04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

55

6.1.7 წყლის ხარისხი

წყლის ხარისხი მდინარე ენგურში

ამჟმად წყლის ხარისხის მონიტორინგი მდინარე ენგურზე არ ხორციელდება 6 . შესაბამისად, ხუდონის

გარემოზე ზეგავლენის ანგარიშის მონიტორინგის გეგმაში რეკომენდებული იქნება წყლის ხარისხის

მინიმალური მონიტორინგის ჩატარება.

წყლის ხარისხის ქვემოთ მოცემული აღწერილობა ძირითადად ეყრდნობა იმ შვიდ სინჯს, რომლების

აღებული იქნა 2007 წლის აპრილში საველე გასვლის დროს (იხ. მომდევნო ცხრილი).

სინჯები 1-4 იძლევა მომავალ წყალსაცავში შემავალი წყლის ხარისხის დახასიათების საშუალებას.

დაბინძურების დაბალი დონე. მთლიანობაში ხუდონის წყალსაცავის ადგილთან არსებული წყალი კარგი

ხარისხისაა გახსნილი ჟანგბადის მაღალი დონით (თ. მერგიანი, მესტიის მუზეუმი). აზოტოვანი და ფოსფორის

ელემენტების კონცენტრაცია დაბალია (ნიტრატები - 1.2 მგ/ლ; ამონიუმი, ნიტრიტები და ფოსფატები -

აღსარიცხი დონის ქვემოთ), რაც მწირი ბიოლოგიური პროდუქტიულობის მაჩვენებელია. ზომიერია

ორგანული ნივთიერებების შემცველობა (1.3-8.9 მგ/ლ O2). ეს სიტუაცია დამახასიათებელია მთის

წყალგამყოფისათვის, რომელსაც დეგრადაციის ცოტა წყარო გაჩნია (ადამიანთა დასახლებების სიცოტავე,

არაინტენსიური სოფლის მეურნეობა, მრეწველობის არქონა).

საკმაოდ მაღალი მინერალიზაცია. ხაიშთან გაზომილი გამტარობისა და ტუტოვანობის (HC03) მაჩვენებლები

საკმაოდ მნიშვნელოვანია (შესაბამისად198 µS/სმ და 109.8 მგ/ლ), რაც ახასიათებს კირქვოვანი

გეოლოგიური ფონის დამახასიათებელია. ტობარიდან წყალაღმა შესამჩნევია ორ მდინარეს შორის

მნიშვნელოვანი განსხვავება მინერალიზაციაში, რაც სხვადასხვა გეოლოგიური ფონის ამსახველი უნდა იყოს:

წყლის გამტარობა მდინარე ენგურში სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მდინარე ნენსკრაში.

შეწონილი მყარი ნივთიერებები, რომლებიც ამ ორ მდინარეში მღვრიე წყლის საშუალებით შედის, უფრო

დიდი ოდენობითაა მდინარე ენგურში (41 FTU), ვიდრე მდინარე ნენსკრაში (9.4 FTU). ეს განსხვავება

შესაძლოა დაკავშირებული იყოს მცენარეულ საფართან და მიწის გამოყენებასთან: ნენსკრა პირდაპირ

მოედინება დიდი კავკასიონის ქედიდან და შედარებით ცოტა სოფელსა და სასოფლო-სამეურნეო მიწას

გამოივლის, მაშინ, როდესაც ენგური მოედინება საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ხეობაში, სადაც ბევრია

საქონელი და მოხნული მინდვრები.

სინჯების 3 და 4 შედარება არ გვიჩვენებს წყლის ხარისხის რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებას ხაიშის ზემოთ

და ქვემოთ, ეს განსაკუთრებით ეხება დაბინძურების მაჩვენებლებს (NH4, COD).

სანაპირო დაბლობში (სინჯი 7) ნიტრატების კონცენტრაცია მაქსიმალურია სხვებთან შედარებით, თუმცა,

კვლავ ძალიან ზომიერი (2.6 მგ/ლ).

6 1981-91 წლებში მდინარე ენგურზე ფუნქციონირებდა წყლის ხარისხზე დაკვირვების 5 სადგური: (1) ხაიში; (2) ენგურის

წყალსაცავი (კაშხლიდან 500 მ ზემოთ); (3) აბასთუმანიდან 5.6 კმ ზემოთ (ზუგდიდთან ახლოს); (5) დარჩალი

(ზუგდიდსა და ანაკლიას შორის).

თითქმის ყოველთვიურად ტარდებოდა შემდეგი პარამეტრების გაზომვა: სუსპენდირებული მყარი მასალების ჯამური

ოდენობა, გახსნილი ჟანგბადი, ქიმიურად საჭირო ჟანგბადი, ბიოქიმიურად საჭირო ჟანგბადი, ამონიუმის აზოტი,

ნიტრატული აზოტი, რკინა, სპილენძი, თუთია, ფენოლები, ნავთობპროდუქტები და ზედაპირულად აქტიური

ნივთიერებები.

ჯგუფმა სთხოვა გარემოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტს,

ამ მონაცემთა მოწოდება, თუმცა მონაცემები მოწოდებული არ იქნა.

ენგურის კაშხლის ძირში წყლის ხარისხი მდინარე ენგურის სისტემაში კონტროლდებოდა წელიწადში ორჯერ. ამ

მონაცემებს ფლობს ჰიდროპროექტი.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!