04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

57

6.1.8 მყარი მასალები

მონაცემები მყარი და შეწონილი მასალების შესახებ. საკვლევ ტერიტორიაზე არ არსებობს მონაცემები

დინებით მოტანილი მყარი მასალების შესახებ, საბჭოთა პერიოდში შეწონილი მასალების მონიტორინგის

მონაცემების გამოკლებით (იხ. წინა შენიშვნა). ეს მონაცემები კვლევის დროს ხელთ არ გვქონია.

წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს, რაზეც მეტყველებს ნაპირებზე არსებული ძლიერი

ეროზია და ენგურის წყალსაცავში არსებული დანალექების ოდენობა.

შლამების დალექვა წყალსაცავში. სპეციალისტები თვლიან, რომ 80-იანი წლებიდან მოყოლებული

წყალსაცავში დიდი ოდენობით შლამი დაგროვდა (შპს ენგურჰესი). ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც

წყალქვეშა და ულტრაბგერითი მეთოდებით ჩატარდა, კაშხლის ზემოთ შლამების ფენა 50 მ სისქისაა.

შლამით სავსეა აგრეთვე ენგურის ჰიდროელექტრო სადგურისკენ მიმავალი გვირაბი (საშუალო სისქე: 0.5 მ).

მზადდება ტენდერი ამ გვირაბის გაწმენდაზე წყალაღმა შლამის გატანით. გვირაბის გაწმენდა წყალდაღმა

შლამის მოშორებით არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეკოლოგიური რისკის

ქვეშ დგება აფხაზეთის ჰიდროსისტემა (შპს ენგურჰესი).

მოტივტივე მასალები: მდინარეს მოჰყვება დიდი რაოდენობით მოტივტივე მასალები, ძირითადად მორები,

ტოტები და სახერხი საწარმოს ნარჩენი ნაფოტები.

ამ მასალების ნაწილი დიდი რაოდენობით აკუმულირდება ენგურის კაშხლის უკან, რაც ქმნის წყალსაგდების

დაზიანების რისკს. ყოველწლიურად ამწეებით გააქვთ 1,000 მ3 მოცულობის ხის მასალა. ამაზე

პასუხისმგებელი კერძო კომპანია უფასოდ მუშაობს და მასალები შეშად იყიდება (შპს ენგურჰესი).

ხის მასალების დაგროვება შეინიშნება წყლის დონესთან ახლოსაც, განსაკუთრებით წყალსაცავის ზედა

ნაწილში (ფოტოები 8ა და 8ბ).

ხუდონის კაშხლის აგება სავარაუდოდ შეამცირებს როგორც მყარი, ასევე მოტივტივე მასალების შედინებას

ხუდონის კაშხალში.

6.2 ბიოლოგიური გარემო

წინასწარი საველე დაკვირვებებით დაგროვილი ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს (1)

წარმოვაჩინოთ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა, (2) აღვწეროთ საკვლევ

ტერიტორიაზე არსებული მცენარეული საფარი, (3) შევქმნათ ფაუნის იმ სახეობათა წინასწარი სია, რომლებიც

პოტენციურად არსებობს საკვლევ ტერიტორიაზე და (4) განვსაზღვროთ პროექტის ადგილი (არსებულ და

შემოთავაზებულ) დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

6.2.1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა

(ქვემოთ მოცემული აღწერილობა ეყრდნობა შემდეგ წყაროებს: Elanidze et al. 1970, Elanidze 1983,

Beruchashvili 2000, Bukhnikashvili 2004, GCCW მონაცემთა ბაზა).

კავკასიის რეგიონი მთლიანად მოიცავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აგრეთვე რუსეთის

ფედერაციის, თურქეთისა და ირანის გარკვეულ ნაწილებს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!