04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

61

მცენარეული საფარის დეგრადირების ამგვარი მდგომარეობა აშკარად ჩანს სატელიტურ ფოტოზე (სურათი 6-

5).

სოფლის წყალაღმა და მდინარე ნენსკრას შერთვის არეალში ფერდობები უფრო შემონახულია, ხოლო ტყე -

უფრო ხშირი. გვხვდება დიდი დიამეტრის ხეები. აქვეა რამდენიმე ლოკალიზებული მეწყრული ზონა.

წინასწარი დაკვირვების ეს შედეგები უნდა შეივსოს უფრო დეტალური კვლევით საჰაერო ფოტოებისა და

ნიადაგის ინსპექციის საშუალებით.

ჩანართი 6.1: ტყის ზონაში სხვადასხვა ტიპის მცენარეული საფარის აღწერილობა

• ფართოფოთლოვანი ტყეები

ზღვის დონიდან 600-1,600 მ ძირითადად გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები.

შედარებით მშრალ ფერდობებზე გვხვდება მუხის ტყები (Quercus iberica), რომელშიც მჟავე ნიადაგებზე შერეულია

კავკასიური (Carpinus caucasicus) ან აღმოსავლური (Carpinus orientalis) რცხილა.

მჟავე ნიადაგებსა და ჩრდილოეთის ფერდობებზე უფრო ნაკლები წაბლის ტყეა (Castanea sativa), შერეული კავკასიურ

რცხილასთან (Carpinus caucasicus) და წიფელთან (Fagus orientalis), ქვედა დონეებზე ხშირად თხილის ხეებით (Coryllus

avellana).

ტენიან ადგილებში დომინირებს წიფლის ტყეები (Fagus orientalis), შერეული წაბლთან (Castanea sativa) მჟავე ნიადაგებზე

და ევკალიპტი (Boxus colchicus) კირქვა ნიადაგებზე, სადაც ქვედა სართულებზე ხშირია როდოდენდრონი (Rhododendron

ponticum, R. caucasicum) და მოცვი (Vaccinum myrtillus, V. arctostaphylos).

• მუქწიწვოვანი ტყეები

ზღვის დონიდან 1,600 მ-ის ზემოთ წიფლის ტყეები (Fagus orientalis) გზას უთმობს მუქწიწვოვან ტყეებს (Picea orientalis,

Abies nordmanniana) წიფლისა და ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ტყეების მონაკვეთებით.

კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ტყეები ძირითადად გავრცელებულია უხვწვიმიან რაიონებში, როგორიცაა

ნენსკრას ხეობები, აქვე გვხვდება Laurocerasus officinalis, Vaccinum arctostaphylos, ზოგან - Rhododendron luteum

and Viburnum lantana.

ფიჭვის ტყეები (Pinus sosnowskyi) ძირითადად იზრდება მშრალ, სამხრეთისკენ მიმართულ ფერდობებზე ნიადაგის თხელი

ფენით.

პირველადი ფიჭვის ტყეები ასოცირებულია ღვიასთან და ბალახოვან სახეობებთან, როგორებიცაა Poa და Brachypodium,

ხოლო მეორადი ფიჭვის ტყეები ჩვეულებრივ უკავშირდება თხილს (Coryllus avellana), მოცვსა (Vaccinum myrtillus) and

Azalea pontica სახეობას, და იზრდება გაცილებით უფრო მშრალ ადგილებში.

ნაძვის გავრცელება უწესრიგოა: ნაკლებწვიმიან ადგილებში გვხვდება ნაძვი სოჭთან ან ფიჭვთან ერთად. უფრო ტენიან

მონაკვეთებში ისინი ასოცირებულია სახეობებთან: Rhododendron ponticum, Vaccinum arctostaphylos და მაღალ

ბალახოვან მცენარეებთან, ხოლო სამხრეთის ზომიერად მშრალ ფერდობებზე - სახეობებთან: Rhododendron luteum და

Calamagrostis.

ამავე სიმაღლეებზე სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე აგრეთვე გვხვდება მთის მუხა

(Quercus

macranthera). სვანეთი წარმოადგენს კავკასიაში მთის მუხის გავრცელების დასავლეთ ზღვარს.

მთის ნეკერჩხლის ტყეები (Acer trautvetteri) გვხვდება ალუვიალურ კონცხებზე ზღვის დონიდან 1,700-2,300 მ და კიდურა

ტყეების სიახლოვეს - ზღვის დონიდან 2,100-2,200 მ.

• ბუჩქნარი. ენგურის წყალგამყოფში, ტენიანობის, ზღვის დონიდან სიმაღლისა და ტყის დეგრადირების ხარისხის მიხედვით

გვხვდება ბუჩქნარის რამდენიმე სახეობა. შედარებით ტენიანი ადგილები იზიდავს სახეობებს attract Sambucus nigra,

Ligustrum vulgare, Rubus caucasicum, Lonicera caucasica, Ribes biebersteinii, Viburnum opulus და Viburnum

lantana, Sorbus subfusca, ა.შ. მაშინ, როდესაც მშრალ ადგილებში გაბატონებულია ღვია (Juniperus depressa და Juniperus

oblonga), Rhododendron luteum, Cotinus coggygria, Crataeus pentagyna, Spiraea hypericifolia, Leptopus colchica….

• ბალახოვანი მცენარეები. ბალახოვანი მცენარეების გავრცელება დაკავშირებულია მთის ჭაობებთან, კლდეებთან და რიყე ქვებთან.

მაღალმთიანი რაიონების მინდვრებზე (1,800 მ ზღვის დონიდან) გვხვდება ძარღვოვან მცენარეთა 400 სახეობა, რომელთაგან 160

კავკასიური ადგილობრივი სახეობაა. მაღალი ბალახოვანი მცენარეები გვხვდება ღია ტყეებში ან მათს სიახლოვეს. ტყისგან

დაცლილ ადგილებში გავრცელებული მაღალბალახოვანი მცენარეები მოიცავს სახეობას Senecio pojarkovae, რომელიც დიდი

კავკასიონის ადგილობრივი სახეობაა;

• სანაპირო ტყეები. ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე, მდინარის ციცაბო ნაპირებიდან გამომდინარე, არ არის ჭანჭრობები,

გვხვდება მხოლოდ ვიწრო ნაპირის ტყეების ვიწრო ზოლები.

სანაპირო ტყეები შედგება მურყნის (Alnus spp.), ვერხვის (Populus tremula), ტირიფიას (Salix spp.) და სხვა ტენის

მოყვარული სახეობებისგან, რომლებიც ასოცირდება მაღალბალახოვან მცენარეებთან, როგორებიცაა Senecio rhombifolius,

Petasites albus, Pachyphragma macrophyllum, Matteuchia struthiopteris და ა.შ.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!