04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

53

• ქვედა ხეობა (ჯვრის ქვემოთ). მდინარე ენგური კვეთს კოლხეთის დაბლობს დატოტვილი კალაპოტით

და ალუვიალური მასალების დიდი ოდენობით. დაჩელთან ენგურს ერთვის კიდევ ერთი დიდი

შენაკადი, რომელიც მოიცავს ქვედა წყალგამყოფის აღმოსავლეთ ნაწილს (ზუგდიდის მიდამოებს).

მდინარე ენგური შავ ზღვაში ჩადის ანაკლიასთან, გაივლის რა დაჭაობებულ და ჭანჭროვან ადგილებს.

მდინარე ერისწყლის სისტემა

30 კმ სიგრძის მდინარე ერისწყალი სათავეს იღებს დიდი კავკასიონის ქედიას ძირიდან, კვეთს სანაპირო

დაბლობს და მეორე გუდავასთან ჩაედინება შავ ზღვაში. მდინარის ზედა ნაწილში მოწყობილია გალის

წყალსაცავი და 4 ჰიდროელექტრო სადგურის კასკადი (ვარდნილჰესის კასკადი, იხ. §6.4.1), რომელიც იკვებება

ენგურის ჰიდროელექტრო სადგურიდან გამომავალი წყლით (იხ.§6.4.1 და სურათი 6-12).

6.1.6 ჰიდროლოგია

წყლის დინება მდინარე ენგურში

ენგურის წყლის დინების ძირითადი მახასიათებლები ამოკრეფილია არსებული ანგარიშებიდან.

წყლის დინების სიჩქარე ხუდონის კაშხლის მიდამოებში აღწევს 130.8 მ3/წ, ხოლო ენგურის წყალსაცავის

ზემოთ - 155.3 მ3/წ. საშუალო გრძელვადიანი ჩადინება ხუდონთან შეფასებულია, როგორც 5.35

კმ3/წელიწადში.

წყლის დინება ხეობაში ემორჩილება მნიშნველოვან სეზონურ ვარიაციებს, მაქსიმალური სიჩქარით გვიანდელ

გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში - 600-900 მ3/წ, რაც განპირობებულია თოვლის დნობით და დიდი

ნალექებით. მინიმალური სიჩქარე ზამთარში შეადგენს დახლოებით 20 მ3/წ.

წყლის დინება ენგურის კაშხლის ქვემოთ წლის განმავლობაში უმეტესწილად სუსტია, ვინაიდან ენგურის

ჰიდროელექტრო სადგურიდან გამომავალი წყალი ჩადის მდინარე ერისწყლის სისტემაში. მარცხენა ნაპირზე,

შენაკადთან შერთვის ქვემოთ, ჯვრის ხიდთან გაზომილი მინიმალური ნორმატიული მაჩვენებელია 10 მ3/წმ

(შპს ენგურჰესი).

ხუდონის კაშხლის მშენებლობის ადგილთან გაზომილი მაქსიმალური სიჩქარეა 2,500 მ3/წმ.

ენგურის წყალსაცავის მახასიათებლები და წყლის დონე

ენგურის წყალსაცავის მოცულობა მომარაგების მაქსიმალურ დონეზე შეადგენს 1,110 მილიონ მ3, მისი

ზედაპირის ფართობია 13.5 კმ2, სიგრძე - დახლოებით 25 კმ, ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 268.5 მ.

წყალსაცავის ძირითადი მახასიათებლები შეჯამებულია მომდევნო ცხრილში.

ცხრილი 6-1: ენგურის კა შხლის წყალსაცავის ძ ი რი თა დი მახასიათებლები

საშუალო ჩადინება

წყლის მიწოდების სრული დონე

მაქსიმალური დონე

მინიმალური საექსპლუატაციო დონე

მაქსიმალური მოცულობა

სამუშაო მოცულობა

ფართობი მიწოდების სრულ დონეზე

მაქსიმალური სიღრმე მიწოდების სრულ დონეზე

სიგრძე მიწოდების სრულ დონეზე

155 მ3/წმ

510.0 მ ზღვის დონიდან

511.5 მ ზღვის დონიდან

430.0 მ ზღვის დონიდან

1,110 მილიონი მ3

676 მილიონი მ3

13.5 კმ2

დაახლოებით 250 მ

29 კმ

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!