04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

66

6.2.3.3 ბიოლოგიური ფასეულობა (ფაუნა)

ქვემოთ მოცემული ცხრილი (იხ. ცხრილი 6-4) წარმოგვიდგენს გაფართოებულ საკვლევ ტერიტორიაზე

პოტენციურად არსებულ სახეობათა რიცხვს, ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არსებულ სახეობათა

რიცხვს და გადაშენების პირას ყოფნის გლობალურ ან ადგილობრივ სტატუსს (ბუნებისა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის კატეგორიებს), ასევე კავკასიის რეგიონისათვის ენდემურ,

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე მობინადრე სახეობათა რაოდენობას.

• ამფიბიები

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ გვხვდება გადაშენების პირას მყოფ ამფიბიათა სახეობები.

ჯერჯერობით არ აღრიცხულა ორი ენდემური ამფიბია, Pelodytes caucasicus და

verrucosissimus, თუმცა მათი ამ ადგილებში ბინადრობა მეტად სავარაუდოა.

Bufo

• ქვეწარმავლები

ცხრილში მოხსენიებულია ერთადერთი გადაშენების პირას მყოფი ქვეწარმავალი, კავკასიური

გველგესლა, Vipera kaznakovi, რომელიც საერთაშორისო კავშირის წითელი წიგნით

კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი გლობალურ და ეროვნულ დონეზე. ეს

სახეობა ასოცირდება ტყის ლანდშაფტთან.

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ენდემური ქვეწარმავლები მოიცავს კლდის

ხვლიკების ენდემურ ჯგუფს: Darevskia brauneri და Darevskia derjugini.

ზოგიერთი წყარო ვარაუდობს სხვა ენდემური ქვეწარმავლების არსებობასაც, როგორებიცაა

Darevskia saxicola და Natrix megalocephala, თუმცა მათი სტატუსი, როგორც ფართოდ

გავრცელებული სახეობებისა კვლავ სადავოა ტაქსონომიური თვალსაზრისით.

• ფრინველები

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი ერთადერთი ფრინველია ტყეში

მობინადრე სახეობა ბუკიოტი, Aegolius funereus (ეროვნულ დონეზე სარისკო კატეგორიაში).

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე ფრინველთა ენდემური სახეობები არ გვხვდება. ორი

ენდემური ფრინველი, როგორებიცაა კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) და

კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რომელიც ენგურის წყალგამყოფშია გავრცელებული,

გვხვდება აგრეთვე ცენტრალური საკვლევი ტერიტორიიდან შორს.

• ძუძუმწოვრები

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე გვხვდება ზოგიერთი გადაშენების პირას მყოფი და ენდემური

ძუძუმწოვარა ცხოველი.

ეს სახეობები მოიცავს მურა დათვსა (Ursus arctos - nationally EN) და ფოცხვერს (Lynx lynx).

მურა დათვი და ფოცხვერი ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე არ ბინადრობს. აქ მურა დათვი

იშვიათად გვხვდება გზების სიახლოვისა და ადამიანთა ბინადრობის გამო და ხასიათდება

სეზონური გადადგილებებით (მაგ. ვერტიკალურად). ფოცხვერი ძალზე იშვიათია ენგურის მთელ

წყალგამყოფში, მათ შორის ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!