khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 64 ერთი შეხედვით, გაფართოებული საკვლევი ტერიტორიის პოტენციური ხმელეთის მაკროფაუნა შედარებით მრავალფეროვანია: ამფიბიათა 2 (ან მეტი) სახეობა, ქვეწარმავალთა 7 სახეობა, ფრინველების 249 და ძუძუმწოვრების 55 სახეობა. მათი გავრცელება ძირითადად, თუმცა სხვადასხვა დონით უკავშირდება ტყეს, როგორც ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. ტყე, როგორც საცხოვრებელი გარემო. ტყის ეკოსისტემები, განსაკუთრებით მთის ტყეები წარმოადგენს ცხოველთა მრავალი სახეობის საცხოვრებელ გარემოს. ამგვარ სახეობათა შორისაა კავკასიის ფოკუსურ სახეობათა უმეტესობა. გარდა ამისა, სუბალპურ სარტყელში მცხოვრები სახეობები (მაგ. როჭო) მთის ტყეებს იყენებს, როგორც ალტერნატიულ, საკვებ და გამოსაზამთრებელ გარემოს. ტყეების არსებობასა და ხარისხზე დამოკიდებულია ღამურის სახეობათა უმეტესობა, მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებლები, მაგ. მგელი (Canis lupus), ტურა (Canis aureus), მელია (Vulpes vulpes) და ჩლიქოსნები. აღსანიშნავია, რომ ევროპული ველური კატის (Felis sylvestris) კავკასიის პოპულაცია და ფიჭვის კვერნა (Martes martes) შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ტყეებში. ამ პოპულაციების შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია დედამიწის გარშემო ამ სახეობათა კონსერვაციის თვალსაზრისით. ტყის გარემოში აგრეთვე ხშირად სახლდება ზოგიერთი ენდემური მღრღნელი და მწერიჭამია, მაგ. მინდვრის თაგვი (Chionomys roberti) ან თხუნელა (Talpa caucasia and Talpa levantis). ფრინველთა ფაუნა კავკასიის ტყეებში ასევე მდიდარია, თუმცა ენდემურ ან გლობალურად გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რაოდენობა შედარებით მცირეა. ტყის ლანდშაფტთან ჩვეულებრივ ასოცირდება სალამანდრის რამდენიმე ენდემური სახეობა და ქვეწარმავალთა ზოგიერთი სახეობა. ენგურის ხეობის ტყეებში გვხვდება ქვეწარმავალთა შორის ენდემური კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), რომელიც ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნშია შეტანილი, აგრეთვე კლდის ხვლიკის ენდემური ჯგური (Darevskia spp.). ტყის ეკოსისტემებზე ექსკლუზიურად დამოკიდებულია ბევრი ენდემური უხერხემლო. სანაპირო ტყის გარემო. სანაპირო ტყის ეკოსისტემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგიერთი სახეობა, მაგ. წავი (Mustela nivalis). ტბები. ენურის წყალსაცავის მსგავსი კაშხლოვანი ტბები შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი გარემოა წყლის ფრინველთათვის დაბუდების, გამოზამთრების ან გადაფრენისას დასვენების თვალსაზრისით, ვიდრე ბუნებრივი ჭაობები ან ტბები მათი, როგორც საკვების ცუდი ხარისხის გამო. 6.2.3.2 წყლის ფაუნა • ინფორმაციის წყარო ინფორმაცია თევზებისა და წყლის უხერხემლოთა შესახებ ეფუძნება (1) საინფორმაციო პუბლიკაციებს, სადაც აღწერილია ენგურის კაშხლის აშენებამდე არსებული სიტუაცია (Elanidze et al., 1970 და 1983 ; Terofal, 1984), (2) არსებულ მონაცემთა ბაზებსა (WWF, GCCW; საქართველოს წითელი წიგნი) და (3) ადგილობრივ ჯგუფებთან ჩატარებულ ინტერვიუებს. თანამედროვე ექსპერიმენტული მონაცემები თევზების შესახებ არ არსებობს. • თევზები მდინარე ენგურის სისტემაში იდენტიფიცირებულია თევზის სულ 35 სახეობა (იხ. დანართი 6-2). შესაძლებელია მათი დაყოფა ოთხ ჯგუფად ეკობიოლოგიისა და მდინარე ენგურის სისტემის გაყოლებაზე გავრცელების მიხედვით. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 65 1/ ამფიბიონტური მიგრაციული სახეობები. ზუთხის ოთხი სახეობა (Acipencer sturio, A. stellatus, A. gueldenstaedti colchicus and Huso Huso) წარმოადგენს ანადრომულ სახეობებს, სასიცოცხლო ციკლით შავ ზღვასა და მდინარე ენგურის ქვედა წელს შორის. ევროპული გველთევზა (Anguilla anguilla) კი სიცოცხლეს ატარებს მდინარის სისტემებსა და სარგასის ზღვას შორის. ენგურის კაშხალი წარმოადგენს ბარიერს მიგრაციის გზაზე: კაშხლის ზემოთ არ მოიპოვება არც ერთი ზუთხი. რაც შეეხება გველთევზას, შემჩნეული გველთევზები ძალიან დაბერებული ინდივიდები იყო, რომლებიც 70-იანი წლების მიგრაციის შემდეგ შემორჩა. 2/ ევრიჰალინური სახეობები: ეს სახეობები საცხოვრებლად იყენებს როგორც ზღვის ან მლაშე წყალს, ასევე მტკნარ წყალს. გვხვდება მდინარე ენგურის ქვედა წელზე, ზღვასთან მიერთებამდე. ამ ჯგუფში შედის კეფალის ორი სახეობა (Mugil cephalus, და M. auratus), ზღვის ნემსა (Syngnatus nigrolineatus), ღორჯო (Neogobius cephalarges და Neogobius melanostomus) და სამეკალა (Gasterosteus aculeatus). სახეობები დამახასიათებელია მდინარის დელტისა და ქვედა წელისათვის და ენგურის კაშხლის წყალაღმა არ გვხვდება. 3/ მდინარის ქვედა წელის მტკნარი წყლის თევზები: ეს თევზები შეადგენს ფართო კალაპოტიან და ნელდინებიან მდინარეთა ქვედა წელის პოპულაციებს. ისინი ენგურის ქვედა წელზეც გვხვდება. ზოგი მათგანი შესაძლოა გავრცელებული იყოს ენგურის წყალსაცავშიც. მათი უმრავლესობა კობრისებრია: კაპარჭინა, ამიერკავკასიური ბლიკა და Vimba vimba, კობრი (Cyprinus carpio), Scardinius eurythrphtalmus და კარჩხალი (Leucosiscus. boristhenicus), აგრეთვე ჩვეულებრივი თაღლითა და დუნაის თაღლითა (Alburnus alburnus და Chalcalburnus chalcoides), Rhodeus sericeus amarus და Aspius aspius. მათთან ასოცირებული მტაცებელი თევზებია ქარიყლაპია (Esox lucius), რომელიც წყალსაცავში კარგად არ მრავლდება, ევროპული ქორჭილა (Perca fluviatulis), Lucioperca lucioperca და ლოქო (Silurus glanis). სხვა პოტენციური სახეობებია Cobitis taenia satunini და Noemacheilus angorae და კავკასიური მდინარის ღორჯოს ქვესახეობა (Neogobius cephalarges constrictor). 4/ მდინარის ზედა წელის თევზები: ეს სახეობები ბინადრობს მთის, ჩქარ მდინარეებში, ქვიშასა და ოლიგოტროპულ პირობებში. ყველაზე გავრცელებული სახეობებია ჩვეულებრივი კალმახი (Salmo trutta) წყალსაცავებში მცხოვრები ფორმით (Salmo trutta morpho labrax). მათ შორისაა კობრისებრნი, როგორიცაა კოლხური წვერა (Barbus tauricus escherichi), Chondrostoma colchicum - ენდემურია კოლხეთის მდინარეებში, კარჩხალი (Leuciscus cephalus), ციმორი (Phoxinus phoxinus colchicus) და დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი (Gobio gobi). სხვა სახეობებს შეადგენს მტკნარი წყლის მრგვალი მურწა Neogobius cephalarges constrictor, რომელიც პრაქტიკულად ყველგან ბინადრობს და მტკნარი წყლის უკრაინული სალამურა (Lamperta = Eudontomyson mariae). დომინანტური სახეობებია ჩვეულებრივი კალმახი (Salmo trutta) წყალსაცავებში მცხოვრები ფორმით (Salmo trutta morpho labrax). • ვერტიკალური ზონალობა თევზების ვერტიკალური ზონალობა ევროპის წყლებში ჰუიტის (1949) მიხედვით დამოკიდებულია მდინარის სიგანესა და დაქანებაზე. აქ გამოიყოფა ოთხი ზონა, რომელთაგან თითოეული ხასიათდება კონკრეტული ჯგუფით: კაპარჭინების ზონა, წვერას ზონა, ქარიუსის ზონა და კალმახის ზონა. ამგვარი ზონალობის მიხედვით ხუდონის წყალსაცავის მშენებლობის ადგილას მდინარე ენგური, 10%-იანი დაქანებით წარმოადგენს კალმახის ზონის ეკოსისტემას. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

65

1/ ამფიბიონტური მიგრაციული სახეობები. ზუთხის ოთხი სახეობა (Acipencer sturio, A.

stellatus, A. gueldenstaedti colchicus and Huso Huso) წარმოადგენს ანადრომულ სახეობებს,

სასიცოცხლო ციკლით შავ ზღვასა და მდინარე ენგურის ქვედა წელს შორის. ევროპული გველთევზა

(Anguilla anguilla) კი სიცოცხლეს ატარებს მდინარის სისტემებსა და სარგასის ზღვას შორის.

ენგურის კაშხალი წარმოადგენს ბარიერს მიგრაციის გზაზე: კაშხლის ზემოთ არ მოიპოვება არც

ერთი ზუთხი. რაც შეეხება გველთევზას, შემჩნეული გველთევზები ძალიან დაბერებული

ინდივიდები იყო, რომლებიც 70-იანი წლების მიგრაციის შემდეგ შემორჩა.

2/ ევრიჰალინური სახეობები: ეს სახეობები საცხოვრებლად იყენებს როგორც ზღვის ან მლაშე

წყალს, ასევე მტკნარ წყალს. გვხვდება მდინარე ენგურის ქვედა წელზე, ზღვასთან მიერთებამდე. ამ

ჯგუფში შედის კეფალის ორი სახეობა (Mugil cephalus, და M. auratus), ზღვის ნემსა

(Syngnatus nigrolineatus), ღორჯო (Neogobius cephalarges და Neogobius melanostomus)

და სამეკალა (Gasterosteus aculeatus). სახეობები დამახასიათებელია მდინარის დელტისა და

ქვედა წელისათვის და ენგურის კაშხლის წყალაღმა არ გვხვდება.

3/ მდინარის ქვედა წელის მტკნარი წყლის თევზები: ეს თევზები შეადგენს ფართო კალაპოტიან და

ნელდინებიან მდინარეთა ქვედა წელის პოპულაციებს. ისინი ენგურის ქვედა წელზეც გვხვდება.

ზოგი მათგანი შესაძლოა გავრცელებული იყოს ენგურის წყალსაცავშიც. მათი უმრავლესობა

კობრისებრია: კაპარჭინა, ამიერკავკასიური ბლიკა და Vimba vimba, კობრი (Cyprinus carpio),

Scardinius eurythrphtalmus და კარჩხალი (Leucosiscus. boristhenicus), აგრეთვე

ჩვეულებრივი თაღლითა და დუნაის თაღლითა (Alburnus alburnus და Chalcalburnus

chalcoides), Rhodeus sericeus amarus და Aspius aspius. მათთან ასოცირებული მტაცებელი

თევზებია ქარიყლაპია (Esox lucius), რომელიც წყალსაცავში კარგად არ მრავლდება, ევროპული

ქორჭილა (Perca fluviatulis), Lucioperca lucioperca და ლოქო (Silurus glanis). სხვა

პოტენციური სახეობებია Cobitis taenia satunini და Noemacheilus angorae და კავკასიური

მდინარის ღორჯოს ქვესახეობა (Neogobius cephalarges constrictor).

4/ მდინარის ზედა წელის თევზები: ეს სახეობები ბინადრობს მთის, ჩქარ მდინარეებში, ქვიშასა და

ოლიგოტროპულ პირობებში. ყველაზე გავრცელებული სახეობებია ჩვეულებრივი კალმახი (Salmo

trutta) წყალსაცავებში მცხოვრები ფორმით (Salmo trutta morpho labrax). მათ შორისაა

კობრისებრნი, როგორიცაა კოლხური წვერა (Barbus tauricus escherichi), Chondrostoma

colchicum - ენდემურია კოლხეთის მდინარეებში, კარჩხალი (Leuciscus cephalus), ციმორი

(Phoxinus phoxinus colchicus) და დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი (Gobio gobi). სხვა

სახეობებს შეადგენს მტკნარი წყლის მრგვალი მურწა Neogobius cephalarges constrictor,

რომელიც პრაქტიკულად ყველგან ბინადრობს და მტკნარი წყლის უკრაინული სალამურა

(Lamperta = Eudontomyson mariae).

დომინანტური სახეობებია ჩვეულებრივი კალმახი (Salmo trutta) წყალსაცავებში მცხოვრები

ფორმით (Salmo trutta morpho labrax).

• ვერტიკალური ზონალობა

თევზების ვერტიკალური ზონალობა ევროპის წყლებში ჰუიტის (1949) მიხედვით დამოკიდებულია

მდინარის სიგანესა და დაქანებაზე. აქ გამოიყოფა ოთხი ზონა, რომელთაგან თითოეული

ხასიათდება კონკრეტული ჯგუფით: კაპარჭინების ზონა, წვერას ზონა, ქარიუსის ზონა და

კალმახის ზონა.

ამგვარი ზონალობის მიხედვით ხუდონის წყალსაცავის მშენებლობის ადგილას მდინარე ენგური,

10%-იანი დაქანებით წარმოადგენს კალმახის ზონის ეკოსისტემას.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!