khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 66 6.2.3.3 ბიოლოგიური ფასეულობა (ფაუნა) ქვემოთ მოცემული ცხრილი (იხ. ცხრილი 6-4) წარმოგვიდგენს გაფართოებულ საკვლევ ტერიტორიაზე პოტენციურად არსებულ სახეობათა რიცხვს, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არსებულ სახეობათა რიცხვს და გადაშენების პირას ყოფნის გლობალურ ან ადგილობრივ სტატუსს (ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის კატეგორიებს), ასევე კავკასიის რეგიონისათვის ენდემურ, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე მობინადრე სახეობათა რაოდენობას. • ამფიბიები ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ გვხვდება გადაშენების პირას მყოფ ამფიბიათა სახეობები. ჯერჯერობით არ აღრიცხულა ორი ენდემური ამფიბია, Pelodytes caucasicus და verrucosissimus, თუმცა მათი ამ ადგილებში ბინადრობა მეტად სავარაუდოა. Bufo • ქვეწარმავლები ცხრილში მოხსენიებულია ერთადერთი გადაშენების პირას მყოფი ქვეწარმავალი, კავკასიური გველგესლა, Vipera kaznakovi, რომელიც საერთაშორისო კავშირის წითელი წიგნით კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი გლობალურ და ეროვნულ დონეზე. ეს სახეობა ასოცირდება ტყის ლანდშაფტთან. ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ენდემური ქვეწარმავლები მოიცავს კლდის ხვლიკების ენდემურ ჯგუფს: Darevskia brauneri და Darevskia derjugini. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს სხვა ენდემური ქვეწარმავლების არსებობასაც, როგორებიცაა Darevskia saxicola და Natrix megalocephala, თუმცა მათი სტატუსი, როგორც ფართოდ გავრცელებული სახეობებისა კვლავ სადავოა ტაქსონომიური თვალსაზრისით. • ფრინველები ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი ერთადერთი ფრინველია ტყეში მობინადრე სახეობა ბუკიოტი, Aegolius funereus (ეროვნულ დონეზე სარისკო კატეგორიაში). ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე ფრინველთა ენდემური სახეობები არ გვხვდება. ორი ენდემური ფრინველი, როგორებიცაა კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) და კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რომელიც ენგურის წყალგამყოფშია გავრცელებული, გვხვდება აგრეთვე ცენტრალური საკვლევი ტერიტორიიდან შორს. • ძუძუმწოვრები ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე გვხვდება ზოგიერთი გადაშენების პირას მყოფი და ენდემური ძუძუმწოვარა ცხოველი. ეს სახეობები მოიცავს მურა დათვსა (Ursus arctos - nationally EN) და ფოცხვერს (Lynx lynx). მურა დათვი და ფოცხვერი ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ ბინადრობს. აქ მურა დათვი იშვიათად გვხვდება გზების სიახლოვისა და ადამიანთა ბინადრობის გამო და ხასიათდება სეზონური გადადგილებებით (მაგ. ვერტიკალურად). ფოცხვერი ძალზე იშვიათია ენგურის მთელ წყალგამყოფში, მათ შორის ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 67 ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე პოტენციურად არსებულ სხვა ენდემურ სახეობათა შორის არის რამდენიმე მღრღნელი, მაგ. კავკასიური ანუ სპარსული ციყვი (Sciurus anomalus), კლუხორის თაგვანა (Sicista kluchorica - ეროვნულ დონეზე მოწყვლადი), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikovi - მოწყვლადი ეროვნულ დონეზე), გუდაურის მემინდვრია (Chionomys gud), მცირეაზიური მემინდვრია (Chionomys roberti) და რამდენიმე მწერიჭამია კავკასიური წყლის ბიგა (Neomys teres schelkovnikovi), კავკასიური ბიგა (Sorex satunini), და ვოლნუხინის ბიგა (Sorex volnuchini). წავი (Lutra lutra - ეროვნულ დონეზე სარისკო) ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე პოტენციურად უნდა მოიპოვებოდეს, თუმცა მათი ბინადრობის სტატუსი გაურკვეველია. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica), რომელიც გადაშენების პირას მყოფთა სიაშია შეტანილი, გვხვდება ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ენგურის წყალგამყოფის ზედა ზონებში. მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების ანალიზი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში დასატბორი და დეგრადირებული ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის შეუცვლელობის შესაფასებლად ვიყენებდით ფარდობითობის მიდგომას, რომელიც მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების ანალიზის ფარგლებში იქნა შემუშავებული (იხ. ჩანართი 4-1). ცენტრალური საკვლევი ტერიტორიისათვის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილის სტატუსისა და კონსერვაციის პრიორიტეტული დონის მისანიჭებლად გამოვიყენეთ ამ სტატუსის გამოსავლენი ისეთი სახეობები, როგორებიცაა ფაუნის გადაშენების პირას მყოფი და ადგილობრივი სახეობები. ამ სახეობებზე დაყრდნობით, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ სრულდება მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილის სტატუსის მისანიჭებელი კრიტერიუმი გლობალურ მასშტაბში, თუმცა ეს სტატუსი მას მიენიჭება ეროვნულ დონეზე. მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილებზე დაფუძნებული ანალიზით, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიას მიენიჭა მე-5 დონე, რომელიც ეროვნულ დონეზე წარმოადგენს კონსერვაციის პრიორიტეტის ყველაზე დაბალ ხარისხს. გარდა ამისა, ჩვენს ანალიზში გამოყენებული სტატუსის გამოსავლენი სახეობების წყარო პოპულაციები გვხვდება ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის გარეთ, რაც არ აქცევს მას არც ამ პოპულაციების მნიშვნელოვან დერეფნად. • წყლის ფაუნა კავკასიის ეკორეგიონში შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა სისტემები, როგორც სახმელეთო ეკოსისტემები, თევზისა და მდინარის კიბორჩხალის 18 ენდემური სახეობით ხასიათდება მაღალი ენდემურობით (წყარო: WWF Caucasus). კოლხეთის მდინარეებში ენდემურია თევზის სამი სახეობა: Chondrostoma colchicum, კავკასიური მდინარის ღორჯო, Neogobius cephalarges constrictor და ციმორი, Phoxinus phoxinus colchicus, ჩვეულებრივი ციმორის ქვესახეობა. ყველა ეს სახეობა სავარაუდოდ მოიპოვება ენგურის წყალსაცავის წყალაღმა. სხვა სახეობები სუბენდემურია შავი და კასპიის ზღვების მდინარეებში, მაგ. Syngnathus nigrolineatus და Neogobius cephalarges მდინარის დელტასა და ქვედა წელზე, ხოლო Lampetra mariae - ზედა წელზე. უხერხემლოთა შორის: კოლხური კიბო (Astacus colchicus) ის ენდემური სახეობაა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საკვლევ ტერიტორიაზე. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

67

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე პოტენციურად არსებულ სხვა ენდემურ სახეობათა შორის

არის რამდენიმე მღრღნელი, მაგ. კავკასიური ანუ სპარსული ციყვი (Sciurus anomalus),

კლუხორის თაგვანა (Sicista kluchorica - ეროვნულ დონეზე მოწყვლადი), პრომეთეს მემინდვრია

(Prometheomys schaposchnikovi - მოწყვლადი ეროვნულ დონეზე), გუდაურის მემინდვრია

(Chionomys gud), მცირეაზიური მემინდვრია (Chionomys roberti) და რამდენიმე მწერიჭამია

კავკასიური წყლის ბიგა (Neomys teres schelkovnikovi), კავკასიური ბიგა (Sorex satunini), და

ვოლნუხინის ბიგა (Sorex volnuchini).

წავი (Lutra lutra - ეროვნულ დონეზე სარისკო) ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე

პოტენციურად უნდა მოიპოვებოდეს, თუმცა მათი ბინადრობის სტატუსი გაურკვეველია.

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica), რომელიც

გადაშენების პირას მყოფთა სიაშია შეტანილი, გვხვდება ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის

ფარგლებს გარეთ ენგურის წყალგამყოფის ზედა ზონებში.

მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების ანალიზი. პროექტის განხორციელების

შემთხვევაში დასატბორი და დეგრადირებული ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის

შეუცვლელობის შესაფასებლად ვიყენებდით ფარდობითობის მიდგომას, რომელიც მნიშვნელოვანი

ბიომრავალფეროვნების ადგილების ანალიზის ფარგლებში იქნა შემუშავებული (იხ. ჩანართი 4-1).

ცენტრალური საკვლევი ტერიტორიისათვის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილის

სტატუსისა და კონსერვაციის პრიორიტეტული დონის მისანიჭებლად გამოვიყენეთ ამ სტატუსის

გამოსავლენი ისეთი სახეობები, როგორებიცაა ფაუნის გადაშენების პირას მყოფი და ადგილობრივი

სახეობები.

ამ სახეობებზე დაყრდნობით, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ სრულდება მნიშვნელოვანი

ბიომრავალფეროვნების ადგილის სტატუსის მისანიჭებელი კრიტერიუმი გლობალურ მასშტაბში,

თუმცა ეს სტატუსი მას მიენიჭება ეროვნულ დონეზე.

მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილებზე დაფუძნებული ანალიზით, ცენტრალურ

საკვლევ ტერიტორიას მიენიჭა მე-5 დონე, რომელიც ეროვნულ დონეზე წარმოადგენს კონსერვაციის

პრიორიტეტის ყველაზე დაბალ ხარისხს.

გარდა ამისა, ჩვენს ანალიზში გამოყენებული სტატუსის გამოსავლენი სახეობების წყარო

პოპულაციები გვხვდება ცენტრალური საკვლევი ტერიტორიის გარეთ, რაც არ აქცევს მას არც ამ

პოპულაციების მნიშვნელოვან დერეფნად.

• წყლის ფაუნა

კავკასიის ეკორეგიონში შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა სისტემები, როგორც

სახმელეთო ეკოსისტემები, თევზისა და მდინარის კიბორჩხალის 18 ენდემური სახეობით

ხასიათდება მაღალი ენდემურობით (წყარო: WWF Caucasus).

კოლხეთის მდინარეებში ენდემურია თევზის სამი სახეობა: Chondrostoma colchicum,

კავკასიური მდინარის ღორჯო, Neogobius cephalarges constrictor და ციმორი, Phoxinus

phoxinus colchicus, ჩვეულებრივი ციმორის ქვესახეობა. ყველა ეს სახეობა სავარაუდოდ

მოიპოვება ენგურის წყალსაცავის წყალაღმა.

სხვა სახეობები სუბენდემურია შავი და კასპიის ზღვების მდინარეებში, მაგ. Syngnathus

nigrolineatus და Neogobius cephalarges მდინარის დელტასა და ქვედა წელზე, ხოლო

Lampetra mariae - ზედა წელზე.

უხერხემლოთა შორის: კოლხური კიბო (Astacus colchicus) ის ენდემური სახეობაა, რომელიც

შესაძლოა არსებობდეს საკვლევ ტერიტორიაზე.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!