04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

64

ერთი შეხედვით, გაფართოებული საკვლევი ტერიტორიის პოტენციური ხმელეთის მაკროფაუნა შედარებით

მრავალფეროვანია: ამფიბიათა 2 (ან მეტი) სახეობა, ქვეწარმავალთა 7 სახეობა, ფრინველების 249 და

ძუძუმწოვრების 55 სახეობა. მათი გავრცელება ძირითადად, თუმცა სხვადასხვა დონით უკავშირდება ტყეს,

როგორც ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს.

ტყე, როგორც საცხოვრებელი გარემო. ტყის ეკოსისტემები, განსაკუთრებით მთის ტყეები წარმოადგენს

ცხოველთა მრავალი სახეობის საცხოვრებელ გარემოს. ამგვარ სახეობათა შორისაა კავკასიის ფოკუსურ

სახეობათა უმეტესობა. გარდა ამისა, სუბალპურ სარტყელში მცხოვრები სახეობები (მაგ. როჭო) მთის ტყეებს

იყენებს, როგორც ალტერნატიულ, საკვებ და გამოსაზამთრებელ გარემოს.

ტყეების არსებობასა და ხარისხზე დამოკიდებულია ღამურის სახეობათა უმეტესობა, მურა დათვი (Ursus

arctos), მტაცებლები, მაგ. მგელი (Canis lupus), ტურა (Canis aureus), მელია (Vulpes vulpes) და

ჩლიქოსნები. აღსანიშნავია, რომ ევროპული ველური კატის (Felis sylvestris) კავკასიის პოპულაცია და

ფიჭვის კვერნა (Martes martes) შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ტყეებში. ამ პოპულაციების

შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია დედამიწის გარშემო ამ სახეობათა კონსერვაციის თვალსაზრისით.

ტყის გარემოში აგრეთვე ხშირად სახლდება ზოგიერთი ენდემური მღრღნელი და მწერიჭამია, მაგ. მინდვრის

თაგვი (Chionomys roberti) ან თხუნელა (Talpa caucasia and Talpa levantis).

ფრინველთა ფაუნა კავკასიის ტყეებში ასევე მდიდარია, თუმცა ენდემურ ან გლობალურად გადაშენების პირას

მყოფ სახეობათა რაოდენობა შედარებით მცირეა.

ტყის ლანდშაფტთან ჩვეულებრივ ასოცირდება სალამანდრის რამდენიმე ენდემური სახეობა და

ქვეწარმავალთა ზოგიერთი სახეობა. ენგურის ხეობის ტყეებში გვხვდება ქვეწარმავალთა შორის ენდემური

კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), რომელიც ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნშია შეტანილი, აგრეთვე კლდის ხვლიკის ენდემური ჯგური (Darevskia

spp.).

ტყის ეკოსისტემებზე ექსკლუზიურად დამოკიდებულია ბევრი ენდემური უხერხემლო.

სანაპირო ტყის გარემო. სანაპირო ტყის ეკოსისტემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგიერთი სახეობა,

მაგ. წავი (Mustela nivalis).

ტბები. ენურის წყალსაცავის მსგავსი კაშხლოვანი ტბები შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი გარემოა წყლის

ფრინველთათვის დაბუდების, გამოზამთრების ან გადაფრენისას დასვენების თვალსაზრისით, ვიდრე

ბუნებრივი ჭაობები ან ტბები მათი, როგორც საკვების ცუდი ხარისხის გამო.

6.2.3.2 წყლის ფაუნა

• ინფორმაციის წყარო

ინფორმაცია თევზებისა და წყლის უხერხემლოთა შესახებ ეფუძნება (1) საინფორმაციო

პუბლიკაციებს, სადაც აღწერილია ენგურის კაშხლის აშენებამდე არსებული სიტუაცია (Elanidze et

al., 1970 და 1983 ; Terofal, 1984), (2) არსებულ მონაცემთა ბაზებსა (WWF, GCCW;

საქართველოს წითელი წიგნი) და (3) ადგილობრივ ჯგუფებთან ჩატარებულ ინტერვიუებს.

თანამედროვე ექსპერიმენტული მონაცემები თევზების შესახებ არ არსებობს.

• თევზები

მდინარე ენგურის სისტემაში იდენტიფიცირებულია თევზის სულ 35 სახეობა (იხ. დანართი 6-2).

შესაძლებელია მათი დაყოფა ოთხ ჯგუფად ეკობიოლოგიისა და მდინარე ენგურის სისტემის

გაყოლებაზე გავრცელების მიხედვით.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!