლის მცენარეული საფარის სპონტანური წარმოქმნის რეჟიმს.

• გარდა გეოლოგიური მოვლენებისა (მიწისძვრები, ზვავები, მეწყრები) მცენარეული საფარისა და ნიადაგის

სერიოზულ დეგრადაციას იწვევს აქტიური ეროზია, რასაც ხშირად ხელს უწყობს ნაპირებზე მიმდინარე

გაუფრთხილებელი სამუშაოები.

• ამჟამად ხეობაში დაბინძურება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ ლოკალიზებულ დაბინძურებას

იწვევს საშინაო და ურბანული ჩამდინარე წყლები, ნაგავი და მყარი ნივთიერებები, სასოფლოსამეურნეო და

სატყეო მეურნეობებისდან მომდინარე მინარევები (კერძოდ, სახერხები, საიდანაც ნახერხი პირდაპირ

მდინარეში იყრება).

6.3 ლანდშაფტი

წყალდაღმა მიმავალი გზა ენგურის მწვანე ფონში ჩამჯდარ, საოცრად ლურჯ წყალსაცავს მიუყვება, რომელსაც

ჰორიზონტის ხაზზე მაღალი მთები საზღვრავს. ხედები სეზონის მიხედვით იცვლება და ზამთარში წყლის დაბალი

დონე აშკარად აჩენს მთის გაშიშვლებულ ფერდობებს.

თუ წყალაღმა გაიხედავთ, თქვენ წინაშე გადაიშლება ტიპიური მთის ხეობის ლანდშაფტი, ვიწრო ხევებითა და ტყით

დაფარული ციცაბო ფერდობებით, რომლებიც მჩქეფარე მდინარეს გარს ერტყმის. ცოტა კიდევ უფრო სამხრეთით

უკეთ დაინახავთ, თუ რაოდენ რთული პრობლემაა აქ მეწყრები. ხეობაში მრავლადაა ელექტროგადამცემი ხაზები,

ხშირად აშკარად მოძველებული.

ხუდონის მშენებლობის ადგილზე ბევრი, მეტნაკლებად მიტოვებული შენობააა (წარსულში არსებული დასახლებები

და საოფისე შენობები) და საქმიანობის ასე თუ ისე ლეგალური ფორმები კერძო სასტუმრო სახლების, სახერხების

სახით. ლანდშაფტი მეტად დაზიანებულია ეროზიით. წარსულში არსებული ინფრასტრუქტურა მიტოვებულია

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ახლა ეს ადგილები მართლაც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს (მიტოვებული

რელსები, აქა იქ - მასალის გროვები, ეროდირებული ფერდობები, ნახევრადდამთავრებული შენობები, გვირაბში

შესასვლელი და ა.შ.).

შესართავის ზემოთ ხეობა კვლავ ვიწროვდება, ფერდობები კი მწვანდება, ტყეც უფრო ხშირია და წყალაღმა

ლანდშაფტი გაცილებით უფრო ლამაზია.

მდინარე ნენსკრას დასაწყისში ვიწრო ხეობა ნელნელა ფართოვდება, რაც იძლევა გარკვეული საქმიანობის

განხორციელების საშუალებას. აქაურ გორაკებს იყენებენ საძოვრად ან სავარგულებად.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!